„რომა“ – „ბაიერნი“: სასტარტო შემადგენლობები

დღეს, თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე უეფა-ს მჩემპიონთა ლიგის E ჯგუფის ცენტრალური შეხვედრა დაიწყება. „სტადიო ოლიმპიკოზე“ ერთმანეთს „რომა“ და მიუნხენის „ბაიერნი“ დაუპირისპირდებიან.

წარმოგიდგენთ გუნდთა სასტარტო შემადგენლობებს.

„რომა“: დე სანკტისი; ტოროსიდისი, იანგა-მბივა, მანოლასი, კოული; ნაინგოლანი, დე როსი, პიანიჩი; იტურბე, ტოტი, ჟერვინიო

„ბაიერნი“: ნოიერი; ბერნატი, ბოატენგი, ბენატია, ალაბა; ალონსო, ლამი; რობენი, მიულერი, გიოტცე

ცსკა „მანჩესტერ სიტისთან“ მარცხს გადაურჩა (ვიდეო)

დასრულდა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის E ჯგუფის მესამე ტურის პირველი მატჩი, რომელიხ ხიმკიში გაიმართა,ს ადაც ერთმანეთს მოსკოვის ცსკა და „მანჩესტერ სიტი“ დაუპირისპირდნენ და ფრედ 2:2 ითამაშეს.

არადა, სტუმართათვის პირველი ტაიმი ჩინებულად განვითარდა. 29-ე წუთზე ანგარიში კუნ აგუერომ გახსნა. ორამდე პელეგრინის გუნდის უპირატესობა მილნერმა გაზარდა, რომელმაც აკინფეევის კარი 38-ე წუთზე აიღო.

მეორე ნახევარში კი, ყველაფერი პირიქით განვითარდა. 65-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა შეცვლაზე შესულმა სეიდუ დუმბიამ შეამცირა, რომლის წაქცევისთვის შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ისტვან ვლადმა ოც წუთში ჯო ჰარტის კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დანიშნა. პენალტის ნიშნულთან ნათხო მივიდა, რომელმაც ზუსტად დაარტყა.

საბოლოოდ, 2:2 – „ქალაქელები“ ორი ქულით ჯგუფის მესამე ადგილზე დარჩნენ, ხოლო „არმიელებმა“ თავის აქტივში პირველი ქულა ჩაიწერეს.

ცსკა – „მანჩესტერ სიტი“ 2:2 (0:2)

გოლები: დუმბია 65′, ნათხო 86′ – აგუერო 29′, მილნერი 38′

ცსკა: აკინფეევი; მარიო ფერნანდესი, ვ. ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, ა. ბერეზუცკი (დუმბია 56′, ცაუნა 90′), შენიკოვი; ტოშიჩი (ეფრემოვი 69′), ნათხო, ერემენკო, მილანოვი; მუსა

„მანჩესტერ სიტი“: ჰარტი; საბალეტა, კომპანი, მანგალა, კოლაროვი; მილნერი, ფერნანდო (იოვეტიჩი 86′), ტურე, დავიდ სილვა; აგუერო, ჯეკო (ნავასი 72′)

გაფრთხილება: ფერნანდო 57′

ცსკა – „მანჩესტერ სიტი“: სასტარტო შემადგენლობები

მოგეხსენებათ, დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის E ჯგუფის მესამე ტურის პირველი მატჩი გაიმართება – ქალაქ ხიმკიში ერთმანეთს მოსკოვის ცსკა და „მანჩესტერ სიტი“ დაუპირისპირდებიან.

წარმოგიდგენთ ორივე გუნდის სასტარტო შემადგენლობას.

ცსკა: აკინფეევი; მარიო ფერნანდესი, ვ. ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, ა. ბერეზუცკი, შენიკოვი; ტოშიჩი, ნათხო, ერემენკო, მილანოვი; მუსა

„მანჩესტერ სიტი“: ჰარტი; საბალეტა, კომპანი, მანგალა, კოლაროვი; მილნერი, ფერნანდო, ტურე, დავიდ სილვა; აგუერო, ჯეკო

ჩემპიონთა ლიგა: III ტურის ცენტრი რომსა და ლივერპულშია

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი გადამწყვეტ ფაზაში შედის. დღეს და ხვალ ევროპის ქალაქებში რამდენიმე გამორჩეულად საინტერესო მატჩი გაიმართება.

რომა – ბაიერნი

პირველი დღის ცენტრალურ დაპირისპირებას რომი უმასპინძლებს, სადაც ადგილობრივი გუნდი მიუნხენის “ბაიერნს” მიიღებს. გამარჯვების შემთხვევაში, მასპინძლებს პირველ ადგილზე გადასვლა შეეძლებათ, რაც ასეთ თანაბარ ჯგუფში, სადაც ორი ადგილისთვის სამი გუნდი იბრძვის, ძალიან მნიშვნელოვანია. მითუმეტეს, რომ “სიტი” დიდი ალბათობით საკუტარ შეხვედრას იოლად მოიგებს.

“რომაც” და “ბაიერნიც” მიმდინარე სეზონში ძალიან დამაჯერებლად ასპარეზობენ და დღევანდელ შეხვედრას ეს ფაქტორიც უფრო მეტად საინტერესოს ხდის. ამ გუნდების უკანასკნელი დაპირისპირება 2010 წელს შედგა. რომაელები და მიუნხენელები მაშინ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ ერთმანეთს და საშინაო გამარჯვებებიც გაცვალეს.

ბარსელონა – აიაქსი

დღის კიდევ ერთი შეხვედრა, რომელიც გამორჩეულ ინტერესს იწვევს, ბარსელონაში გაიმართება, სადაც ადგილობრივ გრანდს ამსტერდამის “აიაქსი” ესტუმრება.

ორი ტურის შემდეგ გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ ერთი ქულაა. კატალონიელების აქტივში ერთი გამარჯვებაა, ხოლო ამსტერდამელებმა ორივე მატჩი ფრედ დაასრულეს.

თუმცა, მიუხედავად ამ შეხვედრის დიდი მნიშვნელობისა, კატალონიელთა ყურადღება მაინც შაბათს გასამართ კლასიკოზეა კონცენტრირებული. არ არის გამორიცხული, რომ დღეს მასპინძლები გადახალისებული შემადგენლობითაც კი გავიდნენ მოედნაზე, რაც “აიაქსისთვის” პლიუსი იქნება.

ლივერპული – რეალი

“ბარსელონას” მსგავსად ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე საკმაოდ მნიშნველოვანი შეხვედრა “რეალსაც” ელის, თუმცა მადრიდში უკვე ღიად საურობენ, რომ ლივერპულში გასამართი მატჩის შედეგი ამ ეტაპზე მეორეხარისხოვანია.

“სამეფო კლუბის” მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ განაცხა, რომ რამდენიმე მოთამაშეს დასვენების და “ბარსელონასთან” ჩასატარებელი მატჩისთვის მომზადების საშუალება მიეცემა.

“ლივერპულისთვის” კი ამ შეხვედრის მოგება ძალიან მნიშვნელოვანია. ლუდოგორეცთან მძიმე გამარჯვების შემდეგ როჯერსის შეგირდები “ბაზელთან” დამარცხდნენ და მდგომარეობა გაიუარესის. უახლოეს ორ ტურში შვეიცარიის წარმოამდგენელს, რომელიც “ლივერპულის” მთავარი კონკურენტია ჯგუფიდან გასვლისთვის ბრძოლაში,  “ლუდოგორეცთან” ელის შეხვედრები და შესაძლოა “ბაზელმა” ორი გამარჯვება უპრობლემოდ მოიპოვოს, რაც ლივერპულელებისთვის საკმაოდ ცუდი იქნება. ამიტომ, პლეი-ოფში გასვლისთვის როჯერსის გუნდს მადრიდელებთან ქულების მოპოვება აუცილებლად ესაჭიროებათ

ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები

10/21/14

ცსკა – მანჩესტერ სიტი
1              X               2
5.40        3.75         1.70

რომა – ბაიერნი
1              X               2
3.90        3.45          2.02

ბარსელონა – აიაქსი
1              X               2
1.16        8.30         18.50

აპოელი – პარი სენ ჟერმენი
1              X               2
6.65        3.90          1.58

ჩელსი – მარიბორი
1              X               2
1.20       7.50         14.00

შალკე – სპორტინგი
1              X               2
2.04        3.40          3.90

ბატე – შახტარი 
1              X               2
4.05       3.25          2.07

პორტო – ბილბაო
1              X               2
1.73        3.55         5.55

10/22/14

ანდერლეხტი – არსენალი
1              X               2
4.80        3.70          1.78

გალათასარაი – დორტმუნდი
1              X               2
4.30        3.65          1.87

ატლეტიკო – მალმიო
1              X               2
1.22       7.00          13.00

ოლიმპიაკოსი – იუვენტუსი
1              X               2
3.80        3.25         2.12

ლივერპული – რეალი
1              X               2
4.60       3.65          1.82

ლუდოგორეცი – ბაზელი
1              X               2
2.80        3.20          2.70

ლევერკუზენი – ზენიტი
1              X               2
1.88       3.50          4.50

მონაკო – ბენფიკა 
1              X               2
2.55       3.15         3.05

ბეილი „ლივერპულთან“ მატჩსა და „ელ კლასიკოს“ გამოტოვებს?

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი გარეთ ბეილი უელსის ნაკრების შემადგენლობაში მიღებული ტრავმის გამო, დიდი ალბათობით, „ლივერპულთან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ემსამე ტურის მატჩს გამოტოვებს.

გარდა ამისა, შესაძლოა, გარეთმა ვერც კატალონიის „ბარსელონასთან“ პრინციპულ შეხვედრაში ითამაშოს, რომელიც 25 ოქტომბერს გაიმართება.

„რეალმა“ მოთამაშის ტრავმა უკვე დაადასტურა, თუმცა მისი გამოჯანმრთელების ვადის შესახებ ამჟამად ცნობილი არაფერია.

ცსკა ევროთასების სამ მატჩს ცარიელ სტადიონზე გამართავს

დღეს უეფა-ს სადისციპლინო ორგანოს სხდომა გაიმართა, რომლის წარმომადგენლებმაც „რომა“ – ცსკა-ს მატჩში (5:1) უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში მომხდარი ინციდენტი განიხილეს.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრის მეორე ნახევრის მსვლელობისას არმიელთა გულშემატკივრებმა „ჯალოროსის“ ფანსექტორს ფაერები ესროლეს, რის შემდეგაც სტიუარტებსაც დაუპირისპირდნენ.

საბოლოოდ, გადაწყდა, რომ მოსკოველები ევროთასებზე მომდევნო სამ საშინაო მატჩს ცარიელი ტრიბუნების წინაშე ჩაატარებენ. ამავდროულად, კლუბი 200 ათასი ევროთიც დაჯარიმდა.

ცნობისთვის, ჯგუფურ ეტაპზე ლეონიდ სლუცკის გუნდს კიდევ ორი საშინაო მატჩი ელის – არმიელთა მეტოქეები „მანჩესტერ სიტი“ და „რომა“ იქნებიან.

ჩემპიონთა ლიგის ტურის სიმბოლური ნაკრები

უეფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ჩემპიონთა ლიგის გასული კვირის სიმბოლური ნაკრები შეადგინა.

გთავაზობთ ფოტოს:

10672297_833601066686357_5358451699683581132_n

ჩემპიონთა ლიგის სათამაშო დღის მიმოხილვა

გთავაზობთ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის პირველი სათამაშო დღის სრულ მიმოხილვას.

ზენიტი 0-0 მონაკო

მალმიო 2-0 ოლიმპიაკოსი 

ატლეტიკო 1-0 იუვენტუსი

ბაზელი 1-0 ლივერპული

ლუდოგორეცი 1-2 რეალი

ლევერკუზენი 3-1 ბენფიკა

არსენალი 4-1 გალათასარაი

ანდერლეხტი 0-3 ბორუსია 

ვიდეოს სანახავად გადადით სასურველი მატჩის გვერდზე და ჩართეთ მიმოხილვა

ხუთი ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, რომელთაც ჩემპიონთა ლიგაზე გოლი გაუტანიათ

საფეხბურთო პორტალმა FTBPRO-მ დაასახელა ხუთი ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, რომელთაც ჩემპიონთა ლიგაზე გოლი გაუტანიათ.

5) ლორან ბლანი – 36 წლის და 338 დღის

4) ხავიერ ძანეტი – 37 წლის და 71 დღის

3) ფილიპო ინძაგი – 37 წლის და 86 დღის

2) რაიან გიგზი – 37 წლის და 289 დღის

1) ფრანჩესკო ტოტი – 38 წლის და 3 დღის

ტოტი: „ვერ ვგრძნობ, რომ 38 წლის ვარ“

„რომას“ კაპიტანმა ფრანჩესკო ტოტიმ „მანჩესტერ სიტისთან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩის შესახებ ისაუბრა, რომელიც 1:1 დასრულდა და რომელშიც მან ჩინებული გოლი გაიტანა.

„ეს გოლი ისტორიაში შევიდა. იგი გუნდისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პირადად ჩემთვის. ჩვენი თამაშით კმაყოფილი ვარ. ჩვენ აქ ღია ფეხბურთის სათამაშოდ ჩავედით და „რომას“ ისტორიაში ევროთასებზე ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩავატარეთ.

დღეს მოგებაც კი შესაძლებელი იყო. 5-6 კარგი მომენტი გვქონდა. თუმცა, არ დაგავიწყდეთ, ჩვენი მეტოქე ძალიან ძლიერი და ორგანიზებული იყო.

ვამაყობ, რომ ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე ვარ, რომელსაც ამ ტურნირის ისტორიაში გოლი გაუტანია. ამაზე გაჩერებას არ ვაპირებ და ვიმედოვნებ, რომ ასე თამაშს გავაგარშელებ. დიახ, 38 წლის ვარ, მაგრამ ასაკს ვერც კი ვგრძნობ“, – განაცხადა ჩესკომ.

ჩემპიონთა ლიგის სათამაშო დღის მიმოხილვა

გთავაზობთ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის პირველი სათამაშო დღის სრულ მიმოხილვას.

ცსკა 0-1 ბაიერნი

მანჩესტერ სიტი 1-1 რომა

პსჟ 3-2 ბარსელონა

აპოელი 1-1 აიაქსი

ბატე 2-1 ბილბაო

სპორტიგნი 0-1 ჩელსი

შალკე 1-1 მარიბორი

შახტარი 2-2 პორტო

ვიდეოს სანახავად გადადით სასურველი მატჩის გვერდზე და ჩართეთ მიმოხილვა

პსჟ – ბარსელონა 3:2

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხედრაში პსჟ-მ საკუთარ მოედანზე “ბარსელონას” უმაპსინძლა და სანახაობრივ შეხვედრაში მეტოქის დამარცხება შესძლო.

პსჟ 3-2 ბარსელონა

გოლები:დავიდ ლუისი 10′ (1:0); მესი 11′ (1:1); ვერატი 26′ (2:1); მატუიდი 54′ (3:1); ნეიმარი 56′ (3:2)