დერიკ როუზი: „ჩიკაგოს“ NBA-ს მოგების შესაძლებლობა აქვს“

„ჩიკაგო ბულზის“ გამთამაშებელს დერიკ როუზს სჯერა, რომ ოდესმე მისი გუნდი ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციას მოიგებს.

„მაქსიმალურად ვცდილობ, პროგნოზებისგან თავი შევიკავო. თუმცა, კლუბში გვესმის, რომ შანსი და შესაძლებლობა გვაქვს. შესაძლოა, ეს მიმდინარე სეზონში არ მოხდეს, თუმცა მჯერა, რომ ოდესმე NBA-ს მოვიგებთ. ვიცი, რომ უახლოეს მომავალში ამ მიზანს უნდა მივაღწიო“, – განუცხადა დერიკმა „ESPN Chicago“-ს.

ფინეთთან მატჩში დერიკ როუზმა დანკი ორი ხელით შეასრულა

ესპანეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი აშშ-ს ნაკრებისთვის უკეთესად ვერ დაიწყებოდა – მაიკ კშიშევსკის გუნდმა ფინეთი 59 ქულით გაანადგურა.

აღნიშნული შეხვედრა საინტერესო იმითაც იყო, რომ მოედანზე ოფიციალურ მატჩში „ჩიკაგო ბულზის“ ლიდერი დერიკ როუზი დაბრუნდა. ჯამში „ხარების“ მოთამაშემ 12 ქულა დააგროვა და 3 გადაცემაც გააკეთა. თუმცა ყველაზე მეტად როუზმა მაყურებლებს თავი ჩინებული დანკით დაამახსოვრა.

კშიშევსკი: „როუზი მსოფლიო ჩემპინატისთვის მზადაა“

აშშ-ს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მაიკ კშიშევსკიმ განაცხადა, რომ დერიკ როუზი მოახლოებული მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადაა.

„რაიმე პროგნოზის გაკეთებისგან თავს შევიკავებ, თმცა ვიტყვი, რომ იგი მზადაა. ესპანეთში როუზზე ფსონს ვდებ და, ვიმედოვნებ, იგი თამაშს შეძლებს“, – განუცხადა კშიშევსკიმ ESPN.com-ს.

ცნობისთვის, ბოლო ამხანაგური მატჩი როუზმა დაღლილობის გამო და ტრავმის თავიდან ასაცილებლად გამოტოვა.

დერიკ როუზი: „მატჩი ტრავმის გამო არ გამომიტოვებია“

„ჩიკაგო ბულზისა“ და აშშ-ს ნაკრების გამთამაშებელმა დერიკ როუზმა დომინიკის რესპუბლიკასთან ამხანაგური მატჩი გამოტოვა. კალათბურთელმა გულშემატკივრები დააწყნარა და განაცხადა, რომ შეხვედრაში მონაწილეობა დაღლილობის გამო არ მიიღო.

„საქმე ჩემს მუხლებში არ არის. საგანგაშო არაფერია, უბრალოდ, დაღლილობას ვგრძნობდი“, – განუცხადა როუზმა „Chicago Tribune“-ს.

დერიკ როუზი აშშ-ს ნაკრების ვარჯიშს გამოტოვებს

აშშ-ს ნაკრების გამთამაშებელი დერიკ როუზი ტრავმის თავიდან ასაცილებლად დღეს აშშ-ს ნაკრების ვარჯიშს გამოტოვებს, რის შესახებაც ESPN.com-ის მიმომხილველი მარკ სტაინი წერს.

როგორც წყარო იტყობინება, დასვენების დღის მიცემა როუზისთვის აქამდეც გადაწყვეტილი იყო, ასე რომ, გულშემატკივრებს განგაშის საფუძველი არ უნდა ჰქონდეთ.

ცნობისთვის, ოთხშაბათს „ჩიკაგო ბულზის“ ვარკსვლავი დომინიკის რესპუბლიკის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში ითამაშებს.

