9 სექტემბერს, აშშ-სა და ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულ ამხანაგურ მატჩში (1:4), ჟოზი ალტიდორმა დავიდ ლუისს ბურთი ფეხებს შორის გაუძრვინა.
ჭდე: დავიდ ლუისი
5 მცველი, რომლებიც შეტევაში შესანიშნავად თამაშობენ
სპორტულმა პორტალმა Sportskeeda-მ დაასახელა ხუთი მცველი, რომლების შეტევაში შესანიშნავად თამაშობდნენ.
5. დანიელ აგერი
4. დავიდ ალაბა
3. დავიდ ლუისი
2. ტონი ადამსი
1. რობერტო კარლოსი
5 ყველაზე ძვირადღირებული მცველი ფეხბურთის ისტორიაში
საფეხბურთო პორტალმა FTBPRO-მ დაასახელა ხუთი მცველი, რომელთა შესაძენად კლუბებმა ყველაზე დიდი თანხა დახარჯეს.
5. ლუკ შოუ – 27 მილიონი ფუნტ სტერლინგი
“საუთჰემპტონიდან” “მანჩესტერ იუნაიტედში”
4. რიო ფერდინანდი – 30 მილიონი ფუნტ სტერლინგი
“ლიდსიდან” “მანჩესტერ იუნაიტედში”
3. ელიაკიმ მანგალა – 32 მილიონი ფუნტ სტერლინგი
“პორტუდან” “მანჩესტერ სიტიში”
2. ტიაგო სილვა – 35 მილიონი ფუნტ სტერლინგი
“მილანიდან” “პარი-სენ ჟერმენში”
1. დავიდ ლუისი – 50 მილიონი ფუნტ სტერლინგი
“ჩელსიდან” “პარი-სენ ჟერმენში”
პსჟ-მ დავიდ ლუისი და ტიაგო მოტა დაკარგა
„მარსელთან“ მოგებულ მატჩში „პარი სენ-ჟერმენმა“ რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დაკარგა.
„გამარჯვება ძვირად დაგვიჯდა, რადგან ორი ფეხბურთელი დავკარგეთ. პირველი ტაიმის მიმდინარეობისას დავიდ ლუისი შევცვალეთ. შეხვედრის დასრულება ვერც ტიაგო მოტამ შეძლო, რომელსაც მარცხენა ფეხის ტრავმა აქვს.
ყველაფერი არც ისე კარგადაა, რადგან ორივე ფეხბურთელს კუნთებთან დაკავშირებული პრობლემა აწუხებს. სეზონის ასეთ პერიოდში ლიდერების დაკარგვა უსიამოვნოა. თუმცა, ახლა მხოლოდ „მარსელთან“ გამარჯვებას აღვნიშნავთ. ფეხბურთელებმა მატჩის ბოლომდე კარგად ითამაშეს“, – განაცხადა ლორან ბლანმა.
ამჟამად ლუისისა და მოტას მოედანზე დაბრუნების დაახლოებითი პერიოდი უცნობია, თუმცა, წესით, მსგავსი ტრავმებისგან გამოჯასანმრთელებლად რამდენიმე კვირაა საჭირო. უახლოეს ორ კვირაში პარიზული კლუბი „სენტ-ეტიენთან“ საფრანგეთის თასის ნახევარფინალურ შეხვედრაში ითამაშებს და „ბარსელონასთან“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის ორ თამაშს გამართავს.
დავიდ ლუისმა ბოდიში მოიხადა
პსჟ-ს მცველმა დავიდ ლუისმა “ჩელსის” კარში გატანილი გოლის აღნიშვნის გამო ბოდიში მოიხადა. შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი უკანახაზელი ლონდონური კლუბის ღირსებას 2011-2014 წლებში იცავდა.
“გოლის აღნიშვნის გამო ბოდიშ ვიხდი. ეს ძალიან ემოციური მომენტი იყო და თავის შეკავება ვერ შევძელი.
იბატჰიმოვიჩის გარეშე დავრჩით, მაგრამ იმედი მაინც გვქონდა. საბოლოოდ ხასიათი გამოვავლინეთ და შემდეგ ეტაპზე გავედით” – განაცხადა ლუისმა.
