ვან გაალის გადაწყვეტილებით, დე ხეა „ტოტენჰემთან“ არ ითამაშებს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ მეკარე დავიდ დე ხეა „ტოტენჰემთან“ პრემიერლიგის პირველი ტურის მატჩს გამოტოვებს და მის ადგილს სერხიო რომერო დაიკავებს.

„დავიდი არ ითამაშებს. ფეხბურთელებს არამხოლოდ მათი შესაძლებლობების მიხედვით ვაფასებ. ვფიქრობ, დე ხეა მზად არაა, ამოცანა შეასრულოს“, – განაცხადა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, მანჩესტერული კლუბის თავკაცმა ხელმძღვანელობას დე ხეას მადრიდის „რეალში“ რაც შეიძლება სწრაფად გაყიდვა სთხოვა.

“რეალმა” ერთი წლით გადადო

“თეთრებს” სჯერათ, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” მეკარის მომავალ წელს გაფორმება უკეთესი იქნება.

“მანჩესტერ იუნაიტედი” დავიდ დე ხეაში 45 მილიონ ევროს ითხოვს, ხოლო “სამეფო კლუბი” 25-ის გადახდის მეტს არ აპირებს, იტყობინება AS.

რაფაელ ბენიტესი კი მზადაა, გადადოს დე ხეას შეძენა ერთი წლით და ესპანელი მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე უფასოდ იყიდოს.

ცოტა ხნის წინ კი, “გალაქტიკოსის” მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ ახალ სეზონში გუნდის მთავარი მეკარე კეილორ ნავასი იქნებოდა.

დე ხეა “რეალში” მაინც გადადის

როგორც ჩანს, “თეთრებმა” “მანჩესტერ იუნაიტედთან” თავის საწადელს მაინც მიაღიწეს.

ესპანური გამოცემა Marca ამტკიცებს, რომ მადრიდის “რეალმა” დავიდ დე ხეას ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია და ლუი ვან გაალი ხელს ამ ყველაფერს არ შეუშლის.

მოსალოდნელია, რომ მადრიდელები 40 მილიონ ევროს გადაიხდიან, ხოლო “მანჩესტერელთათვის” საინტერესო სერხიო რამოსი გუნდში დარჩება.

შეგახსენებთ, რომ “გალაქტიკოსის” მთავარი მეკარე, იკერ კასილიასი მიმდინარე ზაფხულს “პორტუს” შეუერთდა.

DDE GEA

“რეალი” მზადაა განიხილოს – რამოსი დე ხეას სანაცვლოდ

El Pais-ის ინფორმაციით, მადრიდის “რეალი” აქტიურად აგრძელებს დავიდ დე ხეას ტრანსფერზე მუშაობას, რომელსაც შესაძლოა, სერხიო რამოსი შეეწიროს.

უკვე ერთ თვეზე მეტია, “სამეფო გუნდს” და ესპანელ კიპერს ერთმანეთს უკავშირებენ, თუმცა მხარეები შეთანხმებას ვერ აღწევენ. რამდენიმე დღეში “გალაქტიკოსი” ახალი შეთავაზებით შეუტევს ინგლისურ გუნდს.

El Pais წერს, რომ იკერ კასილიასის “პორტოში” წასვლის შემდეგ, “რეალი” დაუყოვნებლივ ცდილობს დავიდის დამატებას. კიკო კასილია და კეილორ ნავასი კვალიფიციური მეკარეები არიან, თუმცა არა დედაქალაქური გუნდის დონის.

სერხიო რამოსის ბედი კი ფლორენტინო პერესზეა დამოკიდებული. AS-ის უწყებით, პერესი ჩავიდა გუნდის ტესტ-მატჩებზე პირადად, რათა გამოცდილ უკანახაზელს გასაუბრებოდა. განიხილება ბარტერი ესპანელი მცველისა და მისივე ეროვნების მეკარის.

თავის მხრივ, თუ ერთი წლით “რეალი” დაიცდის, სერხიო რამოსსაც შეინარჩუნებს და დე ხეასაც უფასოდ ჩაიგდებს ხელში.

დე ხეამ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტის გახანგრძლივება კვლავ იუარა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მეკარემ დავიდ დე ხეამ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება კიდევ ერეთხელ იუარა.

