დიეგო კოშტა “ევერტონთან” მატჩში მოედნიდან გააძევეს (ვიდეო)

12 მარტს, ინგლისის ასოციაციის თასზე, “ევერტონსა” და “ჩელსის” შორის გამართულ მატჩში, 84-ე წუთზე დიეგო კოშტამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება მოუხდა.

კოშტას აკადემიის ფეხბურთელმა ვარჯიშზე ცხვირი გაუტეხა

ხვალ, “ნიუკასლთან” გასამართ მატჩში დიეგო კოშტას ნიღბის მორგება მოუწევს, რისი მიზეზიც ლონდონელთა აკადემიის ფეხბურთელი გახლავთ, რომელმაც კოშტას ცხვირი გაუტეხა.

კლუბის ცნობით ეს შემთხვევითი ინციდენტი იყო. შედეგად ის “ჩელსის” მესამე ფეხბურთელი იქნება, რომელსაც ნიღბის ტარება მოუწევს ( ცეზარ ასპილიკუეტასთან და ნემანია მატიჩთან ერთად).

“ჩელსის” თავკაცმა განაცხადა: “კოშტამ ვარჯიშზე ცხვირი გაიტეხა. ეს აკადემიის ერთ-ერთ ფეხბურთელთან შეჯახებისას მოხდა. ზოროს გუნდი ვართ: ასპი, მატიჩი ახლა კიდევ კოშტაც დაემატა მათ სიას.”

 

Daily Mirror: “ჩელსის” მთავარი სამიზნე გონსალო იგუაინი იქნება

ინგლისურ, გავლენიან გამოცემა Daily Mirror-ს თუ დავუჯერებთ, მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე ლონდონელლთა მთავარი სამიზნე გონსალო იგუაინი იქნება.

წყაროს ცნობით, “ჩელსის” არგენტინელი ფეხბურთელის შეძენა იანვარშიც სურდა, თუმცა ფეხბურთელმა უარი განაცხადა, რამეთუ მას “არისტოკრატთა” ძირითადში მოხვედრის გარანტია არ ჰქონდა.

იმ შემთხვევაში, თუ მადრიდის “ატლეტიკო”, რომელიც სერიოზულად ინტერესდება დიეგო კოშტას დაბრუნებით, თავის საწადელს აიხდენს, მაშინ ამ ტრანსფერის განხორციელებას ხელს არაფერი შეუშლის.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ “ჩელსის” კიდევ ერთი თავდამსხმელი, ლოიკ რემია ახლოს კლუბის დატოვებასთან.

“ატლეტიკოს” პრეზიდენტმა კოშტასადმი ინტერესი დაადასტურა

მადრიდის “ატლეტიკოს” პრეზიდენტმა ენრიკე სერეზომ დაადასტურა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, “როხიბლანკო” ზაფხულში მაქსიმალურად ეცდება დიეგო კოშტას დაბრუნებას.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი “ჩელსის” 2014 წლის ივლისში, 32 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეუერთდა.

“ჩვენს ყოფილ ფეხბურთელებთან შესანიშნავი ურთიერთობები გვაკავშირებს. დიეგო კოშტა დიდებული მოთამაშეა. 

ყველაფერს გავაკეთებთ, რათა კოშტა “ვისენტე კალდერონზე” დავაბრუნოთ, თუმცა ეს თავად ფეხბურთელის გადასაწყვეტია.”

მარტინესის ტრანსფერისგან მიღებული თანხით “ატლეტიკო” კოშტას შეიძენს

ესპანურ, პოპულარულ გამოცემა Marca-ს თუ დავუჯერებთ, მადრიდის “ატლეტიკო” ზაფხულში დიეგო კოშტას დაბრუნებას შეეცდება.

როგორც იცით, მადრიდულ კლუბს უკვე გააჩნია საკმარისი თანხა კოშტას ტრანსფერისთვის, რაც ჯექსონის ჩინურ კლუბში გაშვებით მოიპოვეს (საუბარია 42 მილიონ ევროზე). ამით კლუბმა 7 მილიონი მოიგო, რამეთუ მარტინესის სანაცვლოდ ესპანელებმა 35 მილიონი გადაუხადეს “პორტოს”.

ასე რომ, მადრიდული გრანდის ხელმძღვანელობას საკმაოდ კარგი შესაძლებლობა აქვს აასრულოს დიეგო სიმეონეს თხოვნა – დაიბრუნოს ბრაზილიელი ფორვარდი.

ვენგერი: “მერტესაკერი მოედნიდან დიეგო კოშტამ გააძევა”

ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა “ჩელსისთან” გამართული შეხვედრის შემდეგ დიეგო კოშტაზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ 24 იანვარს გამართულ მატჩში მე-18 წუთზე პერ მერტესაკერმა წითელი ბარათი კოშტასთან ორთაბრძოლის დროს მიიღო.

“მერტესაკერი მოედნიდან დიეგო კოშტამ გააძევა – ვერ ვიტყვით, რომ ეს მართალი არ არის. მან ჩვენთან გამართულ ორ შეხვედრაში მსაჯს ორი ფეხბურთელი გააძევებინა… ის ჭკვიანია.

