რა მიზნით იმყოფებიან მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდები რუსეთში? (ფოტო)

დღეს სოციალურ ქსელში ბრაზილიელმა რიკარდო კაკამ ფოტო გამოაქვეყნა, სადაც არაერთი გამორჩეული ფეხბურთელთან ერთადაა.

რიკარდო კაკა, ზინედინ ზიდანი, დელ პიერო და ჩაბი ალონსო რუსეთში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სათამაშო ბურთის წარსადგენად ჩავიდნენ, რომელიც Adidas-ის მიერ სპეციალურად მუნდიალისთვის შეიქმნა. დაგეგმილ ღონისძიებამდე, ფეხბურთის ვარსკვლავებმა მოსკოვი დათვალიერეს, რა დროსაც ფოტო გადაიღეს, რომელიც ბრაზილიელი ფეხბურთელის Twitter-ზე გამოყვექნდა წარწერით: “ვინმეს ამხანაგური მატჩი ხომ არ სურს?”

ჯიჯის რეკორდი: ბუფონმა დელ პიერო და დინო ძოფი უკან მოიტოვა

ჯანლუიჯი ბუფონის სახელი “იუვენტუსის” ისტორიის განუყოფელ ნაწილად რომ არის ქცეული, ეს საიდუმლო არავისთვისაა, თუმცა მაინც სასიამოვნოა იმის მოსმენა, რომ იტალიელი მეკარე კვლავ განაგრძობს ახალი სიმაღლეების დაპყრობას.

კიდევ ერთი დიდი რეკორდის დამყარება მან “სამპდორიასთან” გამართულ მატჩში შეძლო.

აღნიშნულ შეხვედრაში ასპარეზობისას, ბუფონის ანგარიშზე სერია ა-ს მატჩებში ჩატარებული 39 681-ე წუთი დაგროვდა, მეტი ვიდრე სხვა რომელიმე მოქმედი ან ვეტერანი ფეხბურთელის ანგარიშზეა.

შედეგად, ბუფონმა ისეთი ლეგენდარული ფეხბურთელები მოიტოვა უკან, როგორებიც ალესანდრო დელ პიერო და დინო ძოფი იყვნენ.

დელ პიეროს მწვრთნელობა სურს

ტურინის “იუვენტუსის” ლეგენდარული ფორვარდი ალესანდრო დელ პიერო სამწვრთნელო საქმიანობის დაწყებას აპირებს. ამის შესახებ მან იტალიურ პრესასთან ინტერვიუში ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ 40 წლის იტალიელის უკანასკნელი კლუბი “დელი დინამოსი” იყო.

“თუ საინტერესო პროექტს ვერ ვიპოვნი, კარიერას დავასრულებ. ჩემს მიმართ ინტერესს რამდენიმე ევროპული კლუბი იჩენდა, თუმცა მათი წინადადებებით ვერ მოვიხიბლე. სამი წლის წინ სამწვრთნელო საქმიანობაზე უარს ვიტყოდი, რადგან სხვა გეგმები და ინტერესები მქონდა. ახლა კი ყველაფერი შეიცვალა და მინდა, რომ მწვრთნელობა აშშ-ში, ბავშვთა გუნდებში დავიწყო” – განაცხადა დელ პიერომ.

დელ პიერო: “მესი საუკეთესოა”

ტურინის “იუვენტუსისა” და იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ კატალონიის “ბარსელონას” სუპერვარსკვლავ ლიონელ მესიზე ისაუბრა.

იტალიელი თავდამსხმელის თქმით, არგენტინელი მოთამაშე მსოფლიოში საუკეთესოა.

“მესი ნომერ პირველია. ლეო ფეხბურთის უდიდესი ნაწილია. გაგვიმართლა, რომ ის ჩვენს ეპოქაში ცხოვრობს და მისი თამაშის ხილვის საშუალება გვაქვს”, – ციტირებს დელ პიეროს სიტყვებს “ბარსელონას” ოფიციალური ვებ-გვერდი.

ალესანდრო დელ პიერო რამდენიმე კლუბი ეპატიჟება

დიდი ალბათობით, ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი ალესანდრო დელ პიერო მალე ახალ კლუბში გადავა.

შეგახსენებთ, რომ 39 წლის თავდამსხმელი ბოლო ორი სეზონის განმავლობაში ავსტრალიური “სიდნეის” ღირსებას იცავდა, სადაც სულ 24 გოლის გატანა მოახერხა.

“სიმართლე გითხრათ, ბევრი წინადადება გვაქვს. გვეპატიჟებიან ინდური კლუბები, მაგრამ სხვა ქვეყნებიდანაც აქტიურობენ. ყველაფერი მალე გაირკვევა”, – ამბობს ალესანდროს ძმა, სტეფანო დელ პიერო.

დელ პიერო ფორმაშია: ლეგენდარული იტალიელის შესანიშნავი გოლი

6 მაისს, ავსტრალიის ჩემპიონატში, “სიდნეიმ” საკუთარ მოედანზე “ველინგტონი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:1 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში, “სიდნეის” ვეტერანმა იტალიელმა თავდამსხმელმა ალესანდრო დელ პიერომ მეტოქის კარში ორი გოლი გაიტანა და ამავე დროს, ერთი საგოლე პასიც გააკეთა.

21-ე საუკუნის 10 საუკეთესო იტალიელი ფეხბურთელი

საფეხბურთო პორტალმა GiveMeSport-მა 21-ე საუკუნეში მოთამაშე ათი საუკეთესო იტალიელი დაასახელა.

10. ჯენარო გატუზო

Paris Saint-Germain FC v AC Milan - Dubai Challenge Cup

9. მარიო ბალოტელი

AC Milan v Bologna FC - Serie A

8. ჯანლუკა ძამბროტა

Barcelona v Valladolid - La Liga

7. ალესანდრო ნესტა

New England Revolution v Montreal Impact

6. პაოლო მალდინი

AC Milan's defender and captain Paolo Ma

5. ანდრეა პირლო

Juventus v AC Chievo Verona - Serie A

4. ფაბიო კანავარო

Italy's Fabio Cannavaro poses before the

3. ჯანლუიჯი ბუფონი

FBL-EUR-C1-GALATASARAY-JUVENTUS

2. ფრანჩესკო ტოტი

SS Lazio v AS Roma - Serie A

1. ალესანდრო დელ პიერო

Juventus' forward Alessandro Del Piero c

დამსახურებული დასვენება

ერთად გავიხსენოთ ლეგენდარული ფეხბურთელი, რომლებიც სულ მალე კარიერას დაასრულებენ და დამსახურებულ დასვენებას მოიწყობენ. 

 

რაული

ევროუპილი ფეხბურთის გულშემატკივრებს რაული 2012 წელს დაემშვიდობა, როდესაც ყატარულ “ალ-საადთან” გააფორმა კონტრაქტი. ოფიციალურად ესპანელი კარიერის დასრულებას ზაფხულშიაპირებს, როდესაც მას 37 წელი შეუსრულდება. ასაკი მისი პოზიციის ფეხბურთელისთვის საკმაოდ სოლიდურია, თუმცა ყატარის ჩემპიონატში 47 წლის რაულიც გამორჩეული იქნებოდა. შესანიშნავი კარიერის შედეგად უამრავი ადამიანის მოპოვებული სიყვარულის შემდეგ რაული დამსახურებულ პენსიაზე გადის.

 

Алессандро Дель Пьеро

ალესანდრო დელ პიერო

რაულის მსგავსი ისტორია კიდევ ერთ ლეგენდარულ ფეხხბურთელს აქვს. 2012 წელს დელ პიერომ მშობლიური “იუვენტუსი” დატოვა და კარიერის დასამთავრებლად ავსტრალიაში გაემგზავრა, სადაც ადგილობრივი “სიდნეის” კაპიტანი და ლიდერი გახდა. იტალიელი უკვე 39 წლის არის და კარიერის დასრულების საკითხიც აქტუალური ხდება.

 

Тьерри Анри

ტიერი ანრი

კიდევ ერთი ვეტერანი, ფრანგი ტიერი ანრი გახლავთ. საკმაოდ შთამბეჭდავი ევროპული კარიერის განმავლობაში ფეხბერთელმა ფაქტობრივად ყველა ტიტულის მოგება მოახერხა. ანრი ლონდონის “არსენალის” ლეგენდა გახდა, სადაც “რედ ბულსში” ასპარეზობის დროს დაბრუნდა კიდევაც და მეთოფეებს რთულ პერიოდში დახმარება ხელი გაუწოდა. ზაფხულში ფრანგი 37 წლის ხდება. მისი კლასიდან და ამერიკული ლიგის არც თუ ისე მაღალი დონიდან გამომდინარე ფეხბურთელს თამაში არ უნდა გაუჭირდეს. მთავარი პრობელმა მოტივაციაშია…

 

Райан Гиггз и Дэвид Мойес

რაიან გიგზი

დაახლოებით 5 წელი იქნება, რაც საფეხბურთო საზოგადოება რაიან გიგზს პენსიაზე უშვებს, თუმცა უელსელს ასეთი აზრი თავში არც მოსვლია. რაიანი 40 წლის არის და გულშემატკივარს შესანიშნავი სპორტული ფორმით დღესაც ახარებს. თუმცა, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ მიმდინარე სეზონი ფეხბურთელისთვის უკანასკნელი იქნება. თანაც, მანჩესტერიდან ალექს ფერგიუსონიც წავიდა, რომლის უდიდესი დამსახურებაც იყო გიგზის მრავალწლიანი საფეხბურთო კარიერა. ვარაუდობენ, რომ მომავალი სეზონიდან გიგზი მოიესის ასისტენტი გახდება.

