ჩილეში, “სანტიაგოსა” და “იუნიონ ესპანოლას” შორის გამართულ მატჩში, “სანტიაგოს” მცველმა გონსალო ბარიგამ საკუთარ კარში გოლი საჯარიმოს გარედან გაიტანა.
ჭდე: Chile
მექსიკელმა ფეხბურთელმა ჩილელი მეტოქეები “ზიდანის სტილში” მოატყუა
7 სექტემბერს, ჩილესა და მექსიკის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში ექტორ ერერამ შესანიშნავი ფინტი გააკეთა.
ბრავოს რეკორდი
ჩილეს ნაკრების მეკარე კლაუდიო ბრავომ ეროვნულ გუნდში ჩატარებული მატჩების რაოდენობით რეკორდი დაამაყარა.
“ბარსელონას” კიპერმა, რომლისთვისაც მექსიკის ნაკრების წინააღმდეგ გამართული ამხანაგური შეხვედრა 85-ე იყო, ნახევარმცველ ლიონელ სანჩესს გადაასწრო (84).
ცნობისთვის, ჩილესა და მექსიკის ნაკრებებს შორის გამართული მატჩი უგოლოდ დასრულდა.
ჩილელი ფეხბურთელის გასაოცარი გოლი
ჩილეში ჩემპიონატის ერთ-ერთ შეხვედრაში ძალიან ლამაზი გოლი გავიდა.
“ჩვენ ღარიბთა შორის უღარიბესები ვიყავით”
როგორც ჩანს, ალექსის სანჩესს ყოველთვის უზრუნველყოფილი ცხოვრება არ ჰქონია. ჩილელი შემტევი, რომელიც ცოტა ხნის წინ ლონდონის “არსენალში” გადავიდა, ძალიან გაჭირვებულ ოჯახში იზრდებოდა.
ორშაბათს Sun-ში ალექსის სანჩესის ძმის უმბერტოს ინტერვიუ გამოქვეყნდა. უმბერტოს თქმით, მისი ძმა პატარაობიდანვე ბევრს შრომობდა იმისათვის, რომ ფული გამოემუშავებინა.
“ალექსისს ბავშვობაში არაფერი არ ჰქონია. ყველაფერი, რაც ახლა მას აქვს, შრომით მოიპოვა. ის პატარა ტანმოვარჯიშეს ჰგავდა, რომელიც შეგეძლო ნებისმიერ ადგილას გენახა. ხშირად ჩემი ძმა ჩვენს მეზობლებს ართობდა, ისინი კი მას ამისათვის ფულს უხდიდნენ.
იყო შემთხვევები, როცა ალექსისი მთელი დღის განმავლობაში მშიერი რჩებოდა, ამიტომ ზოგჯერ მეზობლებს კარებზე უკაკუნებდა და მათ პურს სთხოვდა. ჩვენი მეზობლები ძალიან კარგი ადამიანები იყვნენ, ისინი ხშირად გვეხმარებოდნენ”, – ამბობს უმბერტო.
სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია ბრაზილიის ნაკრების პრეს-ატაშეს
ბრაზილიის ნაკრების პრეს-ატაშე როდრიგო პაივა ჩილეს ეროვნული გუნდის თავდამსხმელ მაურისიო პინილიას ფიზიკური შეურაცხყოფისთვის სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.
ინციდენტი მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე ბრაზილიისა და ჩილეს ნაკრებებს შორის გამართული მატჩის (1:1 პენ. 3:2) შესვენებისას მოხდა. პაივამ პინილიას სახეში ხელი გაარტყა.
დისკვალიფიკაციის გარდა, ბრაზილიის ეროვნული გუნდის პრეს-ატაშე შესაძლოა, 8 ათასი ევროთიც დააჯარიმონ.
ფერნანდინიო კოლუმბიის ნაკრებს უფრთხის
ბრაზილიელი ნახევარმცველი ფერნანდინიო კოლუმბიის ნაკრებს უფრთხის. მისი თქმით, ჩილეს ნაკრებსა და კოლუმბიის ნაკრებს შორის არცთუ ისე დიდი განსხვავებაა, მაგრამ კოლუმბია უფრო შემტევ ფეხბურთს თამაშობს.
ფერნანდინიო ჟურნალისტებთან საუბრობს:
“ვფიქრობ, კოლუმბიის და ჩილეს ნაკრებები დიდად არ განსხვავდებიან, ორივე კარგ და სანახაობრივ თამაშს აჩვენებს, მაგრამ კოლუმბიის ნაკრები უფრო შეტევაზეა კონცენტრირებული. კოლუმბიელები კარგად იყენებენ ფლანგებს, რაც მეტ ხიფათს ქმნის. მათ ჰყავთ უნიჭიერესი თავდამსხმელი ხამეს როდრიგესი, რომელიც ძალიან სახიფათოა”.
