გიორგი კორიფაძე გორის “დილაში” ითამაშებს

საჩხერის “ჩხიურას” უკვე ყოფილი ფეხბურთელი, გიორგი კორიფაძე კარიერას გორის დილაში გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა.

უცნობია, რამდენი ხნით ითამაშებს 28 წლის სპორტმსენი “დილას” შემადგენლობაში. ტრანსფერი უახლოეს მომავალში გაოფიციალურდება.

შეგახსენებთ, რომ კორიფაძეს დასამახსოვრებელი კარიერია ჰქონდა “ვიტ ჯორჯიაში”, რომელშიდაც 2009-2014 წლებში გამოდიოდა. ამის შემდეგ კი იყო საჩხერის “ჩიხურა”. მან 2014 წლის ზაფხულიდან დღემდე ითამაშა იმერელთა რიგებში და საქართველოს თასიც მოიგო.

“ჩიხურა” და “ტორპედო” ფინალისთვის ემზადებიან (ფოტო)

როგორც მოგეხსენებათ, ხვალ “დავით ყიფიანის სახელობის” თასის ფინალში საჩხერის “ჩიხურა” და ქუთაისის “ტორპედო” დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ზემო იმერელთათვის ეს უკანასკნელი შანსია, რათა ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხვდნენ. თავის მხრივ ქუთაისლები კი დუბლის გაფორმებასა და თავიანთი გულშემატკივრის კიდევ ერთხელ გახარებას შეეცდებიან.

დღეს საჩხერლება მატჩის წინა ვარჯიში გორში “ბურჯანაძეზე” გამართეს, ხოლო ქუთაისლებმა ადგილობრივ “რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე” ივარჯიშა.

შეხვედრა ხვალ გორში “თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე” 15:15 საათზე აიღებს სტარტს.

იხილეთ ფოთოები:

“დინამომ” “ჩიხურას” დამაჯერებლად მოუგო (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის 32-ე ტურის შეხვედრები გაიმართა. თავისი მატჩი ჩაატარა საჩხერის “ჩიხურამ”, რომელიც “მიხეილ მესხზე” თბილისის “დინამოს” დაუპირისპირდა.

თამაშში ანგარიში მე-15 წუთზე გაიხსნა: ბაქარ ქარდავამ დედაქალაქელები დააწინაურა. 41-ე წუთზე ლაშა თოთაძემ კიდევ ერთი უალამაზესი ჯარიმა გაიტანა და ორამდე გაზარდა სხვაობა. მეორე ნახევარში, 46-ე წუთზე ოთარ კვერნაძემ ერთი ბურთი გაქვითა. თუმცა, 59-ეზე აკაკი შულაიამ სიტუაცია დააწყნარა. შესაბამისად, “დინამომ” ანგარიშით, 3-1 მოიგო.

ამ გამარჯვების შემდეგ კახა კაჭარავას შეგირდებს 68 ქულა აქვთ და პირველ პოზიციას იკავებენ. “ჩიხურა” 46-ით მეექვსეა.

 

საჩხერის “ჩიხურამ” ბათუმის “დინამოს” სტუმრად მოუგო (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის 31-ე ტურმა აიღო სტარტი.

ბათუმში, “რაგბი არენაზე” ბათუმის “დინამო” საჩხერის “ჩიხურას” დაუხვდა. ანგარიში მასპინძლებმა მეოთხე წუთზე გახსნეს. ამის გაკეთება თეიმურაზ შონიამ მოახერხა. ზუსტად 12 წუთში გიორგი გაბედავამ წონასწორობა აღადგინა.

მეორე ნახევარში ორივე გუნდი ცდილობდა გატანას. თუმცა, ერთადერთი შანსის გამოყენება იმერელთა შემტევმა, მიშიკო სარდალიშვილმა მოახერხა. მან გამარჯვების გოლი 74-ე წუთზე გაიტანა. შესაბამისად, ეს მატჩი ანგარიშით, 1-2 დასრულდა.

