კიელინის კომენტარი “რეალთან” მატჩის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე, ტურინის “იუვენტუსმა” ორი მატჩის ჯამში “რეალი” 3:2 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

ამასთან დაკავშირებით კომენტარი იტალიური გუნდის მცველმა, ჯორჯო კიელინიმ გააკეთა.

“Andiamoooooooo!!! რა გუნდი, ყველანი ბერლინში. სრული სვლით წინ!”

an

რონალდუმ დი სტეფანო ჩამოიტოვა

მადრიდის “რეალის” პორტუგალიელმა თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გატანილი პენალტის წყალობით, გუნდის ლეგენდარულ ფიგურას, ალფრედო დი სტეფანოს გატანილი გოლების რაოდენობაში გაასწრო.

ამგვარად, “ელ ფერარის” ანგარიშზე უკვე 307 გოლია და მას უკვე რაულ გონსალესი, 323 გოლით უსწრებს.

“ბაიერნმა” გუშინდელ მატჩში მორიგი რეკორდი დაამყარა

“ბაიერნი” გუშინ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალიდან გავარდა, თუმცა გერმანულმა გუნდმა მაინც მოახერხა კიდევ ერთი რეკორდი შეეტანა აქტივში.

პეპ გვარდიოლას გუნდმა, აღნიშნულ ტურნირზე 2014/2015 წლების სეზონში 33 გოლი გაიტანა.

მათი რეკორდი ამ კუთხით 31 გატანილი ბურთი იყო. “ბაიერნის” შემდეგ, ეს ეფექტური შედეგი “ბარსელონას” ეკუთვნის, 28 გოლით.



ლუის სუარესის კომენტარი ფინალში გასვლასთან დაკავშირებით

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე, ორი მატჩის ჯამში “ბარსელონამ” “ბაიერნი” 5:3 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.

ამასთან დაკავშირებით, მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა კატალონიელთა ურუგვაელმა შემტევმა, ლუის სუარესმა.

“დიდება! დიდი გუნდი. ჩვენ ბოლოში ვართ. რა სიამაყეა”.

Снимок

მესის კომენტარი “ბაიერნთან” მატჩის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე “ბაიერნის” დამარცხების(5:3) შემდეგ, ლეო მესიმ კომენტარი გააკეთა.

“მთელი “ბარსელონა” ბედნიერია, რადგან ჩვენ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავაღწიეთ. მთავარი ჯერ კიდევ წინ არის – ტურნირის მოგება”.

J

ლუის ენრიკეს „ბაიერნთან“ მატჩისშემდგომი კომენტარი

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მიუნხენის „ბაიერნთან“ განმეორებით შეხვედრა შეაფასა.

„ჩემი გუნდის მოთამაშეეებით კმაყოფილი ვარ. მათ უნდა მივულოცოთ.

ვის ვისურვებდი ფინალში? იმ გუნდს, რომელიც ამას იმსახურებს. ყოველი ტურნირის მოგებამდე თითო გამარჯვება გვაშორებს. ჩვენი მიზანი ამ შეხვედრების მოგებაა.

დღეს სწრაფი გოლის გატანა გვსურდა, რაც გამოგვივიდა. შესხვენებამდე თამაშს ვაკონტროლებდით, თუმცა მეორე ნახევარში შეცდომები დავუშვით. ჯამში, დღევანდელი საღამოს შემდეგ კმაყოფილები უნდა ვიყოთ“, – განაცხადა ლუის ენრიკემ.

გვარდიოლა: “ბარსელონას წარმატებებს ვუსურვებ”

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

“მყარად ვიდექით. ვულოცავ “ბარსელონას”, ისინი ღირსეული ფინალისტები არიან. ვუსურვებ, რომ ჩემპიონთა ლიგა მეხუთედ მოიგონ, ესპანეთის ჩემპიონატის მოგება კი, ისედაც გარანტირებული აქვთ”, – ამბობს გვარდიოლა.

შეგახსენებთ, რომ კატალონიელებმა ორი მატჩის ჯამში 5:3 დაამარცხეს ბავარიელები და ლიგის ფინალში გავიდნენ.

გიორგი ჭანტურიას კომენტარი “ბაიერნი”-“ბარსელონას” მატჩზე

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი, გიორგი ჭანტურია ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით შეხვედრას გამოეხმაურა, სადაც ორი მატჩის ჯამში “ბარსელონამ” ფინალის საგზური მოიპოვა.

es

ნოიერმა და ალკანტარამ “ბაიერნის” მატჩისწინა ვარჯიში გამოტოვეს

“ბაიერნის” მეკარემ, მანუელ ნოიერმა გუნდის მატჩისწინა ვარჯიში გამოტოვა.