აშშ-მ ბრაზილია დაამარცხა, როუზი მოედანზე დაბრუნდა

გამთენიისას ამერიკის შეერთებული შტატების საკალათბურთო ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში ბრაზილიას დაუპირისპირდა და 17 ქულით – 95:78 აჯობა.

საუკეთესო ამერიკელთა რიგებში ენტონი დევისი აღმოჩნდა, რომელმაც 20 ქულა დააგროვა, ბურთი რვაჯერ მოხსნა და ხუთი ბლოკშოთიც მიითვალა. მასზე ორი ქულით ნაკლები ჯეიმს ჰარდენმა დააგროვა.

რაც შეეხება ბრაზილიელებს, მათი რიგებდან სპლიტერი გამოირჩა, რომლის მონაგარმა 16 ქულა შეადგინა.

ეს მატჩი, პირველ რიგში, აღსანიშნავი იმითაა, რომ მოედანზე „ჩიკაგო ბულზის“ ლიდერი დერიკ როუზი დაბრუნდა, რომელმაც ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ბოლო ორი სეზონი მძიმე ტრავმების გამო გამოტოვა. განვლილ სეზონში მან მხოლოდ რამდენიმე შეხვედრა ჩაატარა, რომელთა შემდეგაც კვლავ დაშავდა.

„ამ მომენტისთვის დიდი ხანი ვემზადებოდი. შესაძლოა, თუ ეს რამდენიმე კვირის წინ მოხდებოდა, თავს ასე კარგად ვერ ვიგრძნობდი. რაც მთავარია, ჩვენ გავიმარჯვეთ, რაც ძალიან მახარებს. თუ წავაგებდით, ასეთ ემოციებს არ განვიცდიდი. ახლა ნიუ-იორკში ჩავალთ, სადაც მზადებას ამავე შემართებით გავაგრძელებთ“, – განაცხადა დერიკმა.

როუზის თამაშთან დაკავშირებით „ჩიკაგო ბულზის“ მთავარმა მწვრთნელმა ტომ ტიბოდომაც ისაუბრა.

„სასიამოვნოა, რომ დერიკი კვლავ თამაშობს. მისი თამაშით კმაყოფილი დავრჩი“, – აღნიშნა „ხარების“ დამრიგებელმა.

დერიკ როუზი: „ჩიკაგოს“ ლიგის მოგება შეუძლია“

„ჩიკაგო ბულზის“ უკანახაზელი დერიკ როუზი მიმდინარე ზაფხულს თავისი გუნდის მომზადებით კმაყოფილია. მისი აზრით, ახალ სეზონში „ხარებს“ ლიგის მოგებსითვის ბრძოლის უნარი ექნებათ.

„ვფიქრობ, ჩვენი გუნდი ფავორიტებს შორის უნდა იყოს. ჩვენ შეთამაშებულები ვართ და ვიცით, რა გავაკეთოთ მოედანზე. ყველას საერთო მიზანი გვაქვს. თუ მოთამაშეებს ინდივიდუალურად შევაფასებთ, მაშინ, გეტყვით, რომ ამ ზაფხულს ყოველი ჩვენგანი ცალკეც ბევრს მუშაობდა.

დაგვწყდა თუ არა გული, რომ კარმელო ენტონი „ჩიკაგოში“ არ გადასულა? მითხარით, გული ვის არ დაწყდებოდა? ამავე დროს, გაცხარებული არ ვარ და მისი გადაწყვეტილების მესმის. მას ძალიან გაუჭირდა. საჭირო იყო ოჯახზე და ფინანსებზე ფიქრი. როდესაც საუბარი მილიონ დოლარებზეა, ამის უყურადღებოდ დატოვება შეუძლებელია. ასე რომ, ენტონის მხოლოდ ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ“, – განუცხადა როუზმა ESPN Chicago-ს.

დერიკ როუზი: „კარგი იქნება, თუ ჩემი კრიტიკოსები თავის სიტყვებს უკან აიღებენ“

„ჩიკაგო ბულზის“ გამთამაშებელი დერიკ როუზი, რომელმაც თითქმის ორი სეზონი გამოტოვა, მოედანზე დასაბრუნებლად და საბრძოლველად მზად არის.

