ბეილი: „იმედია, „ბაიერნთან“ ვითამაშებ“

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა გარეთ ბეილმა, რომელმაც ვირუსი გადაიტანა, აღნიშნა, რომ მიუნხენის „ბაიერნთან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის საპასუხი ნახევარფინალური მატჩისთვის მზადაა.

„თავს კარგად ვგრძნობ. რამდენიმე დღის განმავლობაში ვვარჯიშობდი და, იმედია, ხვალ მოედანზე გამოვალ. ჯერჯერობით სეზონი ჩვენთვის წარმატებულად მიმდინარეობს, თუმცა კიდევ ბევრის გაკეთება მოგვიწევს.

„ბაიერნთან“ ურთულესი დაპირისპირება გველის და ამჟამად მხოლოდ ამ მატჩზე ვფიქრობთ. შევეცდებით, მეტოქეს შევუტიოთ, თუმცა დაცვაში თამაშზეც უნდა ვიფიქროთ. პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებისთვის მზად უნდა ვიყოთ. ჯერ არ ვგრძნობ, რომ ფინალში ვართ“, – განაცხადა უელსელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

“ატლეტიკო” – “ჩელსი” (სასტარტო შემადგენლობები)

როგორც იცით, დღეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, მადრიდის “ატლეტიკო” საკუთარ მოედანზე ლონდონის “ჩელსის” მიიღებს. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

გუნდები მოედანზე ასეთი შემადგენლობებით გავლენ:

“ატლეტიკო”: კურტუა, გოდინი, ფილიპე ლუისი, ხუანფრანი, მირანდა, მარიო სუარესი, კოკე, რაულ გარსია, გაბი, დიეგო, დიეგო კოშტა.

“ჩელსი”: ჩეხი, კოული, დავიდ ლუისი, კეჰილი, ტერი, ასპილიკუეტა, რამირესი, ლამპარდი, მიკელი, ვილიანი, ტორესი.

ჩემპიონთა ლიგის მთავარი ინტრიგები

დღეს და ხვალ მადრიდი ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩებს უმასპინძლებს. “ვისენტე კალდერონზე” “ატლეტიკო” ლონდონის “ჩელსის” მიიღებს, ხოლო “სანტიაგო ბერნაბეუზე” “რეალი” მიუნხენის “ბაიერნს” შეხვდება. 

 

 

 

ატელტიკო – ჩელსი

ბოლო მატჩებიდან აშკარად გამოჩნდა, რომ “ჩელსის” მოთამაშეები სეზონის ბოლო დაღლილობას უჩივიან. არადა, სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი მოურინიოს გუნდს სწორედ ახლა აქვს. “ატლეტიკოსთან” ორ დაპირისპირებას შორის პრემიერლიგის წლის მთავარი მატჩიც არის ჩასატარებელი, სადაც “არისტოკრატები” “ლივერპულს” დაუპირისპირდებიან. საქმეს ეტო’ოს ტრავმა და აზარის ოპტიმალურ კონდიციებში არყოფნაც ართულებს.

ამ წვყილის ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა მეკარეების, პეტრ ჩეხის და ტიბო კურტუას დაპირისპირებაა. კურტუა დღემდე “ჩელსის” საკუთრებაა და “ატლეტიკოში” იჯარის წესით ასპარეზობს. მისთვსი ლონდონელებთან მატჩი შესანიშნავი შესძლებლობაა, რომ თავისი მაღალი კლასი დაუმტკიცოს “არისტოკრატების” ბოსებს.

“ატლეტიკო” – “ჩელსის” კიდევ უფრო საინტერესოს ფერნანდო ტორესის ფაქტორი ხდის. იყო დრო, როდესაც ახალგაზრდა ტორესი “ატლეტიკოს” ლიდერი იყო და მთელი გუნდი სწორედ მასზე იყო აწყობილი. ეტო’ოს ტრავმა ფერნანდოს ძირითადში გამოჩენის ალბათობას ზრდის. საინტერესოა გაუტანს თუ არა ესპანელი თავის მშობლიურ გუნდს.

ტორესის ბედი შესაძლოა დიეგო კოსტამ გაიზიაროს. “ატლეტიკოს” მთავარი მეგოლის “ჩელსიში” ტრანსფერი დიდი ალბათობით სეზონის დასრულების მერე შედგება. თუმცა, ახლა კოსტა ჯერ კიდევ “ატლეტიკოს” ფეხბურთელია და სწორედ მადრიდელებისთვის უდნა გაიტანოს.

