დორტმუნდის “ბორუსია” “ჩელსის” ვარკსვლავს უმიზნებს

დორტმუნდის “ბორუსიას” ლონდონის “ჩელსის” ფეხბურთელების გამოყენების კარგი გამოცდილება აქვს. მიჩი ბატშუაის შემდეგ, გერმანელებმა თვალი ტიმუე ბაკაიოკოს დაადგეს.

როგორც The Guardian-ი წერს, “ბორუსიას” მესვეურებმა უკვე მიმართეს “ლურჯების” ხელმძღვანელობას. ისინი ფრანგში 65 მილიონ ევროს იხდიან. ჯერჯერობოთ, უცნობია, შეელევიან თუ არა ამ ფასად ბაკაიოკოს. ისე კი, 23 წლის ფეხბურთელმა იმედები ნამდვილად ვერ გაამართლა ბოლომდე. მან პრემიერ ლიგის 28 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 23 მათგანი სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და სულ ორი გოლი შეაგდო. 23 წლის საყრდენმა სამი ყვითლისა და ერთი წითელი ბარათის მიღებაც “მოახერხა”.

ფრანგი “რენის” აღზრდილია და ის შარშან “მონაკოში” წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, გადავიდა “ჩელსიში”.

ფაბრეგასი – მესამე ესპანელი, რომელმაც პრემიერ ლიგაში 50 გოლი გაიტანა

ლონდონის “ჩელსიმ” პრემიერ ლიგის 35-ე ტურში “სუონსი” დაამარცხა ცესკ ფაბრეგასის მიერ გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით და ამჟამად 66 ქულით მეხუთე პოზიციას იკავებს სატურნირო ცხრილში.

“არისტოკრატთა” ესპანელი გარემარბისთვის ეს უმაღლეს ბრიტანულ დივიზიონში გატანილი რიგით 50-ე გოლია. შესაბამისად, ის რიგით მესამე ესპანელი გახდა, რომელმაც ამ ნიშნულს მიაღწია.

აქამდე 50 გოლის დაგროვება მხოლოდ დიეგო კოშტამ და ფერნანდო ტორესმა შეძლეს. ორივე მათგანი გარკვეული დროის მანძილზე “ჩელსის” ღირსებას იცავდა.

“ჩელსიმ” “სუონსი” დაამარცხა და ცხრილის ბოლოში სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა (ვიდეო)

პრემიერ ლიგის 35-ე ტურის მატჩს უელსმა უმასპინძლა, სადაც ადგილობრივი “ჩელსი” “სუონსი სიტისთან” სათამაშოდ ჩავიდა. მართალია, “არისტოკრატები” თითქმის უმოტივაციოდ არიან, მაგრამ ამ თამაშის შედეგს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა “სუონსისათვის”.

როგორც მოსალოდნელი იყო, გასავარდ ზონასთან ახლოს მყოფმა “გედებმა” ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს ლონდონელებს, თუმცა ყველაფერი ცესკ ფაბრეგასის მიერ მატჩის მეოთხე წუთზე გატანილმა გოლმა გადაწყვიტა.

ცხრილის ბოლოში სიტუაცია უკიდურესად იძაბება. მე-18 ადგილზე მყოფ “საუთჰემპტონს” 33 ქულა აქვს და 2 ქულით ჩამორჩება “სუონსის”. ბოლოადგილოსანი “ვესტ ბრომი” 28 ქულით თითქმის უშანსოდაა, “სტოკ სიტი” (30) კი კვლავაც განაგრძობს ბრძოლას.


“ჩელსიმ” “ბარნლი” დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა (ვიდეო)

ინგლისის პრემიერ ლიგის 31-ე ტურის გადადებულ მატჩში ლონდონის “ჩელსი” მეშვიდეადგილოსან “ბარნლის” ეწვია და საკმაოდ დიდი ბრძოლაც გაუმართა. საბოლოო ჯამში გამარჯვება ანტონიო კონტეს შეგირდებს დარჩათ.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. ანგარიში შეხვედრის მე-20 წუთზე გაიხსნა, როდესაც ლონგმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი. 64-ე წუთზე ბარნსმა შეძლო გათანაბრება. გამარჯვების გოლი კი 69-ე წუთზე გავიდა და ის ვიქტორ მოზესის ანგარიშზეა – 1:2.

ჩატარებული 34 მატჩის შემდეგ “ჩელსის” 63 ქულა უგროვდება და მეხუთეა, “ბარნლი” კი 52 ქულით კვლავ მეშვიდეა.