 

Хавьер Санетти

ხავიერ ძანეტი

გიგზის მსგავსი ისტორია კიდევ ერთ ვეტერან, ხავიერ ძანეტის აქვს, რომელიც აგვისტოში 41 წლის გახდება. ხავიერი შესანიშნავ ფორმაშია და ფორას ბევრ ახალგაზრდა მოთამაშესაც მისცემს. ფეხბურთელის დიდი სპორტიდან წასვლას 2012/13 წლების სეზონში ვარაუდობდნენ, რასაც მისი უმძიმესი ტრავმაც დაემატა. თუმცა, ძანეტიმ ყველა გააოცა, როდესაც კარიერის გაგრძელების თაობაზე გააკეთა განცხადება, ტრავმა მოიშუშა და მოედანს დაუბრუნდა.

 

Ривалдо

რივალდო

აპრილში რივალდოს 42 წელი შეუსრულდება! ბრაზილიელი უკვე დიდი ხანია უმაღლეს დონეზე აღად თამაშობს. მისი ბოლო სოლიდური კლუბი ბერძნული აეკ-ი იყო, სადაც რივალდო 2007/08 წლების სეზონში თამაშობდა. ახლა ბრაზილიელი მშობლიურ “მოჟი-მირინში” თავის შვილთან, რივალდინიოსთან ერთად თამაშობს. აღსანიშნავია, რომ რივალდო “მოჟი-მირის” პრეზიდენტიც არის.

ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელების სიმბოლური ნაკრები

საფეხბურთო პორტალმა FTBPRO-მ ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელებისაგან შემდგარი სიმობულური ნაკრები გამოაქვეყნა.

მეკარე: ანდრეა პიერობონი (“ჩიტადელა”) – 44 წლის

ცენტრალური მცველი: იან გუდისონი (“ტრანმირ როვერსი”) – 41 წლის

ცენტრალური მცველი: კოლმ ტრესონ (“ბრეი ვანდერსი”) – 42 წლის

ცენტრალური მცველი: ლეონარდო ბასტოსი (“სანტოსი”) – 38 წლის

მარჯვენა მცველი: ხავიერ ძანეტი (“ინტერი”) – 40 წლის

ცენტრალური ნახევარმცველი: ზე რობერტო (“გრემიო”) – 39 წლის

ცენტრალური ნახევარმცველი: რაიან გიგზი (“მანჩესტერ იუნაიტედი”) – 40 წლის

მარცხენა ნახევარმცველი: კრისტიან ბერგსტრიომი (“ოტვიდაბერგი”) – 40 წლის

თავდამსხმელი: კევინ ფილიფსი (“ლესტერი”) – 40 წლის

თავდამსხმელი: ალესანდრო დელ პიერო (“სიდნეი”) – 39 წლის

თავდამსხმელი: ხუან პაბლო ანხელი (“ატლეტიკო ნასიონალი”) – 38 წლის

დელ პიერო “სიდნეის” მწვრთნელად?

იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დიდი შანსია, ალესანდრო დელ პიერომ ფეხბურთის თამაშს თავი დაანებოს და მწვრთნელობა დაიწყო.

Sport Mediaset-ი ირწმუნება, რომ დელ პიერო ზაფხულში “სიდნეისთან” ახალ კონტრაქტს გააფორმებს, რომლის თანახმადაც იტალიელ ვეტერანს მოთამაშე-მწვრთნელის სტატუსი მიეცემა.

იტალიური Sky-ს ცნობით, დელ პიეროს გადაბირების სურვილი იტალიურ კლუბებსაც სურთ, ხოლო ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანებლობას უნდა, რომ მან კლუბში იმუშავოს.

დელ პიერო მშვენიერი ფინტი “მელბურნთან” მატჩში

ავსტრალიის ჩემპიონატში, “მელბურნსა” და “სიდნეის” შორის გამართულ შეხვედრაში (0:5), “სიდნეის” იტალიელმა ვეტერანმა ფეხბურთელმა, დელ პიერომ რამდენიმე მეტოქე მოატყუა.

წაქცეულმა დელ პიერომ მეტოქე გუნდის ორი ფეხბურთელი მოატყუა

26 დეკემბერს, ავსტრალიის ჩემპიონატში, “სიდნეისა” და “ბრისბეინს” შორის გამართულ შეხვედრაში, “სიდნეის” იტალიელმა თავდამსხმელმა, წაქცეულ მდგომარეობაში მყოფმა ალესანდრო დელ პიერომ მეტოქე გუნდის ორი ფეხბურთელი ჩამოიტოვა.