დე ლაურენტისი: “ჩელსი” კულიბალის სანაცვლოდ 58 მილიონ ევროს გვთავაზობდა”

იტალიური “ნაპოლის” პრეზიდენტი აღიარებს, რომ ამა წლის ზაფხულში მას კალიდუ კულიბალის გაშვებით 58 მილიონი ევროს გამომუშავება შეეძლო.

“სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე დღით ადრე, “ჩელსიმ” კულიბალის ტრანსფერთან დაკავშირებით 58 მილიონიანი წინადადება გამოგვიგზავნა, თუმცა მე ის უარით გავისტუმრე.

შეიძლება კონტემ ეს ყოველივე უარყოს, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ლონდონელებმა ჯერ 30 მილიონი შემოგვთავაზეს, შემდეგ 40 და ბოლოს 50.

იმ დროისთვის, უკვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ კულიბალის ჩვენთან კიდევ ერთი წელი უნდა გაეტარებინა. მომავალ წელს კი ისევ დავფიქრდები…”

კონტე სერია ა-ში მოთამაშე მცველით ინტერესდება

როგორც იტალიური პრესა იტყობინება, ლონდონის “ჩელსის” მწვრთნელი, ანტონიო კონტე სერიოზულად არის დაინტერესებული “ლაციოს” მცველით, სტეფან დე ვრეით.

24 წლის ჰოლანდიელი 2014 წელს შეუერთდა რომაულ კლუბს, თუმცა გასულ სეზონში დიდ ხანს იტრავმიანა. მიუხედავად ამისა, ლონდონელებს სურთა, რომ დავიდ ლუისის შემდეგ, დაცვის ხაზი იანვარში ნახსენები მოთამაშით გააძლიერონ.

სავარაუდო თანხა, რომელსაც “ჩელსი” ჰოლანდიელში გადაიხდის, 30.8 მილიონი ფუნტია.

კონტე: “ასეთი “ჩელსი” “მანჩესტერ სიტისა” და “იუნაიტედს” წინააღმდეგობას ვერ გაუწევს”

ლონდონის “ჩელსის” იტალიელმა სპეციალისტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ ლონდონის “ჩელსი” ცუდ ფორმაში იმყოფება, რომ გუნდმა საკუთარი თამაში უნდა გააუმჯობესოს, თუ უნდა, რომ “სიტისა” და “იუნაიტედს” წინააღმდეგობა გაუწიოს.

“ყველამ უნდა გავაანალიზოთ, რომ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია.

ბევრი მუშაობის შემდეგ, ჩვენ თავისუფლად შევძლებთ ისეთი გუნდების წინააღმდეგ თამაშს, როგორებიცარიან “მანჩესტერ იუნაიტედი”, “მანჩესტერ სიტი”, “ლივერპული”, “არსენალი” და “ტოტენჰემი”.

ვფიქრობ, ამ სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი თავდაუზოგავი მუშაობაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, არაფერი შეიცვლება.” -განაცხადა კონტემ, რომლის გუნდიც პრემიერ ლიგის 7 ტურის შემდეგ მე-7 პოზიციას იკავებს.

ქრისტენსენი: “ბუნდესლიგა პრემიერ ლიგაზე უფრო ამაღელვებელი ჩემპიონატია”

ლონდონის “ჩელსის” კუთვნილებაში მყოფმა და მიუნხენგლადბახის “ბორუსიას” რიგებში მოასპარეზე ქრისტიანსენმა ბრიტანული პრემიერ ლიგა გერმანულ ბუნდესლიგას შეადარა და აღნიშნა, რომ ეს უკანასკნელი მსოფლიოს ყველაზე ამაღელვებელი ჩემპიონატია.

“ამ დროისთვის პრემიერ ლიგის მხოლოდ ერთ მატჩში მაქვს მონაწილეობა მიღებული, მაგრამ მე კარგა ხნის მანძილზე ვვარჯიშობდი “ჩელსის” ფეხბურთელებთან ერთად.

რთულია ამ ორ ლიგას შორის არჩევანის გაკეთებას. დაცვის მხრივ, პრემიერ ლიგა უფრო ორგანიზებულია, მაგრამ იქ შანსების შექმნა გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე აქ.

მაგრამ მაინც ვთვლი, რომ ბუნდესლიგა ყველაზე ამაღელვებელი ჩემპიონატია. თითქმის ყველა თამაშში მაქსიმალურად იხარჯებიან, წინ და უკან, დაცვაში და შეტევაში ერთი ამოსუნთქვით თამაშობენ.”

