ჩეზარე პრანდელი: “ლესტერს” უარი იმის გამო ვუთხარი, რაც მათ რანიერის გაუკეთეს”

ჩეზარე პრანდელი აღიარებს, რომ ბრიტანული “ლესტერ სიტის” ხელმძღვანელებმა მას მთავარი მწვრთნელის პოსტი შესთავაზეს.

“მათი მხრიდან რაღაც მცდელობა ნამდვილად იყო, მაგრამ მე უარი განვაცხადე, მაშინვე, წამითაც კი არ მიფიქრია. შეუძლებელია ასეთ ადგილას წახვიდე მას შემდეგ, რაც მათ რანიერის გაუკეთეს. იქ ვერ წახვალ. წერტილი.

საფეხბურთო მენეჯმენტი წარმოუდგენლად რთული რამ არის, მაგრამ ამავდროულად მშვენიერიც. ბოლო დროს, მწვრთნელებსა, ფეხბურთელებსა და ხელმძღვანელებს შორის არსებულ ურთიერთობებში რაღაცები შეიცვალა.

რანიერიმ წარმოუდგენელი რამ შეძლო, ის, რისი გამეორებაც შეუძლებელია. თუმცა, შემდეგ ის რამდენიმე თვეში უბრალოდ მოიშორეს, რაც ჩემთვის მიუღებელია.

მწვრთნელს თავისი საქმის კეთება უნდა აცადო. მწვრთნელი მწვრთნელი უნდა იყოს, ” – აცხადებს პრანდელი.

პრანდელი ჩინეთში მიდის

იტალიის ნაკრების ყოფილი თავკაცი ჩეზარე პრანდელი, რომელიც ბოლოს თურქულ “გალათასარაიში” მუშაობდა, სამწვრთნელო კარიერის გაგრძელებას შორეულ ჩინეთში აპირებს. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რომელ გუნდში იმუშავებს ფეხბურთის იტალიელი სპეციალისტი.

“გადავწყვიტე, სამუშაოდ ჩინეთში წავიდე. ჩემი შვილიც (მწვრთნელის აგენტია – ავტ.) ეთანხმება ჩემს გადაწყვეტილებას”, – ციტირებს პრანდელის სიტყვებს calciomercato.com-ი.

 

პრანდელი: „როგორც ჩანს, ბალოტელი გაიზარდა“

იტალიის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ მოახლოებული მილანური დერბისა და თავდამსხმელ მარიო ბალოტელის შესახებ ისაუბრა.

„მილანურ კლუბებში, შემადგენლობის მხვრივ, რევოლუცია მოხდა. მწვრთნელთა ტაქტიკური დაპირისპირების ნახვა საინტერესო იქნება. ისინი ერთმანეთს კარგად იცნობენ. ვფიქრობ, წინ უხვგოლიანი შეხვედრა გველის.

ბალოტელის მიმართ ყოველთვის თბილისი დამოკიდებულება მექნება. როგორც ჩანს, ის გაიზარდა. „მილანში“ დაბრუნებისას მისი ნათქვამი მომეწონა. ეს კომენტარი ჩამოყალიბებული ადამიანის სიტყვებს ჰგავდა. იმედია, მარიო თავის პოტენციალს გამოამჟღავნებს“, – ციტირებს პრანდელის „მილანნიუსი“.

ცნობისთვის, „ინტერი“ – „მილანის“ მატჩი კვირას, 13 სექტემბერს, თბილისის დროით, 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

„ვესტ ჰემი“ პრანდელით ინტერესდება

სემ ელერდაისის გათავისუფლების შემდეგ „ვესტ ჰემ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა ახალი თავკაცის ძებნას აგრძელებს.

Tribalfootball.com-ის ინფორმაციით, ლონდონური კლუბი იტალიის ნაკრების ყოფილი დამრიგებლის ჩეზარე პრანდელიც მოწვევას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ იტალიელი სპეციალისტის ბოლო სამუშაო ადგილი თურქული „გალათასარაი“ იყო, საიდანაც ის ნოემბერში გაათავისუფლებას

ოფიციალურად: “გალათასარაის” თავკაცის პოსტიდან პრანდელი გაათავისუფლეს

ფეხბურთის იტალიელი სპეციალისტი ჩეზარე პრანდელი ხუთშაბათ საღამოს თურქული “გალათასარაის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს.

კლუბის ხელმძღვანელთა მოთმინების ფიალა ჩემპიონთა ლიგაზე ბელგიურ “ანდერლეხტთან” განცდილი მარცხის შემდეგ აივსო. შეგახსენებთ, რომ ეს შეხვედრა “გალათასარაიმ” ანგარიშით 0:2 დათმო, რის შემდეგაც კლუბმა ევროპის ლიგაზე გადანაცვლების თეორიული შანსიც მოისპო.

ჩეზარე პრანდელიმ “გალათასარაიში” ოთხ თვეზე ცოტა მეტი იმუშავა. შეგახსენებთ, რომ ის მანამდე იტალიის ეროვნული ნაკრებს ედგა სათავეში.

 

„გალათასარაი“ პრანდელის უშვებს

„ანდერლეხტთან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე მატჩში მარცხის შემდეგ „გალათასარაის“ ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელი ჩეზარე პრანდელი დაითხოვა.

