კობი ბრაიანტს სურს, რომ „ლეიკერსს“ ტომ ტიბოდომ უთავკაცოს

„იაჰუ სპორტსის“ ინფორმაციით, „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ მცველს კობი ბრაიანტს სურს, რომ მისი გუნდის ახალ თავკაცად „ჩიკაგო ბულზის“ ამჟამინდელი დამრიგებელი ტომ ტიბოდო დაინიშნოს.

გარდა ამისა, შესაძლო კანდიდატებს შორის „შავმა მამბამ“ ჯეფ ვან განდი, ეტორე მესინა, ბაირონ სკოტი და „ოკლაჰომა-სიტი თანდერის“ ვეტერანი დერეკ ფიშერი მოიხსენია.

ალექსანდრე მატევოსოვი

„ჩიკაგო ბულზმა“ თორნიკე შენგელია გაუშვა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ოფიციალური ვებსაიტის ცნობით, „ჩიკაგო ბულზმა“ საქართველოს ნაკრების ფორვარდთან თორნიკე შენგელიასთან კონტრაქტი გაწყვიტა.

შეგახსენებთ, რომ თორნიკე „ხარებს“ მიმდინარე წლის 21 იანვარს „ბრუკლინ ნეტსითან“ შეუერთდა. მის სანაცვლოდ ჩიკაგოელებმა ბრუკლინში უკანახაზელი მარკიზ ტიგი გაუშვეს.

ჯამში „ბულზის“ მაისურით შენგელიამ 9 მატჩი ჩაატარა. ერთ შეხვედრაში მისმა საშუალო მონაგარმა 0,4 ქულა და 0,2 მოხსნა შეადგინა.

ალექსანდრე მატევოსოვი

“ჩიკაგომ” “მაიამი” შენგელიას გარეშე, ოვერტაიმში დაამარცხა

საქართველოში 10 მარტი რომ თენდებოდა, ოკეანგაღმა, ამერიკაში, თორნიკე შენგელიას გუნდმა ნბა-ს მოქმედი ჩემპიონი და ახლაც ტიტულის მოგების უპირველესი კანდიდატი “მაიამი” დაამარცხა. “ჩიკაგომ” მაიამელებს “იუნაითედ სენთერში” უმასპინძლა და დაძაბულ, ოვერტაიმიან ბრძოლაში 95:88 სძლია.

ბოლო მეოთხედის წინ ჩიკაგოელები 8 ქულით ჩამორჩებოდნენ და გადამწყვეტი პერიოდი სწორედ ამ სხვაობით – 27:19 მოიგეს. შეხვედრა დამატებით 5-უთეულში გადაიზარდა, სადაც მოწოდების სიმაღლეზე ჩიკაგოელები აღმოჩდნენ და მრისხანე მეტოქეს მინიპერიოდი 9:2 მოიუგეს.

სამწუხაროდ, აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია ქართველ ფორვარდს. შენგელია ჩიკაგოელთა განაცხადში იყო, მაგრამ მოედანზე მიმდინარე დაძაბულ ორთაბრძოლებში არ ჩაბმულა. გამარჯვებულთაგან 22 ქულის მიმთვლელი დიჯეი აუგუსტინი და ფრანგო-ამერიკელი ჟოაკიმ ნოა (20 ქულა, 12 მოხსნა, 7 პასი) გამოირჩნენ. ბოლო წლების უძვირფასესი მოთამაშე ლებრონ ჯეიმსი ჩიკაგოელებმა 17 ქულას დააჯერეს, ხანშეპარულმა ვარსკვლავმა დუეინ ვეიდმა კი მაიამელთათვის 25 ქულა გაიღო.

35 მოგებითა და 28 წაგებით “ჩიკაგო” აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზეა. მომდევნო ტესტი ჩიკაგოელებს 12 მარტს, ტიტულის კიდევ ერთ მაძიებელ “სან ანტონიოსთან” ელით.

GBF.GE

ჟოაკიმ ნოა კიდევ ერთ კვირას გამოტოვებს

„ჩიკაგო ბულზის“ ცენტრი ჟოაკიმ ნოა თამაშს კიდევ ერთი კვირით ვერ მოახერხებს. აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა  „FanCloud“-ი, ხარების მთავარი მწვრთვნელის ტომ ტიბოდოს სიტყვებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ცნობილია, რომ ფრანგ ბიგმენს კვლავ ტრავმა აწუხებს და  რისკის თავიდან ასაცილებლად, გუნდის სამწვრთვნელო შტაბი მას დასვენების საშუალებას მისცემს.

