“დილამ” “ჩიხურა” ლეგიონერების გოლებით დაამარცხა

დღეს ეროვნული ლიგის მეათე ტურის მატჩები იმართება.

გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის მოედანზე ადგილობრივმა “დილამ” საჩხერის “ჩიხურას” უმასპინძლა. დაპირისპირებაში მალევე გაიხსნა ანგარიში. მესამე წუთზე ბრაზილიელმა ჟან დერეტიმ დააწინაურა ქართლელები. ზუსტად ხუთ წუთში სალიეუ ტარავალიემ სხვაობა ორამდე გაზარდა.

მატჩის დარჩენილშ დროში “ჩიხურა” ცდილობდა სხვაობა მაინც შეემცირებინა, თუმცა არაფერი გამოსდიოდა. საბოლოოდ, გოლი აღარ გასულა. “დილამ” ანგარიშით, 2:0 მოიგო.

ამ გამარჯვების შემდეგ “დილას” 11 ქულა დაუგროვდა და მერვეზეა. ხოლო, საჩხერლებს 13 ქულა აქვთ და მეექვსე ადგილზე იმყოფებიან.

ბერიკა შუკაკიძე: “ერთი ეტაპის გადალახვა ლოგიკური იქნება, სხვა ეტაპების – გმირობა”

ეროვნულ ლიგაში პირველი წრე უკვე დამთავრდა. შარშანდელი სეზონის ვიცე-ჩემპიონი, საჩხერის “ჩიხურა” არც ისე სახარბიელო სიტუაციაშია. იმერული კლუბი მარტის დასაწყისში ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი იყო. ამჟამად კი, სოსო ფრუიძის შეგირდები 13 ქულით მეექვსე პოზიციაზე არიან. მათ ცხრა მატჩიდან ხუთში გამარჯევბის მოპოვება ვერ მოახერხეს. ბოლო დაპირისპირებაში, “ლოკომოტივთან”, ანგარიშით, 0:5 განადგურდნენ. “ჩიხურამ” ივლისში ევროსარბიელზე საქართველოს ღირსება უნდა დაიცვას.

Fanebi.Com-ი დაუკავშირდა საჩხერული კლუბის გენერალურ დირექტორს, ბერიკა შუკაკიძეს და განვითარებულ მოვლენებთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ინტერვიუ ჩაწერა.

– “ჩიხურა” “ეროვნული ლიგის” ბოლო ტურში “ლოკომოტივთან” განადგურდა. არა და, ამ მატჩის წინ გუნდის ნებისმიერი ფეხბურთელისთვის რომ გეკითხათ, მათი მიზანი მხოლოდ სამი ქულა იყო. თქვენი აზრით, რამ შეუშალათ ხელი მოთამაშეებსა და მწვრთნელებს წარმატების მიღწევაში?

– მიზეზებს კონკრეტულად გეტყვით: მეორე გოლამდე სათამაშო უპირატესობის გოლად ვერგარდასახვამ, ამის შემდეგ, დაცვაში დაშვებულმა შეცდომებმა და “ლოკომოტივის” კარგმა თამაშმა.

– იმერული კლუბი 13 ქულით მეექვსე ადგილზეა. “ლოკომოტივთან” მარცხი რომ დავივიწყოთ და ისე შევაფასოთ ამ სეზონში “ჩიხურას” გამოსვლა, დავინახავთ, რომ გუნდმა პრინციპულ მეტოქეებთან, “დინამოსთან” და “ტორპედოსთან” ერთი ქულაც კი ვერ აიღო. ქულების მოგროვებას კლუბი მხოლოდ სუსტ კლუბენთან ახერხებს (თუ არ ჩავთვლით ერთადერთს – “სამტრედიას”, რომელსაც ცუდი პერიოდი უდგას). რას უნდა დავაბრალოთ “ჩიხურას” რეგრესი და ცხრილში ნელ-ნელა უკან სვლა?

– პირველ რიგში, ჩემპიონატის ახალ ფორმატთან შეგუებას. ასევე, ამის მიზეზია თასზე გამოსვლა. არ უნდა დაგვავიწყდეს, ევროპა ლიგის მოლოდინი (რომლის დროსაც უნდა იყოს გუნდი სათამაშო პიკზე). ასევე, წარუმატებლოების ერთ-ერთი ფაქტორია გუნდის წამყვანი ფეხბურთელების ტრამვები.

