ლოპოტეგი ადასტურებს: კოშტა იტალიელებთან გასამართ მატჩს სასტარტოდან დაიწყებს

ლონდონის “ჩელსის” თავდამსხმელი, დიეგო კოშტა ესპანეთისა და იტალიის ნაკრებებს შორის გასამართ მატჩში მონაწილეობას ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყებს. ამ ინფორმაციას “ფურია როხას” თავკაციც ადასტურებს.

“ხვალ, კოშტა მატჩს სასტარტოდან დაიწყებს. გადავწყვიტეთ, იტალიელთა წინააღმდეგ ჩვენი უძლიერესი შემადგენლობა გამოგვეყვანა.

იტალიასა და საფრანგეთს შორის გამართული მატჩისთვის დიდი ყურადღება ნამდვილად არ მიგვიქცევია, რამეთუ ეს მხოლოდ ამხანაგური შეხვედრა იყო, ამიტომაც აქიდან რაიმე დასკვნის გამოტანა შეცდომა იქნებოდა.

იტალიელები რამდენიმე წელია ერთ ფილოსოფიას მისდევენ. მათ დიდებული გუნდი ჰყავთ, ასე რომ წინ ურთულესი მატჩი გველის.”

დიეგო კოშტა: “ატლეტიკოში” დაბრუნება მინდოდა”

ლონდონის “ჩელსის” ესპანელ-ბრაზილიელმა ფორვარდმა, დიეგო კოშტამ აღიარა, რომ მას მადრიდში დაბრუნება უნდოდა, თუმცა ამ ტრანსფერს ხელი რამოდენიმე დეტალმა შეუშალა.

” კარგი იქნებოდა, “ატლეტიკოში” რომ დავბრუნებულიყავი. ამის საკმაოდ კარგი შანსიც მქონდა, თუმცა ტრანსფერს რამოდენიმე დეტალმა შეუშალა ხელი. მათი დიდი მადლობელი ვარ, განსაკუთრებით კი დიეგო სიმეონესი, რომელსაც ყოველთვის სჯერდოა ჩემი.

ყველამ იცის, თუ რა მომივიდა ინგლისში. ჩემს წინააღმდეგ იყვნენ ენა, ამინდი და საერთოდ ყველაფერი. თუმცა, ამაზე წუწუნის უფლება არ მაქვს, რადგანაც აქაურ ფანებს მე ძალიან ვუყვარვარ.”

საოცარი მსგავსება დიეგო კოშტასა და მის ძმას შორის (ფოტო)

სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო, სადაც დიეგო კოშტა მის ძმასთან და მეგობართან ერთადაა. თქვენს ყურადღებას მიიპყრობს მსგავსება, რომელიც “ჩელსის” ფეხბურთელსა და საკუთარ ძმას შორისაა. გეტყვით, რომ ეს ორი ადამიამი ტყუპები არ არიან.

20160822_153626

სიმეონე: “გამეირო ჩემი პირველი არჩევანი არ ყოფილა”

ესპანეთის უმაღლესი ჩემპიონატის გახსნითი მატჩის ჩატარებამდე, “ატლეტიკო მადრიდის” მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ აღიარა, რომ კევინ გამეიროს გადაბირებამდე “როხიბლანკო” დიეგო კოშტას დაბრუნებას ცდილობდა.

“კლუბი დიეგო კოშტას გადაბირებაზეც მუშაობდა თუმცა, ჩვენ ამ საკითხში წარმატებას ვერ მივაღწიეთ. გამეიროსთან ყოველთვის გულწრფელები ვიყავით, ყოველთვის.

როდესაც მას ტელეფონის მეშვეობით გავესაუბრე, ვუთხარი, რომ კოშტას მოყვანა გვინდოდა, ის კი მხოლოდ ალტერნატივას წარმოადგენდა. მე მას შანსი მივეცი, რომელიც მან გამოიყენა.”

