ვილია: “ასენსიო ნაკრების ძირითადში ყოფნას იმსახურებს”

“ნიუ იორკ სიტის” ვეტერანმა თავდამსხმელმა, დავიდ ვილიამ, რომელიც დიდი ხნის პაუზის შემდეგ პირველად იქნა გამოძახებული ნაკრებში, ახალგაზრდა ესპანელ ფეხბურთელებზე ისაუბრა.

“ნაკრებში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია, თითოეული მათგანი მნიშვნელოვან როლს თამაშობს თავიანთ კლუბში.

მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ ბევრი ფიქრობდა, რომ ვერ შევძლებდით გზის წარმატებით გაგრძელებას, თუმცა მათი იმედები გაცრუვდა. ვფიქრობ, კიდევ ერთი დიდებული ერა გველის წინ.

რაც შეეხება მარკო ასენსიოს, მისი თამაშის ყურება ერთი სიამოვნებაა. ის სასტარტოში ყოფნას ნამდვილად იმსახურებს. მარკოს თამაშები წლების მანძილზე მოგვანიჭებს სიამოვნებას,” – აცხადებს ვილია.

დავიდ ვილიამ “ნიუ-იორკ სიტისთან” გაახანგრძლივა (ფოტო)

“ნიუ-იორკ სიტის” ხელმძღვანელებმა დიდი სიამოვნებით აცნობეს საფეხბურთო სამყაროს ინფორმაცია MLS-ის წლის საუკეთესო ფეხბურთელთან, დავიდ ვილიასთან კონტრაქტის გახანგრძლივების თობაზე.

ახალი კონტრაქტის მიხედვით, 35 წლის ესპანელმა ფეხბურთლმა ამერიკაში 2018 წლის ბოლომდე უნდა ითამაშოს.

“სამი წლის წინ კლუბმა საკმაოდ მნიშვნელოვანი და ღირებული პროექტი წამოიწყო და პირველ კაპიტნად სწორედ მე ამირჩიეს, რითიც ძალიან ბედნიერი ვარ და ვამაყობ კიდეც,” – განაცხადა “ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, რომ 2014 წელს ვილიამ “ატლეტიკო” “ნიუ-იორკ სიტიში” გაცვალა, 2016 წელს კი ის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

დავიდ ვილიამ ფეხბურთიდან ჩაბი ალონსოს წასვლაზე ისაუბრა

დავიდ ვილიამ მის ესპანელ თანამემამულეზე, ჩაბი ალონსოზე ისაუბრა, რომელმაც ახლახან გაგვიმჟღავნა თავისი სურვილი საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ ამ ფეხბურთელებმა ერთად ევროპის 2008 და 2012 წლის ჩემპიონატებთან ერთად 2010 წლის მუნდიალიც მოიგეს.

“ჩაბი ალონსო ჩემი თანაგუნდელი იყო ნაკრებში და სიმართლე გითხრათ, მისმა ასეთმა გადაწყვეტილებამ გამაკვირვა. “ბაიერნთან” ერთად ის საკმაოდ კარგად გამოიყურება, მაგრამ ეს მისი გადაწყვეტილებაა.

მინდა მადლობა არა მარტო ჩემთან მეგობრობისთვის, არამედ თანაგუნდელობისთვისა და იმისთვის გადავუხადო, რასაც ფეხბურთში მიაღწია.

მადლობა შენი ნიჭითა და შესაძლებლობებით ფეხბურთის გალამაზებისთვის, ” – აცხადებს ამერიკაში მოთამაშე დავიდ ვილია.

MLS: დავიდ ვილია წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზისთვის იბრძოლებს, ვიეირა – მწვრთნელის

ამერიკული MLS-ის წლევანდელი სეზონი კულმინაციას უახლოვდება. ამერიკის უმაღლესი საფეხბურთო ჩემპიონატის მესვეურებმა კი უკვე წარგვიდგინეს იმ ფეხბურთელთა და სპეციალისტთა სია, რომელიც წლის საუკეთესოს ჯილდოსთვის იბრძოლებენ.

