ჩემპიონთა ლიგა: მეორე ტურის პრევიუ

ჩემპიონთა ლიგაში მეორე ტურის დრო დადგა. დღეს და ხვალ ევროპულ არენებზე ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მატჩები გაიმართება.

გამორჩეულ შეხვედრას პარიზი უმასპინძლებს, სადაც “პარკ დე პრენსზე” “პსჟ” გათამაშების ერთ-ერთ მთავარ ფავორიტს, “ბარსელლონას” უმასპინძლებს. კატალონიური გუნდი საკუთარი ქვეყნის ჩემპიონატს კი ლიდერობს, თუმცა დამაჯერებელი და ჩემპიონისთვის დამახასიათებელი თამაშის ჩვენება ბარსელონელებმა მხოლოდ უკანასკნელ ტურში მოახერხეს. “პსჟ” და “ბარსელონა” გასულ სეზონში ერთმანეთს პლეი-ოფის სტადიაზე შეხვდნენ. ორმატჩიან დუელში ორი ფრე დაფიქსირდა. შემდეგ ეტაპზე კატალონიელები მხოლოდ სტუმრად გატანილი გოლების წყალობით გავიდნენ. კიდევ ერთი საინტერესო მატჩი, რომელიც გულშემატკივართა ინტერესს იწვევს, მანჩესტერში გასამართი დაპირისპირებაა. “სიტის” “ეტიჰადზე” იტალიური “რომა” ესტუმრება. ლიგის მიმიდნარე გათამაშების პირველ ტურში რომაელებმა “ოლიმპიკოზე” მოსკოვის ცსკა-ს დიდი ანგარიშით აჯობეს. აი მანჩესტერელბი კი მიუნხენში მინიმალურად დამარცხდნენ და დღევანდელ შეხვედრაში ქულების მოპოვება აუცილებლად სჭირდებათ.

ტურის მეორე დღეს გასამართი შეხვედრებიდან მადრიდში გასამართი დაპირისპირება გამოირჩევა, სადაც ადგილობრივ “ატლეტიკოს” ტურინის “იუვენტუსი” ესტუმრება. გასული გათამაშების ფინალისტებმა ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის არც თუ ისე ძლიერ “ოლიმპიაკოსთან” მარცხით დაიწყეს. საპირისპირო ვითარებაა “იუვენტუსის” ბანაკში. მიუხედავად სამწვრთნელო ცვლილებებისა, “იუვე” საშინაო ასპარეზზეც და ლიგაზეც ჯერჯერობით უდანაკარგოა.

საინტერესოა ლონდონში გასამართი მატჩიც. “არსენალი” საკუთარ მოედანზე “გალათასარაის” უმასპინძლებს. ჩემპიონთა ლიგაში მოსახვედრად ვენგერის გუნდმა ერთი თურქული გუნდი უკვე დაამარცხა. მართალია, “მეთოფეებმა” ორი შეხვედრის ჯამში “ბეშიქთაშს” მხოლოდ ერთხელ გაუტანეს, თუმცა სამაგიეროდ კარი მშრალად შეინახეს და ლიგაში თამაშის უფლებაც მოიპოვეს.

30/09/14

ცსკა მოსკოვი – ბაიერნი
1             X            2
7.80     4.70       1.43

მანჩესტერ სიტი – რომა
1             X            2
1.77      3.70       4.90

პსჟ – ბარსელონა
1             X            2
3.80      3.35       2.08

აპოელი – აიაქსი
1             X            2
2.90      3..20      2.62

შალკე – მარიბორი
1             X            2
1.40       5.00      8.00

სპორტინგი – ჩელსი
1             X            2
4.75      3.40        1.87

შახტარი – პორტო
1             X            2
2.65       3.20       2.85

ბატე – ბილბაო
1             X            2
4.35      3.35        1.95

01/10/14

მალმიო – ოლიმპიაკოსი
1             X            2
3.60      3.35       2.10

ატლეტიკო – იუვენტუსი
1             X            2
2.25      3.20       3.40

ბაზელი – ლივერპული
1             X            2
3.50      3.30       2.16

ლუდოგოეცი – რეალი
1             X            2
16.50    6.50      1.21

ზენიტი – მონაკო
1             X            2
1.75       3.55       5.10

ლევერკუზენი – ბენფიკა
1             X            2
1.95       3.50       4.00

არსენალი – გალათასარაი
1             X            2
1.62      4.00       5.45

ანდერლეხტი – დორტმუნდი
1             X            2
5.15      3.90        1.67

პასტორე: „ბარსელონას“ ავტობუსს არ დავუყენებთ“

„პარი სენ-ჟერმენის“ ნახევარმცველმა ხავიერ პასტორემ „ბარსელონასთან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა.

