ლაზარეთიდან დაბრუნებულმა ლობჟანიძემ დანიაში დუბლი შეასრულა (ვიდეო)

დღეს დანიის სუპერლიგის პლეიოფის განმეორებითი მატჩი შედგა. “რანდერსმა” “ჰელსინგორი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით, 2-1 დაამარცხა. მასპინძელთა მხრიდან ორივე გოლის შეგდება ლაზარეთიდან ახალდაბრუნებულმა ქართველმა ფეხბურთელმა, საბა ლობჟანიძემ მოახერხა. ორი მატჩის ჯამში 3-2 “რანდერსის” სასარგებლოდ!შესაბამისად, ეს გუნდი პლეი-ოფის ფინალში ითამაშებს.

გეტყვით, რომ ლობჟანიძის გუნდი კიდევ ერთ მეტოქეს შეებრძოლება, რათა დანიის სუპერლიგაში დარჩეს.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები დანიას დაუპირისპირდება

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ფარერებთან ევროშესარჩევი მატჩის მოგების შემდეგ მზადება ჩვეულ რეჟიმში გააგრძელა. გია ცეცაძის გუნდი უკვე დანიასთან შესახვედრად ემზადება. ფარერების დარად, ეს მატჩიც გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება. დასაწყისი 17:00 საათზე, დასწრება თავისუფალია.

ჩვენს ნაკრებში ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და ხვალინდელი თამაშისთვის მზადყოფნაშია. ბოლო ვარჯიში ნაკრებმა თბილისის ზღვაზე, სკ ზესტაფონის ბაზაზე ჩაატარა და ძირითადად ტაქტიკური მონახაზის დამუშავებას დაუთმო.

შეგახსენებთ, რომ დანია 12 ქულით შესარჩევი ჯგუფის ლიდერია, საქართველო კი 7 ქულით მესამეზეა.

Gff.Ge

ოფიციალურად: ბუდუ ზივზივაძე “დინამოში” ითამაშებს

ბუდუ ზივზივაძე დინამოში დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქართული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

23 წლის ფორვარდი დანიური ესბიერგის კუთვნილებაა და თბილისურ გუნდში ერთწლიანი იჯარით იასპარეზებს. ბუდუმ გასული 2017 წელი სწორედ სკანდინავიურ გუნდში გაატარა, დანიაში წასვლამდე კი საქართველოს ჩემპიონი, ეროვნული პირველობის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი გახდა.

ბუდუ ესბიერგში ჩარიცხვამდე სამტრედიასა და ტორპედოში გამოდიოდა. 2011-2014 წლებში კი დინამოში თამაშობდა.

Fcdinamo.Ge

“სილკებორგი” 3:2 “რანდერსი” – სხირტლაძის დუბლი და ლობჟანიძის საგოლე გადაცემა

დღეს დანიის სუპერ ლიგაში მე-18 ტურის შეხვედრა გაიმართა, სადაც “სილკებორგმა” “რანდერს” უმასპინძლა და დრამატულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა მეტოქე.

როგორც მოგეხსენებათ, “სილკებორგის” შემადგენლობაში ორი ქართველი შემტევი მათე ვაწაძე და დავით სხირტლაძე ირიცხება, ამ უკანასკნელმა სრული შეხვედრა ჩაატარა და მინდორზე დუბლით გამოიჩინა თავი (8′; 70′), ხოლო მათე მინდორზე 77-ე წუთზე გამოჩნდა. რაც შეეხება სტუმართა ქართველ ლეგიონერს საბა ლობჟანიძეს, ახალგაზრდა შემტევი, როგორც ყოველთვის ერთ-ერთი პროდუქტიული იყო მინდორზე და 34-ე წუთზე კონბოის დაეხმარა გატანაში. საბოლოოდ შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით 3:2 დასრულდა.

ამ მატჩის შემდეგ გუნდები ცხრილში ერთმანეთის მეზობლად იმყოფებიან. “სილკებორგს” 17 ქულა აქვს და მე-12 ადგილზეა, ხოლო “რანდერსი” 14-ქულით მე-13 პოზიციას იკავებს.

საბა ლობჟანიძის გუნდი კვლავ დამარცხდა

დანიის სუპერლიგაში მე-11 ტურის შეხვედრა გაიმართა, სადაც საბა ლობჟანიძის “რანდერსი” სახლში “ჰორსენსთან” მინიმალური სხვაობით დამარცხდა.

