დავიდ ლუისი სეზონის ბოლოს “არსენალს” დატოვებს

ლონდონის “არსენალის” მცველი დავიდ ლუისი სეზონის ბოლოს გუნდს, სავარაუდოდ, დატოვებს.

“მეთოფეები” 33 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელისთვის ახალი შრომითი ხელშეკრულების შეთავაზებას არ აპირებენ. მხარეებს შორის გაფორმებულ კონტრაქტს ვადა ერთი წელი ჰქონდა და არა – ორი, როგორც ამას ადრე ვარაუდობდნენ.

შეგახსენებთ, რომ დავიდ ლუისი “არსენალში” გასული წლის ზაფხულში ლონდონის “ჩელსიდან” გადავიდა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში 25 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

რა უთხრა იოზილმა 1:7 მარცხის შემდეგ ატირებულ დავიდ ლუისს

ლონდონის “არსენალის” გერმანელმა ნახევარმცველმა მესუთ იოზილმა 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი და ტურნირის ნახევარფინალური ეტაპი გაიხსენა, როდესაც გერმანიის ნაკრებმა მასპინძელი ბრაზილია ანგარიშით 7:1 გაანადგურა.

“მატჩის მიმდინარეობისას ყველანი გაოცებულნი ვიყავით. მხოლოდ 20 წუთი იყო გასული და ჩვენ უკვე ანგარიშით 4:0 ვიგებდით. საკუთარ თავს ვკითხე: “ეს რა ხდება?”

რა ვუთხარი დავიდ ლუისს მატჩის შემდეგ? ბრაზილიის ნაკრები ატირებული ქომაგების წინაშე ასე დამარცხდა. საკუთარი თავი მათ ადგილას წარმოვიდგინე. ძალიან რთულია ასეთ მდგომარეობაში ყოფნა. ლუისთან მივედი და ვუთხარი, რომ ბრაზილია დიდებული ქვეყანაა, რომელსაც საოცარი გულშემატკივრები ჰყავს.

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი მომენტია”, – იოზილის კომენტარი “ასმა” გამოაქვეყნა.

ოფიციალურად: დავიდ ლუისი “ჩელსიში” დაბრუნდა

ბრაზილიელი მცველი დავიდ ლუისი ლონდონის “ჩელსიში” დაბრუნდა.

29 წლის ფეხბურთელმა ინგლისურ კლუბში სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და სამწლიანი კონტრაქტიც გააფორმა. გავრცელებული ინფორმაციით, ტრანსფერის ღირებულებამ 34 მილიონი ფუნტ სტერლინგი შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ დავიდ ლუისი “ჩელსის” ღირსებას 2011-დან 2014 წლამდე იცავდა, რის შემდეგაც 42 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ “პარი სენ-ჟერმენში” გადავიდა.

“ჩელსიში” დაბრუნებით კმაყოფილი ვარ. ამ კლუბში გატარებული სადებიუტო სეზონი ნამდვილად ფანტასტიური გამოვიდა და ახლაც მინდა, რომ გუნდს წარმატებების მიღწევაში დავეხმარო. “ჩელსის” ფანებთან” ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა. ამ კლუბის ფორმას კიდევ ერთხელ ჩავიცვამ სიხარულით”, – ციტირებს დავიდ ლუისის სიტყვებს “ჩელსის” ოფიციალური ვებგვერდი.

დავიდ ლუისი: “უფრო მეტი გოლის გატანა შეგვეძლო”

“პარი სენ-ჟერმენის” მცველმა დავიდ ლუისმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპზე, “ჩელსისთან” გამართული შეხვედრუს შემდეგ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მის გუნდს უფრო მეტი გოლის გატანა შეეძლო.

“მართალია, მინიმალური სხვაობით მოვიგეთ, თუმცა კარგი გუნდი დავამარცხეთ. ვფიქრობ, “პარი სენ-ჟერმენის” ყველა ფეხბურთელი ბოლომდე დაიხარჯა და საბოლოოდ, გამარჯვებაც ჩვენ მოვიპოვეთ.