და ბოლოს, ამ დუელის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დეტალი მწვრთნელების დაპირისპირება იქნება. სიმეონეს და მოურინიოს ტაქტიკური ბრძოლა ალბათ საფეხბურთო ჭადრაკს დაემსგავსება. ბუნებრივია, პირველ შეხვედრაში ორივე მწვრთნელი რისკების მინიმუმამდე დაყვანას შეეცდება.

 

რეალი – ბაიერნი

აღნიშნული დაპირისპირება თამამად შეგვიძია მივიჩნიოთ მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის ნაადრევ ფინალად. ორი დიდი კლუბის დაპირისპირების პირველი სერია ხვალ შედგება.

უცნაურია, მაგრამ ესპანური პრესის ცნობით მადრიდული მატჩის ბილეთები საკმაოდ ცუდად იყიდება. “რეალი” – “ბაიერნზე” დასასწრები ყველაზე იაფი ბილეთის ფასი 49 ევროა, ხოლო ბილეთის ფასის ზედა ზღვარი 900 ევროა. მადრიდელი გულშემატკივრები თვლიან, რომ ფასები გადამეტებულია. ამიტომ, შესაძლოა “ბერნაბეუზე” ანშლაგი ვერ ვიხილოთ, რაც შესაძლოა ჩემპიონთა ლიგაში “რეალის” 17-მატჩიან საშინაო დაუმარცხებელ სერიაზე აისახოს. აღსანიშნავია, რომ ბოლოს “რეალი” 2011 წლის 27 აპრილს გვარდიოლას გაწვრთნილ “ბარსელონასთან” დამარცხდა.

“რეალი” – “ბაიერნის” დაპირისპირების ერთ-ერთ მთავარი ინტრიგა რონალდუს და ლამის დუელი იქნება. პორტუგალიელი ამ მატჩისთვის დღეში 5 საათი, საგანგებო პროგრამით ემზადებოდა.

კრიშტიანუ რონალდუ დღეში ხუთ საათს ვარჯიშობს, რათა „ბაიერნთან“ მატჩისთვის გამოჯანმრთელდეს

მადრიდის „რეალის“ ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ დღეში ხუთ საათს ვარჯიშობს, რათა მიუნხენის „ბაიერნთან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალური მატჩისთვის გამოჯანმრთელდეს.

ხუთშაბათიდან რონალდუ ყოველდღე ორჯერ ვარჯიშობს, ჯამში კი ვარჯიშებს სწორედ ხუთ საათს ანდობს. როგორც ცნობილია, პორტუგალიელი ვარსკვლავი სატრენაჟორო დარბაზსა და აუზში მუშაობს, რის შესახებაც გამოცემა „AS“-ი წერს.

ამჟამად არსებული პროგნოზებით, პორტუგალიელი მიუნხენელებთან მატჩისთვის ბოლომდე უნდა გამოჯანმრთელდეს.

„ბაიერნთან“ პირველ შეხვედრას მადრიდელები 23 აპრილს სახლში გამართავენ, საპასუხო შეხვედრა კი 29 აპრილს შედგება.

შეგახსენებთ, რომ რონალდუ „ბარსელონასთან“ ესპანეთის თასის ფინალურ მატჩს გამოტოვებს, რომელიც ხვალ ჩატარდება.

ალექსანდრე მატევოსოვი

ნოიერი: „ძალიან მაინტერესებს, თუ როგორი ატმოსფერო იქნება მადრიდში“

მიუნხენის „ბაიერნის“ მეკარემ მანუელ ნოიერმა განაცხადა, რომ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ჩასვლას მოუთმენლად ელის.

„მოუთმენლად ველი იმ მომენტს, როდესაც „სანტიაგო ბერნაბეუზე“ დავბრუნდები. ამ სტადიონთან მრავალი კარგი მოგონება მაკავშირებს. ორი წლის წინ ამ არენაზე პენალტების სერია მოვიგეთ.

მაინტერესებს, თუ როგორი ატმოსფერი იქნება მადრიდში, რადგან „რეალი“ და „ატლეტიკო“ თავის პირველ მატჩებს სწორედ სახლში გამართავენ. სამშაბათს და ოთხშაბათს ქალაქში ნახევარფინალის მონაწილეთა ყველა გულშემატკივარი იქნება, რაც ძალიან საინტერესო უნდა იყოს“, – განაცხადა ნოიერმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ზეიმი მადრიდში და მოსალოდნელი შედეგი მიუნხენში

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ოთხივე ნახევარფინალისტი ცნობილია. გამადწყვეტ ეტაპზე “რეალს” და “ჩელსის” დღეს მადირიდს “ატლეტიკო” და მიუნხენის “ბაიერნი” შეუერთდნენ.