Bild-ის ინფორმაციით, საწვრთნელ პროცესზე არ იყო არც ტიაგო ალკანტარა. ორივე მოთამაშე დარბაზში ინდივიდუალურად ვარჯიშობდა. მიზეზი უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო დღეს იუქმებენ არიენ რობენი, ფრენკ რიბერი, დავიდ ალაბა და ჰოლგერ ბადშტუბერი.

ბენზემა და კროოსი “იუვენტუსისთვის” მზად არინ

ფრანგი თავდამსხმელი და გერმანელი ნახევარმცველი გუნდს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით შეხვედრაში დაეხმარებიან.

Tuttosport-ის ინფორმაციით, მადრიდული გუნდი “იუვენტუსის” წინააღმდეგ ოპტიმალური შემადგენლობით გამოვა. ჯანმრთელობის პრობლემა აღმოფხვრა ტონი კროოსმა, ხოლო ტრავმის შემდეგ, კარიმ ბენზემაც მწყობრშია.

ამდენად, “გალაქტიკოსის” დანაკლისი მატჩის წინ მხოლოდ ლუკა მოდრიჩის დაზიანებაა.

შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალის პირველი მატჩი ტურინში 2:1, მასპინძელთა სასარგებლოდ დასრულდა.

პრევიუ: “ბაიერნი” – “ბარსელონა”

ფეხბურთში ყველაფერი ხდება და ეს “ბაიერნმა” წინა ეტაპზეც დაამტკიცა, როცა 1:3-ის შემდეგ შესანიშნავი საშნაო შეხვედრა ჩაატარა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. მაგრამ, მხოლოდ მიუნხენელთა ძალიან ოპტიმისტ გულშემატკივრებს თუ სჯერათ, რომ “ბაიერნი” დღეს ფინალისთვის იბრძოლებს. რა თქმა უნდა “ბაიერნი” ყოველთვის “ბაიერნია”, მაგრამ ამავდროულად “ბარსელონა” – ყოველთვის “ბარსელონაა”.

რამდენიმე დღის წინ “აუგსბურგთან” განცდილი მარცხი “ბაიერნისთვის” ზედიზედ მეოთხე აღმოჩნდა. მიუნხენურ კლუბს დიდი ხანია ასეთი წარუმატებელი პერიოდი არ ჰქონია. ამიტომ, მასპინძლები აუცილებლად იბრძოლებენ დადებითი შედეგებისთვის. თუმცა, არც მიუნხენელთა საკადრო პრობლემები უნდა დავივიწყოთ. თამაშის ხარისხი კი ამ ყველაფრის ფონზე უკეთესის სურვისლ ტოვებს.

პირველი წარუმატებელი მატჩის შემდეგ “ბაიერნის” შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ცვლილებაა მოსალოდნელი. პირველივე წუდებიდან შვაინშტაიგერის ნაცლვად მოედანზე გიოტცე გამოვა და მიულერის მსგავსად ფლანგზე ითამშებს, რაც რა თქმა უნდა რობენისა და რიბერის ტრავმებითაა გამოწვეული.

“ბარსელონას” სასატარტოში კი ცვლილებების ალბათობა ფაქტოვრივად არ არსებოს. მოგებულ და თანაც ოპტიმალურ შემადგენლობას როგორც წესი მწვრთნელები არ ცვლიან. ფორმალურად “ბარსა” უკვე ფინალისთვის ემზადება, თუმცა დღევანდელი შეხვედრაც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია. კატალონიელბის მიზანი მხოლოდ უპირატესობის შენარჩუნება არ იქნება. “ბარსა” როგორც ყოველთვის გამარჯვებისთვის იბრძოლებს.

ბაიერნი (0) – (3) ბარსელონა

სავარაუდო შემადგენლობები

ბაიერნი: ნოიერი – რაფინია, ბენატია, ბოატენგი, ბერნატი – ხაბი ალონსო, ლამი, ტიაგო ალკანტარა – მიულერი, ლევანდოვსკი, გიოტცე

ბარსელონა: ტერ შტეგენი – დანი ალვეში, პიკე, მასკერანო, ალბა – რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ინიესტა – მესი, ნეიმარი, სუარესი






ითამაშებს თუ არა კროოსი „იუვენტუსთან“ განმეორებით მატჩში?

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ტონი კროოსმა, რომელმაც „ვალენსიასთან“ შაბათის შეხვედრაში მცირე ტრავმა მიიღო, დღეს ძირითად ჯგუფთან ერთად ივარჯიშა.

სავარაუდოდ, გერმანელი „იუვენტუსთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალირი ეტაპის განმეორებით შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას მიანც შეძლებს.

ამავდროულად, სათქმელია, რომ თანაგუნდელებთან ერთად უელსელ ნახევარმცველ გარეთ ბეილს არ უვარჯიშია. ამის ნაცლავ ის ინდივიდუალური პროგრამით მუშაობდა.