დიეგო კოშტამ და არდამ საერთო ჯგუფში ივარჯიშეს

მადრიდის “ატლეტიკოს” ტრავმირებულმა ფეხბურთელებმა დიეგო კოშტამ და არდა თურანმა გუნდთან ერთაად, საერთო ჯგუფში ივარჯიშეს.

შეგახსენებთ, რომ სამედიცინო შემოწმების შემდეგ არდას მცირე ტრავმა დაუდგინეს, ხოლო კოშტას მდგომარეობა გაცილებით უფრო მძიმე იყო. მიუხედავად ამისა, სავარაუდოდ, ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში თამაშს ორივე ფეხბურთელი მოახერხებს.

როგორც ჩანს, კოშტას ბელგრადში ვიზიტს უშედეგოდ არ ჩაუვლია.

დიეგო კოშტას ფინალში თამაშის შანსი აქვს

“ატლეტიკოს” ფორვარდი დიეგო კოშტა ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე ტრავმის მოშუშებას ცდილობს.

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონასთან” საჩემპიონო მატჩის პირველ ტაიმში ფეხბურთელი დაშავდა და ექიმების ცნობით ლიგის ფინალური მატჩის გამოტოვება მოუწევდა, თუმცა “ატლეტიკოს” ბანაკში კოშტას დაბრუნების მცირე იმედი გაჩნდა.

Mundo Deportivo – ს ცნობით, კოშტა ბელგრადში, ცნობილ ექიმ მარიანა კოვაჩევიჩთან გაემგზავრება, რომელიც ტრავმებს სპეციალური პროგრამით მკურნალობს.

კოვაჩევიჩთან ტრავმებს სტანკოვიჩი, ვან პერსი, ლამპარდი და კოვაჩევიჩი ხშირად მკურნალობდნენ.

დიეგო კოშტამ მოედნიდან გასვლის შემდეგ იტირა

17 მაისს, ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში, “ბარსელონასა” და “ატლეტიკოს” შორის გამართულ მატჩში (1:1), დიეგო კოშტამ ტრავმა მიიღო, რის გამოც მოედანი მე-16 წუთზე დატოვა.

დიეგო კოშტა სისოკოს წინააღმდეგ

4 მაისს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში, “ლევანტესა” და “ატლეტიკოს” შორის გამართულ მატჩში, დიეგო კოშტასა და მომო სისოკოს შორის სიტუაცია დაიძაბა.

ფილიპე ლუისის ბრწყინვალე პასი დიეგო კოშტას

18 აპრილს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში, “ატლეტიკოსა” და “ელჩეს” შორის გამართულ მატჩში (2:0), ფილიპე ლუისმა თანაგუნდელ დიეგო კოშტას ბრწყინვალე პასი გაუკეთა.

დიეგო კოშტას ტრამვა სერიოზული არ აღმოჩნდა (ვიდეო)

გუშინ პრიმერა დივიზიონის 33-ე ტურის შეხვედრაში ერთმანეთს ,,ხეტაფე” და ,,ატლეტიკო” დაუპირისპირდნენ (0-2). მატჩის 84-ე წუთზე კოშტა გოლის გატანის დროს ძალიან წლიერად დაეჯახა ძელს და მუხლი გაეჭრა. ერთი შეხედვით დაზიანება ძალიან რთული უნდა ყოფილიყო, მაგრამ ასე არ გამოდგა.

,,ატლეტიკოს” ექიმებმა პირველადი შემოწმებით დაადგინეს, რომ ძვალი დაზიანებული არ არის მხოლოდ ოდნავაა გაჭრილი.

,,ატლეტიკოს” ოფიციალური Twitter-ი წერს: ,,საბედნიეროდ დიეგო კოშტას ტრამვა ძლიერი არ აღმოჩნდა. სავარაუდოდ იგი მომდევნო შეხვედრებსაც ითამაშებს”.

