Tuttomercatoweb-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობა მზადაა ედინსონ კავანის ტრანსფერის განსახორციელებლად ანტონი მარსიალი გაწიროს.
როგორც იცით, ფრანგი ფორვარდი “მანჩესტერ იუნაიტედის” ბნელ სეზონში ნათელ წერტილად მოგვევლინა, თუმცა “ოლდ ტრაფორდის” მესვეურებს მიაჩნიათ, რომ კავანი ამ მომენტში მასზე უფრო საჭირო ფიგურაა.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ ფაქტიურად დადასტურებულია ის ფაქტი, რომ კავანი ზაფხულში პარიზს დატოვებს. მისი გადაბირების მსურველი კი ბევრია.
29 წლის ურუგვაელი ფორვარდის გადაბირება ლონდონის “ჩელსისა” და ტურინის “იუვენტუსის” ინტერესებშიც შედის.