ბრაზილიელი გულშემატკივარი, რომელმაც სიხარულისგან ტელევიზორის ეკრანი დაამსხვრია
28 ივნისს, ბრაზილიისა და ჩილეს ნაკრებებს გამართული მატჩის მიმდინარეობისას, ბრაზილიის ნაკრების გახარებულმა გულშემატკივარმა საკუთარი ტელევიზორი დააზიანა.
ბრაზილიის ნაკრების პრეს-ატაშემ მაურისიო პინილიას დაარტყა
მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე ბრაზილიისა და ჩილეს ნაკრებებს შორის გამართული მატჩის (1:1 პენ. 3:2) შესვენებისას ინციდენტი მოხდა. ჩილელთა თავდამსხმელ მაურისიო პინილიას სახეში ხელი გაარტყეს.
Globoesporte-ის ცნობით, პინილიას ბრაზილიის ნაკრების პრეს-ატაშე როდრიგო პაივასგან მოხვდა. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, ჩილეს ნაკრების თავკაცის თანაშემწე სებასტიან ბეკაჩეჩესთან ცდილობდა ურთიერთობის გარკვევას.
ჩილეს ნაკრების ხელმძღვანელები ამბობენ, რომ ინციდენტი სათვალთვალო კამერების ობიექტივში მოხვდა და ფიფასგან ეპიზოდის გამოძიებასაც მოითხოვენ.
დრამატულ მატჩში მოპოვებული გამარჯვება
მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფი დრამატული მატჩით დაიწყო, სადაც ბრაზილიის ნაკრებმა ჩილეს პენალტების სერიაში სძლია.
შეხვედრის პირველ ნახევარში ორივე გუნდი ფაქტობრივად ერთნაირ ფეხბურთს თამაშობდა. თუმცა, მცირე უპირატესობა მაინც ბრაზდილიელთა მხარეს იყო, რაც მე-18 წუთზე ანგარიშზეც აისახე. ნეიმარის მოწოდებული კუთხურის შემდეგ ანგარიში დავიდ ლუისმა გახსნა.
გატანილი გოლის შემდეგ მასპინძლები არ გაჩერებულან. სხვაობის ორამდე გაზრდა ნეიმარს შეეძლო, თუმცა უშედეგოდ.
ბრაზილიელები დაცვაშიც კარგად თამაშობდნენ, სანამ საქმეში ჰალკი არ ჩაერია. სწორედ სელესაოს შემტევის უხეშ შეცდომას მოჰყვა ჩილელთა გოლი, რომლის ავტორი ალექსის სანჩესი გახდა.
ტაიმის დასრულებამდე სკოლარის შეგირდებს კიდევ რამდენიმე კარგი მომენტი შეექმნათ, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.
მეორე ტაიმში თამაში გათანაბრდა. 55-ე წუთზე ჰალკა გოლის გატანა მოახერხა, თუმცა ჰოვარდ ვების აზრით ბრაზილიელმა შემტევმა ხელით ითამაშა.
დარჩენილ დროში თამაში ძირითადად მოედნის ცენტრში მიმდინარეობდა. ბოლოსს თავის გამოჩენის საშუალება ისევ ჰალკს ჰქონდა, თუმცა ბრავომ ჩილე გადაარჩინა და მატცი დამატებით დროში გადაიყვანა.
ოვერტაიმში გუნდები საკმაოდ თანაბრად გამოიყურებოდნენ. შეტევაში ბრაზილიაც და ჩილეც მიდიოდა. თუმცა, ყველაზე რეალური მომენტი 120-ე წუთზე ჩილელ პინილიას ჰქონდა, რომლის დარტყმა ხარიხამ მოიგერია.
მატჩის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა, სადაც უფრო ზუსტები მასპინძლები აღმოჩნდნენ. ბრაზილიელები 1/4-ფინალში კიდევ ერთ გამორჩეულ გუნდს, კოლუმბიას შეხვდებიან.
ბრაზილია – ჩილე 1:1 (პენ. 3:2)
გოლები: დავიდ ლუისი 18′ (1:0); ალექსის სანჩესი 32′ (1:1)
ბრაზილია — ჩილე (მატჩის გმირი)
2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე ბრაზილიისა და ჩილეს ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა, პენალტების სერიაში კი „სელესაომ“ 3:2 იმარჯვა და მომდევნო რაუნდზე თამაშის უფლება მოიპოვა.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ბრაზილიელთა მეკარე ჟულიო სეზარი დაასახელეს, რომელმაც ორი პენალტი მოიგერია.
34 წლის კიპერმა მატჩი სრულად ჩაამთავრა და ოთხი სეივი ჩაიწერა.
უნდა ჩაეთვალა თუ არა მსაჯს ჰალკის გოლი?
28 ივნისს, ბრაზილიისა და ჩილეს ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრაში მსაჯმა ჰალკს გოლი არ ჩაუთვალა.