“ბარნლი”: პოპი; უორდი, ტარკოვსკი, ლონგი, ლოუტონი; გუდმუნდსონი, ვესტვუდი, კორკი, ლენონი; ვუდი (ვოუკსი 72′), ბარნსი

მთავარი მწვრთნელი: შონ დაიჩი

“ჩელსი”: ტიბო კურტუა; ასპილიკუეტა, კეჰილი, რუდიგერი; მოზესი, ბაკაიოკო, კანტე, ემერსონი (ზაპაკოსტა 84′); პედრო, მორატა (ედენ აზარი 71′); ოლივიე ჟირუ

მთვარი მწვრთნელი: ანტონიო კონტე


კარიკატურა: აზარის ახალი შანსი

ლონდონის “ჩელსიმ” მომავალ სეზონში ჩემპპიონთა ლიგაზე თამაშის შანსი თითქმის დაკარგა. შესაბამისად, “ლურჯების” ვარსკვლავი, ედენ აზარი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ასპარეზობას ვეღარ შეძლებს. ბელგიელს “რეალში” გადასვლა სურს, ეს შანსი იქნება, რომ მან ევროპული გრანდების წინააღმდეგ კვლავ ითამაშოს.

გთავაზობთ, კარიკატურას აღნიშნულ თემაზე

 

რომან აბრამოვიჩის “ჩელსი” ურთულესი სატრანსფერო ფანჯრის მოლოდინშია

რომან აბრამოვიჩის “ჩელსი” ურთულესი სატრანსფერო ფანჯრის მოლოდინშია. როგორც იცით, გუნდის მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე კლუბის დატოვებას გეგმავს და ამან შესაძლოა, ძირითადის ცხრა ფეხბურთელის მომავალზე იქონიოს გავლენა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ “არისტოკრატებს” ჯერაც არ უპოვნიათ მაიკლ ემენალოს, ყოფილი ტექნიკური დირექტორის შემცვლელი, რომელმაც კლუბი ნოემბრის თვეში დატოვა.

The Telegraph-ის ცნობით, “ჩელსიდან” ანტონიო კონტეს გათავისუფლების შემთხვევაში იტალიელი სპეციალისტისთვის 9 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს, რაც კონტრაქტშივეა გაწერილი.

რაც შეეხება ფეხბურთლებს, კონტეს წასვლის შემთხვევაში, კლუბს დიდი ალბათობით ტიბო კურტუა, ედენ აზარი, ცესკ ფაბრეგასი, პედრო, გარი კეჰილი, დავიდ ლუისი და ოლივიე ჟირუ დატოვებს.

კარიკატურა: “ჩელსი” ევროპის ლიგის ხრამში გადავარდა

გუშინ პრემიერ ლიგის 32-ე ტურის მატჩი ლონდონის “ჩელსიმ” თანაქალაქელ “ტოტენჰემთან” საკუთარ მოედანზე ანგარიშით, 1-3 წააგო და ჩემპიონთა ლიგის ოთხეულს რვა ქულით დაშორდა.

აღნიშნულ თემაზე ომარ მომანი კარიკატურას გვთავაზობს.

 

მესი კურტუას ფეხებს: “სეზამ, გაიღე!” (კარიკატურა)

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებით შეხვედრაში ლიონელ მესიმ ტიბო კურტუას ორჯერ გაუძვრინა ბურთი ფეხებს შორის.

აღნიშნულ თემაზე ომარ მომანი კარიკატურას გვთავაზობს.

 

ალვარო მორატას უხამსი პასუხი “ბარსელონას” ფანების სიმღერას (ფოტო)

ოთხშაბათს კატალონიის “ბარსელონამ” კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწია ლონდონის “ჩელსისთან” (3-0) და ამით ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საგზურიც მოიპოვა.

აღნიშნულ მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო ალვარო მორატა, რომელსაც “კამპ ნოუს” პუბლიკასთან არც თუ ისე თბილი დამოკიდებულება აქვს. ოთხშაბათს გულშემატკივარმა ამის კიდევ ერთი ნათელი გამოხატულება იხილა.

მოედანზე შემოსვლის შემდეგ, “ბარსელონას” ფანებმა უხამსი სიტყვების სკანდირება დაიწყეს და მღეროდნენ, რომ მორატას “ბურთები” არ ჰქონდა. ამის საპასუხოდ ესპანელმა თავდამსხმელმა ასეთი ჟესტი გამოიყენა.