აქვე გთავაზობთ შეჯახების ამსახველ ვიდეოს:

მარიო ბალოტელიმ დიეგო კოშტას ბურთი უხერხულ ადგილში გაარტყა

11 მარტს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, “ატლეტიკოსა” და “მილანს” შორის გამართულ მატჩში (4:1), მარიო ბალოტელის მიერ შესრულებული ჯარიმის შემდეგ, ბურთი დიეგო კოშტას უხერხულ ადგილში მოხვდა.

პეპე დიეგო კოშტას დაცინის

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, ტუ როგორ დაცინის მადრიდის “რეალის” პორტუგალიელი მცველი, პეპე მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელ დიეგო კოშტას.

ალვარო არბელოა დიეგო კოშტას წინააღმდეგ

5 თებერვალს, ესპანეთის თასზე, მადრიდის “რეალსა” და მადრიდის “ატლეტიკოს” შორის გამართულ მატჩში (3:0), “სამეფო კლუბის” მცველმა, ალვარო არბელოამ მეტოქე გუნდის თავდამსხმელ დიეგო კოშტას ფეხი ჩაარტყა.



ყველაზე ძლიერი ფეხბურთელების სიმბოლური ნაკრები

ერთ-ერთმა უცხოურმა საფეხბურთო პორტალმა ყველაზე ძლიერი ფეხბურთელების სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა, რომელსაც ჩვენ აქვე გთავაზობთ.

1. მეკარე – მანუელ ნოიერი (მიუნხენის “ბაიერნი”)

სიმაღლე: 193 სმ
წონა: 92 კგ

Neuer

2. მარჯვენა მცველი – მიკა რიჩარდსი (“მანჩესტერ სიტი”)

სიმაღლე: 180 სმ
წონა: 83 კგ

Richards

3. ცენტრალური მცველი: კრისტოფერ სამბა (მოსკოვის “დინამო”)

სიმაღლე: 193 სმ
წონა: 100 კგ

Samba

4. ცენტრალური მცველი: ნემანია ვიდიჩი (“მანჩესტერ იუნაიტედი”)

სიმაღლე: 188 სმ
წონა: 88 კგ

Vidic

5. მარცხენა მცველი: ჯორჯ ელოკობი (“ვულვერჰემპტონი”)

სიმაღლე: 175 სმ
წონა: 90 კგ

Eokobi

6. ცენტრალური ნახევარმცველი: იაია ტურე (“მანჩესტერ სიტი”)

სიმაღლე: 188 სმ
წონა: 79 კგ

yaya

7. ცენტრალური ნახევარმცველი: მაიკლ ესიენი (“ჩელსი”)

სიმაღლე: 177 სმ
წონა: 85 კგ

essien

8. ცენტრალური ნახევარმცველი: ჟულიო ბაპტისტა (“კრუზეირო”)

სიმაღლე: 185 სმ
წონა: 86 კგ

baptista

9. თავდამსხმელი: ზლატან იბრაჰიმოვიჩი (“პარი სენ-ჟერმენი”)

სიმაღლე: 195 სმ
წონა: 95 კგ

ibrahimovic

10. თავდამსხმელი: დიეგო კოშტა (მადრიდის “ატლეტიკო”)

სიმაღლე: 188 სმ
წონა: 85 კგ

costa

11. თავდამსხმელი: ადებაიო აკინფენვა (“ჯილინგემი”)

სიმაღლე: 180 სმ
წონა: 100 კგ

akinfewa

“სევილიას” ფეხბურთელმა დიეგო კოშტა ერთი დარტყმით მინდორზე დააგდო

19 იანვარს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონსი, “ატლეტიკომ” საკუთარ მოედანზე “სევილია” მიიღო და ფრედ, 1:1 ითამაშა.

აღნიშნულ შეხვედრაში კამერებმა საინტერესო კადრი დააფიქსირეს.

დიეგო კოშტას სიმულიანტობა “ვალენსიასთან” მატჩში

7 იანვარს, ესპანეთის თასზე, “ვალენსიასა” და “ატლეტიკოს” შორის გამართულ მატჩში (1:1), მადრიდელთა ფეხბურთელმა დიეგო კოშტამ ისიმულიანტა, რის გამოც ყვითელი ბარათი მიიღო.