– უსტადიონობა… ეს პრობლემა, სხვა ქართულ კლუბებთან ერთად, თქვენც გაგიჩნდათ. რა მდგომარეობაშია “ივანწმინდა არენა” და დაახლოებით მაინც, როდის შეგეძლებათ საკუთარ კედლებში დაბრუნება?

– მაისის ბოლომდე ალბათ ვერ მოვახერხებთ. ბალახი შევთესეთ, მაგრამ კლიმატური პირობების გამო, მოედანი ჯერ არ არის სათანადო მდგომარეობაში.

– როგორ ფიქრობთ, ახდენს უსტადიონობა და, შესაბამისად, მუდმივი მგზავრობა უარყოფით გავლენას ბიჭების ფიზიკურ კონდინციებზე?

– ბუნებრივია. “ჩიხურა” სტაბილურია, როცა მთელი გუნდი საჩხერეში იმყოფება.

– სოსო ფრუიძე 2008 წლის ივლისიდან უდგას იმერულ კლუბს სათავეში. ეს ძალიან დიდი დროა. ამ პერიოდის მანძილზე “ჩიხურა” პროგრესს განიცდიდა და შარშან ჩემპიონობამდე ცოტა დააკლდა. ამ სეზონში კი გუნდი ისეთი ვეღარ არის, როგორც წინათ. ხომ არ ფიქრობთ, რომ ფრუიძე ნელ-ნელა უკვე წურავს საკუთარ შესაძლებლობებს და წარუმატებლობის ერთ-ერთი ფაქტორიც სწორედ ესაა?

– ოთხწრიან ჩემპიონატში, პირველ წრეში არასტაბილური სტარტი პანიკის საბაბი არ უნდა გახდეს! რვა წლის ამაგი სამი თვის დროებითი არასტაბილურობის გამო, წყალში ჩაუყარო ადამიანს, დანაშაულია!

– საჩხერული გუნდი მოახლოებულ ზაფხულში ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს. ამ გადმოსახედიდან, რა იქნება თქვენი მიზანი?

– ერთი ეტაპის გადალახვა ლოგიკური იქნება, ამის მერე სხვა ეტაპების – გმირობა.

– ევროსარბიელზე წარმატების მისაღწევად, თვლით თუ არა, რომ არის საჭირო გაძლიერება? თუ – კი, არის თუ არა ამის რესურსი კლუბში?

– სამწუხაროდ, ქართულ ფეხბურთში დღეს თითქმის ყველა პოზიციაზე ოსტატი ფეხბურთელების დეფიციტია. უცხოეთიდან კი საქართველოში მაღალი კლასის მოთამაშის ჩამოყვანის ფუფუნება ჩვენ არ გვაქვს.

– რა იქნება თქვენი მიზანი ეროვნულ ლიგაში?

– ტიტული არის უპირობო მოთხოვნა. ამ პირობის შესრულების ხარისხი გახდება ახალი კონტრაქტების საფუძველი.

 – და ბოლოს… რას ეტყვით ცოტათი იმედგაცრუებულ გულშემატკივარს?

– წარმტება აუცილებლად მოვა! მე მჯერა ჩემი ფეხბურთელების და მწვრთნელების!

“ლოკომოტივმა” “ჩიხურას” გადაუარა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მეცხრე ტურის მატჩები იმართება.

მიხეილ მესხი 2-ზე “ლოკომოტივმა” საჩხერის “ჩიხურა” მიიღო. მატჩი დედაქალაქელთა უპირატესობით წარიმართა. ანგარიშის გახსნა მე-14 წუთზე ირაკლი სიხარულიძემ შეძლო. პირველ ტაიმში მეტი გოლი აღარ გასულა, თუმცა იყო ერთი დასამახსოვრებლი მომენტი. 43-ე წუთზე “ჩიხურას” კაპიტანი, შოთა კაშია ირაკლი სიხარულიძესთან ორთაბრძოლის დროს დაჯარიმდა.საჩხერლებმა არბიტრის ეს გადაწყვეტილება უსამართლოდ მიიჩნიეს და აგრესია გამოხატეს, რასაც სათადარიგოზე მჯდომი ნიკოლოზ გელაშვილი შეეწირა – მას მსაჯმა პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა.

