ლუკას სილვა: “ვიმედოვნებ, ჩემპიონთა ლიგაზეც ვითამაშებ”

მადრიდის “რეალის” ბრაზილიელმა ახალწვეულმა, ლუკას სილვამ მის დებიუტზე ისაუბრა, რომელიც გუშინ, “დეპორტივოსთან” შედგა.

ბრაზილიელი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, მატჩის დასრულებამდე 20 წუთით ადრე.

“ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ ოცნების ასრულებით. ეს ჯადოსნური განცდა იყო, რომელიც ცხოვრების მანძილზე მიგრძვნია”.

“გულშემატკივართა ტაშმა გამახარა. ესპანეთის ჩემპიონატში ჩემი დებიუტი შედგა, ახლა იმედი მაქვს, ჩემპიონთა ლიგაზეც ვითამაშებ,”-განაცხადა სილვამ.

პიერლუიჯი კოლინას სურპრიზი თურქ მოყვარულებს (ვიდეო)

Mastercard-მა ფეხბურთის თურქ მოყვარულებს სურპრიზი გაუკეთა. თურქეთში, მოყვარულ ფეხბურთელებს შორის გამართული მატჩის დაწყების წინ ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი ჩაირთო, მოედანზე გამოჩნდნენ პატარა ბავშვები, ტრიბუნაზე – გულშემატკივრები. რაც ყველაზე მთავარია, მოედანზე გამოჩნდა ლეგენდარული არბიტრი პიერლუიჯი კოლინა.

ათი საუკეთესო გოლი ჩემპიონთა ლოიგის ისტორიაში (ვიდეო)

იუთუბის ერთ-ერთმა მომხმარებელმა ჩემპიონთა ლიგის 25-წლიან ისტორიაში საუკეთესოა თი გოლის თავისი ვერსია წარმოგვიდგინა.

ფილიპ ლამი: „შახტარი“ სახიფათო მეტოქეა“

მიუნხენის „ბაიერნის“ მცველის, ფილიპ ლამის თქმით, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მისი გუნდის მეტოქე არც თუ ისე ხელწამოსაკრავია.

შეგახსენებთ, რომ დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში, გამართული კენჭისყრის შედეგად, გაირკვა, რომ მიუნხენელთა მეტოქე დონეცკის „შახტარი“ იქნება.

„შახტარი“ სახიფათო მეტოქეა, თუმცა ჩვენ შემდეგ რაუნდში უნდა გავიდეთ. „ბაიერნისთვის“ მინიმალური მიზანი მეოთხედფინალში გასვლაა“, – განაცხადა ლამმა.

ჩემპიონთა ლიგის ყველა 1/8-ფინალური წყვილი ცნობილია

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის კენჭისყრა, რომლის მიხედვითაც, ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის პლეიოფის პირველ ეტაზე ერთმანეთს შემდეგი გუნდები შეხვდებიან:

„პარი სენ-ჟერმენი“ – „ჩელსი“
„მანჩესტერ სიტი“ – „ბარსელონა“
„ბაიერი“ – „ატლეტიკო“
„იუვენტუსი“ – „ბორუსია“
„შალკე 04“ – „რეალი“
„შახტარი“ – „ბაიერნი“
„არსენალი“ – „მონაკო“
„ბაზელი“ – „პორტუ“

draw

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა — ვინ ვის შეიძლება შეხვდეს

დასრულდა უეფას ჩემპიონთა ლიგის 2014/15 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპი და გამოვლინდა ის 16 გუნდი, რომლებიც ტურნირის მერვედფინალურ სტადიაზე ითამაშებენ.

წილისყრაზე გუნდები ორ კალათად გაიყოფიან: ჯგუფების გამარჯვებულები და მეორეადგილოსნები. ერთი და იგივე ეროვნული ჩემპიონატის წარმომადგენელი კლუბები და ერთ ჯგუფში მოთამაშე გუნდები ერთმანეთთან არ დაწყვილდებიან.

მერვედფინალური ეტაპის წილისყრა შვეიცარიის ქალაქ ნიონში, 15 დეკემბერს ჩატარდება და თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება. ტრადიციულად, წილისყრას უეფას გენერალური მდივანი ჯანი ინფანტინო და საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარე ჯორჯო მარკეტი გაუძღვებიან. გარდა ამისა, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს ბერლინში გასამართი ფინალის ელჩი კარლ-ჰაინც რიდლე.

ტურნირის მერვედფინალური ეტაპის პირველი მატჩები 17-18 და 24-25 თებერვალს გაიმართება, განმეორებითი კი — 10-11 და 17-18 მარტს. ჯგუფების გამარჯვებული გუნდები პირველ შეხვედრას სტუმრად ჩაატარებენ, განმეორებითს კი — შინ.

გთავაზობთ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე გასულ გუნდებს და მათი შესაძლო ოპონენტების სიას.

ჯგუფების გამარჯვებულები

 

შესაძლო მეტოქეები: “იუვენტუსი”, “ლევერკუზენი”, “არსენალი”, “მანჩესტერ სიტი”, “პარი სენ-ჟერმენი”, “შალკე”, “შახტარი”;
შესაძლო მეტოქეები: “ბაზელი”, “ლევერკუზენი”, “არსენალი”, “მანჩესტერ სიტი”, “პარი სენ-ჟერმენი”, “შალკე”, “შახტარი”;
შესაძლო მეტოქეები: “იუვენტუსი”, “ბაზელი”, “ლევერკუზენი”, “არსენალი”, “მანჩესტერ სიტი”, “შალკე”, “შახტარი”;
შესაძლო მეტოქეები: “იუვენტუსი”, “ბაზელი”, “არსენალი”, “მანჩესტერ სიტი”, “შალკე”, “შახტარი”;
შესაძლო მეტოქეები: “იუვენტუსი”, “ბაზელი”, “მანჩესტერ სიტი”, “პარი სენ-ჟერმენი”, “შახტარი”;
შესაძლო მეტოქეები: “იუვენტუსი”, “ბაზელი”, “არსენალი”, “პარი სენ-ჟერმენი”, “შახტარი”;
შესაძლო მეტოქეები: “იუვენტუსი”, “ბაზელი”, “ლევერკუზენი”, “პარი სენ-ჟერმენი”, “შახტარი”;
შესაძლო მეტოქეები: “იუვენტუსი”, “ბაზელი”, “ლევერკუზენი”, “არსენალი”, “მანჩესტერ სიტი”, “პარი სენ-ჟერმენი”, “შალკე”;