ქართველმა ფეხბურთელმა შეხვედრა სასტარტოში დაიწყო და მოედანზე 57 წუთი გაატარა. იმის მიუხედავად, რომ მისი გუნდი საკმაოდ აქტიური იყო და ცდილობდა შეხვედრის გადარჩენას, მაინც არაფერი გამოუვიდათ და 47-ე წუთზე გაშვებული გოლის წყალობით 0-1 დამარცხდა.

ამჟამად საბას გუნდს 7 ქულა აქვს და ბოლო ადგილზეა.

დანიის ჩემპიონატი: ქართველების დაპირისპირება მათე ვაწაძის გუნდის გამარჯვებით დასრულდა

დღეს დანიის სუპერლიგაში 24-ე ტურის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში “ესბიერგმა” “ვიბორგი” მიიღო. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით ანგარიშით, 3-1 დასრულდა.

საგულისხმოა, რომ პირველ კლუბში ქართველი ფეხბურთელები, ოთარ კაკაბაძე, ბუდუ ზივზივაძე და ლაშა პარუნაშვილი გამოდიან. ხოლო, “ვიბორგის” ღირსებას მათე ვაწაძე იცავს. ამ უკანასკნელმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო თამაში და იგი 85-ე წუთზე შეცვალეს. რაც შეეხება მეორე გუნდის ქართულ ტრიოს, კაკაბაძემ შეუცვლელად ითამაშა, ზივზივაძე მოედანზე 81-ე წუთზე შევიდა, ხოლო პარუნაშვილს არ უთამაშია.

ამჟამად “ვიბორგი” მე-14 ადგილზეა და 22 ქულა აქვს, ხოლო “ესბიერგი” 23 ქულით მე-12 პოზიციაზე იმყოფება.

 

რიო 2016: ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრებმა პირველი შეხვედრა მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა

დღეს გამთენიისას რიო 2016-ზე ფეხბურთში ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩები გაიმართა.

ერთ-ერთ შეხვედრაში ბრაზილიის ეროვნული ნაკრები დანიის გუნდს დაუპირისპირდა. შეგახსენებთ, რომ თამაშამდე სამხრეთ ამერიკელებმა ორი მატჩი ჩაატარეს და ვერცერთი ვერ მოიგეს. ამ შემთხვევაში კი ყველაფერი ბრაზილიელთა სასიკეთოდ წარიმართა. პირველი გოლის გატანა ბარბოსა ალმეიდამ 26-ე წუთზე მოახერხა და მასპინძელი გუნდი დააწინაურა. ამ ტაიმში კიდევ ერთი გოლი გავიდა: გაბრიელ ჟესუსმა მე-40 წუთზე ორამდე გაზარდა ანგარიში.

მეორე ნახევარში ბრაზილიამ ორჯერ შეარხია მეტოქის ბადე: მე-80-ზე ბარბოსა ალმეიდამ დუბლი შეასრულა, ხოლო ზუსტად სამ წუთში კი გარსიამ წერტილი დაუსვა შეხვედრას და მის გუნდს 4-0 გაამარჯვებინა.

სწორედ ასე, ბრაზილიის ნაკრებმა 5 ქულით პირველი ადგილი დაიკავა ჯგუფში და მეოთხედფინალში კოლუმბიას დაუპირისპირდება.

 

დანიელ აგერმა კარიერა დაასრულა

“ლივერპულის” ყოფილმა მცველმა, დანიელ აგერმა დღეს კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გააკეთა. 31 წლის მცველმა რამდენიმე წუთის წინსოციალურ ქსელ Twitter-ში პოსტი გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.

“მადლობა მხარდაჭერისათვის. სამწუხაროა, მაგრამ ვფიქრობ, ახლა გაჩერება სწორი გადაწყვეტილებაა. ჩემი კარიერით ვამაყობ”, – წერს დანიელი.

შეგახსენებთ, რომ აგერმა პროფესიონალური კარიერა 2004 წელს “ბროდბიუში” დაიწყო, 2006 წელს “ლივერპულში” გადავიდა, რომელშიც რვა წელი გაატარა. 2014 წელს, ის მშობლიურ “ბროდბიუში” დაბრუნდა. აგერს დანიის ეროვნული ნაკრების მაისურით 71 მატჩი აქვს ჩატარებული.

