როგორ ზეიმობს დიდიე დროგბა ფანებთან ერთად (ვიდეო)

დიდიე დროგბამ სოციალურ ქსელ Instagram-ში, თავის ოფიციალურ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყა, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ზეიმობს ის ჩემპიონობას ფანებთან ერთად.

ოფიციალურად: დროგბამ “ჩელსი” დატოვა

ლონდონის “ჩელსის” 37 წლის წინახაზელი, დიდიერ დროგბა სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე გუნდს დატოვებს.

“მინიმუმ ერთი წელი არ ვაპირებ ბუცების ლურსმნებზე დაკიდვას. მსურს ბევრი სათამაშო დრო მქონდეს, სწორედ ამის გამო, ვტოვებ “ჩელსის”.

“ყველამ იცის, ჩემი გუნდისადმი სიყვარული. იმედი მაქვს, ოდესმე აქ სხვა რანგში დავბრუნდები,”-განაცხადა დროგბამ.

შეგახსენებთ, რომ დიდიერ დროგბამ ლონდონში ლურჯი ფერის მაისურით 9 სეზონი იასპარეზა.

პელეგრინიმ სეზონის საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ განაცხადა, რომ პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო მწვრთნელის არჩევნებში თავისი ხმა „ჩელსის“ თავკაცს ჟოზე მოურინიოს მისცა.

„მე მწვრთნელთა ლიგის ასოციაციის წევრი ვარ და ხმა მოურინიოს მივეცი, რადგან წელს მან ბევრს მიაღწია.

შარშან მე საუკეთესო მწვრთნელად არ დამასახელეს, თუმცა ამაზე ბევრს არ ვფიქრობ. მაშინდელი შედეგით კმაყოფილი ვარ. ორი ტიტული მოვიგეთ, ლამაზი ფეხბურთი ვაჩვენეთ და ბევრი გოლიც გავიტანეთ.

არ მესმის, გადაწყვეტილებას როგორ იღებენ. თუ ისინი მოურინიოს ნაცვლად ვინმე სხვას დაასახელებენ, ეს მათი არჩევანი იქნება“, – განაცხადა ჩილელმა სპეციალისტმა.

მოურინიო: „ჩავი „ოქროს ბურთს“ იმსახურებს“

ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს აზრით, „ბარსელონას“ ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი, რომელიც ამ სეზონის შემდეგ კლუბს ოფიციალურ დატოვებს, „ოქროს ბურთს“ იმსახურებს.

„ჩავი 21-ე საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. ის „ოქროს ბურთს“ მოგებას იმსახურებს, რომელსაც უკვე ვერასდროს მიიღებს“, – აღნიშნა მოურინიომ.

გარდა ამისა, პორტუგალიელმა სპეციალისტმა ჩემპიონთა ლიგის ფინალის შესახებ ისაუბრა.

„ბარსელონამ“ და „იოუვენტუსმა“ ბერლინში თამაში დაისმახურეს. მათ კარგი სეზონი ჰქონდათ. როგორც გაირკვა, ისინი იმ ნახევარფინალში თავის მეტოქეებზე უკეთესები არიან“, – დაასრულა ჟოზემ.

ოფიციალურად: ჩავი “ბარსელონას” ტოვებს

მალდინი: „ჩელსიში“ გადასვლაზე ვფიქრობდი“

„მილანის“ ლეგენდარულმა მცველმა პაოლო მალდინიმ აღიარა, რომ 90-იანი წლების შუაში ინგლისში გადასვლა შეეძლო.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ წინადადება მქონდა, თუმცა ამ კლუბთან პირდაპირ არ მისაუბრია. ასევე ჯანლუკა ვიალი მპატიჟებდა, რომელიც „ჩელსის“ ავარჯიშებდა. ეს 1996 წელი იყო, ძალიან ცუდი სეზონი გვქონდა.

„არსენალის“ ვარიანტიც არსებობდა, თუმცა კონტრაქტი არც ამ კლუბთან მქონია.

ასეა თუ ისე, წასვლა მაინც ვიუარე. ვიალი ჩემი მეგობარი იყო და ის ერთადერთია, რომლის წინადადებზეც ვიფიქრე.

მაშინ გუნდთან და გულშემატკვირებთან პრობლემები მქონდა. ერთ დღეს წასვლის ალბათობაზე ვიფიქრე, თუმცა ბოლოს მაინც „არა“ ვთქვი.

ფაბრეგასს დისკვალიფიკაცია შეუმცირეს

ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასი დისკვალიფიკაციის გამო ინგლისის პრემიერლიგის მხოლოდ ერთ შეხვედრას გამოტოვებს.

შეგახსენებთ, რომ ესპანელმა „ვესტ ბრომვიჩთან“ ბოლო მატჩში წითელი ბარათი მიიღო.