შესაძლოა, იანვარში “მილანმა” და “ჩელსიმ” ფეხბურთელები გაცვალონ

საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს Goal.Com-ი.

ნახსენები წყაროს თანახმად, ლონდონის “ჩელსი” სერიოზულად არის დაინტერესებული “მილანის” მცველით, მატია დე შილიოთი. მოგეხსენებათ, იტალიურ კლუბს ლონდონელთა ფეხბურთელის, სესკ ფაგბრეგის შეძენა გასულ ზაფხულზე სურდათ, თუმცა “ჩელსიმ” ჩემოთავაზება დაბლოკა.

ახლა ჩნდება რეალური შანსი იმისა, რომ თუ “მილანი” დე შილიოს კიდევ ათ მილიონ ევროს დაამატებს, სანაცვლოდ “ჩელსისგან” ფაბრეგასს მიიღებს.

ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები მომავალ ზამთარში.

აზარმა ვილიანს გასახდელთან ინტერვიუ ჩამოართვა (ვიდეო)

გუშინ პრემიერ ლიგის მეშვიდე ტურის მატჩები გაიმართა. ერთ-ერთ მათგანში ლონდონის “ჩელსიმ” სტუმრად “ჰალ სიტის”, ანგარიშით, 2-0 მოუგო. გოლები ვილიანმა და კოშტამ გაიტანეს.

შეხვედრის შემდეგ კონტეს შეგირდები კარგ ხასიათზე იყვნენ, რაც ამ ვიდეოშიც აისახა.

პრემიერ ლიგა: კონტეს ბიჭებმა “ჰალ სიტის” სძლიეს (ვიდეო)

ინგლისური პრემიერ ლიგის მე-7 ტურის მატჩში “ლონდონური არისტოკრატია” “ქეისი სთედიუმს” ეწვია, რათა “ჰალ სიტისთან” 3 ქულისთვის ებრძოლა.

მატჩის პირველი ნახევარი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, მაგრამ უგოლოდ, განსხვავებით მეორე ტაიმისა, როდესაც დაიჩის ბიჭებმა კონტეს გუნდს წინააღმდეგობა ვეღარ გაუწიეს – ბოლო 45 წუთში “ჩელსის” ფეხბურთელებმა 8-ჯერ დაარტყეს კარში და 2 გოლი გაიტანეს. გოლები უილიანისა და კოშტას ანგარიშზეა.


“ჰალ სიტი”: მარშალი; მეილერი, ლივერმორი, დეივისი, რობერტსონი; სნოდგრასი ჰენრიქსენი (ჰერნანდესი 72′), კლუკასი (ჰადლსტოუნი 81′), მეისონი, დიომანდე (მელონი 63′); მბოკანი.

“ჩელსი”: კურტუა; კეჰილი, ლუისი, ასპილიკუეტა; მოზესი (პედრო 85′), მატიჩი, კანტე, ალონსო; უილიანი, კოშტა, აზარი

გოლი: 61′ ვილიანი, 67′ კოშტა


მომავალ ზაფხულს აბრამოვიჩი “ჩელსიში” დიდ ცვლილებებს გეგმავს

საინტერესო ინფორმაცია ვრცელდები ლონდონის “ჩელსისთან” დაკავშირებით. როგორც იცით, გუნდის მფლობელმა, რომან აბრამოვიჩმა გასულ ზაფხულზე მთავარი მწვრთნელი შეცვალა და გუნდში ანტონიო კონტე მოიყვანა.

როგორც ირკვევა, რუსი ბიზნესმენი შემადგენლობის მხრივაც დიდი ცვლილებებს გეგმავს.. მომავალ ზაფხულზე, რომან აბრამოვიჩის მთავარი სამიზნეები “ატლეტიკოს” შემტევი, ანტუან გრიზმანი და “რომას” ცენტრალური მცველი, ანტონიო რუდიგერი იქნებიან.

ირკვევა, რომ “არისტოკრატების” ბოსმა, შესაძლოა, ისეთი მოთამაშეები გაუშვას გუნდიდან, როგორებიც არიან: ფაბრეგასი, ოსკარი, ივანოვიჩი და მატიჩი.

ორ ინგლისურ გრანდს ლეონარდო ბონუჩი სურს

როგორც Daily Star-ი იტყობინება, ინგლისის პრემიერ ლიგის ორი გრანდი, “მანჩესტერ სიტი” და “ჩელსი” სერიოზულად არის დაინტერესებული ტურინის “იუვენტუსისა” და იტალიის ნაკრების ერთ-ერთი საუკეთესო მცველის, ლეონარდო ბონუჩის შეძენით.

“სიტის” კაპიტანი, კომპანი ნელ-ნელა ასაკში შედის და ტრავმიანობასაც მოუხშირა. შესაბამისად, არაა გასაკვირი, რომ პეპ გვარდიოლამ ბელგიელი სპორტსმენის შემცვლელის ძებნა დაიწყო. ამის ოპტიმალურ ვარიანტად კი იგი  ბონუჩის ხედავს.

ასევე, იტალიელი მოთამაშე ანტონიო კონტესაც უნდა. ეს უკანასკნელი ლეონარდოს როგორც “იუვეში’, ასევე იტალიის ნაკრებშიც წვრთნიდა.

ვარაუდობენ, რომ თუ “ბებერი ქალბატონი” ბონუჩის მინიმუმ 50 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ დათმობს.

Mirror: “ვესტ ჰემი” ფაბრეგასის გადაბირებას ცდილობს

Mirror-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, ლონდონური “ვესტ ჰემის” ხელმძღვანელები “ჩელსის” ესპანელი ნახევარმცველის, ცესკ ფაბრეგასის გარშემო არსებულ სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან.

შეგახსენებთ, რომ ახალ სეზონი ფაბრეგასისთვის არც ისე კარგად დაიწყო – პრემიერ ლიგის პირველი 5 მატჩიდან არცერთი მათგანი არ დაუწყია “არსენალის” ექს-შემტევს სასტარტო შემადგენლობიდან, რაც უიმედობის მიზეზს აშკარად იძლევა.

თუმცა, ბოლო დროს სიტუაცია მის სასიკეთოდ წარიმართა, კერძოდ კი მას შემდეგ, რაც ინგლისის თასის ეგიდით გამართულ მატჩში ესპანელმა “ლესტერის” კარში დუბლის გაფორმება მოახერხა.

უოლკოტი: “არსენალს” გამარჯვება “ჩელსიზე” მეტად სწყუროდა”

ლონდონის “არსენალის” შემტევმა, ტეო უოლკოტმა ლონდონურ დერბიში “არისტოკრატთა” განადგურების (3-0) შემდეგ, აღნიშნა, რომ არსენ ვენგერის ბიჭები უფრო მონდომებულად თამაშობდნენ, ვიდრე მათი მოწინააღმდეგეები, რამაც მეტნაკლებად მატჩის შედეგი განაპირობა.

ამ კვირაში ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. ჩვენ გავაანალიზეთ წარსული, ვიცით რა მოხდა წინათ. თუმცა, ახლა მთავარი აწყმოა.

ეს გუნდი ძალზედ მბრწყინავი და ახალგაზრდაა და ამასთანავე საკმაოდ გამოცდილიც.

თითოეული ფეხბურთელი ამ მატჩზე იყო კონცენტრირებული – იმ 11 კაცს, რომელიც მოედანზე თამაშობდა, გამარჯვება მეტოქეზე უფრო მეტად უნდოდათ.”

ვენგერმა ანტონიო კონტეს გაკვეთილი ჩაუტარა (ვიდეო)

ახლახან დასრულდა პრემიერ ლიგის მე-6 ტურის ცენტრალური მატჩი, რომელსაც “ემირეიტს სტედიუმმა” უმასპინძლა. სწორედ “მეთოფეთა” საშინაო არენამ უმასპინძლა ლონდონურ დერბის, რომელიც ძალიან დაძაბული უნდა გამომდგარიყო.


“არსენალი”: პეტრ ჩეხი; ბელერინი, მუსტაფი, კოშელნი, მონრეალი; კასორლა, კოკლინი; უოლკოტი, მესუტ იოზილი, აივობი; ალექსის სანჩესი

მთავარი მწვრთნელი: არსენ ვენგერი

“ჩელსი”: ტიბო კურტუა: ივანოვიჩი, კეჰილი, ლუისი, ასპილიკუეტა; ნ’გოლო კანტე; ედენ აზარი, მატიჩი, ფაბრეგასი, ვილიანი; დიეგო კოშტა

მთავარი მწვრთნელი: ანტონიო კონტე

გოლი: სანჩესი 11′, უოლკოტი 14′, იოზილი 40′