 

ატლეტიკო 1-0 ბარსელონა

მადრიდში გამართული შეხვედრა მასპინლებმა პირველივე წუთებიდან აქტიურად დაიწყეს, რაც მათ დაუფასდათ კიდეც. მეხუთე წუთზე კოკემ “ატლეტიკო” დააწინაურა. თუმცა, დებიუტში “ატლეტიკოს” “ბარსელონას” კარში გოლის გატანის კიდევ რამდენიმე შანსი ჰქონდა. კატალონიურ გუნდს მსხნელად კარის ძელი 3-ჯერ მოევლინა. შემდეგ “ბარსელონამ” თამაშის გათანაბრება მოხარეხა და ორი რეალური საგოლე მომენტიც შექმნა, თუმცა უშედეგოდ.

მსგავსი სცენარით წარიმართა მეორე ტაიმიც. “ატლეტიკო” კარგად იცავდა თავს და სახიფათო კონტრშეტევებით პასუხობდა “ბარსას” იერიშებს. თუმცა, კოკეს მიერ გატანილი გოლი შეხვედრაში ერთადერთი აღმოჩნდა. “ატლეტიკო” ნახევარფინალშია.

 

ატლეტიკო: კურტუა, მირანდა, ხუანფრანი, ფილიპე ლუისი, გოდინი, ტიაგო, გაბი, რაულ გარსია, კოკე, დავიდ ვილია (როდრიგესი 79′), ადრიანი (დიეგო 62′)

ბარსელონა: პინტო, დანი ალვეში, ხორდი ალბა, ბარტრა, მასკერანო, ფაბრეგასი (სანჩესი 61′), ინიესტა (პედრო 72′), ჩავი, ბუსკეტსი, მესი, ნეიმარი.

გოლეი: კოკე 5′

ბაიერნი 3-1 მანჩესტერი

მიუნხენში გამართული მატჩი უხვგოლიანი გამოდგა და პროგნოზირებადი ანგარიშით დასრულდა.

შეხვედრის პირველი ტაიმი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, არადა კარის აღების შანსი ორივე გუნდის ფეხბურთელებს ჰქონდათ.

მეორე ტაიში “მანჩესტერელებმა” მცირე უპირატესობა მოიპოვეს, რაც 57-ე წუთზე პატრის ევრას ულამაზესი გოლით დასრულდა. თუმცა, სტუმრებს ჯერ ზეიმი არ ჰქონდათ დამთავრებული, როდესაც მანჯუკიჩმა “ბაიერნის” პირველივე საპასუხო შეტევაში მოახერხა ანგარიშის გათანაბრება. 68-ე წუთზე კი, მასპინძლები წინ გავიდნენ. რობენმა ასისტონეტობა მიულერს გაუწია. სულ რაღაც 8 წუთში კი, გოლანდიელმა თავადაც გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

 

ბაიერნი: ნოიერი, ლამი, ბოატენგი, ალაბა, დანტე, რობენი, რიბერი, კროოსი, გიოტცე (როფინია 65′), მანჯუკიჩი, მიულერი (პიზარო 84′)

მანჩსტერი: დე ხეა, ვიდიჩი, ევრა, სმოლინგი, ჯონსი, კერიკი, ვალენსია, ფლეტჩერი (ჩიჩარიტო 74′), რუნი, კაგავა, უელბეკი (იანუზაი 81′)

გოლები: ევრა 57′ (0:1); მანჯუკიჩი 59′ (1:1); მიულერი 68′ (2:1); რობენი 76′ (3:1)

ნახევარფინალისტთა ოთხეული დღეს შეივსება

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში დარჩენილი ორი ვაკანტური ადგილი დღეს მიუნხენში და მადრიდში გასამართი მატჩების შემდეგ შეივსება. 

 

ბაიერნი – მანჩესტერი

მანჩსტერში ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ ფავორიტი რა თქმა უნდა “ბაიერნია”. გვარდიოლას გუნდი წელს გათამაშების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტიც არის, “მანჩსტერის” არასტაბილური ასპარეზობა კი, ამ ფაქტს კიდევ უფრო გამოკვეთილს ხდის. თუმცა, ბოლო დროს მოიესის გუნდმა თამაში აშკარად გამოასწორა.

დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა უეინ რუნის მდგომარეობაა. მანჩსტერში ყველა დარწმუნებით იძახის, რომ “იუნაიტედის” მთავარი დამრტყმელი ძალა დღეს არ ითამაშებს, თუმცა მიუნხენში ამის ნაკლებად სჯერად.

