ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველმა სესკ ფაბრეგასმა „პორტუსთან“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის დღევანდელი შეხვედრის შესახებ ისაუბრა.
„აქ სამი ქულის მოსაპოვებლად ჩამოვედით. „ჩელსი“ ის გუნდია, რომელიც ყოველთვის მოგებაზე თამაშობს. ჩემპიონთა ლიგა დიდი ტურნირია, რომელიც მოგვწონს. ხვალ მოგება გვინდა. ჯერ საკმარისად კარგად არ ვთამაშობთ, მაგრამ ყოველდღე ვუმატებთ.
თუ „ჩელსის“ მაისური გაცვია,მაშინ ყოველ შეხვედრაში მაქსიმუმს უნდა აჩვენებდე. ბევრს ჰგონია, რომ გასულ სეზონში პრემიერლიგა ადვილად მოვიგეთ. ეს ასე არ არის. ჩემპიონატში გამარჯვება რთული იყო, ამისთვის ბევრი გავაკეთეთ. ახლა ყველაფერი გეგმის მიხედვით ვერ მიდის, მაგრამ მოვლენათა განვითარებას აუცილებლად შვეცვლით“, – განაცხადა ესპანელმა.