ამ მარცხის შემდეგ ბათუმური გუნდი 32 ქულით მერვე ადგილზეა. “ჩიხურას” 46 ქულა აქვს და მეექვსე პოზიციაზეა.

 

“ჩიხურამ” “შუქურას” მატჩის მეხუთე დამატებით წუთზე გატანილი გოლის წყალობით მოუგო (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის 30-ე ტურის შეხვედრები იმართება.

ერთ-ერთ მათგანში ქობულეთის “შუქურა” ბათუმში მდებარე “რაგბი არენაზე” საჩხერის “ჩიხურას” დაუპირისპირდა. მატჩი იმერელთა უპირატესობით წარიმართა. უფრო მეტი მომენტი სწორედ “ჩიხურამ” შექმნა და ერთადერთი გოლი სწორედ მან გაიტანა. ამის გაკეთება მეორე ტაიმის მეხუთე დამატებით წუთზე მიშიკო სარდალიშვილმა მოახერხა.

ამ ფრის შემდეგ “შუქურა” 13 ქულით მეათე პოზიციაზეა. “ჩიხურას” 43 ქულა აქვს და მეექვსე ადგილზეა.

 

საჩხერის “ჩიხურა” ისევ დამარცხდა

დღეს თბილისში მასპინძლის სტატუსით მოთამაშე საჩხერის “ჩიხურა”  “სამტრედიასთან” ანგარიშით, 1-2 დამარცხდა.

შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა და მაყურებელმა სანახაობრივი შეხვედრა იხილა. პირველ ტაიმში ანგარიში არ გახსნილა, მაგრამ ორივე კლუბი ცდილობდა სახიფათო მომენტების შექმნას. გუნდები უმეტესად სწრაფ შეტევებზე აკეთებდნენ აქცენტს და სწორედ ამის ხარჯზე ცდილობდნენ უპირატესობის მოპოვებას.

მეორე ტაიმი უხვგოლიანი აღმოჩნდა. 54-ე წუთზე თორნიკე გორგიაშვილმა საკმაოდ შორი მანძილიდან დაარტყა და ომარ მიგინეიშვილის შეცდომის ხარჯზე საკმაოდ ლამაზი გოლიც გამოუვიდა. ამის შემდეგ “სამტრედია” გააქტიურდა და გუნდის ლეგიონერმა მაიკლ ოლაიტანიმ საჩხერელთა დაცვის ხაზში არსებული გაუგებრობით ისარგებლა და 61-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. მატჩის მიწურულს ორივე გუნდი ცდილობდა გადამწყვეტი გოლის გატანას, მაგრამ ამ შემთხვევაში სამტრედილებს გაუმართლათ და შეცვლაზე შემოსულმა გიორგი მჭედლიშვილმა საოცარი გასროლით 89-ე წუთზე თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა.

საჩხერის “ჩიხურის” სასტარტო შემადგენლობა: 30. დინო ჰამზიჩი, 3. თორნიკე გრიგალაშვილი, 5. ბაქარ მირცხულავა, 9. გიორგი გაბედავა, 10. მიშიკო სარდალიშვილი (პაპუნა ფონიავა 63), 15. გიორგი კორიფაძე, 18. დიმიტრი ტატანაშვილი, 21. გიორგი ივანიშვილი (ბესო დეკანოიძე 75), 27. დენის დობროვოლსკი (გიორგი განუგრავა 75), 37. შოთა კაშია (C), 39. თორნიკე გორგიაშვილი

სათადარიგო შემადგენლობა: 13. ზურაბ მწყერაშვილი, 19. ლევან კაკუბავა, 24. ლაშა ჩიკვაიძე, 28. ბაჩანა ცხადაძე,

“სამტრედიის” სასტარდო შემადგენლობა: 12. ომარ მიგინეიშვილი, 2. დავით მთივლიშვილი, 3. ლაშა კასრაძე, 4. ნიკა სანდოხაძე, 6. გიული მანჯგალაძე, 7. დავით რაჟამაშვილი, 8. თეიმურაზ მარკოზაშვილი (ბაკარ ბალდე 54), 20.გიორგი ახალაძე (გიორგი მჭედლიშვილი 80), 26. გიორგი დათუნაიშვილი (C), 80. ანტე გიი, 99. მაიკლ ოლაიტანი (გურამ სამუშია 92)