სლავენ ბილიჩი: “კოშტა მანამდე უნდა გაეგდოთ მოედნიდან, სანამ გამარჯვების გოლს გაიტანდა”

“ვესტ ჰემის” მთავარმა მწვრთნელმა “ჩელსისთან”, “სტემფორდ ბრიჯზე” წაგებული მატჩის შემდეგ, მსაჯების მიმართ უკმაყოფილება გამოთქვა და აღნიშნა, რომ კოშტა მოედნიდან მანამდე უნდა გაეძევებინათ, სანამ ის გამარჯვების გოლის გატანას შეძლებდა.

“დიეგო კოშტა უკვე იყო გაფრთხილებული და როდესაც ასეთი ფეხბურთელი მეკარეზე შეტევას განახორციელებს, მან 10-დან 9 შემთხვევაში წითელი ბარათი უნდა მიიღოს.

ჩვენდა საუბედუროდ, ეს ის მეათე შემთხვევა გამოდგა. მაგრამ, მე თამაშზე საუბარი უფრო მინდა, ვიდრე დიეგო კოშტაზე.

თამაშში დაბრუნება მოვახერხეთ, კარგად ვთამაშობდით, თუმცა შემდგომ შეცდომა დავუშვით. კოშტას მოქმედებაზე უფრო მეტად ამ გოლმა გამაღიზიანა. იმედგაცრუებული ვარ.”

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (5 აგვისტო)

“მანჩესტერ სიტი” ჩორიჩს უახლოვდება

“მანჩესტერ სიტი” ზაგრების “დინამოს” ამომავალი ვარსკვლავის, ანტე ჩორიჩის გადაბირებით არის დაინტერესებული. ამ ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს.

ფერდინანდი: პოგბა “ოლდ ტრაფორდზე” ფულის გამო არ დაბრუნდება

“პოლს ვესაუბრე. მე მას ვიცნობ. პაულისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთია და არა ფული. როდესაც ის მიდიოდა, ვკითხე, თუ რატომ, მან ასე მიპასუხა – “მინდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გავხდე”. – ის სწორ გზას ადგას.”

მაჰრეზი რჩება !

მიუხედავად იმისა, რომ “ლესტერის” ალჟირელ ლიდერს, რიად მაჰრეზს “არსენალში” გადაბარგებას უწინასწარმეტყველებდნენ, თავად ფეხბურთელი კლუბის დატოვებას არ აპირებს. ამ ინფორმაციას ინგლისური კლუბის მფლობელი ვიშაი სრივადჰანაპრაბჰა გვატყობინებს სოციალური ქსელის მეშვეობით

– “შენ გაყიდვას არ ვაპირებ!”
– “კარგი ბოსს”.

ბილიჩი ხუთ ახალ ფეხბურთელს ელის

“ოლიმპიურ სტადიონზე” გამართული პირველი მატჩის შემდეგ, “ჩაქუჩების” მთავარმა მწვრთნელმა, სლავენ ბილიჩმა აღიარა, რომ კლუბში კიდევ 5 ახალწვეულს ელის: “ამ დროისთვის, კლუბი საკმარისად ძლიერი არ არის. მომავალში მინიმუმ 5 ტრანსფერის განხორციელებას ველი”.

“ნაპოლიმ” ზელინსკი დაიმატა

“ნაპოლიმ” პოლონელი ფეხბურთელის, პიოტრ ზელინსკის ტრანსფერი ოფიციალურად გამოაცხადა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “უდინეზემ” პიოტრის სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო მიიღო.

“ატლეტიკომ” კოშტას ტრანსფერი გამორიცხა

თურმე, კოშტას სატრანსფერო საგა სინამდვილეში “საგა არასდროს ყოფილა”. “ატლეტიკოს” პრეზიდენტმა, ენრიკე სერეზომ ყველასათვის ნათელი გახადა ის ფაქტი, რომ დიეგო კოშტა “ვისენტე კალდერონზე” არ დაბრუნდებოდა.

იკარდის აგენტი ლონდონშია !