„ლიონელ მესის თავისი კარგი ფორმა არასდროს დაუკარგავს. წლების განმავლობაში ასე თამაში და უამრავი გოლების გატანა თითქმის ვერავის გამოუვა.

„ბარსელონა“ ახლა კიდევ უფრო აგრესიული გუნდია. ბურთის მოპოვებას ჩვენც შევეცდებით, ამიტომაც ხვალინდელ მატჩში საინტერესო ბრძოლა იქნება.

ორივე გუნდი მოედნის ცენტრში დომინირებას შეეცდება. არამგონია, რომ „ავტუბოსს“ დავაყენებთ და მხოლოდ კონტრშეტევებზე ვითამაშებთ, როგორც ეს შარშან იყო“, – განაცხადა არგენტინელმა.

პელეგრინი: ”რომასთან” ქულების დაკარგვის უფლება არ გვაქვს”

მოახლოვდა ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტური. ხვალ, ”მანჩესტერ სიტი” საკუთარ მოედანზე ”რომას” მიიღებს. ქალაქელები პირველი ტურში ”ბაიერნთან” მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ(1-0), ”რომასთან” ქულების დაკარგვა კი მანჩესტერულ გუნდს მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს, სწორედ ეს აღნიშნა ”სიტის” თავკაცმა, მანუელ პელეგრინიმ ჟურნალისტებთან ინტერვიუში.

”ჩვენ დავმარცხდით ”ბაიერნთან”, ამიტომ ”რომასთან” იძულებულნი ვართ 3 ქულა მოვიპოვოთ, ქულების დაკარგვის უფლება არ გაქვს.”

”ყველამ მშვენივრად დავინახეთ, თუ როგორ იასპარეზეს იტალიელებმა პირველ ტურში და აქედან გამომდინარე, ხვალ რთულ და საინტერესო მატჩს ველოდები.”

”ხვალინდელი შეხვედრა, თავისუფლად შეიძლება, რომ ჩვენთვის გადამწყვეტი აღმოჩნდეს.” – განაცხადა ჩილელმა სპეციალისტმა.

ჩემპიონთა ლიგის მიმოხილვა (ვიდეო)

გთავაზობთ ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მეორე სათამაშო დღის სრულ მიმოხილვას.

რომა 5-1 ცსკა

ბაიერნი 1-0 მანჩესტერ სიტი

ბარსელონა 1-0 აპოელი

აიაქსი 1-1 პსჟ

ჩელსი 1-1 შალკე

მარიბორი 1-1 სპორტინგი

პორტო 6-0 ბატე

ბილბაო 0-0 შახტარი

ვიდეოს სანახავად გადადით სასურველი მატჩის გვერდზე და ჩართეთ მიმოხილვა. 

პროგნოზისტთა კონკურსი (“ბაიერნი” – “მანჩესტერ სიტი”)

გრძელდება ჩვენი ტრადიციული პროგნოზისტთა კონკურსი. დღეს გამოქვეყნდა მეექვსე საკონკურსო კვირის მეორე მატჩის კითხვები, რომელიც “ბაიერნსა” და “მანჩსტერ სიტის” შორის გასამართ შეხვედრას ეხება. კითხვები იხილეთ აღნიშნული მატჩის გვერდზე.

გამარჯვებულად ჩაითვლება ის პირველი 7 რეგისტრირებული მომხმარებელი, რომელიც ყველაზე მეტ სწორ პასუხს გამოიცნობს. 4-ივე კითხვაზე სწორი პასუხის ავტორს Europe bet-ის ანგარიშზე 10 ლარი დაერიცხება. თუ გამარჯვებულთა სიაში 3 სწორი პასუხის ავტორებიც მოხვდებიან, მათ 5 ლარი დაერიცხებათ.

