დემბა ბა: “ვისურვებდი, რომ ყველა ფერადკანიანმა ფეხბურთელმა დატოვოს სერია А”

ლონდონის “ჩელსისა” და “ნიუკასლ იუნაიტედის” ყოფილი თავდამსხმელი დემბა ბა ფერადკანიან ფეხბურთელებს იტალიის ჩემპიონატის დატოვებისკენ მოუწოდებს. სერია A-ს მეორე ტურში გამართული შეხვედრის მიმდინარეობისას “კალიარის” ტიფოზებმა მილანის “ინტერის” ფორვარდ რომელუ ლუკაკუს მიმართ რასისტული შეძახილები გამოიყენეს, “ნერაძურის” ქომაგებმა კი გამოაქვეყნეს განცხადებაში, რომელშიც წერია, რომ იტალიაში რასიზმის პრობლემა არ დგას და ამ ყველაფერს ტრიბუნაზე მყოფი გულშემატკივრები მეტოქე გუნდის ფეხბურთელთა გასაღიზიანებლად აკეთებენ.

“აი, რატომ ვთქვი უარი იტალიაში თამაშზე, როდესაც ამის შესაძლებლობა მქონდა. ვისურვებდი, რომ ყველა ფერადკანიანმა ფეხბურთელმა დატოვოს სერია А. ეს, რა თქმა უნდა, სიბრიყვესა და სიძულვილს ვერ დაასრულებს, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ისინი სხვა რასებს შეურაცხყოფას აღარ მიაყენებენ”, – დაწერა დემბა ბამ საკუთარ მიკრობლოგზე.

დემბა ბა: “გავაგრძელებ თუ არა კარიერას?”

რამდენიმე დღის წინ ჩინეთის ჩემპიონატში მოთამაშე დემბა ბამ საშინელი ტრავმა მიიღო. მან შანხაის დერბიში სან ჩიანგთან შეჯახების დროს ფეხი მოიტეხა. ფეხბურთელი დაუყონებლივ გადაიყვანეს საავადმყოფოში და მას ოპერაცია გაუკეთდა. იყო იმის საშიშროება, რომ სენეგალელ ფორვარდს დაესრულებინა კარიერა, მაგრამ ეს ყოველივე ბამ უარყო.

“საშინელი ტრავმა მივიღე, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ამას მალე გადავლახავ. კარიერის დასრულება? ეს არც ერთ შემთხვევაში არ მოხდება, მე კვლავ უნდა ვითამაშო ფეხბურთი!”

“ფეხის მოტეხვისთანავე გადამიყვანეს საავადმყოფოში. იყო ქირურგიული ჩარევა, მაგრამ მათ ოპერაცია ბოლომდე არ გაუკეთებიათ. ეს ჩემი თხოვნით მოხდა. მინდოდა, ვეროპაში წავსულიყავი და იქ მემკურნალა…. ამიხსნენს, რომ ეს შეუძლებელი იყო. ამის შემდეგ კი ჩემს ექიმთან შევათანხმე, რომ ფრანგი ქირურგი ჩამოსულიყო. სწორედ იგი გამიკეთებს ოპერაციას.”

“დაახლოებით ასეთი ტრავმა ადრეც მქონდა, მაგრამ ახლა უფრო კარგად ვმკურნალობ. აქ სეზონი ნოემბერში მთავრდება. ახალი სეზონი კი მარტში იწყება. იმედი მაქვს, გაზაფხულზე ჩემი გუნდისთვის დახმარებას კვლავ შევძლებ,” – განაცხადა დემბა ბამ.

დემბა ბა “შანხაი შენჰუაში” ითამაშებს

30 წლის სენეგალელი თავდამსხმელი დემბა ბა “ბეშიქთაშიდან” ჩინურ “შანხაი შენჰუაში” გადავიდა.

აღნიშნული ტრანსფერის ღირებულება არ ხმაურდება.

გასულ სეზონში დემბა ბამ ყველა ტურნირზე ერთად 44 მატჩი ჩაატარა და 27 გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ კვირის დასაწყისში “შანხაი შენჰუაში” ნახევარმცველი მოჰამედ სისოკოც გადავიდა.

 

დემბა და ჩინეთში მიდის

უცხოური პრესის ცნობით დემბა ბამ კარიერა, შესაძლოა, აზიაში გააგრძელოს. სენეგალელი ბომბარდიდის გადაბირებას “შანხაი შენხუა” ცდილობს, რომელიც მზად არის მის სანაცვლოდ 13 მილიონი ევრო გადაიხადოს.

29 წლის ფეხბურთელს ინგლისში დაბრუნების შანსიც ჰქონდა. მის მიმართ ინტერესს “ვესტ ბრომვიჩი” და “ვესტ ჰემი” იჩენდნენ.

მიუხედავად ამისა, ჩინელების მიერ შეთავაზებული სოლიდური ანაზღაურება ფეხბურთელისთვის მომხიბვლელი გახდა.