წლის საუკეთესო ფეხბურთლის (MLS-ში) წოდებისთვის იბრძვიან: დავიდ ვილია (“ნიუ-იორკ სიტი”), ბრედლი რაიტ-ფილიპსი, საშა კლეშტანი (ორივე – “ნიუ-იორკ რედ ბულსი”).

რაიტ ფილიპსი რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 24 გოლით, ვილიას ანგარიშზე კი 23 გოლი გახლავთ.

“ნიუ-იორკ სიტის” დამრიგებელი, პატრიკ ვიეირა წლის საუკეთესო ტრენერის წოდებისთვის მებრძოლთა სიაში მოხვდა. მას ამ ტიტულისთვის ბრძოლაში შეეჯიბრებიან “კოლორადოს” მწვრთნელი პაბლო მასტროენი და “დალასის” თავკაცი ოსკარ პარეხა.

დავიდ ვილია ესპანეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს

კატალონიური “ბარსელონას”, “ატლეტიკოსა” და “ვალენსიას” ყოფილმა ფორვარდმა, დავიდ ვილიამ აღიარა, რომ ესპანეთის ნაკრებში დაბრუნება მისთვის ოცნების ახდენის ტოლფასი იქნება.

თუმცა, “ნიუ იორკ სიტის” კაპიტანი ახლა სრულიად MLS-ის პლეო-ოფებზეა გადართული: “ახლა, ყველაზე მნიშვნელოვან მატჩამდე ერთი დღით ადრე ამაზე ფიქრის დრო ნამდვილად არ მაქვს.

მომდევნო გამოძახება პარასკევსაა. იმედი მაქვს ნაკრებში დაბრუნების შანსი მომეცემა, რადგანაც ეს ჩემი ოცნების ახდენის ტოლფასი იქნება. თუმცა, ახლა ამაზე საუბრისთვის საუკეთესო დრო არ არის.” – განაცხადა ვილიამ.

ევრო 2008-სა და 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულ დავიდ ვილიას ნაკრების მაისური 63 მატჩში აქვს მორგებული და 41-ჯერ აქვს გოლი აღნიშნული ამავე მაისურით.

შესაძლოა, ლოპოტეგიმ დავიდ ვილია ნაკრებში დააბრუნოს

მადრიდის “ატლეტიკოს”, “ბარსელონასა” და “ვალენსიას” ყოფილი ფორვარდი, დავიდ ვილია შესაძლოა, კვლავ ვიხილოთ ესპანეთის ეროვნული ნაკრების მაისურით. ამაზე თავად “ფურია როხას” მწვრთნელმა, ლოპოტეგიმ ისაუბრა.

“ნიუ იორკში ჩემს მეუღლესთან ერთად გავემგზავრე და ვილიას თამაშის ყურების უფლებაც გამოვიყენე.” – განუცხადა ლოპოტეგმა Onda Cero-ს ჟურნალისტებს.

“სიმართლე ის არის, რომ ვილია საკმაოდ კარგ ფორმაშია და ინტენსიურადაც თამაშობს. ვნახოთ, შეძლებს თუ არა ის ნაკრებში დაბრუნებას – ერთი რამ ფაქტია, მისთვის კარი არ ჩაგვიკეტავს და მას ნამდვილად შეუძლია ნაკრების დახმარება.”

შეგახსენებთ, რომ ევრო 2008-ისა და 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული დავიდ ვილია ამჟამად 34 წლის არის.

ათი ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი „ბარსელონას“ ისტორიაში

„ბარსელონას“ გულშემატკვირებს საყვარელი კლუბის არაერთი მნიშვნელოვანი ტრანსფერი ახსოვს. წარმოგიდგენთ მათ შორის ათ ყველაზე ძვირადღირებულ შენაძენს.