სათადარიგო შემადგენლობა: 1. ოთარ სტურუა, 15. ანრი ნდონგი, 18. ჯემალ გოგიაშვილი, 88. გიორგი გიორბელიძე

გორის “დილამ” ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა

ეროვნულ ლიგაში ოცდამერვე ტურის ბოლო შეხვედრა გაიმართა თენგიზ ზურჯანაძის სახელობის სტადიონზე, ადგილობრივმა გორის “დილამ” საჩხერის “ჩიხურას” უმასპინძლა.

გორელმა გულშემატკივარმა საკმაოდ დაძაბული შეხვედრა იხილა . საწყის წუთებში ორივე გუნდი ცდილობდა უპირატესობის მოპოვებას და მატჩის სადავეების ხელში ჩაგდებას, თუმცა მეთხუთმეტე წუთზე წიქარიძის დარტყმის შემდეგ, ჰამზიჩმა ბურთი უხერხულად მოიგერია, დამატებაზე კი, პირველი ირაკლი ძარია იყო, რომელმაც საკმაოდ ძლიერი და ლამაზი დარტმით ანგარიში გახსნა. ამის შემდეგ, უკვე საჩხერლები გადავიდნენ შეტევაზე, ჯერ მიშიკო სარდალიშვილი ვერ მიწვდა ბურთს შემდეგ კი, ბესიკ დეკანოიძემ ვერ გამოიყენა თავისი შანსი.

მეორე ტაიმში კიდევ უფრო გააქტიურდა ზემო იმერული კლუბი, ცდილობდნენ გოლის გატანას, მაგრამ ამაოდ. სოსო ფრუიძემ შეტევს გასაძლიერებლად ჯერ ტატანაშვილი ჩართო შეხვედრაში, შემდეგ კი, ფონიავა, მაგრამ საჩხერელთა მცდელობას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია და საბოლოოდ გორელებმა 1-0 იმარჯვეს.

შიდა ქართლელები რამდენიმე ტურის წინ გასავარდნ ზონაში იყვნენ, თუმცა გიორგი დარასელიას გაწვრთნილები სამი თამაშია, რაც ზედიზედ ახერხებენ გამარჯვების მოპოვებას და ამ მომენტში “დილა” 34 ქულით მეშვიდე ადგილზეა, მის უშუალო მდევარს კი, ხუთი ქულით უსწრებს.

მომდევნო შეხვედრას ორივე გუნდი 13 ოქტომბერს გამართავს. გორის “დილა” დინამო “ბათუმთან” ჩავა სათამაშოდ, საჩხერლები კი, “სამტრედიას” უმასპინძლებენ.

ეროვნული ლიგა: “დილამ” და “ლოკომოტივმა” თავიანთ მოედნებზე იმარჯვეს (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის 27-ე ტურის მორიგი შეხვედრები შედგა.

გორში, “თენგიზ ბურჯანაძეზე” “დილამ” “სამტრედია” მიიღო. მატჩში ანგარიში მე-11 წუთზე დავით კირკიტაძემ გახსნა. ზუსტად ათ წუთში ლევან ნონიკაშვილმა ორამდე გაზარდა მასპინძელთა უპირატესობა. 32-ე წუთზე ნიკა სანდოხაძემ ერთი ბურთი გაქვითა.

საბოლოოდ, ეს დაპირისპირება გორელებმა ანგარიშით, 2-1 მოიგეს. მათ 31 ქულაა აქვთ და მეშვიდე ადგილზე არიან. “სამტრედია” 51 ქულით მესამეა.

 

თბილისში, “მიხეილ მესხი 2”-ზე “ლოკომოტივმა” საჩხერის “ჩიხურა” მიიღო. სიხარულიძის (11 და 22 წუთები) დუბლსა და დიასამიძის (55 წთ) გოლს, იმერლებმა ვერაფერი დაუპირისპირეს.

საბოლოოდ, 3:0 “ლოკომოტივის” სასარგებლოდ.

თბილისურ კლუბს 45 ქულა აქვს და მეოთხეა. “ჩიხურა” 40-ით მეექვსე ადგილზეა.

“ჩიხურამ” “კოლხეთს” მოუგო და “ლოკომოტივს” მიუახლოვდა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის შეხვედრები იმართება.

26-ე ტურის მატჩში საჩხერის “ჩიხურამ” “ივანწმინდა არენაზე” ფოთის “”კოლხეთი” მიიღო. იმერლები მალე დაწინაურდნენ – მე-10 წუთზე თორნიკე გორგიაშვილმა გამოიჩინა თავი. ხოლო, 27 წუთში კი გიორგი გაბედავამ ორამდე გაზარდა სხვაობა.

მეორე ტაიმში, 48-ე წუთზე ალეკსანდრ დერებჩინსკიმ ერთი ბურთი გაქვითა. საბოლოოდ, ეს ამ მატჩში ბოლო გოლი აღმოჩნდა.

“ჩიხურამ” ანგარიშით, 2-1 მოიგო.

იმერული კლუბი 40 ქულით მეხუთე პოზიციაზეა. “კოლხეთს” 19 ქულა აქვს და მეცხრეზეა.

საქართველოს თასი – გუნდები ნახევარფინალისთვის დაწყვილდნენ

15 სექტემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. წილისყრის პროცესში ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივან, დავით მუჯირთან ერთად საქართველოს გოგონათა 19-წლამდე ნაკრების მეკარე, მარიამ კომლაძე მონაწილეობდა.

წილისყრის შედეგად გუნდები ასე დაწყვილდნენ:

იმერეთი – ჩიხურა
ტორპედო – დინამო თბ

ნახევარფინალური შეხვედრები 1 ნოემბერს გაიმართება. ფინალისტები კი, ტრადიციულად ერთმატჩიანი დაპირისპირებით გამოვლინდებიან.

Gff.Ge

საჩხერის “ჩიხურამ” გორის “დილა” დაამარცხა და ყიფიანის თასის 1/2 ფინალში გავიდა

დღეს დავით ყიფიანის თასის 1/2 ფინალური შეხვედრები გაიმართა.

“ივანწმინდა არენაზე” საჩხერის “ჩიხურამ” გორის “დილა” მიიღო. მატჩი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. ანგარიში 38-ე წუთზე დიმიტრი ტატანაშვილმა გახსნა. ზუსტად ხუთ წუთში მიშიკო სარდალიშვილმა საჩხერელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა.

56-ე წუთზე დინო ჰამზიჩმა წითელი ბარათი მიიღო და “ჩიხურას” მეკარის შეცვლა მოუწია. 74-ეზე კი ტატანაშვილმა დუბლი შეასრულა.

საბოლოოდ, 3:0 და “ჩიხურა” 1/2 ფინალში გავიდა!

“ჩიხურამ” “ტორპედოს” ქუთაისში სძლია

დღეს ეროვნული ლიგის 25-ე ტურის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში ქუთაისის “ტორპედომ” საჩხერის “ჩიხურა” მიიღო. დაძაბული მატჩის პირველ ნახევარში გოლი არ გასულა.

მეორე ტაიმში, 55-ე წუთზე ზაზა ჭელიძემ ანგარიში გახსნა და სტუმრები წინ გავიდნენ. 75-ე წუთზე დიმიტრი ტატანაშვილმა მეორე გოლიც გაიტანა. “ტორპედო” ბევრს ეცადა, თუმცა ერთი გოლიც ვერ გაქვითა.

საბოლოოდ, “ჩიხურამ” ანგარიშით, 2-0 მოიგო. მას 37 ქულა აქვს და მეხუთე პოზიციაზეა. “ტორპედო” 48 ქულით მეორეზეა.