„ჩემს წინაშე მიზანი დავისახე. კარგი იქნება, თუ ყველა ჩემი კრიტიკოსი საკუთარ სიტყვებს უკან აიღებენ“, – ციტირებს როუზს „SLAMonline“.

დერიკ როუზს სრული მატჩის ჩატარება შეუძლია

„ჩიკაგო ბულზის“ ლიდერი დერიკ როუზი სრულყოფილ მატჩებს თამაშობს, რის შესახებაც „Chicago Tribune“ წერს. მოთამაშეთა და დამკვირვებელთა თქმით, გამთამაშებელს თავისი ჩვეული სისწრაფე არ დაუკარგავს.

შეგახსენებთ, რომ მარცხენა მუხლის ტრავმის გამო როუზმა განვლილს სეზონში მხოლოდ ათი მატჩი ჩაატარა. 2012/13 წლების სეზონი კი, მას სრულიად გაუცდა.

ამჟამად, აშშ-ს ნაკრებთან შეკრების წინ, დერიკი ფორმის აღდგენას ცდილობს და ესპანეთში ჩასატარებელ მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას იმედოვნებს.

ფორმენი: „როუზის პროგრესი სახეზეა“

„ჩიკაგო ბულზის“ უკანახაზელის დერიკ როუზის აღდგენითი პროცესი სწორად მიმდინარეობს, რის შესახებაც „ხარების“ გენერალურმა მენეჯერმა გორ ფორმენმა განაცხადა.

„დერიკის პროგრესი სახეზეა. და ეს იმის ფონზე, რომ მას სერიოზული ტრავმა აქვს. დერიკი საკუთარ თავზე მუშაობს და ყველაფერი სწორი გზით მიდის. დარწმუნებული ვართ, რომ მოედანზე როუზი კიდევ უფრო ძლიერ კალათბურთელად დაბრუნდება“, – განაცხადა ფორმენმა.

შეგახსენებთ, რომ როუზმა მუხლის ტრავმა ნოემბერში, „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსთან“ მატჩში მიიღო.

ალექსანდრე მატევოსოვი

ტიბოდი: „როუზს სრულყოფილ ვარჯიშამდე ბევრი უკლია“

„ჩიკაგო ბულსის“ მთავარმა მწვრთნელმა ტომ ტიბოდომ გამთამაშებლის დერიკ როუზის აღდგენითი პროცესის შესახებ ისაუბრა.

„ახალი ჯერჯერობით არაფერია. თუმცა, სათქმელია, რომ ინტენსიური სირბილი მან უკვე დაიწყო. მაგრამ, სრულყოფილ ვარჯიშამდე დერიკს ბევრი უკლია.

როუზი მოტივაციას არ კარგავს, მას არც სხეულის პრობლემები აწუხებს. ეს მოთამაშე გამოჯანმრთელებაზე ფიქრობს და, ცდილობს, თანაგუნდელების გვერდში იდგეს“, – განუცხადა ტიბოდომ ESPN Chicago-ს.

ალექსანდრე მატევოსოვი

დერიკ როუზი მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშს იმედოვნებს

„ჩიკაგო ბულსის“ გამთამაშებელი დერიკ როუზი ესპანეთში ჩასატარებელი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატში მონაწილეობის მიღებას იმედოვნებს, რის შესახებაც Chicago Sun-Times-ის ჟურნალისტები წერენ.

გასული წლის ნოემბერში როუზმა მორიგი ტრავმა მიიღო, რის გამოც მიმდინარე სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს. წყაროს ინფორმაცით, გამთამაშებელი, რომელმაც უკვე მსუბუქი ვარჯიში დაიწყო, სექტემბერში ჩასატარებელი ტურნირისთვის მზად იქნება.

შეგახსენებთ, რომ როუზი იმ 28 მოთამაშეს შორის მოხვდა, რომელიც 2014-2016 წლების პერიოდისთვის აშშ-ს ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს.

ალექსანდრე მატევოსოვი