თუმცა ჯერჯერობით ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა. როგორც „Gazzetta dello Sport“-ი ვარაუდობს, თურქული კლუბი იტალიელი სპეციალისტის დათხოვებას დღეს საღამოს დაადასტურებს.

შეგახსენებთ, რომ პრანდელი „გალას“ სათავეში მიმდინარე წლის შვიდ ივლისს ჩაუდგა. თურქეთის ჩემპიონატის ათი ტურის შემდეგ გუნდი სატურნირო ცხრილში მესამე ადგილს იკავებს. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპის ბოლო ტურის წინ კი თურქულ კლუბს მხოლოდ ერთი ქულა აქვს.

პრანდელი: „ბალოტელი კარგი ბიჭია, თუმცა რეალობას არის მოწყვეტილი“

იტალიის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ მარიო ბალოტელის შესახებ ისაუბრა. 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ „მილანისა“ და „სკუადრა აძურას“ ფორვარდის მიმართ კრიტიკა საგრძნობლად გაძლიერდა.

„საერთო ჯამში, მარიო კარგი ბიჭია, ცუდი ნამდვილად არ არის, მაგრამ ის რეალობას მოწყვეტილ სამყაროში ცხოვრობს. თუმცა, ეს არაფერს ნიშნავს. ის უკვე 24 წლის გახლავთ და საკმარისი გამოცდილება აქვს იმისთვის, რომ ენდო“, – აღნიშნა პრანდელიმ.

 

პრანდელიმ გალათასარაი ჩაიბარა

თურქული “გალათასარაის” ახალი მთავარი მწვრთნელი ჩეზარე პრანდელი იქნება. აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს.

დღეს საღამოს იტალიელი სპეციალისტი სტამბოლში ჩავა და ხვალისთვის დანიშნული პრეზენტაციის შემდეგ საქმიანობას შეუდგება.

თურქული პრესის ცნობით იტალიის ნაკრების ყოფილი დამრიგებლის კონტრაქტი 2+1 სისტემით არის გაფორმებული. ხელფასის სახით პრანდელი 4,5 მილიონ ევროს მიიღებს.

ჩეზარე პრანდელიმ იტალიის ნაკრების თავკაცის პოსტი დატოვა

მსოფლიოს ჩემპიონატიდან გამოვარდნის შემდეგ, ჩეზარე პრანდელიმ იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.

„პასუხიმსგებლობა მე მეკისრება. როდესაც სამწვრთნელო პროექტი წარუმატებლობას იწვნევს, გუნდის თავკაცმა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღოს. მე გარკვეული ტექნიკური გეგმა მქონდა, რამაც არ გაამართლა. სწორედ ამიტომ ვტოვებ პოსტს“, – განაცხადა პრანდელიმ.

ფეხბურთის იტალიელი სპეციალისტი „სკუადრა აძურას“ 2010 წლიდან თავკაცობდა.

თანამდებობა დატოვა იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ჯანკარლო აბეტემაც.

„დაკავებული პოსტი დავტოვე. იმედი მაქვს, ფედერაციის წევრები მომავალ სხდომაზე პრანდელის გადაწყვეტილებას შეაცვლევინებენ“, – განაცხადა აბეტემ.

 

პრანდელიმ ესპანეთის ნაკრების ჯგუფში ჩარჩენის შესახებ ისაუბრა

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ მსოფლიოს ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრების ჯგუფში ჩარჩენის შესახებ ისაუბრა.

„არ მინდა, ეს თემა ფართოდ მიმოვიხილო, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ორ თვეში ესპანეთის ნაკრები კვლავ გახდება მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი. შესაძლოა, ესპანელებმა განვლილ სტრესულ სეზონსა და ჩემპიონთა ლიგის ფინალს დიდი ძალები მიახარჯეს“, – განაცხადა პრანდელიმ.

შეგახსენებთ, რომ „ლა როხამ“ ჯგუფურ ეტაპზე მეორე მატჩიც დათმო, რითაც პლეი-ოფში თამაშის თეორიული შანსიც დაკარგა.

 

პრანდელი: „განაცხადს ირლანდიასთან მატჩის შემდეგ დავასახელებ“

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ განაცხადა, რომ ჯერჯერობით არ იცის, თუ ვინ გაემგზავრება ნაკრების წინასწარ განაცხადში მყოფთაგან ბრაზილიაში ჩასატარებელ მსოფლიოს ჩემპიონატზე.

„მე ჯერ არაფერი გადამწიყვეტია. უნდა ვნახო, თუ როგორ რეაგირებენ ფეხბურთელებო ფიზიკურ დატვირთვაზე, რომელსაც მათ ახლა ვთამაზობთ. 23-კაციან განაცხადს მხოლოდ ირლანდიასთან მატჩის შემდეგ დავასახელებ“, – განაცხადა პრანდელიმ.

ალექსანდრე მატევოსოვი

პრანდელი იტალიას 2016-მდე გაწვრთნის

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ იტალიის ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი 2016 წლამდე გაახანგრძივა.

56 წლის სპეციალისტის იტალიას 2010 წელს ჩაუდგა სათავეში. მანამდე პრანდელი 5 წლის განმავლობაში “ფიორენტინას” თავკაცობდა.

პრანდელისთან ერთად იტალიის ნაკრებმა 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლები და 2013 წლის კონფედერაციათა თასის ბრინჯაო მოიგო.