Calciomercato-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მაურო იკარდის მეუღლე და მისი აგენტი ლონდონში გაფრინდნენ, რათა “არსენალის” ხელმძღვანელობასთან ეწარმოებინათ მოლაპარაკებები. შეგახსენებთ, რომ ერიკ ტოჰირი არგენტინელის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს ითხოვს.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (30 ივლისი)

კევინ გაიმეირო “ატლეტიკოს” ფეხბურთელია

“ატლეტიკომ” და “სევილიამ” კევინ გამეიროსთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. 29 წლის ფეხბურთელი რამდენიმე საათში მადრიდულ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის, შემდეგ კი 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს – ამ ინფორმაციას “ატლეტიკოს” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს.

“ბარსელონა” მანჯუკიჩზე გადაერთო

მას შემდეგ, რაც კატალონიური გრანდის სამიზნე, კევინ გამეირო “ატლეტიკოში” გადავიდა, “ბარსელონას” ხელმძღვანელები მარიო მანჯუკიჩზე გადაერთნენ. სავარაუდოდ, მანჯუკიჩს შემტევი ტრიოს, MSN-ის უკან მოუწევს თამაში.

“სევილიამ” ვიეტო არენდით აიყვანა

ესპანურმა “სევილიამ” “როხიბლანკოსთან” ლუსიანო ვიეტოს ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია – ვიეტო ანდალუსიელთა რიგებში არენდის წესით, ერთი სეზონის მანძილზე ითამაშებს.

პოგბა “მანჩესტერში”? სატრანსფერო საგა დასასრულს უახლოვდება…

18 წლის ჯონათან პერკინსის ფოტოზე ნათლად ჩანს, თუ როგორ აწერს ხელს პოლ პოგბა “მანჩესტერ იუნაიტედის” 6-ნომრიან მაისურს, რომელზეც მისივე სახელი არის დაწერილი.

Untitled-1

ლორენტე “სუონსის” უახლოვდება

The Daily Mail: “სუონსის” ხელმძღვანელები ალბერტო პალოშის, ბაფეტამბი გომისისა და ედერის წასვლის შემდეგ, ახალ თავდამსხმელს ეძებენ. ბრიტანული წყაროს ცნობით, უელსური კლუბი ძალიან ახლოსაა “სევილიას” ფორვარდის, ფერნანდო ლორენტეს გადაბირებასთან.

დიეგო კოშტა შესაძლოა, რომელუ ლუკაკუმ ჩაანაცვლოს

The Sun-ის ინფორმაციით, ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელები “ევერტონთნ” რომელუ ლუკაკუს ტრანსფერის თაობაზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს. წყაროს ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ ლუკაკუ “სტემფორდ ბრიჯზე” გადავა, “ატლეტიკო მადრიდს” დიეგო კოშტას დაბრუნება 40 მილიონ ფუნტად შეეძლებათ.

ემერი “რეალის” ვარსკვლავის მიმართ ინტერესის არსებობას ადასტურებს

“პარის სენ-ჟერმენის” თავკაცი, უნაი ემერი ადასტურებს “რეალის” თავდამსხმელის, ხესეს მიმართ მისი ინტერესის არსებობას: “მე მას ძალიან კარგად ვიცნობ. ის დიდებული ფეხბურთელია.”

Mauricio_Pochettin_2793779b

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (19 ივლისი)

სიმონე ძაძა ტურინინიდან წასვლას აპირებს

სიმონე ძაძას უფრო მეტი სათამაშო დროის მიღება სურს, ვიდრე მას “იუვენტუსში” აქვს. მისმა აგენტმა დაადასტურა ინტერესი “ვოლფსბურგისთან” და აღნიშნა, რომ იტალიელი ფორვარდის გადაბირებით მხოლოდ გერმანლი კლუბი არ არის დაინტერესებული.

“სტოკს” ტურინიდან ლემინას წაყვანა სურს

“სტოკ სიტის” ხელმძღვანელები მზად არიან 15 მილიონი ევრო შესთავაზონ ტურინის “იუვენტუსს”. Goal-ის ცნობით, ლემინა, რომელმაც გასული სეზონი “მარსელში” გაატარა არენდის წესით, “ლესტერ სიტის” ყურადღების ცენტრშიც არის მოქცეული.