 

ატლეტიკო – ბარსელონა

ინტრიგის ნაკლებობას არც დღის მეორე შეხვედრა განიცდის. ბარსელონაში ფრედ, 1:1 დასრულებული შეხვედრის შემდეგ კატალონიური კლუბის შანსები შემცირდა. “ატლეტიკოს” უპირატესობა მცირეა, მაგრამ ორი ძლიერი გუნდის დაპირსიპირების ბედს საკმაოდ ხშირად სწორედ მცირე დეტალები წყვეტენ.

თუმცა, უნდა ითქვას, “ატლეტიკოს” მიერ “ვილიარეალის” წინააღმდეგ პრიმერაში ჩატარებულ შეხვედრაში ნათლად გამოჩნდა სიმეონეს გუნდის დაღლილობა. გუნდს ძველებური სილაღე აკლდა. თუმცა, შეიძლება საქმე მნიშვნელოვანი მატჩის წინ ძალების ეკონომიასთან გვქონოდა.

 

რამოსი: „ნაჩვენები თამაშისთვის „ბორუსია“ პატივისცემას იმსაურებს“

მადრიდის „რეალის“ მცველმა სერხიო რამოსმა დორტმუნდის „ბორუსიასთან“ ჩატარებული მატჩი შეაფასა.

„ბორუსია“ პატივისცემას იმსახურებს. ეს ჩინებული გუნდია, რომელმაც დღეს თავისი ქომაგის მხარდაჭერა იგრძნო. გასული სეზონის გათამაშების ფინალში ეს გუნდი შემთხვევით არ გასულა.

პირველ მატჩში მოგების მიუხედავად, ცოტა მოვდუნდით. შედეგად, პრობლემებიც მივიღეთ. ჯამში კი, ვფიქრობ, შემდეგ ეტაპზე გასვლა დავიმსახურეთ“, – განაცხადა „ბლანკოსის“ მოთამაშემ.

ალექსანდრე მატევოსოვი

კასილიასი: „რონალდუს არყოფნის გამო ძალიან გაგვიჭირდა“

მადრიდის „რეალის“ მეკარე იკერ კასილიასი დორტმუნდის „ბორუსიასთან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს გაესაუბრა.

„ეს ძალიან ემოციური შეხვედრა გადმოგა, რომელიც ჩვენთვის რთული აღმოჩნდა. ამას ჯერ კიდევ პირველ თამაშში მივხვდით. თავის ცინებულ სტადიონზე „ბორუსია“ ყოველთვის მოტივრებულია.

კრიშტიანუ რონალდუს არყოფნამ შედეგზე გავლენა იქონია, რადგან იგი ჩვენი გუდნის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. არის ადამიანთა ნაწილი, რომელიც მიიჩნევს, რომ რონალდუ „რეალის“ 80 პროცენტია. მე კი ვიტყოდი, რომ არც მეტი, არც ნაკლები, კრიშტიანუს ჩვენთვის შედეგი მოაქვს. სავარაუდოდ, ამას იგი დღესაც გააკეთებდა, თუ მოედანზე გამოვიდოდა“, – განაცხადა კასილიასმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ჩელსიმ და რეალმა ნახევარფინალის საგზურები მოიპოვეს

ჩემპიონთა ლიგის ორი ნახევარფინალისტის ვინაობა ცნობილია. ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში ბრძოლას ლონდონის “ჩელსი” და მადრიდის “რეალი” გააგრძელებენ.

ლონდონელებმა “პარი სენ ჟერმენს” უმასპნიძლებს და საჭირო ანგარიშით, 2:0 გაიმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ ორივე გოლი შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელებმა გაიტანეს.

მოურინიოს გუნდი 32-ე წუთზე დაწინაურდა. დავიდ ლუისის გადაცემას შურლე გამოეხმაურა და ზუსტად გადაგზავნა ბურთი სირიგუს კარში. ნახევარფინალის საგზურის მომტანი გოლი კი, “ჩელსიმ” მატჩის დამთავრებამდე 3 წუთით ადრე გაიტანა. რიკოშეტების სერიის შემდეგ ბურთი შეცვლაზე შემოსულ დემბა ბას მიუვიდა, რომელსაც ახლო მანძილიდან გოლის შეგდება არ გასჭირვებია.

 

“ჩელსი”: ჩეხი, ტერი, კეჰილი, ივანოვიჩი, დავიდ ლუისი, ასპილიკუეტა, ლამპარდი (დემბა ბა 66′), ვილიანი, აზარი (შურლე 18′), ოსკარი (ტორესი 81′), ეტოო.