ერთი IP მისამართიდან მხოლოდ ერთი (პირველი) კომენტარი მიიღება, დანარჩენი კი უგულებელყოფილი იქნება.

საკონკურსო კითხვებს პასუხი უნდა გასცეთ მატჩის გვერდზე: “ბაიერნი” – “მანჩესტერ სიტი”

ჩემპიონთა ლიგის პირველი დღე: Fanebi.com-ის მომხმარებელთა პროგნოზი

სულ ცოტა დრო რჩება უეფას ჩემპიონთა ლიგის 2014/15 წლების გათამაშების ჯგუფური ეტაპის დაწყებამდე. Fanebi.com-ის მომხმარებლებმა თავიანთი ვარაუდი გამოთქვეს, თუ რა შედეგით დასრულდება სათამაშო დღის პირველი რვა მატჩი. პროცენტულად გთავაზობთ, თუ როგორ გადანაწილდა ხმები.

“ოლიმპიაკოსი” (4 %) ფრე (11 %) “ატლეტიკო” (85 %)
“იუვენტუსი” (99 %) ფრე (0,5 %) “მალმიო” (0,5 %)
“ლივერპული” (99,5 %) ფრე (0,5 %) “ლუდოგორეცი” (0 %)
“რეალი” (98 %) ფრე (1,5 %) “ბაზელი” (0,5 %)
“მონაკო” (11,5 %) ფრე (26,5 %) “ბაიერი” (62 %)
“ბენფიკა” (69 %) ფრე (14 %) “ზენიტი” (17 %)
“გალათასარაი” (94 %) ფრე (5 %) “ანდერლეხტი” (1%)
“ბორუსია” (49 %) ფრე (22 %) “არსენალი” (29 %)

პრევიუ: ჩემპიონთა ლიგა

ევროპის სტადიონებზე დღეს ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის აიღებს სტარტს. ორი დღის განმავლობაში პირველი ტურის ფარგლებში გულშემტაკივარს 16 მატჩის ხილვის საშუალება ექნება, საიდანაც რამდენიმე მატჩი მართლაც გამორჩეულია.

პირველ სათამაშო დღეს ყველაზე დიდ ინტერესს დორტმუნდის “ბორუსიას” და ლონდონის “არსენალის” დაპირისპირება იწვევს. ოპტიმალური ფორმამდე ორივე გუნდს ბევრი უკლია. თუმცა, ბუნდესლიგის ბოლო ტურში დორტმუნდელებმა საკმაოდ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს. საინტერესოა, რომ აღნიშნული გუნდები გასულ წელსაც ერთ ჯგუფში მოხვდნენ. მაშინ ლონდონელებმა და დორტმნდელებმა გასვლითი გამარჯვებები გაცვალეს.

დღევანდელი დღის კიდევ ერთი მატჩი, რომელიც გულშემატკივართა დიდ ყურადღებას მიიპყრობს, რა თქმა უნდა, მადიდის “რეალის” შეხვედრაა. ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირს “სამეფო კლუბი” “ბაზელთან” მატჩით გახსნის. “რეალმა” მოახლოებულ შეხვედრამდე ზედიზედ ორი თამაში წააგო. გუნდში პრობლემები რომ არის ფაქტია, თუმცა “ბაზელთან” გამარჯვების მოპოვება ფსიქოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად აუცილებელია.

ხვალ გასამართი მატჩებიდან ერთ-ერთი გამორჩეული “ჩელსის” და “შალკეს” დაპირისპირებაა. ინგლისურ-გერმანული წყვილლები საინტერესო მატჩებით ხშირად გვანებივრებენ და იმედია ამ ქვეყნების წარმომადგენლების კიდევ ერთი შეხვედრა მოსაწყენი არ გახდება. “ჩელსიმ” სეზონი საკმაოდ დამაჯერებლად დაიწყო, შესანიშნავ ფორმაშია გუნდის ახალწვეული დიეგო კოშტა. “შალკეზე” კი იგივეს ვერ ვიტყვით. გელზენკირხენელები ჯერჯერობით მოგების გარეშე ასპარეზობენ.

ტურის ცენტრალური დაპირისპირება მიუნხენში შედგება, სადაც კვლავ ინგლსის და გერმანიის წარმომადგენლები გაარკვევენ ურთიერთობას. პეპ გვარდიოლას გუნდს, რომელიც საშინაო ასპარეზზე ტრადიციულად უკონკურენტოა, წლის პირველი სერიოზული გამოცდა ელის. ჩემპიონთა ლიგის სასტარტო ტურში “ბაიერნს” “მანჩესტერ სისი” ესტუმრება.

ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები

16/09/14

იუვენტუსი – მალმიო
1             X            2
1.18       8.00      15.00

ოლიმპიაკოსი – ატლეტიკო
1             X            2
4.05      3.20        2.08

რეალი – ბაზელი
1             X            2
1.17       8.30      15.50

ლივერპული – ლუდოგორეცი
1             X            2
1.25       6.00       13.25

მონაკო – ლევერკუზენი 
1             X            2
3.25     3.30        2.32

ბენფიკა – ზენიტი
1             X            2
2.00       3.30       4.20

გალათასარაი – ანდერლეხტი
1             X            2
1.82       3.60     4.80

დორტმუნდი – არსენალი
1             X            2
2.15      3.45       3.50

17/09/14

ბაიერნი – მანჩესტერ სიტი
1             X            2
1.70     3.75      5.25

რომა – ცსკა
1             X            2
1.60     3.75        6.50

ბარსელონა – აპოელი
1             X            2
1.08      11.50     32.00

აიაქსი – პსჟ
1             X            2
5.05     3.55       1.77

ჩელსი – შალკე
1             X            2
1.35      5.00        9.60

მარიბორი – სპორტინგი
1             X            2
4.05      3.30        2.05

პორტო – ბატე
1             X            2
1.30     5.30       11.00

ბილბაო – შახტარი
1             X            2
2.08       3.30      3.85

ჩემპიონთა ლიგა: მონაკოში ჯგუფური ეტაპის წილისყრა შედგა

მონაკოში გამართული უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრის შედეგად ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში მონაწილე გუნდები ასე გადანაწილდნენ:

A ჯგუფი

ატლეტიკო მადრიდი
იუვენტუსი
ოლიმპიაკოსი
მალმე

B ჯგუფი

რეალ მადრიდი
ბაზელი
ლივერპული
ლუდოგორეცი

C ჯგუფი

ბენფიკა
ზენიტი
ლევერკუზენი
მონაკო

D ჯგუფი

არსენალი
დორტმუნდი
გალათასარაი
ანდერლეხტი

E ჯგუფი

ბაიერნი
მანჩესტერ სიტი
ცსკა მოსკოვი
რომა

F ჯგუფი

ბარსელონა
პსჟ
აიაქსი
აპოელი

G ჯგუფი

ჩელსი
შალკე
სპორტინგი
მარიბორი

H ჯგუფი

პორტო
შახტარი
ატლეტიკი
ბატე

ჯგურუტი ეტაპის პირველი ტურის მატჩები 16/17 სექტემბერს გაიმართება.

 

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფები დღეს გამოვლინდება

დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში თბილისის დროით 19:45-ზე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართება. ძირითად ეტაპზე მოხვედრილი გუნდები 4 კალათაში გადანაწილდნენ. თითო კალათიდან ჯგუფში ერთი გუნდი მოხვდება.

I კალათა: “რეალ მადრიდი” (ესპანეთი), “ბარსელონა” (ესპანეთი), “ბაიერნი” (გერმანია), “ჩელსი” (ინგლისი), “ბენფიკა” (პორტუგალია), “ატლეტიკო მადრიდი” (ესპანეთი), “არსენალი” (ინგლისი), “პორტო” (პორტუგალია).

II კალათა: “შალკე” (გერმანია), “ბორუსია” (გერმანია), “იუვენტუსი” (იტალია), “პსჟ” (საფრანგეთი), “შახტარი” (უკრაინა), “ბაზელი” (შვეიცარია), “ზენიტი” (რუსეთი), “მანჩესტერ სიტი” (ინგლისი).