“ბარსელონა” გაბრიელ ბარბოსას აკვირდება

კატალონიური გრანდის დირექტორი, რობერტ ფერნანდესი “სანტოსისა” და “ატლეტიკა პონტე პრეტას” მატჩს დაესწრო. Sport-ის ინფორმაციით, “ბარსელონას” გაბრიელ ბარბოსას გადაბირება სურს, რისთვისაც ესპანეთის ჩემპიონებს დაახლოებით 18 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.

კონტე კოშტას “ატლეტიკოში” გაშვებას არ აპირებს

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ კლუბი კოშტას “ატლეტიკოში” გაშვებას არ აპირებს. “ჩემთვის, კონტა ფანტასტიკური ფეხბურთელია. ვფიქრობ, რომ ის უნდა დარჩეს.”

ddddddddddddddddddddddddddddd

ვეინალდუმს “ლივერპულში” სურს თამაში

“ნიუკასლის” ფორვარდს, ჯორჯინიო ვეინალდუმს კარიერის გაგრძელება იურგენ კლოპის “ლივერპულში” სურს. Daily Mirror-ის ცნობით, 25 წლის ვეინალდუმის სანაცვლოდ “ნიუკასლი” 25 მილიონ ფუნტს ითხოვს.

“ჩელსიმ” თვალი მარკო პაროლოს დაადგა

ლონდონის “ჩელსი” იტალიური “ლაციოს” ნახევარმცველის, მარკო პაროლოს გადაბირებას აპირებს. იტალიაში გავრცელდა ჭორები, რომ 31 წლის იტალიელის გადაბირება პირადად ანტონიო კონტეს სურს, რომელიც ახლახან გადაბარგდა “სტემფორდ ბრიჯზე”.

“რომა” შესნის შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებს

Gazzeta dello Sport-ის ცნობით, “რომას” ხელმძღვანელები ყველაფრის გაკეთებას აპირებენ, რათა კლუბი ვოიცეხ შესნიმ არ დატოვოს, რომელიც ლონდონის “არსენალის” მფლობელობაში იმყოფება.

”რეალი” ანდრე გომეშის გაფორმებასთან ახლოსაა

დიდი ალბათობით, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე ”ვალენსიას” ფეხბურთელი ანდრე გომეში კარიერას ”რეალში” გააგრძელებს. მადრიდული კლუბი პორტუგალიელის სანაცვლოდ 50 მილიონი ევროს და დამატებით, ბონუსად 10 მილიონის გადახდას აპირებს.

“მანჯუკიჩს, ბალოტელის, დიეგო კოშტასა და ზლატანს მომავალ სეზონში ჩინეთში ვიხილავთ”

“იანგსუ სუნინგის” ფიზიოთერაპისტი აღიარებს, რომ ჩინური სუპერ ლიგის კლუბები მომავალ სეზონში ძალზედ დიდი სახელების მქონე ფეხბურთელების გადაბირებას აპირებენ.

“სუნინნგს”, კომპანიას, რომელსაც კლუბი ეკუთვნის, გლობალური ამბიციები გააჩნია. ისინი “ინტერის” აქციების 20%-ის ყიდვას აპირებენ.

შემიძლია გაგანდოთ მცირე ნაწილი იმ გეგმებისა, რომელთა შესრულებასაც ზაფხულში ვაპირებთ – ჩვენ უნდა გადავიბიროთ ეს ოთხი თავდამსხმელი : ზლატან იბრაჰიმოვიჩი; დიეგო კოშტა; მარიო ბალოტელი და მარიო მანჯუკიჩი.”

აღნიშნულ ინტერვიუს Sportske Novosti ავრცელებს.

ფალკაო ლონდონურ მომავალზე: “ჩემს შანსს ველოდები”

მართლია, რადამელ ფალკაოს სათადარიგოთ სკამზე უწევს ჯდომა, თუმცა ის დანებებას არ აპირებს. მისი თქმით ის შანსს ელოდება, რომელსაც აუცილებლად გამოიყენებს.