“ჩელსიმ” “კრისტალ პალასი” უილიანის ლიდერობით დაამარცხა (ვიდეო)

პრემიერ ლიგის 30-ე ტურის შაბათი დღე ლონდონის “ჩელსისა” და “კრისტალ პალასის” დაპირისპირებამ დახურა. “ბარსელონასთან” გასამართი უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ “არისტოკრატებმა” განწყობა გამოიკეთეს – “არწივები” ანგარიშით 2:1 დაამარცხეს.

მატჩის გმირი უილიანი გახდა, რომელმაც თავის გამოჩენა “ბარსელონასთან” მატჩშიც შეძლო. ამ უკანასკნელმა შეხვედრის 25-ე წუთზე გახსნა ანგარიში, 32-ე წუთზე კი კელიმ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი. შეხვედრის მიწურულს ვან ანჰოლტმა ერთი გოლი გაქვითა (90′), თუმცა ამან ვერაფერი შეცვალა.

30 მატჩში დაგროვებული 56 ქულით ინგლისის მოქმედი ჩემპიონი მეხუთე პოზიციას იკავებს და მომავალ ტურში “ტოტენჰემს” მიიღებს, “კრისტალ პალასი” კი მე-18 ადგილზეა 27 ქულით.


“ჩელსი”: ტიბო კურტუა; გარი კეჰილი, კრისტენსენი, ასპილიკუეტა; ალონსო, კანტე, ფაბრეგასი, ზაპაკოსტა; ედენ აზარი (ბაკაიოკო 88′), უილიანი; ჟირუ (ალვარო მორატა 72′)

მთავარი მწვრთნელი: ანტონიო კონტე

“კრისტალ პალასი”: ჰენესი; ვან-ბისაკა, კელი, ტომკინსი, ვან ანჰოლტ; ტაუნსენდი (ლი ჩუნ-იონი 81′), მილივოიევიჩი, მაკკართური, შლუპი (რიდევალდი 75′); სორლოტი, ბენტეკე (ზაჰა 46′)

მთავარი მწვრთნელი:როი ჰოჯსონი


მოურინიო “ლივერპულთან” მატჩზე: “ჩემთვის ეს უბრალოდ დიდი თამაშია”

უქმეებზე ფეხბურთის გულშემატკივარს ორი პრინციპული მეტოქის, “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ლივერპულის” დაპირისპირებისთვის თვალის დევნების ბრწყინვალე საშუალება ეძლევათ. თუმცაღა მოურინიო უარყოფს რაიმე პირადი დატვირთვის არსებობას ამ მატჩისადმი.

“ჩემთვის ეს უბრალოდ დიდი თამაშია. მატჩი ორი ისტორიულ კლუბს შორის, რომლებიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოები არიან. ახლა მეორე ადგილისთვის ვიბრძვით, რაც მესამე და მეოთხე ადგილებზე უკეთესია.

რა თქმა უნდა, გამარჯვება მინდა. ეს ტოპ-თამაშია, უმაღლესი დონის წინააღმდეგ. “ლივერპული” ის გუნდია, რომელიც ჩვენ უშუალო კონკურენტად გვეკუთვნის, რომელიც უკვე გავიდა ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში. ჩემთვის ყოველი მატჩი პრინციპულია.

წინ სამი შეხვედრა გველის: “ლივერპულთან”, “სევილიასა” და “ბრაიტონთან”. თუ მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანის ამორჩევას მთხოვთ, ამას ვერ შევძლებ,” – აცხადებს პორტუგალიელი სპეციალისტი.

ლევანდოვსკი არჩევნის გაკეთებას “ჩელსისა” და “რეალს” შორის აპირებს

Bleacher Report-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, რობერტ ლევანდოვსკის მკაცრად აქვს გადაწყვეტილი მიუნხენის “ბაიერნის” დატოვება და ამის შესახებ უკვე განუცხადა კლუბის ხელმძღვანელობას.

ბრიტანული პრესის ცნობით, პოლონელ ვარსკვლავს თავისი შესაძლებლობების გამოცდა ახალ ასპარეზზე სურს. მისდამი ინტერესს კი მადრიდის “რეალისა” და ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელები გამოთქვამენ.

შეგახსენებთ იმასაც, რომ 29 წლის ფეხბურთელმა გასულ თვეში შეიცვალა აგენტი და სავარაუდოდ, ეს მისი სატრანსფერო გეგმების გავლენით უნდა მომხდარიყო.