იყო თუ არა წესების დარღვევა? ვიდეოს ვნახავ და ამ ეპიზოდს შემდეგ შევაფასებს. დიეგო კოშტასთან პრეტენზიები არ მაქვს”, – ციტირებს ვენგერის სიტყვებს Goal.Com-ი.

რა გააკეთა დიეგო კოშტამ “ევერტონთან” გამართულ მატჩში (ვიდეო)

16 იანვარს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, ლონდონის “ჩელსიმ” საკუთარ მოედანზე “ევერტონი” მიიღო და ფრედ 3:3 ითამაშა.

მატჩის 77-ე წუთზე, “ჩელსის” თავდამსხმელმა დიეგო კოშტამ მოედნის ფარგლებს გარეთ მცირე დაზიანება მიიღო, თუმცა იმისათვის, რომ თამაში შეჩერებულიყო, ის მოედანზე დაბრუნდა.

ოსკარი: “დიეგო კოშტა ჩემი საუკეთესო მეგობარია”

ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველი ოსკარი სოციალურ ქსელ Twitter-ში პოსტს აქვეყნებს, რომელიც რამდენიმე საათის წინ გავრცელებულ ინფორმაციას ეხება.

ინგლისურ პრესაში დაიწერა, რომ დიეგო კოშტამ და ოსკარმა “ჩელსის” ვარჯიშზე ერთმანეთთან იჩხუბეს, ისინი კი თანაგუნდელებმა გააშველეს.

“ის, ვინც ამბობს, რომ მე და დიეგო კოშტამ ერთმანეთთან ვიჩხუბეთ, იტყუება. დიეგო კოშტა ჩემი საუკეთესო მეგობარია და მასთან არასოდეს მიჩხუბია”, – წერს ოსკარი.

დიეგო კოშტამ და ოსკარმა “ჩელსის” ვარჯიშზე ერთმანეთთან იჩხუბეს

7 იანვარს, ლონდონის “ჩელსის” ფეხბურთელებმა დიეგო კოშტამ და ოსკარმა ერთმანეთთან იჩხუბეს, საბოლოოდ კი, ისინი თანაგუნდელებმა გააშველეს.

Telegraph-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოსკარი დიეგო კოშტას ფეხებში უხეშად ჩაუვარდა და მას ფეხი მუხლში ჩაარტყა, ამან კი თავდამსხმელი გააბრაზა.

შეგახსენებთ, რომ “ჩელსი” 10 იანვარს, ასოციაციის თასზე “სკანტორპ იუნაიტედს” დაუპირისპირდება.

ჟოზე მოურინიომ დიეგო კოშტას საქციელზე კომენტარი გააკეთა

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ “ტოტენჰემთან” გამართულ მატჩში მომხდარ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელ შეხვედრაში დიეგო კოშტა სათადარიგოთა რიგებში იყო და მას მოედანზე შესვლა არ მოუწია. მატჩის მიმდინარეობისას კამერებმა დააფიქსირეს კადრი, სადაც ჩანს, რომ თავდამსხმელი მოურინიოს მიმართულებით სავარჯიშო მაისურს ისვრის.

“მასთან კარგი ურთირთობა მაქვვს. მას რომ ჩემთვის ზიანის მოყენება უნდოდეს, ამას ბავშვური ხერხებით არ გააკეთებდა. სათარიგოთა სკამზე ტერი, ივანოვიჩი, კეჰილი, ფაბრეგასი, პედრო და აზარიც იჯდნენ, ამიტომ ამაში განსაკუთრებული არაფერია. დიეგო, ფიზიკურად, კარგ მდგომარეობაშია და არანაირი პრობლემა არ აქვს. ის კარგი ადამიანია”, – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს BBC.

ჟოზე მოურინიომ და დიეგო კოშტამ გუშინდელ მატჩში ერთმანეთთან იჩხუბეს

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ და თავდამსხმელმა დიეგო კოშტამ გუშინ, “მაკაბისთან” გამართული მატჩის მიმდინარეობისას იჩხუბეს.

როგორც ირკვევა, პორტუგალიელ სპეციალისტს ფეხბურთელის მოძრაობა არ მოეწონა, რის გამოც მას უსაყვედურა.

“მინდოდა, მას სხვაგვარად ემოძრავა, თუმცა ის ასე არ მოქიცა. ეს მეწყინა და ჩემი ემოცია გამოვხატე. კოშტამაც მიპასუხა, თუმცა პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ, გასახდელში ვაკოცე და გულში ჩავიკარი”, – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს Sky Sports-ი.

დიეგო კოშტამ “სტოკ სიტის” ფეხბურთელს მიანიშნა, რომ სუნი ასდის (ვიდეო)

7 ნოემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “სტოკ სიტისა” და “ჩელსის” შორის გამართულ მატჩში (1:0), კამერებმა საინტერესო კადრი დააფიქსირეს.

Diego Costa telling Ryan Shawcross he stinks ????????????

Posted by Troll Football on Saturday, 7 November 2015