“პსჟ”: სირიგუ, ჟალე, ალექსი, მაქსველი, ტიაგო სილვა, მატუიდი, მოტა, ვერატი (კაბაიე 55′), ლუკასი (მარკინიოსი 84′), კავანი, ლავესი (პასტორე 73′).

გოლები: შურლე 32′ ; დემბა ბა 87′ 

დღის მეორე შეხვედრაში, სადაც ერთი შეხედვით ფავორითი ნათელი იყო, ნამდვილი ბრძოლა გაიმართა. დორტმუნდელებმა პირველ ტაიმში მარკო როისის ძალისხმევით ორი გოლი გაუტანეს მადრიდის “რეალს” და დაპირისპირებას ინტრიგა დაუბრუნეს. აღსანიშნავია, რომ მე-17 წუთზე დი მარიამ პენალტის გატანა ვერ მოახერხა.

მესამე გოლის გატანის და შეხვედრის დამატებით დროში გადაყვანის საშუალება “ბორუსიას” მეორე ტაიმშიც ჰქონდა. თუმცა, მხიტარიანის დარტყმებს, რომელიც როისის შემდეგ ყველაზე აქტიური იყო დორტმუნდელთა შემადგენლობაში, კასილიასი და “რეალის” კარის ძელი ერთანაირი წარმატებით იგერიებდნენ.

მატჩის ბოლოს მადრიდელებმა სიტუაციის დალაგება მაოხერხეს და ნახევარფინალის საგზურიც მოიპოვეს.

 

”ბორუსია”: ვაიდენფელერი, ფრიდრიხი, კირხი, ჰუმელსი, პისჩეკი (ობამეიანგი 81′), დურმი, მხიტარიანი, როისი, გროსკროიტცი, ოიოჩი, ლევანდოვსკი.

“რეალი”: კასილიასი, რამოსი, პეპე, კოენტრაო, კარვახალი, ხაბი ალონსო, მოდრიჩი, ბეილი, დი მარია (კასემირო 73′), ილიარამედნი (ისკო 46′), ბენზემა (ვარანი 92′).

გოლები: როისი 24′ ; 37′

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში, „ბორუსიას“ ფეხბურთელები 100 ათას ევრო მიიღებენ

უეფა-ს ჩემპიონთა ლიიგს ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში, დორტმუნდის „ბორუსიას“ ფეხბურთელები ბონუსებს მიიღებენ, რის შესახებაც ცნობილი გერმანული გამოცემა „Bild“-ი „ITV“-ზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, ყოველი მოთამაშე პრემიის სახით 100 ათას ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ პირველ შეხვედრაში დორტმუნდელბი გასვლაზე ანგარიშით 3:0 დამარცხდნენ.

განმეორებით მატჩი კი დღეს, თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

ალექსანდრე მატევოსოვი

ჩემპიონთა ლიგა: მეთხედფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩების მსაჯები

უეფამ იმ მსაჯთა ვინაობა დაასახელა, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებით მატჩებს მოემსახურებიან.

მიუნხენის „ბაიერნსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის გასამართ შეხვედრას იონას ერიქსონის თავკაცობით შვედ მსაჯთა ბრიგადა განსჯის. მატჩი 9 აპრილს შედგება. პირველი შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

ლონდონის „ჩელსისა“ და „პარი სენ-ჟერმენს“ შორის 8 აპრილს გასამართ მატჩს პედრო პროენსას ხელმძღვანელობით პორტუგალიელი არბიტრები მოემსახურებიან. პირველი შეხვედრა პარიზელებმა ანგარიშით 3:1 მოიგეს.

მადრიდის „ატლეტიკოსა“ და „ბარსელონას“ შორის 9 აპრილს გასამართ მატჩს გამოცდილი ინგლისელი არბიტრი ჰოვარდ უები მოემსახურება. როგორც მოგეხსენებათ, პირველი შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

დორტმუნდის „ბორუსიასა“ და მადრიდის „რეალს“ შორის 8 აპრილს გასამართ მატჩს სლოვენიელი არბიტრი დამირ სკომინა განსჯის. პირველი შეხვედრა მადრიდელებმა ანგარიშით 3:0 მოიგეს და თითქმის გაინაღდეს ტურნირის ნახევარფინალურ ეტაპზე თამაში, თუმცა გერმანელთა მთავარი მეგოლე რობერტ ლევანდოვსკი ამბობს, რომ „ბორუსიას“ ჯერ კიდევ აქვს შანსი.

ოთხივე შეხვედრა ჩვენი დროით 22:45 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი