Daily Mirror-მა ფეხბურთის ბრიტანელ გულშემატკივრებს შორის საკმაოდ საინტერესო გამოკითხვა ჩაატარა, რომელიც მიზნად პრემიერ ლიგის ყველაზე საძულველი და საყვარელი კლუბის გამოვლენას ისახავდა.
გამოკითხვის შედეგების თანახმად, ბრიტანელ ფანებს ყველაზე მეტად ლონდონის “ჩელსი” სძულთ (გამოკითხული ფანების 68,7-მა პროცენტმა აღნიშნა, რომ ვერ იტანს ამ კლუბს).
“არისტოკრატებს” ცოტათი ჩამორჩნენ “წითელი ეშმაკუნები” (68,1 პროცენტი). სამუელი კი “ლივერპულმა” დახურა (52,8 პროცენტი). საძულველ ხუთეულში ასევე მოხვდნენ “ვესტ ჰემი” (47,6%) და “არსენალი” (46,2%).
გულშემატკივრების საყვარელი კლუბის წოდება წილად “ბარნლის” ხვდა (35,8 პროცენტი). ხუთეულში ასევე მოხვდნენ “ბორნმუთი” (32.9%), “ჰადერსფილდი” (30,2%), “მანჩესტერ სიტი” (28,3%), “ნიუკასლი” და “ფულჰემი” (27,1 %).