დავიდ ლუისი: „მოურინიო ჩემთვის განსაკუთრებული არ არის“
„პარი სენ-ჟერმენის“ მცველმა დავიდ ლუისმა თავისი ყოფილი გუნდის ლონდონის „ჩელსის“ თავკაც ჟოზე მოურინიოზე ისაუბრა.
„მოურინიო განსაკუთრებული თქვენთვისაა და არა ჩემთვის. „ჩელსიში“ ჩნებული პერიოდი გავატარე და ბევრი ტიტულიც მოვიგე. ნამდვილად ბედნიერი ვიყავი.
ლონდონელებს კარგი სეზონი აქვს, მათ რიგებში ჩინებული მოთამაშეები გამოდიან. ჩვენ მათ კარში სწრაფი გოლის გატანასა და საკუთარი ფეხბურთის ჩვენებას შევეცდებით“, – ციტირებს ბრაზილიელს „L’Equipe“.
დავიდ ლუისმა “ლენსს” ჯარიმიდან გაუტანა (ვიდეო)
დავიდ ლუისმა ზლატან იბრაჰიმოვიჩი წააქცია (ვიდეო)
ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ხალისობენ “პარი სენ-ჟერმენის” ვარჯიშზე დავიდ ლუისი და ზლატან იბრაჰიმოვიჩი.
დავიდ ლუისი: “რომ არა კურტუა, “პსჟ” გაიმარჯვებდა”
უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “პარი სენ-ჟერმენსა” და ლონდონის “ჩელსის” შორის პირველი მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. შეხვედრის შემდეგ პარიზელთა მცველმა დავიდ ლუისმა “პენსიონერთა” მეკარე ტიბო კურტუა შეაქო.
“რომ არა კურტუა, “პარი სენ-ჟერმენი” გაიმარჯვებდა. ბელგიელმა კიპერმა დიდებულად ითამაშა. “ჩელსიმ” ერთადერთი შანსი გამოიყენა. ვფიქრობ, ჩვენ მეოთხედფინალში გასვლა შეგვიძლია”, – დავიდ ლუისის კომენტარი უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
შეგახსენებთ, რომ წყვილის განმეორებით მატჩს “სტემფორდ ბრიჯი” 11 მარტს უპასუხებს.
დიეგო კოშტა დავიდ ლუისის წინააღმდეგ (ვიდეო)
17 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგაზე, “პარი სენ-ჟერმენსა” და ლონდონის “ჩელსის” შორის დავიდ ლუისსა და დიეგო კოშტას შორის სიტუაცია დაიძაბა.
იბრაჰიმოვიჩმა და დავიდ ლუისმა ჯარიმის ნიშნული წაშალეს (ვიდეო)
პსჟ-სა და „ჩელსის“ მიმდინარე მატჩში პარიზული კლუბის მოთამაშეებმა პირველი ტაიმის ბოლოს ჯარიმის შესრულების წინ თამაშის წესების დარღვევა გადაწყვიტეს, რაც მსაჯმა ვერ დაინახა.
დავიდ ლუისმა ყველა დროის სიმბოლური ნაკრები შეადგინა
ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” ფეხბურთელმა დავიდ ლუისმა ყველა დროის სიმბოლური ნაკრები შეადგინა. 27 წლის ბრაზილიელმა მცველმა საუკეთესოებში თავისი თავიც შეიყვანა.
მეკარე – პეტრ ჩეხი
მარჯვენა მცველი – ბრანისლავ ივანოვიჩი
ცენტრალური მცველი – ტიაგო სილვა
ცენტრალური მცველი – დავიდ ლუისი
მარცხენა მცველი – მაქსველი
მარჯვენა ნახევარმცველი – ვილიანი
ცენტრალური ნახევარმცველი – მაიკლ ესიენი
ცენტრალური ნახევარმცველი – პაბლო აიმარი
მარცხენა ნახევარმცველი – ანხელ დი მარია
თავდამსხმელი – ლიონელ მესი
თავდამსხმელი – ნეიმარი