“ბეშიქთაშს” ბალოტელი სურს

“ლივერპულის” თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ კარიერა შესაძლოა, თურქეთში გააგრძელოს. 24 წლის ფეხბურთელით “ბეშიქთაში” არის დაინტერესებული. თურქული გამოცემა Haberturk-ი იუწყება, რომ კლუბი იტალიელი ფორვარდის შესაძლო ტრანსფერის წინადადებით “ლივერპულს” უახლოეს პერიოდში მიმართავს.

წყაროს თანახმად, “ბეშიქთაშის” მესვეურები ბალოტელის დემბა ბას შემცვლელად მოიაზრებენ. როგორც მოგეხსენებათ, 30 წლის სენეგალელ ფეხბურთელს ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნება აქვს გადაწყვეტილი.

მარიო ბალოტელიმ პრემიერლიგის გასულ გათამაშებაში 16 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ხუთი ყვითელი ბარათი მიიღო.

 

დემბა ბამ თურქეთის ჩემპიონატში წარმოუდგენელი გოლი გაიტანა (ვიდეო)

1 თებერვალს, თურქეთის ჩემპიონატში, “ბეშიქთაშმა” საკუთარ მოედანზე “მერსინ იდმანიურდუ” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა. შეხვედრაში გამარჯვების გოლი 65-ე წუთზე დემბა ბამ გაიტანა, მისი გოლი კი მართლაც უცნაური აღმოჩნდა.

დემბა ბამ თურქეთის თასზე შესანიშნავი გოლი გაიტანა (ვიდეო)

21 იანვარს, თურქეთის თასზე, “ადანა დემისპორმა” საკუთარ მოედანზე “ბეშიქთაში” მიიღო და ანგარიშით 1:4 დამარცხდა. აღნიშნულ შეხვედრაში დემბა ბამ მეტოქის კარში შესანიშნავი გოლი გაიტანა.

დემბა ბამ 124 კმ/სთ-ით დაარტყა და გოლი გაიტანა (ვიდეო)

9 ნოემბერს, თურქეთის ჩემპიონატში, “ისტანბულ ბაშაკშეხირსა” და “ბეშიქთაშს” შორის გამართულ მატჩში (1:2), დემბა ბამ მეტოქის კარის მიმართულებით 124 კმ/სთ-ით დაარტყა და გოლიც გაიტანა.

დემბა ბა ვარჯიშზე არ ისვენებს

თურქული “ბეშიქთაშის” ფეხბურთელი დემბა ბა ვარჯიშზე მხიარულობს.

ბას არსენალში სურდა გადასვლა

სენეგალელმა ფორვარდმა განაცხადა, რომ კარიერის გაგრძელება ლონდონის “არსენალში” სურდა.

“ბეშიქთაშში ბედნიერი ვარ. თუმცა, საიდუმლო არ არის, რომ კარიერის გაგრძელება “არსენალში” მსურდა. ამ კლუბის გულშემატკივარი ყოველთვის ვიყავი. ანრის თამაშს ყურადღებით ვადევნებდი თვალყურს.

გასულ ზაფხულს მოურინიომ დარჩენა მთხოვა, თუმცა წელს მან წასვლის ნება დამრთო. ახლა ბეშიქთაშში ვარ, სადაც თავს ძალიან კარგად ვგრძნობ” – განაცხადა ბამ.

ჩელსიმ ბას ტრანსფერი დაადასტურა

“ჩელსის” და “ბეშიქთაშის” ოფიციალურმა ვებ-გვერდებმა დემბა ბას ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურეს. თურქულმა კლუბმა ლურჯებს სენეგალელ ფორვარდში ექვსი მილიონი ევრო გადაუხადეს.

29 წლის ბამ პრემიერლიგის გასულ სეზონში 19 მატჩში 5 გოლის გატანა მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ ინგლისში ფორვარდი “ჰოფენჰაიმიდან” გადაბარგდა, სადაც “ჩელსის” გარდა “ვესტ ჰემის” და “ნიუკასლის” ღირსებას იცავდა.

 

ოფიციალურად: დემბა ბა „ჩელსიდან“ „ბეშიქთაშში“ გადავიდა

ლონდონის „ჩელსის“ თავდამსხმელი დემბა ბა კარიერას „ბეშიქთაშში“ გააგრძელებს. 29 წლის სენეგალელმა ფეხბურთელმა თურქულ კლუბში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და კონტრაქტსაც მოაწერა ხელი, თუმცა ჩვენთვის ხელშეკრულების დეტალები ცნობილი არ არის.

„ბეშიქთაშში“ დემბა ბას უგო ალმეიდას შემცვლელად ხედავენ. როგორც მოგეხსენებათ, 30 წლის პორტუგალიელმა თავდამსხმელმა კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

დემბა ბა „ბეშიქთაშში“ 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.