III კალათა: “ლევერკუზენი” (გერმანია), “ოლიმპიაკოსი” (საბერძნეთი), “ცსკა” (რუსეთი), “აიაქსი” (ჰოლანდია), “ლივერპული” (ინგლისი), “სპორტინგი” (პორტუგალია), “გალათასარაი” (თურქეთი), “ატლეტიკი” (ესპანეთი).

IV კალათა: “ანდერლეხტი” (ბელგია), “რომა” (იტალია), “ლუდოგორეცი” (ბულგარეთი), “ბატე” (ბელორუსი), “მარიბორი” (სლოვენია), “მონაკო” (საფრანგეთი), “მალმე” (შვედეთი).

ანჩელოტი: “რეალს” ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორედ მოგება სურს”

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი აცხადებს, რომ “სამეფო კლუბს” ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მოგება სურს.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში “რეალი” ჩემპიონთა ლიგის ფინალში თანაქალაქელ “ატლეტიკოს” დაუპირისპირდა და მეტოქე დამატებით ტაიმებში დაამარცხა.

“ცხადია, ეს ურთულესი რამაა, მაგრამ ჩვენ ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს, რომელიც შესანიშნავი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. ყველაფერი წინაა. შევეცდებით, გულშემატკივრები გავახაროთ”, – ამბობს ანჩელოტი.

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის წილისყრის შედეგები

შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის წილისყრა გაიმართა.

გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

ჩემპიონთა გზა:

“მარიბორი” (სლოვენია) — “სელტიკი” (შოტლანდია)
“ზალცბურგი” (ავსტრია) — “მალმიო” (შვედეთი)
“ოლბორგი” (დანია) — “აპოელი” (კვიპროსი)
“სტიაუა” (რუმინეთი) — “ლუდოგორეცი” (ბულგარეთი)
“სლოვანი” (სლოვაკეთი) — “ბატე” (ბელორუსი)

ლიგის გზა:

“ბეშიქთაში” (თურქეთი) — “არსენალი” (ინგლისი)
“სტანდარტი” (ბელგია) — “ზენიტი” (რუსეთი)
“კოპენჰაგენი” (დანია) — “ლევერკუზენი” (გერმანია)
“ლილი” (საფრანგეთი) — “პორტუ” (პორტუგალია)
“ნაპოლი” (იტალია) — “ბილბაო” (ესპანეთი)

ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული გუნდები ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლებას მოიპოვებენ.

პირველი მატჩები 19 და 20 აგვისტოს გაიმართება, საპასუხო შეხვედრები კი 26 და 27 აგვისტოს შედგება.

 

მიხალ ბილეკი: „ლოგიკურია, რომ მომდევნო ეტაპზე „აქტობე“ გავიდა“

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში „დინამო თბილისი“ სტუმრად „აქტობესთან“ ანგარიშით 0:3 განადგურდა, ორი მატჩის ჯამში 0:4 დამარცხდა და ევროსარბიელს დაემშვიდობა. მატჩის შემდეგ თბილისური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა მიხალ ბილეკმა მარცხის მიზეზებზე ისაუბრა.

„60 წუთის განმავლობაში თანაბარი თამაში მიმდინარეობდა, თუმცა შემდეგ ყველანი შეტევაში წავედით, რის გამოც ბევრი ცარიელი ზონა გაჩნდა. „აქტობემ“ ამით ისარგებლა“, – აღნიშნა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე „დინამოს“ ჩეხმა თავკაცმა.

— დღეს „აქტობემ“ გაგაკვირვათ?
— ერთადერთი რამ, რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ „აქტობემ“ ანგარიშით 3:0 მოგვიგო. ლოგიკურია, რომ მომდევნო ეტაპზე მეტოქე გუნდი ითამაშებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: პირველი გაშვებული გოლის შემდეგ სრულად გავიხსენით. „აქტობე“ ძალზედ კარგი გუნდია და შანსები გამოიყენა. ვულოცავ ამ გუნდს და მომდევნო ეტაპზე წარმატებას ვუსურვებ.