მეორე ტაიმში კიდევ ოთხი გოლი გავიდა – ოთხივე იმერლების კარში. 71-ეზე უბილავამ ორამდე გაზარდა სხვაობა. 75-ე და 78-ე წუთებზე გავაშელიშვილმა დუბლი გაიფორმა. ხოლო, 85-ე წუთზე სიხარულიძემაც მეორედ აიღო ჰამზიჩის კარი.

საბოლოოდ, 5:0.

ამ მატჩის შემდეგ “ლოკო” 18 ქულით პირველზეა. “ჩიხურას” 13 ქულა აქვს და მეოთხეზეა.

იხილეთ ვიდეო

 

“ჩიხურამ” “კოლხეთი” დაამარცხა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის ორი შეხვედრა გაიმართა.

ერთ-ერთ მათგანში ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე საჩხერის “ჩიხურამ”  ფოთის “კოლხეთი” მიიღო. დაპირისპირება იმერლების უპიტრატესობით წარიმართა. ეს უპირატესობა მალე გოლში გამოვლინდა. მერვე წუთზე დიმიტრი ტატანაშვილმა “ჩიხურა” დააწინაურა. 21-ე წუთზე მსაჯმა მასპიძლების ბოსნიელი მეკარე, დინო ჰამზიჩი გააფრთხილა და მის კარში თერთმემეტრიანი დანიშნა. დავით ბოლქვაძემ პენალტი ვერ გამოიყენა და ანგარიშიც იგივე დარჩა. ზუსტად ათ წუთში საჩხერლებს მიეცათ შანსი, რომ ტერთმეტმეტრიანიდან გაეზარდათ ორამდე სხვაობა. ტატანაშვილმაც ვერ გამოიყენა ეს შანსი და დუბლიც ვერ შეასრულა, თუმცა დამატებაზე ზუსტი იყო ირაკლი ლექვთაძე: მან ფეხებს შორის გაუძვრინა სიკაჩის ბურთი.

მეორე ტაიმში კიდევ ორი გოლი გავიდა. 47-ე წუთზე მიშიკო სარდალიშვილმა სამამდე გაზარდა სხვაობა. ხოლო, 65-ე წუთზე ლევან კაკულიამ ერთი ბურთი გაქვითა.

საბოლოოდ, 3-1.

ამ გამარჯვებით “ჩიხურა” 13 ქულით მესამე ადგილზეა. რაც შეეხება “კოხლეთს”, მას შვიდი ქულა აქვს და ბოლოს წინა ადგილზეა.

 

 

საჩხერის “ჩიხურას” ახალი სპონსორი ჰყავს

ეროვნული ლიგის ბინადარს, საჩხერის “ჩიხურას” ახალი სპონსორი ჰყავს.

როგორც გუნდის ოფიციალური გვერდი იტყობინება, მათი ახალი პარტნიორი სამშენებლო კომპანია, “ეუროფასადი” იქნება. მისი სახელი საჩხერელთა მაისურების წინა მხარეს იქნება გამოსახული. კონტრაქტი შორის თანამშრომლობას 2017/2018 წლის სეზონის ბოლომდე ითვალისწინებს.

“ჩიხურამ” ნახსენები მასურებით ეროვნულ ლიგაში უკვე ითამაშა.

 

ნახსენები კომპანიის შესახებ იმას გეტყვით, რომ იგი 2008 წ. დეკემბერში ლატვიურმა კომპანია PHK-მ ქართველ მშენებლებთან ერთად დააფუძნა. შექმნისთანავე კომპანია ”ეუროფასადმა” დაიწყო მონაწილეობა პროექტების რეალიზაციაში, როგორც საქართველოში, ასევე ამიერკავკასიის მასშტაბით.

