გთავაზობთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.
ბარსელონას ალვეშთან გახანგრძლივება სურს
ესპანური პრესის ცნობით “ბარსელონა” დანი ალვეშს კონტრაქტის გახანგრძლივებას კიდევ ერთი სეზონით შესთავაზებს. თავად ბრაზილიელს კატალონიაში დარჩენა სურს, თუმცა ფეხბურთელი ორწლიან ხელშეკრულებას ითხოვს.
მანჩსტერს ხედირა სურს
“მანჩსტერ იუნაიტედს” მადრიდის “რეალიდან” სამი ხედირას გადაბირება სურს. ინგლისური კლუბის ხელმძღვანელები გერმანიის ნაკრების ფეხბურთელს სოლიდურ კონტრაქტსაც შესთავაზებენ. ცნობილია, რომ მოთამაშისადმი ინტერესს “ჩელსი” და “არსენალიც” იჩენენ.
ლიორისი, შესაძლოა, რეალში აღმოჩნდეს
“ტოტენჰემის” მეკარე უგო ლიორისი, შესაძლოა, მადრიდის “რეალში” აღმოჩნდეს. ესპანური პრესის ცნობით “სამეფო კლუბი” ლონდონურს 27 წლის კიპერში 20 მილიონ ევროს შესთავაზებს.
ადრიანო საფრანგეთშია
ბრაზილიელი ფოვარდი ადრიანო საფრანგეთში ჩავიდა, სადაც “ჰავრის” ხელმძღვანელობას შეხვდა. უახლოეს მომავალში 32 წლის ფორვარდმა, შესაძლოა, ლიგა 2-ის ბინადართან გააფორმოს ხელშეკრულება.
ჯენოა პერინში 20 მილიონზე მეტს ითხოვს
“ჯენოას” ხელმძღვანელობამ კლუბის მეკარით, მატიო პერინით დაინტერესებულ “ლივერულს” მოთამაშის ფასი ოფიციალურად განუცხადა. გენუელები კარის დარაის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროზე მეტს ითხოვენ. “ლივერპულის” გარდა “ახალი ბუფონით” “მილანი” და “ბაიერნიც” ინტერესდებიან.