ალექსანდრე მატევოსოვი

როუზის შესანიშნავი თამაში (ვიდეო)

„დეტროიტ პისტონსთან“ ანგარიშით 96:81 მოგებულ მატჩში „ჩიკაგო ბულზის“ გამთამაშებელმა დერიკ როუზმა დაამტკიცა, რომ იგი ძველ ფორმას სწრაფი ტემპებით იბრუნებს.

როუზი და ნოა სათამაშოდ მზად არიან

„ჩიკაგო ბულზის“ მთავარმა მწვრთვნელმა ტომ ტიბოდომ თავის ბოლო ინტერვიუში განაცხადა, რომ ჟოაკიმ ნოა და დერიკ როუზი მიკროტრავმების მიღების შემდეგ უკვე გამოჯანმრთელდნენ.

აქედან გამომდინარე, ნოა და როუზი „ხარების“ თავკაცის განკარგულებაში უკვე „დეტროიტ პისტონსთან“ ჩასატარებელ მატჩში იქნებიან.

შეგახსენებთ, რომ როუზმა თავისი ბოლო ოფიციალური მატჩი 2011/12 წლების სეზონში ჩაატარა. რაც შეეხება ნოას, მან გასული სეზონის რეგულარული ჩემპიონატის 66 მატჩში ითამაშა. ერთ შეხვედრაში მისმა საშუალო მონაგარმა 11,9 ქულა და 11,1 მოხსნა შეადგინა.

ალექსანდრე მატევოსოვი

როუზი: „არ მეგონა, რომ ფორმაში ასე სწრაფად ჩავდგებოდი“

„ჩიკაგო ბულზის“ უკანახაზელისთვის დერიკ როუზისთვის პარკეტზე დაბრუნების შემდეგ კარგად ნაჩვენები თამაში მოულოდნელი გახდა.
„ძალიან გამიკვირდა, რომ თავს ასე კარგად ვგრძნობ. ეს ბუნებრივა, რადგან საკმაოდ დიდი ხნის განმალობაში არ მითამაშია. კარგია, რომ წინ კიდევ ბევრი მოსამზადებელი მატჩია, რომელშიც კიდევ უფრო მოვუმატებ და ახალ სეზონს მომზადებული შევხვდები“, – განაცხადა დერიკმა.
ალექსანდრე მატევოსოვი

დერიკ როუზი: „თავს შესანიშნავად ვგრძნობ“

„ჩიკაგო ბულზის“ გამთამაშებელმა დერიკ როუზმა „ინდიანა პეისერსთან“ მოსამზადებელი შეხვედრის შემდეგ, განაცხადა, რომ ამჟამად იგი თავს შესანიშნავად გრძნობს.

„თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ტკივილს აღარ ვგრძნობ და უსიამოვნო შეგრძნებებიც აღარ მაწუხებს. გარდა ამისა, აღარც ფეხების პრობლემები მაქვს“, – განუცხადა როუზმა ESPN Chicago.

აღსანიშნავია, რომ „პეისერსთან“ ჩატარებული შეხვედრა ბოლო 17 თვეში დერიკისთვის პირველი აღმოჩნდა.

ალექსანდრე მატევოსოვი

„ბულზმა“ და „ლეიკერსმა“ იმარჯვეს, „როკეტსი“ დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა

ღამით, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის სამი წინასასეზონო მატჩი შედგა.

„ჩიკაგო ბულზმა“, რომლის შემადგენლობაშიც გამოჯანმრთელებულმა დერიკ როუზმა ითამაშა, „ინდიანა პეისერსი“ 6 ქულით დაამარცხა. „პეისერსის“ მხრიდან კარგი შედეგებით დევიდ უესტი და პოლ ჯორჯი გამოირჩნენ, რომელთა მონაგარმაც 14-14 ქულა შეადგინა. „ხარების“ რიგებში კი საუკეთესო ტაჯ გიბსონი აღმოჩნდა, რომელმაც 18 ქულის დაგროვება მოახერხა. რაც შეეხება როუზს, მისმა მაჩვენებელმა 13 ქულა შეადგინა.