საჩხერის “ჩიხურა” ბათუმის “დინამოსთან” დამარცხდა და ცხრილში გალიდერების შანსი ხელიდან გაუშვა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთი მატჩი ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის მოედანზე ჩატარადა. აქ საჩხერის “ჩიხურა” ბათუმის “დინამოს” დაუპირისპირდა. პირველ ტაიმში ორივე გუნდმა შექმნა მომენტები, თუმცა ვერც იმერლებმა და ვერც აჭარლებმა ვერ მოახერხეს გოლის გატანა.

მეორე ნახევარში, 59-ე წუთზე ვალერიან თევდორაძემ საჩხერელთა შეცდომით ისარგებლა და “დინამო” დააწინაურა. საბოლოოდ, ეს ამ შეხვედრაში ერთადერთი გოლი აღმოჩნდა – 0-1.

ამ მარცხის შემდეგ “ჩიხურა” შვიდი ქულით მეორე ადგილზეა. “დინამოს” ექვსი ქულა აქვს და მეხუთე პოზიციას იკავებს.

 

 

“საბურთალომ” “დილას” სტუმრად მოუგო და ცხრილში გალიდერდა

დღეს ეროვნული ლიგის მეოთხე ტურის მატჩები გაიმართა.

ერთ-ერთ შეხვედრაში გორის გორის “დილამ” საკუთარ მოედანზე თბილისის “საბურთალო” მიიღო. დაპირისპირება გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ერთადერთი გატანილი გოლით დასრულდა. მისი ავტორი ვაგნერ გონსალვესი გახდა. “საბურთალოს” ლეგიონერმა 43-ე წუთზე მოახერხა მიხეილ მუჯრიშვილის კარის აღება.

“დილას” ამ მარცხის შემდეგ ოთხი ქულა აქვს და მეშვიდე ადგილზეა. რაც შეეხება “საბურთალოს”, დედაქალაქელებმა ცხრა ქულის მოგროვება და ცხრილში გალიდერება მოახერხეს. თუმცა, მეორეადგილოსან “ჩიხურას” ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული და “საბურთალოს” ორი ქულით ჩამორჩება.

 

“ჩიხურამ” სტუმრად “სამტრედია” დაამარცხა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მეორე ტურის შეხვედრები იმართება.

სამტრედიის “სამტრედიამ” საკუთარ მოედანზე საჩხერის “ჩიხურას” უმასპინძლა. შეგახსენებთ, რომ ეს გუნდები ერთმანეთს წინა ჩემპიონატის ორმატჩიან ფინალში დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა. პირველ ტაიმში კლუბებს ჰქონდათ მომენტები, თუმცა ანგარიში არ გახსნილა.

მეორე ნახევარში, 67-ე წუთზე გიორგი კორიფაძემ “ჩიხურა” წინ გაიყავანა. ამის შემდეგ მასპინძლები ქულის გადარჩენას ცდილობდნენ, თუმცა აღარაფერი შეცვლილა. საბოლოოდ, 0-1 და “ჩიხურამ” პირველი სამი ქულა მოიპოვა.

ამ გამარჯვებით საჩხერლებს ოთხი ქულა აქვთ და მეორე ადგილზე არიან. გია ცეცაძის შეგირდებს კი მხოლოდ ერთი ქულა აქვთ და მეორე ადგილზე არიან.

 

“ჩიხურა” – “დილა”: ნულოვანი ფრე ზესტაფონში (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის შეხვედრები იმართება.

ერთ-ერთ მატჩში, ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს საჩხერის “ჩიხურა” და გორის “დილა” დაუპირისპირდნენ.

მატჩი დაძაბული გამოდგა. ორივე გუნდი ცდილობდა კარის მშრალად შენახვას და თან აგრესიას აძლიერებდა. საბოლოოდ, ვერცერთმა მათგანმა ვერ შეძლო გოლის გატანა. გუნდებმა პირველ ტურში ფრე ითამაშეს.

შემადგენლობა

“ჩიხურა”: დინო ჰამზიჩი, გიორგი განუგრავა, გიორგი გაბედავა (თორნიკე მუმლაძე 79 წთ.), მიშიკო სარდალიშვილი, გიორგი კორიფაძე, ლაშა ჩიკვაიძე (ბაქარ მირცხულავა 86 წთ.), დენის დობროვოლსკი, ზაზა ჭელიძე, შოთა კაშია (C), თორნიკე გორგიაშვილი (გიორგი ივანიშვილი 68 წთ.).