10. დიმიტრი ჩიგრინსკი (დონეცკის „შახტარიდან“ 2009 წელს)

სატრანსფერო ფასი: £ 22,5 მილიონი

დონეცკის „შახტარის“ შემადგენლობაში თამაშის პერიოდში დიმიტრი უკრაინის ჩემპიონი ორჯერ გახდა. გარდა ამისა, კლუბთან ერთად მან ქვეყნის თასი და სუპერთასი მოიგო, ასევე უეფა-ს თასის გამარჯვებული გახდა. თავისი გამორჩეული თამაშით უკრაინელი „ბარსას“ ხელმძღვანელობის ყურადღების ცენტრში მოექცა. გვარდიოლას ესმოდა, რომ პუიოლი უკვე ასაკოვანი იყო და ხშირად ტრავმებს იღებდა. ცენტრალური მცველის დაკარგვა მორიგი საჩემპიონო ტიტულისთვის ბრძოლაზე ცუდად იმოქმედებდა. სამწუხაროდ, ჩიგრინსკი „ბარსას“ ძირითადი შემადგენლობის მოთამაშედ ვერ ჩამოყალიბდა, რის გამოც ერთ წელიწადში მშობლიურ კლუბში დაბრუნება მოუწია.

image_587054644404415776871496782094442258

9. ალექსის სანჩესი („უდინეზედან“ 2011 წელს)

სატრანსფერო ფასი: £ 23 მილიონი

სანჩესი ჩილეს ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე გამოდა. გარდა ამისა, „ბარსაში“ აქამდე ამ ქვეყნის სხვა წარმომადგენელს არ უთამაშია. კატალონიაში ალექსისს არც თუ ისე ცუდი სამი სეზონი ჰქონდა, რომლის დროსაც ის ეპიზოდურად დამაჯერებელი თამაშითაც გამოირჩეოდა, თუმცა, საბოლოო ჯამში, „არსენალში“ გადასვლა მოუწია.

alexis-sanchez

8. დანი ალვესი („სევილიიდან“ 2008 წელს)

სატრანსფერო ფასი: £ 23,5 მილიონი

2008 წელს ჯანლუკა ძამბროტა „ბარსელონადან“ სამშობლოში დაბრუნდა, სადაც „მილანში“ ჩაირიცხა, ამიტომაც კატალლოონიელთათვის განაპირა მცველის დამატება სიკვდილ-სიცოცხლის საკითხთი იყო. არჩევანი დანი ალვესის სასარგებლოდ მიიღეს. „ბლაუგრანასში“ ბრაზილიელმა შვილის ჩინებული სეზონი ჩაატარა და ყველაზე შესაძლო ტიტული მიიღო. 2014/15 წლების სეზონის ბოლო დანიმ კლუბთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა.

Daniel Alves

7. არდა თურანი („ატლეტიკოდან“ 2015 წელს)

სატრანსფერო ფასი: £ 23,80 მილიონი

განვლილი სეზონის შემდეგ ლუის ენრიკეს გადაწყვეტილებებში ეჭვის შეტანა არ შეიძლებოდა. იმ შემთხვევაში, თუ მან არდა თურანის დონის ფეხბურთელის დამატება გადაწყვიტა, მაშინ ის მას ნამდვილად სჭირდება. „ატლეტიკოში“ ყოფნის პერიოდში თურქეთის ნაკრების გამორჩეულმა წევრმა არაერთი ტიტული მიითვალა და გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა.

ARDA

6. მარკ ოვერმარსი („არსენალიდან“ 2000 წელს)

სატრანსფერო ფასი: £ 25 მილიონი

ოვერმარსის კატალონიის დედაქალაქში ჩატარებული ყოველი სეზონი სხვა სეზონისგან განსხვავდებოდა. სადებიუტი წელს ჰოლანდიელი ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე იყო და 8 გოლიდან 4 გადამწყვეტ შეხვედრებში გაიტანა. ამის შემდეგ ოვერმარსი შემადგენლობაში ტრავმკების გამო ვერ ხვდებოდა, რომელთა გამოც 2004 წელს კარიერის დასრულება მოუწია…

over960_1218417904

5. დავიდ ვილია („ვალენსიიდან“ 2010 წელს)

სატრანსფერო ფასი: £ 25 მილიონი

„ბარსას“ ძვირადღირებული ტრანსფერების ხუთეულს დავიდ ვილია ხსნის. „ლურჯ-ბროწეულისფერთა“ შემადგენლობაში გადასვლამდე ხუთი წლის განმავლობაში ის „ვალენსიის“ ფერებს იცავდა და ასზე მეტი გოლი გაიტანა. გოლების გატანა მას არც „ბარსაში“ შეუწყვიტავს, თუმცა ნახევარწლიანმა ტრავმამ მის მომავალზე დიდი გავლენა იქონია. სამწუხაროდ, ამ მიზეზით მან ევროპის 2012 წლის ჩემპიონატიც გამოტოვა, რომელიც „ფურია როხას“ ტრიუმფით დასრულდა.