ცხადია, შესაძლებელი იყო, ჩვენთვის მოვლენები კიდევ უფრო კარგად წარმათულიყო. ბევრი საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ, მეტი გოლის გატანა შეგვეძლო”, – ციტირებს ბრაზილიელის სიტყვებს Goal.Com-ი.

ინტერნეტმომხმარებლები დავიდ ლუისს დასცინიან (ფოტოები)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე “პარი სენ-ჟერმენი” შინ “ბარსელონასთან” ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

სტუმართა მხრიდან ბოლო ორი გოლი ლუის სუარესმა გაიტანა. ურუგვაელმა ფეხბურთელმა ორივე ეპიზოდში დავიდ ლუისს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა, რამაც ინტერნეტმომხმარებელთა მხრიდან უმალ გამოიწვია რეაქცია. ინტერნეტსივრცეში სახალისო ფოტოები გაჩნდა.

David Luiz 1David Luiz 2David Luiz 3

დავიდ ლუისმა სამედიცინო გამოკვლევა “ზენიტში” ჩაიტარა

“პარი სენ-ჟერმენისა” და ბრაზილიის ნაკრების მცველმა დავიდ ლუისმა სამედიცინო გამოკვლევა სანკტ-პეტერბურგის “ზენიტში” ჩაიტარა.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა საფრანგეთის ჩემპიონატის 31-ე ტურში “მარსელის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში (3:2) ბარძაყი დაიშავა. 27 წლის მცველმა მკურნალობის კურსის გავლა რუსეთში გადაწყვიტა.

შეგახსენებთ, რომ დავიდ ლუისი “პარი სენ-ჟერმენში” ლონდონის “ჩელსიდან” გასულ ზაფხულს სარეკორდო 50 მილიონი ფუნტ სტერლინგის სანაცვლოდ გადავიდა.

 

 

დავიდ ლუისი: “დიეგო კოსტა ჩემი მეგობარია”

“პარი სენ-ჟერმენის” მცველ დავიდ ლუისის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ლონდონის “ჩელსის” წინააღმდეგ გამართულ განმეორებით შეხვედრაში (2:2) დიეგო კოსტასთან კონფლიქტი მოუვიდა, ისინი მეგობრებად რჩებიან. შეგახსენებთ, რომ მატჩისა მიმდინარეობისას დავიდ ლუისმა კოსტასთან ხმამაღალი საუბრისას სიმულაციას მიმართა, რის გამოც ყვითელი ბარათით დაისაჯა.

“ასეთი ეპიზოდები მოედანზე ხდება ხოლმე. დიეგო კოსტა გასაოცარი ფეხბურელია. გუშინ ჩვენ შორის ბევრი ორთაბრძოლა გაიმართა, თუმცა ჩვენ მეგობრები ვართ და მატჩის შემდეგ დრო ერთადაც გავატარეთ. ჩვენ უკვე დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ”, – ციტირებს დავიდ ლუისის სიტყვებს Goal.com-ი.

 

დავიდ ლუისი: “პსჟ”-ის მიზანი ოთხივე ტურნირის მოგებაა”

საფრანგეთის თასის მეოთხედფინალში “პარი სენ-ჟერმენმა” “მონაკო” ანგარიშით 2:0 დაამარცხა და ტურნირის ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. პარიზული გუნდი კვლავ აგრძელებს ასპარეზობას ჩემპიონთა ლიგასა და საფრანგეთის ლიგის თასზე, “პარი სენ-ჟერმენს” ქვეყნის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი უკავია და მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება ლიდერ “ლიონს”.

პარიზელთა მცველი დავიდ ლუისი აცხადებს, რომ გუნდის მიზანი ოთხივე ტურნირის მოგებაა.