მხარეებს მოქმედი კონტრაქტი შემდეგ წლამდე აკავშირებთ, ამიტომაც ინგლისური კლუბი მის გახანგრძიებას იმედოვნებს. თუმცა, როგორც ჩანს, ესპანელ მეკარეს სულ სხვა გეგმები აქვს.

აქედან გამომდინარე, „იუნაიტედი“ დე ხეას ან მიმდიანრე ზაფხულში გაყიდის ან შემდეგ წელს მას თავისუფალი აგენტის სტატუსით გაუშვებს.

დე ხეას შეძენის მთავარი მსურველი მადრიდის „რეალია“. ბოლო დროს არსებული ვარაუდით, მადრიდელთა მცველი სერხიო რამოსი „წითელი ეშმაკებს“ შეუერთდება, სანაცვლოდ კი ისინი სწორედ თავის გოლკიპერს გაუშვებენ.

“მანჩესტერი” დე ხეას ნავასისა და რამოსის სანაცვლოდ გაუშვებს

“მანკუნიანელებმა” შეიმუშავეს გეგმა, რომლის შემდეგაც, დე ხეას გაშვებით დიდ სარგებელს ნახავენ.

გამომცემლობა Marca-ს თანახმად, ესპანელი კიპერის, დავიდ დე ხეას მომავალი მთლიანად “მანჩესტერის” დირექტორ, ედ ვუდვორდზეა დამოკიდებული.

“სამეფო გუნდმა” იკერ კასილიასი “პორტოში” გაასხვისა, ახლა კი “თეთრები” ყველაფერს იზავენ 24 წლის კარის დარაჯის ხელში ჩასაგდებად.

“მანჩესტერი” მზადაა, შეელიოს დე ხეას, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის სანაცვლოდ კეილორ ნავასს და სერხიო რამოსს მიიღებენ.

წყარო: პერესმა დაადასტურა, რომ დე ხეა “რეალში” გადავა

მადრიდის “რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ყატარში სპორტულ ტელეარხ beIN Sports-ის ხელმძღვანელს, მაროკოელ ჟურნალისტ მოჰამედ ამორს შეხვდა. ჟურნალისტმა “სამეფო კლუბის” ხელმძღვანელს საინტერესო ინფორმაცია დასტყუა.

მხარეებს შორის შემდგარ დიალოგს სოციალურ ქსელ Facebook-ზე არსებული გვერდი Peña Casa Madridista ასაჯაროებს, რომელიც “რეალის” მაროკოელ ქომაგთა გვერდია. როგორც Peña Casa Madridista წერს, მათ ინფორმაცია თავად მოჰამედ ამორმა მიაწოდა, რომელიც მათივე ფანკლუბის საპატიო წევრია.

წყაროს თანახმად, მოჰამედ ამორმა პერესს დავიდ დე ხეას შესაძლო ტრანსფერზე ჰკითხა, რაზეც ასეთი პასუხი მიიღო: “განვახორციელეთ”.

ამავდროულად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “რეალმა” და “პორტუმ” იკერ კასილასის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს და უახლოეს საათებში ესპანელი მეკარე “დრაკონებთან” კონტრაქტს გააფორმებს.

Perez - Ammor

ჟურნალისტმა პერესს გუნდში სერხიო რამოსის დარჩენა-არდარჩენის შესახებაც დაუსვა კითხვა. “სამეფო კლუბის” პრეზიდენტმა უპასუხა:

“არ ვიცი… პრინციპში რამოსი დარჩება”.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სერხიო რამოსს “მანჩესტერ იუნაიტედში” გადაბარგება სურდა.

გარდა ამისა, ფლორენტინო პერესმა ისიც გაამჟღავნა, რომ ტურინის “იუვენტუსისა” და ჩილეს ნაკრების ნახევარმცველი არტურო ვიდალი “რეალში” არ გადავა.

 

“მანჩესტერმა” დე ხეას ფასი დააკლო

“მანჩესტერ იუნაიტედს” და მადრიდის “რეალს” შორის კვლავ მიმდინარეობს მოლაპარაკებები, დავიდ დე ხეას ტრანსფერის თაობაზე.

ესპანური მედიის ინფორმაციით, ინგლისურმა გრანდმა ესპანელ მეკარეს ფასი დააკლო. 46 მილიონი ევროს ნაცვლად, გუნდი 35 მილიონს ითხოვს.