თავდაპირველად სესკს პრემიერლიგის სამი თამაში უნდა გამოეტოვებინა, თუმცა შემდგომ, კომისიის გადაწყვეტილებით, დისკვალიფიკაცია ერთი შეხვედრით შემცირდა.

მოჰამედ სალამ პეტრ ჩეხი დატროლა

იტალიური “ფიორენტინას” ფეხბურთელმა მოჰამედ სალამ ლონდონის “ჩელსის” მეკარეს, პეტრ ჩეხს დაბადების დღე მიულოცა.

ჩეხი მეკარე 20 მაისს 33 წლის გახდა, ყოფილმა თანაგუნდელმა კი მას იუბილე ასე მიულოცა: “გილოცავ დაბადების დღეს, ლეგენდავ. მაგრამ, არ დაგავიწყდეს, რომ შენს კარში სამი გოლი მაქვს გატანილი.”

cats

შეგახსენებთ, რომ ეგვიპტელმა შემტევმა პეტრ ჩეხის კარის დალაშქვრა იმ პერიოდში მოახერხა, როცა ის “ბაზელის” ღირსებას იცავდა.

“ჩელსი” იბრაჰიმოვიჩის ტრანსფერით ყველას გაოცებას აპირებს

“პენსიონერები” მზად არიან, ზაფხულში სატრანსფერო აფეთქება მოაწყონ.

33 წლის შვედ შემტევს გუნდთან კონტრაქტი 12 თვეში ეწურება და ფრანგები მისგან ფულის აღებას ეცდებიან. ამას გარდა, ედინსონ კავანის მთავარ შემტევად აქცევენ.

Metro-ს ინფორმაციით, იბრაჰიმოვიჩის გადაბირებით “მილანია” დაინტერესებული, ასევე MLS-ის კლუბები, მაგრამ ზლატანისთვის ბრძოლაში “ჩელსი” გაიჭრა წინ.

წყაროს ცნობით, ლონდონელები ზლატანს საკმაოდ კარგ პირობებს სთავაზობენ და ამავდროულად, ჟოზე მოურინიოსთან მუშაობას.

მიხაელ ბალაკმა “ჩელსის” ხუთი საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

გერმანიის ეროვნული ნაკრების კაპიტან მიხაელ ბალაკს “ჩელსის” ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელებიდან ხუთკაციანი გუნდის შექმნა სთხოვეს. ბალაკმა კი თავის რჩეულებს შორის დიდიე დროგბა, ჯონ ტერი, ფრენკ ლამპარდი, პეტრ ჩეხი და მიხაელ ბალაკი დაასახელა.

შეგახსენებთ, რომ გერმანელი ნახევარმცველი ლონდონურ კლუბში 2006 წლიდან 2010 წლის ჩათვლით თამაშობდა.

მოურინიო: „რეალს“ ჩემთვის კონტრაქტი არ შეუთავაზებია“

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ გუშინ გავრცელებული ჭორი უარყო, რომლის მიხედვითაც, მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობა მას დაბრუნებას სთავაზობდა.

„მე პერესს მხოლოდ იმიტომ დავურეკე, რომ მისთვის „რეალის“ საკალათბურთო გუნდის წარმატება მომელოცა. მადრიდელებს ჩემთვის კონტრაქტი არ შეუთავაზებიათ“, – განაცხადა ფეხბურთის პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

სესკ ფაბრეგასმა წითელი ბარათი უცნაური საქციელის გამო მიიღო (ვიდეო)

18 მაისს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “ვესტ ბრომვიჩმა” საკუთარ მოედანზე ლონდონის “ჩელსი” მიიღო.

მატჩის 29-ე წუთზე, შეხვედრის მთავარმა არბიტრმა მოედნიდან სესკ ფაბრეგასი გააძევა.

“ჩელსიმ” დროგბას შემცვლელი “მანჩესტერ სიტიში” იპოვა

ლონდონური გუნდი აქტიურად ეძებს აფრიკელი ვეტერანის შემცვლელს.

“არისტოკრატთა” მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ხელმძღვანელობას კიდევ ერთი თავდამსხმლის შეძენა სთხოვა, რომელიც 37 წლის დიდიერ დროგბას შემცვლელი უნდა იყოს.

პორტუგალიელმა სპეციალისტმა თვალი ბოსნიელ ედინ ჯეკოს დაადგა, რომელსაც სტაბილური ადგილი არ აქვს სასტარტო შემადგენლობაში, სერხიო აგუეროს გამო.

წყაროს თანახმად, “მოქალაქეები” მზად არიან 29 წლის წინახაზელის გასაშვებად, თუ 14 მილიონ ფუნტს მიიღებენ.

მიმდინარე სეზონში, ჯეკომ 22 პრემიერ ლიგურ მატჩში 4 გოლი გაიტანა და სამი საგოლე პასი გააკეთა.