კოლუმბიელი ფეხბურთელი Goal-ის ჟურნალისტს კიდევ რამოდენიმე საინტერესო თემაზე ესაუბრა …

მის მიერ გატანილ ყველაზე მნიშვნელოვან გოლზე

“უმნიშვნელოვანესი გოლი? რა თქმა უნდა ის, რომლის მეშვეობითაც კოლუმბიამ მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

ასევე აღსანიშნავია ევროპა ლიგის ფინალში გატანილი გოლებიც, “პორტოსთან” და “ატლეტიკოსთან” ერთად. მიყვარს მაკრატელა გოლებიც.”

მის ყველაზე ძლიერ მოწინააღმდეგეზე

“სერხიო რამოსი ყველაზე რთული მეტოქეა, რომლის წინააღმდეგაც მითამაშია. ის ძალიან ძლიერი და სრულყოფილი ფეხბურთელია.”

ტრავმებსა და ამჟამინდელ სიტუაციაზე

“ორი თვის მანძიზლე გუნდთან ერთად ვვარჯიშობდი და თავს მშვენივრად ვგრძნობ. ეხლა კი სათამაშო დრო მესაჭიროება. ბოლო თვეებმა ისე ვერ გაიარა, როგორც მინდოდა, თუმცა მომავალში შანსს აუცილებლად გამოვიყენებ.”

ლონდონურ ცხოვრებაზე

“უფრო ხშირად იმ ადამიანებს ვესაუბრები, რომლებმაც ესპანური და პორტუგალიური იციან. პედრო, ცესკი, ასპილიკუეტა. ინგლისურ ენასთან თანდათანობით ვმეგობრდები.

ლონდონი გასაოცარი ქალაქია, აქ მრავლად არის გართობის საშუალებები. ჩემი ოჯახი აქ თავს ბედნიერად გრძნობს.”

დიეგო კოშტასა და სიმეონეზე

“დიეგო კოშტა არის ფეხბურთელი, რომელიც ფეხბურთით ცხოვრობს. ჩვენ “ატლეტიკოში” ყოფნისასაც კარგი მომენტები ურთიერთობა გვქონდა.

სიმეონე კი მას “რივერ პლეიტიდან” იცნობდა. სწორედ მან მიიყვანა “ატლეტიკო” იმ დონემდე, რომელზეც ეხლა იმყოფება.”

მარტინესი დიეგო კოშტას ეპიზოდზე: ” ბერიმ მითხრა ისეთი არაფერი მომხდარაო”

“ევერტონის” მთავარი მწვრთნელი, რობერტო მარტინესი იმ ეპიზოდს გამოეხმაურა, რის შემდეგაც მატჩის არბიტრმა დიეგო კოშტას მოედანი დაატოვებინა.

გამეორებამ აჩვენა, რომ არის ალბათობა იმისა, დიეგო კოშტას გარეთ ბერისთვის ეკბინა. რასაც დიდი ალბათობით მკაცრი სანქციები მოჰყვება. თუმცა ბერის თქმით მსგავსი არაფერი ყოფილა.

“გარეთ ბერიმ მითხრა, რომ არაფერი მომხდარა. მითხრა: “სანერვიულო აქ არაფერია. უბრალოდ იმედგაცრუებული ვარ იმით, რომ ყვითელი ბარათი მეორედ მივიღე.” – განაცხადა “კამფეტების” თავკაცმა.

აღსანიშნავია ისიც, რომ კოშტას გაგდებიდან რამოდენიმე წუთში მოედანი ბერისაც დაატოვებინეს, რომელმაც ფაბრეგასთან იუხეშა და მეორე ყვითელი ბარათი მიიღო.

რა გაუკეთა დიეგო კოშტამ მსაჯს “ევერტონთან” მატჩში (ვიდეო)

12 მარტს, ინგლისის ასოციაციის თასზე, “ევერტონმა” საკუთარ მოედანზე “ჩელსი” მიიღო და ანგარიშით 2:0 გაიმარჯვა. მატჩის 84-ე წუთზე დიეგო კოშტამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა. “ჩელსის” თავდამსხმელმა პირველად გაფრთხილება მე-11 წუთზე მიიღო, გაბრაზებულმა კი მსაჯს ფეხებზე დაანერწყვა.