David-Villa-Set-to-Regain-his-First-team-Place-With-La-Roja

4. სესკ ფაბრეგასი („არსენალიდან“ 2011 წელს)

სატრანსფერო ფასი: £ 35 მილიონი

„არსენალში“ ესპანელს აღმერთებდნენ და მისი წასვლა არ სურდათ. თუმცა, სესკმა „მეთოფეთა“ გულშემატკივრებს იმედი გაუცრუა, როდესაც განაცხადა, რომ მშობლიური „ბარსას“ შემადგენლობაში თამაშზე დიდი ხნის განმავლობაში ოცნებობს. 2011 წელს მან ეს ოცნება აისრულა, მაგრამ გუნდის სრულყოფილ მოთამაშედ ჩამოყალიბება ვერ შეძლო, რის გამო ლონდონში დაბრუნება მოუწია. „არსენალის“ მაისურის ნაცვლად მან ამჯერად „ჩელსის“ სათამაშო ფორმა მოირგო.

Cesc+Fabregas+Barcelona+v+Getafe+CF+bi6y982ieBzx

3. ნეიმარი („სანტოსიდან“ 2013 წელს)

სატრანსფერო ფასი: £ 48,5 მილიონი

ბრაზილიელისთვის ბრძოლაში „ბარსამ“ ყველას აჯობდა. ამავდროულად კლუბი დიდი რისკის წინაშე იყო, რადგან ნეიმერის ათამაშების გარანტია არ არსებობდა. ცოტა ხანში ბრაზილიელმა დაამტკიცა, რომ კლუბი არ შემცდარა

Neymar

2. ზლატან იბრაჰიმოვიჩი („ინტერიდან“ 2009 წელს)

სატრანსფერო ფასი: £ 40 მილიონი + სამუელ ეტო’ო

ზლატან იბრაჰიმოვიჩი „ბარსაში“ 2009 წელს „ინტერიდან“ გადავიდა. შვედმა, სამწუხაროდ, თავის გამოჩენა დიდად ვერ შეძლო, რის გამოც იტალიაში დაბრუნება მოუწია. რა გახდა ამის მიზეზი? სჯობს, მის შესახებ იბრას ავტობიოგრაფიულ წიგნში შეიტყოთ

Zlatan+Ibrahimovic+Barcelona+v+Sporting+Gijon+YWqHZtRssyJx

1. ლუის სუარესი („ლივერპულიდან“ 2014 წელს)

სატრანსფერო ფასი: £ 75 მილიონი

„ლივერპულში“ ბოლო სეზონში ურუგვაელმა 33 მატჩი ჩაატარა და 31 გოლი გაიტანა. ამიტომაც, 2014 წელს „ბარსელონას“ მის სანაცვლოდ თავის ისტორიაში სარეკორდო თანხის გადახდა არ დაენანა. დისკვალიფიკაციის გამო ლუისი ოფიციალურ შეხვედრებში ოქტომბრამდე ვერ თამაშობდა, მაგრამ ამან მას გუნდის სეზონის შედეგების მიხედვით, გუნდის ერთ-ერთ საუკეთესო ბომბარდირად ჩამოყალიბებაში ხელი არ შეუშალა. სუარესის, მესისა და ნეიმარის ტრიომ მთელი ევროპა გააოცა. დიდი ალბათობით, ამ ტრიოს 11 აგვისტოს თბილისში ვიხილავთ.

Messi and Suarez

პირლო მლს-ის მატჩს დაესწრო

“იუვენტუსის” ნახევარმცველი ანდრეა პირლო მლს-ის მატჩს დაესწრო. იტალიელმა “ნიუ-იორკ სიტისა” და “ტორონტოს” შეხვედრას უყურა, იუწყება New York Post.