მთავარი მწვრთნელი: სამსონ ფრუიძე.

“დილა”: მიხეილ მუჯირიშვილი (C), გოდერძი მაჩაიძე, რომარიკ ეტოუ, გიორგი პაპავა, ლეანდრო რიბეირო, ლევან ნონიკაშვილი (ირაკლი ძარია 79 წთ.), მალხაზ გაგოშიძე, გივი ქარქუზაშვილი, ლეონარდო (თენგიზ წიქარიძე 66 წთ.), დავით კირკიტაძე (სალიეუ ტარავალე 82 წთ.), ჟან დერეტი.

მთავარი მწვრთნელი: ზივ ავრაამ არიე.

გოლები:

გაფრთხილებები: გორგიაშვილი (64 წთ.) – ქარქუზაშვილი (75 წთ.)

წითელი ბარათი: არ იყო.

გიორგი დათუნაიშვილი: “სამართლიანი იყო, რომ “ტორპედოს” მეორე გოლი არ ჩაუთვალეს”

დღეს საქართველოს სუპერ თასის ფინალში ერთმანეთს სამტრედიის “სამტრედია” და ქუთაისის “ტორპედო” დაუპირისპირდნენ. საბოლოოდ, აღნიშნულ ტიტულს საქართველოს მოქმედი ჩემპიონები დაეუფლნენ. სამტრედიელებმა მეტოქეს ორი გოლი გაუტანეს, ერთი მიიღეს და თასის აღმართვაც შეძლეს.

შეხვედრის შემდეგ Fanebi.Com-თან გამარჯვებული გუნდის კაპიტანმა, გიორგი დათუნაიშვილმა ისაუბრა.

– კმაყოფილი ხართ თუ არა საკუთარი გუნდის ასპარეზობით? როგორც გეგმავდით, ისე ითამაშეთ?

– თუ გავითვალისწინებთ, რომ პირველი ოფიციალური თამაში იყო, შეიძლება ითქვას, კარგად ვითამაშეთ. ყველაზე მთავარი შედეგი იყო. კმაყოფილები და გახარებულები ვართ!

– რას გვეტყვით “ტორპედოს” არჩათვლილ გოლზე? სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო მსაჯმა?

 აშკარაა, რომ  ქუთაისელთა ფეხბურთელმა ხელით გაისწორა ბურთი. შესაბამისად, უსამართლობა მთავარი მსაჯის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო. მაგრამ სწორედ მაგიტომ არის ხუთი არბიტრი, რომ ერთმანეთს დაეხმარონ და საბოლოო სამართლიანი ნაბიჯი გადადგან.

– გუნდმა წინასასეზონო სამზადისი ანტალიაში გაიარა. სულ ოთხი შეხვედრა ჩაატარეთ, საიდანაც ორი წააგეთ და ორი მოიგეთ. რამდენად კმაყოფილი ხართ აღნიშნული მატჩებით და მათში ნაჩვენები შედეგებით?

პირველ რიგში, გეტყვით, რომ ამხანაგურებზე შედეგს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ. ძირითადად, აქცენტი შეთამაშებაზე იყო გაკეთებული, რაც, მგონი, გამოგვივიდა. დღევანდელმა თამაშმა ეს დაამტკიცა!

– “სამტრედია” რამდენიმე ლიდერმა დატოვა, თუმცა მოვიდნენ ახალი ფეხბურთელებიც, რომლებმაც შეკრება კლუბთან ერთად გაიარეს. თქვენი აზრით, რამდენად ერთიანი და ძლიერია “სამტრედია”? ასეთი ფორმაციის გუნდს ახალ სეზონში რა მიზნებისთვის შეუძლია ბრძოლა?

“სამტრედია” ისევ ისეთი ძლიერი და ერთიანია. რა თქმა უნდა, წელსაც უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ. ჩვენი სურვილი მხოლოდ გამარჯვებაა!

აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ჩემპიონატი 4 მარტს აიღებს სტარტს. “სამტრედია” საკუთარ მოედანზე ქობულეთის “შუქურას” მიიღებს. .