ევროკვალიფიკაციის პლეი-ოფი: შვედეთმა დანია დაამარცხა (ვიდეო)

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში შვედეთის ნაკრებმა შინ დანია ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

პირველი ტაიმის ბოლოს ემილ ფორსბერგმა მასპინძლები დააწინაურა. 50-ე წუთზე ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თერთმეტმეტრიანი დარტყმა გამოიყენა. მე-80 წუთზე ნიკოლაი იორგენსენმა ერთი ბურთი გაქვითა — 2:1.

წყვილის განმეორებითი მატჩი დანიაში, 17 ნოემბერს გაიმართება.

ევრო-2016 – კვალიფიკაცია. პლეი-ოფი (პირველი მატჩი)
შვედეთი — დანია 2:1 (1:0)

გოლები: ფორსბერგი 45′, იბრაჰიმოვიჩი 50′ (პენ) — იორგენსენი 80′.
გაფრთხილებები: ფორსბერგი 47′ — აგერი 45+2′.
მთავარი მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალია).

სკანდალი: უეფამ, შესაძლოა, ალბანეთის ნაკრები ევრო 2016-დან მოკვეთოს

უეფამ, შესაძლოა, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე ალბანეთის ნაკრებს თამაშის უფლება არ მისცეს.

ალბანელებმა შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩში სოხმეთის ნაკრები ანგარიშთ 3:0 დაამარცხა, რისი დახმარებითაც ისინი პირველად თავის ისტორიაში კონტინენტალურ პირველობაზე მოხვდნენ. არაერთმა ევროპულმა გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აღნიშნული შეხვედრა გარიგებული იყო, კერძოდ, ალბანელებმა რამდენიმე სომეხ ფეხბურთელს წაგების სანაცვლოდ 500 ათასი ევრო შესთავაზეს.

ამასთან დაკავშირებით უეფა თავისი გამოძიების დაწყებას გეგმავს. იმ შემთხვევაში, თუ ალბანეთი ევრო-2016-დან მოიკვეთება, ტურნირზე მის ადგილს დანიის ნაკრები დაიკავებს, პლეიოფში კი დანიელებს სერბეთის ნაკრები შეცვლის.

მათე ვაწაძის „ორჰუსმა“ წაგებული მატჩი მოიგო

დანიის სუპერლიგის მესამე ტურში მათე ვაწაძის „ორჰუსმა“ „რანდერსს“ უმასპინძლა და დრამატურ მატჩში გაიმარჯვა.

26-ე წუთზე მასპინძელთა კარი ლუნდბერგმა აიღო. ოთხ წუთში „რანდერსის“ უპირატესობა იონას ბორინგმა გაზარდა – 0:2.

მეორე ტაიმის პირველივე წუთებიდან „ორჰუსის“ თავკაცმა მორტენ ვირჰოსტმა ვაწაძის ნაცვლად მოედანზე იესტერ ლანჯი გამოიყვანა. 62-ე წუთზე აბეკმა პენალტი ზუსტად შეასრულა – 1:2. სამ წუთში სტუმართა მხრიდან მუსტაფა ამინიმ პირდაპირი წითელი ბარათი მიიღო, რაც, როგორც აღმოჩნდა, მასპინძლებს ძალიან გამოადგათ. 74-ე წუთზე აბეკმა დუბლი შეასრულა. თერთმეტ წუთში სტეფან პეტესენმა მასპინძლები დააწინაურა. ერთ წუთში, ამინის მსგავსად, წითელი ბარათი კასპერ ფისკერმაც მიიღო – სტუმრები მოედანზე 9 ფეხბურთელით დარჩნენ.

საბოლოოდ, 3:2 და „ორჰუსმა“ ამ გამარჯვებით შვიდი ქულით მეორე პოზიციაზე აიწია. შემდეგ ტურში მათე ვაწაძის გუნდი „ოდენსეს“ ესტუმრება.

ბენდტნერმა “ოქროს ბურთი” “დაისაკუთრა” და თავი პრემიერ-მინისტრად გამოაცხადა (ფოტო)

დანიის ნაკრების თავდამსხმელი ნიკლას ბენდტნერი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის საარჩევნო ბრძოლაში “ჩაერთო”. “ვოლფსბურგის” ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, რომელზედაც ის არის გამოსახული, ხელში “ოქროს ბურთი” უჭირავს, ზედ კი აწერია:

“პრემიერ-მინისტრი – ლორდი ბენდტნერი”.

Bendtner