ჯგუფების მეორეადგილოსნები
შესაძლო მეტოქეები: “რეალი”, “მონაკო”, “დორტმუნდი”, “ბაიერნი”, “ბარსელონა”, “ჩელსი”, “პორტუ”;
შესაძლო მეტოქეები: “ატლეტიკო”, “მონაკო”, “დორტმუნდი”, “ბაიერნი”, “ბარსელონა”, “ჩელსი”, “პორტუ”;
შესაძლო მეტოქეები: “ატლეტიკო”, “რეალი”, “ბარსელონა”, “ჩელსი”, “პორტუ”;
შესაძლო მეტოქეები: “ატლეტიკო”, “რეალი”, “მონაკო”, “ბაიერნი”, “ბარსელონა”, “პორტუ”;
შესაძლო მეტოქეები: “ატლეტიკო”, “რეალი”, “მონაკო”, “დორტმუნდი”, “ბარსელონა”, “პორტუ”;
შესაძლო მეტოქეები: “ატლეტიკო”, “რეალი”, “დორტმუნდი”, “ბაიერნი”, “ჩელსი”, “პორტუ”;
შესაძლო მეტოქეები: “ატლეტიკო”, “რეალი”, “მონაკო”, “ბარსელონა”, “პორტუ”;
შესაძლო მეტოქეები: “ატლეტიკო”, “რეალი”, “მონაკო”, “დორტმუნდი”, “ბაიერნი”, “ბარსელონა”, “ჩელსი”.

 

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ათი საუკეთესო გოლი (ვიდეო)

წარმოგიდგენთ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის განვლილი ჯგუფური ეტაპის ათ საუკეთესო გოლის ამსახველ ვიდეოს.

ჩემპიონთა ლიგა: სათამაშო დღის მიმოხილვა

გთავაზობთ ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურის მეორე სათამაშო დღის სრულ მიმოხილვას.

რომა რომა 0:2 მანჩესტერ სიტი მანჩესტერ სიტი
მიუნხენის ბაიერნი მიუნხენის ბაიერნი 3:0 ცსკა ცსკა
ბარსელონა ბარსელონა 3:1 პარი სენ-ჟერმენი პარი სენ-ჟერმენი
აიაქსი აიაქსი 4:0 აპოელი აპოელი
ჩელსი ჩელსი 3:1 სპორტინგი სპორტინგი
მარიბორი მარიბორი 0:1 შალკე 04 შალკე 04
პორტო პორტო 1:1 დონეცკის შახტარი დონეცკის შახტარი
ბილბაო ბილბაო 2:0 ბატე ბატე

 

მიმოხილვის სანახავად გადადით მატჩის გვერდზე და გახსენით მიმოხილვა. 

 

სიტიმ პლეი-ოფის საგზური რომში მოიპოვა

საინტერესო და დაძაბული გამოდგა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო სათამაშო დღის ცენტრალური შეხვედრა.

პლეი-ოფში გასასვლელად რომში ერთმანეთს ადგილობრივი “რომა” და “მანჩესტერ სიტი” დაუპირისპირდნენ. უგოლო პირველი ტაიმის შმედეგ ანგარიში მეორე ნახევარში, მე-60 წუთზე გაიხსნა. სამიერ ნასრის გოლით სტუმრები დაწინაურნდენ. მასპინძლები გასათანაბრებლად წავიდნენ, თუმცა 86-ე წუთზე საბალეტას გოლით მანჩესტერელებმა ყველა კითხვას პასუხის გასცეს, გამარჯვება და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვეს. “რომა” კი ასპარეზობას ევროპის ლიგაზე გააგრძელებს.

რომა 0-2 მანჩესტერ სიტი

გოლები: ნასრი 60′ ; საბალეტა 86′ 

“ბილბაო” – “ბატე” 2:0

ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურის შეხვედრაში “ბილბაომ” საკუთარ მოედანზე “ბატე” მიიღო. შეხვედრა ესპანელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, 2:0 დასრულდა. შედეგად, “ბილბაო” ევროპა ლიგაზე იასპარეზებს, ხოლო “ბატესთვის” ევროსეზონი დასრულებულია.

ბილბაო 2-0 ბატე

გოლები: სან ხოსე 47′ ; სუსაეტა 88′

“პორტუ” – “შახტარი” 1:1

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრაში “დრაგაუზე” ერთმანეთის წინააღმდეგ “პორტუ” და “შახტარი” წარსდგნენ. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა და მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლებაც ორივე გუნდმა მოიპოვა.

პორტუ 1-1 შახტარი

გოლები: სტეპანენკო 51′ (0:1); აბუბაკარი 87′ (1:1)

“ბაიერნი” – ცსკა 3:0

ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურის შეხვედრაში მიუნხენის “ბაიერნმა” მოსკოვის ცსკა-ს უმასპინძა და მეტოქეს სამბურთიანი სხვაობით მოუგო.

ბაიერნი 2-0 ცსკა

გოლები: მიულერი 18′ ; როდე 84′ ; გიოტცე 90′