“რეალის” ახალგაზრდა ტალანტმა ჯარიმით შესანიშნავი გოლი გაიტანა (ვიდეო)

მადრიდის “რეალის” 12-წლამდე გუნდის ნახევარმცველმა უგო ლოპესმა საჯარიმო დარტყმით “ატლეტიკოს” კარში შესანიშნავი გოლი გაიტანა და კრიშტიანუ რონალდუსთან შედარებაც დაიმსახურა.

რონალდუმ საკუთარი ფიტნესდარბაზი გახსნა (ვიდეო)

მადრიდის “რეალის” ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ ესპანეთის დედაქალაქში საკუთარი ფიტნესდარბაზი გახსნა. შეკრებილთა შორის იყო პორტუგალიელის შეყვარებული ჯორჯინა როდრიგესიც.

 

რონალდუ კაზემიროს: “ნაპოლის” გოლი გაუტანე და თავი მაგარი ბიჭი გგონია” (ვიდეო)

მადრიდის “რეალის” ვარჯიშზე გუნდის ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ ნახევარმცველ კაზემიროს გაეხუმრა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “ნაპოლის” კარში გოლის გატანა მოახერხა.

“გოლი გაიტანე და თავი მაგარი ბიჭი გგონია”, – უთხრა რონალდუმ კაზემიროს.

რონალდუ ძაღლთა თავშესაფარს დაეხმარა

მადრიდის “რეალისა” და პორტუგალიის ნაკრების ლიდერი კრისტიანუ რონალდუ ძაღლთა თავშესაფარს დაეხმარა. პორტუგალიის ქალაქ გოვეიაში არსებულ თავშესაფარში დაახლობით 80 ძაღლი დახმარებას საჭიროებს.

თითოეული ცხოველის მკურნალობა ორი ათასამდე ევრო ჯდება, რისი საშუალებაც თავშესაფრის მეპატრონეებს არ აქვთ. რონალდუმ მათ საკუთარი ხელმოწერილი მაისური გადასცა, რომელიც აუქციონზე გაიყიდება, შემოსული თანხა კი ძაღლების მკურნალობაზე დაიხარჯება.

“მთელი გულით მადლობას ვუხდი რონალდუს. ეს უბრალო საქციელია, თუმცა ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანი”, – განაცხადა თავშესაფრის მფლობელმა.

რონალდუმ გულშემატკივრებს თხოვნით მიმართა

მადრიდის “რეალის” ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ ფანებს გუნდის აქტიური მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

“პრიმერადივიზიონში “რეალი” კარგად გამოიყურება, სატურნირო ცხრილს ვლიდერობთ და დადებით დინამიკას ვინარჩუნებთ. იმედი მაქვს, რომ სეზონის მეორე ნაწილიც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორიც პირველი იყო.

გულშემატკივრებს მხარდაჭერისკენ მოვუწოდებ. ჩვენ თქვენი სითბო გვჭირდება. ერთად ჩვენ გაცილებით ძლიერი გუნდი ვართ, კიდევ უფრო შევიკრათ და ეს წელს ტიტულების მოგებაში დაგვეხმარება”, – ციტირებს რონალდუს სიტყვებს “რეალის” ოფიციალური ვებგვერდი.

რონალდუმ სკოლარის პაროდია გააკეთა (ვიდეო)

მადრიდის “რეალის” ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ თანაკლუბელებთან ლუის ფელიპე სკოლარის პაროდია გააკეთა, რომელიც თავის დროზე პორტუგალიისა და ბრაზილიის ნაკრებებს ედგა სათავეში. კაზემირო და დანილუ მალევე მიხვდნენ, ვის იმიტირებას ცდილობდა რონალდუ, მარსელოს კი ახსნა დასჭირდა. შეგახსენებთ, რომ სკოლარი დღესდღეობით ჩინურ “გუანჩჟოუ ევერგრანდს” თავკაცობს.

პორტუგალიის პრემიერმინისტრმა ინდოელ კოლეგას რონალდუს მაისური უსახსოვრა (ფოტო)

პორტუგალიის პრემიერმინისტრი ანტონიუ კოშტა ოფიციალური ვიზიტით ინდოეთს სტუმრობს. ეს ფაქტი ჩვენთვის იმით არის მნიშვნელოვანი, რომ პორტუგალიელმა პოლიტიკოსმა ინდოელ კოლეგას საფეხბურთო საჩუქარი ჩაუტანა.