“მანკუნიანელები” დავიდ დე ხეას გაყიდვას სავარჯიშო პროცესების დაწყებამდე ეცდებიან, რადგან ახალ საწვრთნელ პროცესს უკვე უგო ლორისით შეხვდნენ.

მადრიდის “რეალი” 24 წლის მეკარეს იკერ კასილიასის შემცვლელად მოიაზრებს.

დე ხეას ტრანსფერი ჩაიშლება?

“მანჩესტერ იუნაიტედის” ესპანელი მეკარე, დავიდ დე ხეა, შესაძლოა, ინგლისურ კლუბში კონტრაქტის დასრულებამდე, ანუ 2016 წლის 30 ივნისამდე დარჩეს.

The Daily Mail-ის ცნობით, “რეალი” მის სანაცვლოდ 20 მილიონის გადახდას არ აპირებს.

იქიდან გამომდიანრე, რომ ერთ წელიწადში დე ხეას უფასოდ შეეძლება მადრიდში გადაბარგება, “რეალის” ხელმძღვანელები “მანჩესტერს” ახლა 13 მილიონ გირვანქას სთავაზობენ.

ამ ეტაპზე დათმობაზე წასვლა არც ერთ მხარეს არ სურს, ასე რომ, შესაძლოა დე ხეას ტრანსფერი “რეალში” ამ ეტაპზე ჩაიშალოს.

“მანჩესტერის” ულტიმატუმი “რეალს”!

“მანჩესტერ იუნაიტედს” არ ეშინია იმის, რომ დავიდ დე ხეა მომდევნო წელს თავისუფალი აგენტი ხდება.

ბრიტანული ტაბლოიდის Daily Mail-ის ინფორმაციით, “მანკუნიანელები” არ ჩქარობენ 24 წლის მეკარის მადრიდში გასხვისებას.

ლუის ვან გაალი მზადაა, მხოლოდ ერთ შემთხვევაში განიხილის წინადადება დავიდ დე ხეას ტრანსფერის თაობაზე. ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, თუ “რეალი” ესპანელში 35 მილიონ ფუნტს, მეკარისთვის სარეკორდო თანხას გადაიხდის.

მეკარის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი 2001 წელს მოხდა. ჯანლუიჯი ბუფონი “პარმადან” “იუვენტუსს” 32.6 მილიონ ფუნტად შეუერთდა. სატრანსფერო ექსპერტების ვარაუდით, 14 წლის შემდეგ ეს რეკორდი გაუმჯობესდება.

მანჩესტერში დავიდ დე ხეას სახლი იყიდება!

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მეკარის დავიდ დე ხეას მიერ ნაქირავები სახლი იყიდება. როგორც „დეილი მეილი“ წერს, ეს გადაწყვეტილება სახლის პატრონმა მიიღო.

სახლის ფასი, რომელშიც ოთხი დონეა და ექვსი საძინებელია, 2,75 მილიონ ფუნტს შეადგენს (დაახლოებით, 3,9 მილიონ ევროს).

შეგახსენებთ, რომ დე ხეა, დიდი ალბათობით, კარიერას მადრიდის „რეალში“ გააგრძელებს, „წითელი ეშმაკები“ კი უგო ლიორისს დაიმატებენ.

“მანჩესტერ იუნაიტედი” სუპერ წინადადებას ამზადებს

“მანჩესტერ იუნაიტედში” “რეალიდან” სერხიო რამოსის შეძენის იდეას კვლავ განიხილავენ.

ესპანური პრესის ცნობით ინგლისელები ესპანეთის ნაკრების მცველის სანაცვლოდ მზად არიან “რეალს” დავიდ დე ხეასთან ეღთად 30 მილიონი ევრო შესთავაზონ. თავად რამოსს კი “მანჩესტერში” ხელფასის სახით წელიწადში 12 მილიონ ევროს შესთავაზებენ.

რამოსი “რეალის” ღირსებას 10 წლის განმავლობაში იცავს. მადრიდული კლუბის ღირსება მან 400-ზე მეტ შეხვედრაში დაიცვა, თუმცა ახლა მას კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით ხელმძღავანელობასთან გარკვეული პრობლემები შეექმნა.

ცნობილია, რომ დე ხეას “მანჩეესტერთან” კონტრაქტი 2016 წლის ივნისში უსრულდება. 24 წლის მეკარე მადრიდში გადაბარგების სურვილს არ მალავს.