„ინდიანა პეისერსი“ – „ჩიკაგო ბულზი“ 76:82 (19 : 23 | 22 : 21 | 23 : 14 | 12 : 24)

„პეისერსი“: უესტი (14 ქ. 4 მ. 2 გ. 3 ჩ. 1 ბ.); ჯორჯი (14 ქ. 5 მ. 2 გ. 1 ჩ. 1 ბ.), ჰიბერტი (11 ქ. 9 მ. 2 ჩ. 2 ბ.), ჰილი (8 ქ. 2 მ. 6 გ. 1 ჩ. 2 ბ.), სკოლა (7 ქ. 3 მ. 1 ბ.), გრეინჯერი (6 ქ. 2 გ.), სტივენსონი (5 ქ. 4 მ. 1 გ.), უოტსონი (3 ქ. 2 მ. 1 გ.), სლოუნი (2 ქ. 1 მ.), მაინმი (2 ქ. 4 მ. 1 ჩ. 1 ბ.), ს. ჰილი (2 ქ. 2 მ. 1 გ. 2 ჩ.), კრის კოუპლენდი (2 ქ. 1 ჩ), ორლანდო ჯონსონი (2 ქ.)

„ბულზი“: გიბსონი (18 ქ. 12 მ. 1 გ. 3 ბ.), დენგი (15 ქუ. 8 მ. 2 გ. 1 ბ.) როუზი (13 ქ. 2 მ. 3 გ. 2 ჩ.), ბატლერი (11 ქ. 6 მ. 2 გ. 3 ჩ. 1 ბ.) ჰაინრიკი (6 ქ. 8 მ. 2 გ. 1 ბ.), მოჰამედი (5 ქ. 6 მ. 1 გ. 3 ბ.), დანლივი-უმცროსი (4 ქ. 2 მ. 3 გ.), ტიგი (3 ქ. 1 გ.), მერფი (3 ქ. 4 მ. 2 გ.), ბუზერი (2 ქ. 7 მ. 1 გ. 1 ბ.), სნელი (2 ქ. 1 მ. 2 გ.)

ძალიან საინტერესო გამოდგა „ჰიუსტონ როკეტსისა“ და „ნიუ-ორლეანს პელიკანსის“ შეხვედრა, რომელიც ნიუ-ორლეანელებმა მხოლოდ ერთი ქულით მოიგეს და საბოლოო ჯამში, 115:116 იმარჯვეს.

„ჰიუსტონ როკეტსი„ – „ნიუ-ორლეანს პელიკანსი“ 115:116 (33 : 22 | 24 : 31 | 34 : 29 | 24 : 34)

„როკეტსი“: ჰარდენი (21 ქ. 3 გ. 1 ჩ. 1 ბ.), კასპი (20 ქ. 2 მ. 1 ბ.), ჰოვარდი (19 ქ. 9 მ. 3 გ. 1 ბ.), ჯონსი (13 ქ. 5 მ. 1 ჩ.), ბევერლი (12 ქ. 5 გ.), პარსონსი (11 ქ. 6 მ. 2 გ.), ლინი (11 ქ. 3 მ. 4 გ. 3 ჩ.), მოტეიუნასი (4 ქ. 6 მ. 3 გ.), კოვინგტონი (4 ქ. 1 მ.), ბრიუესი (1 მ. 1 გ. 1 ბ.), ბრუკსი (1 მ. 1 გ.)

„პელიკანსი“: მოროუ (26 ქ. 5 მ. 1 გ.), დევისი (21 ქ. 3 მ. 2 ჩ. 2 ბ.), რივერსი (21 ქ. 1 მ. 5 გ. 2 ჩ.), ჰოლიდეი (13 ქ. 2 მ. 3 გ.), სმიტი (12 ქ. 5 მ. 2 გ. 2 ჩ), ონუაკუ (8 ქ. 7 მ. 1 ჩ. 1 ბ.), ევანსი (7 ქ. 2 მ. 1 გ.), ამინუ (4 ქ. 3 მ. 4 გ. 3 ჩ.), ჰეივორდი (2 ქ. 1 მ. 2 ჩ.), რომასი (2 ქ. 4 მ.), სტიმსმი (1 . 1 ბ.)

ახალი სეზონისთვის თავისი მოსამზადებელი მატჩი „ლოს-ანეჯელეს ლეიკერსმაც“ გამართა, რომლის მეტოქეც „გოლდენ სტიტ უორიორსი“ იყო. შეხვედრა კალიფორნიელთა 9-ქულიანი გამარჯვებით დასრულდა. საუკეთესო მათ რიგებში ხავიერ ჰენრი იყო, რომელმაც 29 ქულის დაგროვება შეძლო. „უორიორსის“ რიგებიდან კი კლეი ტომპსონი გამოირჩა, რომლის მონაგარმაც 26 ქულა შეადგინა.