გიორგი ბეგაშვილი თბილისის “დინამოში” დაბრუნდა

ცოტა ხნის წინ დადასტურდა, რომ გორის “დილას” უკვე ყოფილი მეკარე, გიორგი ბეგაშვილი თბილისის “დინამოში” გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაცია კლუბშიც დაგვიდასტურეს.

25 წლის საჩხერელი სპორტსმენი თავდაპირველად “ჩიხურაში” (2010-2011) გამოდიოდა. ამის შემდეგ იყო “გაგრა” (2011-2014), მარტვილის “მერანი” (2013-2014), “სამტრედია” (2014-2015). იმერული კლუბის შემდეგ ბეგაშვილი ერთი წლის მანძილზე თბილისის “დინამოშიც” იმყოფებოდა. ბოლოს კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, იგი “დილაში” ირიცხებოდა, სადაც არც ისე დიდი სათამაშო დრო ჰქონდა.

“სამტრედია” საქართველოს ჩემპიონია!

დღეს ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე, ეროვნული ჩემპიონატის მეორე ფინალურ მატჩში საჩხერის “ჩიხურა” სამტრედიის “სამტრედიას” დაუპირისპირდა.

წინა მატჩი სამტრედიელებს, ანგარიშით, 2:0 ჰქონდათ მოგებული. შესაბამისად, “ჩიხურამ” აქტიურად დაიწყო პირველი წუთებიდანვე.  აღსანიშნავია რეხვიაშვილის სტანდარტული, რომელიც კარს გადსცდა. ამის შემდეგ ლობჟანიძე უტევდა მარცხენა ფლანგიდან, ბურთი განუგრავას დაუგორა, ამ უკანასკნელმაც ძლიერად დაარტყა, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია. ამის შემდეგ განუგრავა ასისტენტის როლში მოგვევლინა, მან ბურთი მუმლაძეს ჩუწოდა, ეს უკანასკნელი თავით ცდილობდა გატანას, თუმცა უშედეგოდ.

41-ე წუთზე ბუდუ ზივზივაძემ მარცხენა ფლანგიდან ბურთი წინ გაიგდო, მის შეჩერებას კაშია შეეცადა, რომელსაც სამტრედიელმა შემტევმა მარტივად გაუტარა ფეხებს შორის ბურთი. კაშიამ საჯარმოში შესული ზივზივაძე წააქცია და პენალტი დაინიშნა, რომლის გამოყენებაც 42-ე წუთზე არაბულმა შეძლო.

მეორე ტაიმში სამტრედიელებმა კიდევ უფრო გაზარდეს უპირატესობა. დათუნაშივილმა 59-ე წუთზე ჰამზიჩს ბურთი თავზე გადაუგდო და სამტრედიელი გულშემატკივარი კიდევ ერთხელ გაახარა.

83-ე წუთზე დეკანოიძემ, ხოლო 90-ეზე ლობჟანიძემ პენალტიდან ორი გოლი გაქვითეს. საბოლოოდ – 2-2.

“სამტრედიამ” ორი შეხვედრის ჯამში, ანაგრიშით, 4-2 იმარჯვა და საქართველოს ჩემპიონი გახდა!

ძირითადი შემადგენლიბები

“ჩიხურა”: ჰამზიჩი, გრიგაშავილი, კაშია, რეხვიაშვილი, კორიფაძე, განუგრავა (გაბედავა 46 წთ), ლეკვთაძე, სარდალიშვილი, კაკუბავა, ლობჟანიძე, მუმლაძე (დეკანოიძე 46 წთ).

მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

“სამტრედია”: მიგინეიშვილი, სანდოხაძე (იმედაშვილი 77 წთ.), მანჯგალაძე, რაჟამაშვილი (გამყრელიძე 65 წთ.), არაბული (მარკოზაშვილი 73 წთ.), ზივზივაძე, ჯიქია, შერგელაშვილი, გოგიაშვილი, მჭედლშივილი, დათუნაიშვილი.

მთავარი მწვრნელი: გია ცეცაძე

გოლი: არაბული (პენალტი, 42 წთ.), დათუნაიშვილი (59 წთ.), დეკანოიძე (83 წთ.) ლობჟანიძე (პენალტი 90 წთ.)