“კარგია, რომ “პარი სენ-ჟერმენი” ოთხივე ტურნირზე აგრძელებს ასპარეზობას, თუმცა სეზონის შეჯამება მხოლოდ მისი დასრულების შემდეგ შეგვეძლება. ვეცდებით, რომ თითოეულ მატჩში მოვიპოვოთ გამარჯვება, რათა საბოლოო მიზანს მივაღწიოთ. რა არის “პარი სენ-ჟერმენის” ამოცანა? ოთხივე ტურნირის მოგება”, – ციტირებს დავიდ ლუისის სიტყუვებს Tmw.

 

დავიდ ლუისი: “რომ არა კურტუა, “პსჟ” გაიმარჯვებდა”

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “პარი სენ-ჟერმენსა” და ლონდონის “ჩელსის” შორის პირველი მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. შეხვედრის შემდეგ პარიზელთა მცველმა დავიდ ლუისმა “პენსიონერთა” მეკარე ტიბო კურტუა შეაქო.

“რომ არა კურტუა, “პარი სენ-ჟერმენი” გაიმარჯვებდა. ბელგიელმა კიპერმა დიდებულად ითამაშა. “ჩელსიმ” ერთადერთი შანსი გამოიყენა. ვფიქრობ, ჩვენ მეოთხედფინალში გასვლა შეგვიძლია”, – დავიდ ლუისის კომენტარი უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ წყვილის განმეორებით მატჩს “სტემფორდ ბრიჯი” 11 მარტს უპასუხებს.

 

„რეალი“ დავიდ ლუისის შეძენაზე ფიქრობს

ევროპულ პრესაში მორიგი საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა.

თუ გამოცემა „Express“-ის ჟურნალისტების მიერ მოპოვებულ მასალას დავუჯერებთ, მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელები „პარი სენ-ჟერმენის“ მცველის დავიდ ლუისის შეძენას აპირებენ. წყაროს ცნობით, დიდი ალბათობით, მადრიდული კლუბი პარიზელებს წინადადებით მხოლოდ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მიმართავს.

შეგახსენებთ, რომ პსჟ-ში ბრაზილიელი 2014 წლის ზაფხულში გადავიდა.

დავიდ ლუისი: “დღეს ოცნება ამიხდა”

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის II ტურში “პარი სენ-ჟერმენმა” “ბარსელონა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:2 დაამარცხა. პარიზელთა მხრიდან გატანილი სამი ბურთიდან ერთი დავიდ ლუისის ანგარიშზეა, რომელმაც მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ ოცნება აუხდა.

“ბრწყინვალე მატჩი გამოვიდა, სტადიონზე შესანიშნავი ატმოსფერო სუფევდა. სეზონი არცთუ ისე კარგად დავიწყეთ, თუმცა დღეს ჩვენი გუნდის თითოეულმა ფეხბურთელმა თავი საუცხოოდ წარმოაჩინა. ასეთ მატჩში გოლის გატანა მართლაც წარმოუდგენელი რამ გახლავთ. ჯერ ყველას მოლოდინი არ გამიმართლებია, თუმცა მე დღეს ოცნება ამიხდა”, – ციტირებს დავიდ ლუისის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.

ჯგუფებში არსებული მდგომარეობის გასაცნობად გადადით ბმულზე: ცხრილები

 

დავიდ ლუისი გადარჩა

ბრაზილიისა და კოლუმბიის ნაკრებებს შორის გამართულ ამხანაგურ მატჩში (1:0) დავიდ ლუისმა ტრავმა მიიღო. შეხვედრის ბოლოს ბრაზილიელმა ფეხბურთელმა კოჭლობა დაიწყო, რის შემდეგაც მოედნიდან გაიყვანეს.

როგორც გაირკვა, “პარი სენ-ჟერმენის” მცველის ტრავმა სერიოზული არ არის. დავიდ ლუისს გამოჯანმრთელებისთვის მხოლოდ რამდენიმე დღე დასჭირდება და სავარაუდოდ, მომდევნო უქმეებზე საფრანგეთის ჩემპიონატში გასამართ შეხვედრაში მონაწილეობის მიღება შეეძლება.

ცნობისთვის, 13 სექტემბერს პარიზული კლუბი “რენს” ესტუმრება.