“ლივერპულელებმა” ოქტომბრის თვის საუკეთესოები დაასახელეს

მერსესაიდის “ლივერპულის” გულშემატკივრებმა ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელებად დეიან ლოვრენი და მუჰამედ სალაჰი დასახელდნენ, რომლებმაც კლუბის ოფიციალურ საიტზე ჩატარებულ გამოკითხვაში ხმების 33-33 პროცენტი დააგროვეს.

თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ ხორვატი მცველი ოქტომბრის თვეში უშეცდომოდ გამოიყურებოდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია “ტოტენჰემთან” მატჩი, სადაც მას 31-ე წუთისთვის ორი მნიშვნელოვანი შეცდომა ჰქონდა დაშვებული. გულშემატკივრებმა კი ლოვრენს მხარდაჭერა სწორედ საუკეთესოდ დასახელების გზით გამოუცხადეს.

რაც შეეხება ეგვიპტელ მუჰამედ სალაჰს, ოქტომბერში ის 5 მატჩში გატანილი 3 გოლით გამოირჩა. ამ პერიოდში “ლივერპული” ფრედ ეთამაშა “ნიუკასლსა” და “მანჩესტერ იუნაიტედს”, მოუგო “მარიბორსა” და “ჰადერსფილდს” და დამარცხდა “ტოტენჰემთან”.

ლოვრენი: “ფინალში გასვლა “ლივერპულის” სეზონს გადაარჩენს”

დეიან ლოვრენს სჯერა, რომ “ვილიარეალის” ბარიერის გადალახვდა და ევროპა ლიგის ფინალში გასვლა “ლივერპულის” სეზონს გადაარჩენს.

“საკმარისად ჭკვიანები უნდა ვიყოთ. ყველაფერი შესაძლებელია. ფანები, ისინი ჩვენგან უკეთესს თამაშს ელიან. უფრო ჭკვიანურად ვითამაშებთ.

თუ ფინალში გასვლასა და ტურნირის მოგებას მოვახერხებთ, ეს სეზონი წარმატებული გამოვა.” – განაცხადა ინგლისური გრანდის მცველმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩი, რომელიც ესპანეთში გაიმართა, “ვილიარეალის” გამარჯვებით, 1-0 დასრულდა.

ლოვრენის ულტიმატუმი ჩაჩიჩს: “ან ძირითადში ვითამაშებ, ან საფრანგეთში საერთოდ არ წავალ”

დეიან ლოვრენი ევროპის ჩემპიონატის ცქერას სათადარიგოთა სკამისკენ არ აპირებს, ის ანტე ჩაჩიჩს გადაწყვეტილების მიღებისაკენ მოუწოდებს. ასე გამოხატა ლოვრენმა უკმაყოფილება იმ ფაქტის მიმართ, რომ მას ძირითადში თამაში გარანტირებული არ აქვს.

მათ შორის ურთიერთობა პირველად უნგრეთის ნაკრებთან გამართული ამხანაგური მატჩის მიმდინარეობისას გამწვავდა, როდესაც ლოვრენმა გახურება შეწყვიტა და მწვრთნელის ნებართვის გარეშე სკამზე დაჯდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით ჩაჩიჩმა შემდეგნაირი განცხადება გააკეთა:”მას თამაშზე უარი ნამდვილად არ უთქვამს, რამეთუ მე მისთვის ამის ნება არ მიმიცია.”

Sportske novosti-სთან საუბრისას ლოვრენმა განაცხადა: “ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ, ან საფრანგეთში წავალ, როგორც ძირითადის ფეხბურთელი, ან საერთოდ არ წავალ.

ყოველთვის ვბრაზდები, როცა გაზეთები მცდარ ინფორმაციას ავრცელებენ. მწვრთნელმა მითხრა, რომ 10-15 წუთის მანძილზე გავხურებულიყავი, მეც დავთანხმდი. 15 წუთი გავიდა, თუმცა მწვრთნელს არ მოვუხმივარ. ციოდა, მე კი ჟაკეტი არ მქონდა, ამიტომაც დავბრუნდი სათადარიგოთა სკამზე”.

„ლივერპულის“ ფეხბურთელის „კინდერ სიურპრიზის“ სათამაშოების კოლექცია

„ლივერპულის“ ხორვატმა მცველმა დეიან ლოვრენმა „ინსტაგრამის“ გვერდზე ახალი სურათი განათავსა, რომელზეც მისი „კინდერ სიუპრიზის“ სათამაშოების კოლექციაა ასახული.

