ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა თავისი გუნდის ლიდერების იანვარში გაყიდვა გამორიცხა.
“რა თქმა უნდა, იოზილისა და სანჩესის წასვლას გამოვრიცხავ. ამაზე ყოველ დღე არ ვფიქრობ. იმ დროის მანძილზე, რაც ისინი ჩვენთან არიან, ძალიან ბევრი რამ გააკეთეს გუნდისთვის. ჩემი ხედვით, ეს დუეტი სეზონის ბოლომდე დარჩება ჩვენთან. თუ რამე წარმოუდგენელი არ მოხდა, ეს მართლაც ასე იქნება. ხოლო, სეზონის ბოლოს ისინი თვითონ მიიღებენ გადაწყვეტილებას. მხოლოდ ჩემზე, ამ მხრივ, ბევრი რამ ნამდვილად არაა დამოკიდებული.”
“უილშირი? ყველამ და პირველ რიგში მან იცის ყველაზე კარგად, რომ მის სურვილს ბოლომდე ვითვალისწინებდი. ჩემი პრიორიტეტი იმის გაკეთება იყო, რაც მისთვის იქნებოდა საუკეთესო. თუ ჩავთვლი, რომ მას აქ დარჩენა სურს, ამისთვის 100 პროცენტით დავიხარჯები,” – ამბობს ვენგერი.