ნიუ დელიში გამართულ შეხვედრაზე ანტონიუ კოშტამ ინდოეთის პრემიერმინისტრ ნერენდა მოდის კრიშტიანუ რონალდუს შვიდნომრიანი მაისური გადასცა, რომელსაც ფეხბურთელის ავტოგრაფი ამშვენებდა.

გასართობი, რომელმაც რონალდუ 10 წლის ასაკიდან გაიტაცა

ფეხბურთელებს სხვადასხვა ჰობი აქვთ, რითაც თავისუფალ დროს თავს იქცევენ. როგორც აღმოჩნდა, მადრიდის “რეალისა” და პორტუგალიის ნაკრების ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ ათი წლის ასაკიდან ლოტოს თამაშით არის გატაცებული.

“ლოტოს თამაშის დასასრულებლად შესაძლოა, ძალიან დიდხანს ელოდო ერთ ნომერს და თან თვალს ადევნებდე შენს მეგობრებს, რომლებიც აგრეთვე ელოდებიან იღბლიანი რიცხვის ამოსვლას”, – აღნიშნა რონალდუმ.

“ოქროს ბურთის” გადაცემის ეპიზოდი (ვიდეო)

მადრიდის “რეალისა” და პორტუგალიის ნაკრების ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ “ოქროს ბურთის” გამარჯვებულად დასახელდა და გამოცემა “ფრანს ფუტბოლისგან” ჯილდოც მიიღო, რისი ამსახველი ვიდეო ინტერნეტსივრცეში უკვე გავრცელდა.

აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელ ფეხბურთელს “ოქროს ბურთი” “რეალის” მუზეუმში გადაეცა. “სამეფო კლუბი” უკვე რამდენიმე დღეა, იაპონიაში იმყოფება. შესაბამისად, რონალდუც აზიაშია. ამის გათვალისწინებით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ვიდეო წინა კვირაში არის გადაღებული.

რონალდუს შვილს გრიზმანი უყვარს (ფოტო)

მადრიდის “რეალის” ლიდერ კრიშტიანუ რონალდუს დედამ – დოლორეს ავეირომ სოციალურ ქსელში შვილიშვილთან ერთად გადაღებული ფოტოსურათი გამოაქვეყნა.

ფოტოზე პატარა კრიშტიანუ საფრანგეთის ნაკრების 7-ნომრიანი მაისურით არის აღბეჭდილი. როგორც ცნობილია, “მამალთა” რიგებში მე-7 ნომრით მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი თამაშობს, რომელიც ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზე რონალდუს კონკურენტია.

little Ronaldo

“ელ კლასიკოში” რონალდუსა და მესის შორის მცირე დიალოგი შედგა (ვიდეო)

ესპანეთის პრიმერადივიზიონის მე-14 ტურში “ბარსელონასა” და მადრიდის “რეალს” შორის გამართული მატჩის (1:1) მიმდინარეობისას კრიშტიანუ რონალდუმ და ლიონელ მესიმ ერთმანეთთან ორიოდ სიტყვა გაცვალეს.

Canal Futbolista-ს ცნობით, ერთ-ერთ ეპიზოდში პორტუგალიელმა ფეხბურთელმა სკაუთარ საჯარიმოში მესი პერსონალურად აიყვანა და მათ შორის მეგობრული დიალოგიც შედგა.

რონალდუ: “რა ხდება?”
მესი: “მშვიდობაა”.

გიგზი: “გასახდელში სარკე რონალდუს განკარგულებაში იყო”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ნახევარმცველმა რაიან გიგზმა ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც გუნდის ღირსებას კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად იცავდა.

“ხალხს დაავიწყდა, რომ რონალდუს “მანჩესტერ იუნაიტედში” მძიმე სტარტი ჰქონდა, თუმცა იგი ყოველთვის აკეთებდა და აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ საუკეთესო იყოს. იგი საოცარი სპორტსმენი და საუკეთესო ფეხბურთელია, ვისთან ერთადაც ოდესმე მითამაშია.

კრიშტიანუ კარგ თანაგუნდელად ითვლებოდა მანამდე, სანამ გასახდელში სარკე არ დაგჭირდებოდა. თავიდან სარკის წინ დევიდ ბექჰემი იჯდა, შემდეგ კი ეს ადგილი რონალდუმ დაიკავა. თუ გასახდელში სარკე დაგჭირდებოდა, მოცდა მოგიწევდა”, – გიგზის კომენტარი “მანჩესტერ იუნაიტედის” პრესსამსახურმა გამოაქვეყნა.