ფეხბურთელმა აღიარა, რომ ამ სათამაშოებს დიდი ხნის განმავლობაში აგროვებს. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ ახლანდელი სათამაშოების ასაწყობად მხოლოდ ხუთი წუთია საჭირო.

Kinder Surprise

ლოვრენი “ქინდერ სიურპრიზის” სათამაშოების კოლექციონერია (ფოტო)

“ლივერპულისა” და ხორვატიის ნაკრების მცველი დეიან ლოვრენი “ქინდერ სიურპრიზის” სათამაშოების კოლექციონერია.

25 წლის ფეხბურთელმა სათამაშოებს ფოტო გადაუღო და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

“ვის ახსოვს ეს? “ქინდერის” კოლექციონერი ვარ. სამწუხაროდ, ხუთი წუთი დავხარჯე იმისთვის, რომ ეს სათამაშოები შემეგროვებინა”, – დაწერა ლოვრენმა.

Kinder

როჯერსი: “ლოვრენი სწორედ ისაა, ვისაც კარაგერის წასვლის შემდეგ ვეძებდით”

დორტმუნდის “ბორუსიასთან” გამართული ამხანაგური მატჩის (4:0) შემდეგ “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა გუნდის ახალწვეულები ხავიერ მანკილიო და დეიან ლოვრენი შეაქო. შეგახსენებთ, რომ ამ უკანასკნელმა გოლის გატანაც შეძლო.

“დეიანი შესანიშნავად გამოიყურებოდა. ჯეიმი კარაგერის წასვლის შემდეგ სწორედ ასეთ ფეხბურთელს ვეძებდით. ლოვრენი მოედანზე დომინირებდა, მეტოქეს ხვდებოდა და თამაშს კარგად კითხულობდა, შეტევაშიც ერთვებოდა. ის ორვე ფეხს კარგად ხმარობს.
ახალგაზრდა მანკილიომაც კარგად წარმოაჩინა თავი. ის კლასიკური მცველია. მეტოქის მიერ ნებისმიერი მოწოდებული ბურთის მოგერიება შეუძლია, შეტევაში ჩასართავადაც დიდი ენერგია აქვს. ვიმედოვნებ, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ერთი-ორი შენაძენი კიდევ გვექნება”, – როჯერსის სიტყვები Goal.com-მა გამოქვეყნა.

 

“ლივერპულს” მსოფლიოში ყველაზე ტატუირებული დაცვის ხაზი ეყოლება?

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში “ლივერპულმა” “საუთჰემპტონიდან” ხორვატი ცენტრალური მცველი დეიან ლოვრენი შეიძინა. 25 წლის ფეხბურთელი თავისი ტატუებით გამოირჩევა.

შესაძლოა, “ლივერპულს” მსოფლიოში ყველაზე ტატუირებული დაცვის ხაზი ჰყავდეს, რადგან ამ გუნდში დეიან ლოვრენის გარდა, გლენ ჯონსონი, მარტინ შკრტელი და დანიელ აგერი თამაშობენ.

article-2708536-2010C0A900000578-260_964x741

article-2708536-2010C00E00000578-89_964x604

article-2708536-2010C1F000000578-883_964x703

article-2708536-2010C48100000578-182_964x952

article-2708536-2010C72700000578-756_964x550

article-2708536-2010C96400000578-477_964x1000

article-2708536-2010D7A800000578-127_964x1121

article-2708536-2010D74E00000578-626_964x570

article-2708536-2010D76F00000578-516_964x720

დეიან ლოვრენი „ლივერპულს“ უახლოვდება

„საუთჰემპტონისა“ და ხორვატიის ნაკრების მცველი დეიან ლოვრენი უახლოეს პერიოდში „ლივერპულის“ ფეხბურთელად უნდა გამოცხადდეს.

ხორვატიული გამოცემა Sportske Novosti იუწყება, რომ ტრანსფერის ღირებულება 20 მილიონ ევროს შეადგენს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლოვრენი მერსისაიდულ გუნდთან ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

ცნობისთვის, ლოვრენმა მიმდინარე ზაფხულს უკვე გამოთქვა „ლივერპულში“ გადასვლის სურვილი.

 

კურიოზი: ფეხბურთელმა მეტოქეს მუშტი უხერხულ ადგილში ჩაარტყა

26 ოქტომბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “საუთჰემპტონმა” საკუთარ მოედანზე “ფულჰემი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში კურიოზული რამ მოხდა. “ფულჰემის” მცველმა, ფერნანდო ამორებიეტამ “საუთჰემპტონის” მცველს, დეიან ლოვრენს მუშტი უხერხულ ადგილში ჩაარტყა.