შეხვედრა, რომელიც ნიუ-იორკში ჩატარდა მასპინძელთა გამარჯვებით, 2:0 დასრულდა, დუბლი დავიდ ვილიამ გაიფორმა.

გუშინ, “იუვეში” პირლოს ყოფილმა თანაგუნდელმა სებასტიან ჯოვინკომ, რომელიც ახლა “ტორონტოში” თამაშობს, პირლოს მლს-ში გადაბარგება ურჩია.

ვილია: „მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია“

„ნიუ-იორკ სიტის“ თავდამსხმელმა დავიდ ვილიამ ყოფილ თანაგუნდელ ლიონელ მესის მხარი დაუჭირა.

„მესიზე დიდი ხნის განმავლობაში ვსაუბრობ და ამას მომავალშიც გავაკეთებ. ლეო მსოფლიოში საუკეთესოა. მნიშვნელობა არ აქვს, იგი ბევრ გოლს იტანს თუ არა, რადგან არასდროს მინახავს ფეხბურთელი, რომელიც მის მსგავსად თამაშობდეს. ვფიქრობ, ისტორიაში იგი საუკეთესო მოთამაშეა, რადგან მესი უნიკალურია.

რაც შეეხება „ოქროს ბურთს“, არ ვიცი, როგორ ავლენენ გამარჯვებულს. ზოგჯერ მსოფლიო ჩემპიონატს ითვალისწინებენ, ზოგჯერ – არა. ვნახოთ, ყველაზე მეტ ხმას ვინ მიიღებს. პირადად მე, ვიცი, თუ ვინ იყო საუკეთესო ამ წლების განმავლობაში“, – განაცხადა ვილიამ.

დელ ბოსკე: „არც ვიცოდი, რომ დავიდ ვილია ნაკრებიდან მიდის“

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ აღიარა, რომ დავიდ ვილიას საერთაშორისო კარიერის დასრულების შესახებ არაფერი იცოდა.

„ფურია როხას“ თავკაცმა ავტრალიასთან გუშინდელ შეხვედრაში ვილია მეორე ტაიმში შეცვალა, რის გამოც მოთამაშემ თავისი უკმაყოფილება ვერ დამალა. სანამ მსოფლიო პრესა ვილიას ნაკრებიდან წასვლაზე წერდა, დელ ბოსკემ ამის შესახებ არც კი იცოდა.

„დარწმუნებული ვარ, მას გული დაწყდა. იგი მეუბნებოდა, რომ ეს მისი ბოლო შეხვედრა იყო, მე კი ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. მისი რეაქციის მესმის. თუმცა ჩვენ შეხვედრა უნდა დაგვესრულა და მე სათანდო გადაწყვეტილება მივიღე“, – განაცხადა დელ ბოსკემ.

ავსტრალია — ესპანეთი (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ავსტრალიისა და ესპანეთის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა ევროპელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ესპანელთა თავდამსხმელი დავიდ ვილია დაასახელეს, რომელმაც ანგარიში გახსნა.

32 წლის ფეხბურთელმა მოედანზე 56 წუთი დაჰყო, გააკეთა 23 გადაცემა და კარში დაარტყა ერთხელ.

 

ვილია: “კარგ ფორმაში ვართ”

ესპანეთის ნაკრების ფორვარდმა დავიდ ვილიამ სალვადორთან ჩატარებული ამხანაგური შეხვედრა შეაფასა და მოახლოებულ მუნდიალზეც ისაუბრა.

შეგახენებთ, “ფურია როხამ” სალვადორის ნაკრებს ორი უპასუხო გოლი გაუტანა. დუბლის ავტორი დავიდ ვილია გახდა.

“მიხარია, რომ ჩვენი გუნდის გამარჯვებაში ჩემი წვლილიც შევიტანე. საკმაოდ ცხელოდა, თუმცა ეს კარგიც არის. ბრაზილიაში ხომ სწორედ ასეთი პირობებში მოგვიწევს თამაში.

მეც და ჩემი პარტნიორებიც მოახლოებულ მუნდიალს კარგ ფორმასი ვხვდებით. იმედია, ჰოლანდიელებთან პირველ მატჩში თამაშის საშუალება მომეცემა” – განაცხადა ვილიამ.