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსი“ – „გოლდენ სტეიტ უორიორსი“ 104:95 (28 : 29 | 32 : 28 | 10 : 14 | 34 : 24)

„ლეიკერსი“: ჰენრი (29 ქ. 7 მ. 2 ჩ.), იანგი (17 ქ. 2 მ. 1 გ. 1 ჩ.), ფარმარი (12 ქ. 3 მ. 7 გ. 3 ჩ.), კამანი (10 ქ. 10 მ. 4 გ. 2 ბ.) საკრე (9 ქ. 2 მ. 1 გ. 1 ბ.), ბლეიკი (6 ქ. 2 მ. 3 გ. 1 ჩ.), უილიამსი (4 ქ. 5 მ. 1 გ.), ჰარისი (4 ქ. 1 მ.) ჰილი (3 ქ. 6 მ.), მიკსი (3 ქ. 1 გ.), ლენდრი (3 ქ. 2 გ. 1 ბ.), გადზურიჩი (2 ქ. 3 მ. 1 გ.), ჯონსონი (2 ქ. 3 მ. 1 გ)

„გოლდენ სტეიტ უორიორსი“: ტომპსონი (26 ქ. 1 მ. 1 გ.), იგუდალა (!5 ქ. 3 მ. 1 გ. 2 ჩ.), ბარნსი (10 ქ. 7 მ. 3 გ. 2 ჩ.), ლი (10 ქ. 4 მ. 5 გ. 1 ბ.), ბოგური (7 ქ. 12 მ. 1 გ. 1 ჩ.), კარი (5 ქ. 4 მ. 2 გ. 2 ჩ.), დუგლასი (5 ქ. 6 მ. 3 გ. 1 ჩ.), სპეიტსი (4 ქ. 5 მ.), ბეიზმორი (4 ქ. 1 ბ.), დედმონი (2 ქ. 2 მ.), ჯონსი (2 ქ. 1 გ. 2 ჩ.), გრინი (2 ქ. 6 მ. 3 გ. 1 ჩ. 1 ბ.), კატი (1 გ.)

ალექსანდრე მატევოსოვი

როუზი: „პარკეტზე დედაჩემსაც კი არ დავინდობ“

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მოთამაშეები საინტერესო და ამავე დროს, ცოტა სასაცილო კომენტარების კეთებას აგრძელებენ.

მაგალითად, „ჩიკაგო ბულზის“ უკანახაზელის დერიკ როუზის აზრით, ამჟამად, იგი თავს იმდენად კარგად გრძნობს, რომ პარკეტზე არავის დაინდობს, მათ შორის საკუთარ დედასაც კი.

„ახლა ყველას დამარცხება შემიძლია. არავის დავინდობ, მათ შორის დედაჩემსაც“, – განუცხადა დერიკმა CSNChicago.com-ს.

ალექსანდრე მატევოსოვი

დურანტი: ”როუზმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო”

”ოკლაჰომა სიტი თანდერის” ფორვარდის კევინ დურანტის აზრით, ”ჩიკაგო ბულზის” უკანახაზელმა დერიკ როუზმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც 2012/2013 წლების სეზონის გამოტოვება გადაწყვიტა. გარდ აამისა, კევინმა აღნიშნა, რომ ამჟამად, დერიკი კარგ ფორმაში იმყოფება.

”ამ მომენტისთვის, როუზი კარგად გამოიყურება. დერიკმა მთლიანი სეზონი გამოტოვა, თუმცა მას ეს გამოადგა. საზოგადოება მას ამის გამო აკრიტიკებდა, მაგრამ მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო”, – განუცხადა ”დურანტულამ” ESPN Chicago-ს.

ალექსანდრე მატევოსოვი

როუზს ესპანეთში გამგზავრება სურს

”ჩიკაგო ბულზის” უკანახაზელს დერიკ როუზს ოფიციალურ მატჩებში მონაწილეობა 500-ზე მეტი დღის განმალობაში არ აქვს მიღებული. მისი აღდგენითი პროცესი ამჟამად გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და იგი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ახალი სეზონისთვის მოსამზადებელ შეხვედრებში უნდა დაბრუნდეს პარკეტზე.

თავის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში კი 24 წლის კალათბურთელმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამგზავრების სურვილი გამოთქვა.

”თუ შემდეგ წელს აშშ-ს ნაკრებში გამომიძახებენ, მაშინ ჩემთვის ეს უდიდესი პატივი იქნება. იმ შემთხვევაში, თუ მაიკ კჟიჟევსკის ჩემი გამოძახება მოუნდება, გუნდში რა თქმა უნდა ვიქნები”, – განაცხადა როუზმა.

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონი დერიკმა მუხლის სერიოზული ტრავმის გამო გამოტოვა.

ალექსანდრე მატევოსოვი