ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი 18 თებერვალს მემფისის საერთაშორისო ტურნირის მეოთხედფინალში 490-ე ჩოგანს, ავსტრალიელ მეტიუ ებდენს დაუპირისპირდა და მეტოქე ორ სეტში – 7:3, 6:4 დაამარცხა.
ბასილაშვილი ნახევარფინალურ ეტაპზე ყაზახ მიხაილ კუკუშკინს დაუპირისპრიდება, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 103-ე პოზიციას იკავებს. შეხვედრა 19 თებერვალს, თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი ბრწყინვალე ფორმაშია. სოფიას ტურნირზე კარგი გამოსვლის შემდეგ, მან რეიტინგში 67-ე ადგილზე გადაინაცვლა.