რა გზით ცდილობს დიეგო კოშტა ფორმის შენარჩუნებას (ვიდეო)

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, თუ როგორ ცდილობს დიეგო კოშტა ფორმის შენარჩუნებას.

როგორც იცით ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი მადრიდის “ატლეტიკოში” სატრანსფერო ფანჯრის დასრულების შემდეგ გადმოვიდა, ამიტომაც მას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დაწყებამდე თამაშის უფლება არ აქვს.

აღნიშნულდან გამომდინარე დიეგო კოშტა ფორმის შესანარჩუნებლად გუნდთან ერთად ვარჯიშის გარდა, სხვა მეთოდსაც მიმართავს. INSTAGRAM-ში გავრცელდა ვიდეო, თუ როგორ ირჯება ესპანელი ბოქსის დარბაზში.

კარაგერი: „დიეგო კოსტას მთელი სეზონი სძინავს“

„ლივერპულის“ ყოფილმა მცველმა ჯეიმი კარაგერმა „ჩელსის“ თავდამსხმელი დიეგო კოსტა გააკრიტიკა.

„ლესტერის“ პირველი გოლის შემდეგ კოსტას ერთდროულად რამდენიმე თანაგუნდელის მიმართ პრეტენზია ჰქონდა. იმაზე ცუდი არაფერი, როდესაც ფეხბურთელი, რომელიც თვითონ არაფერს აკეთებს, სხვებს ეჩხუბება. კოსტას მთელი მიმდინარე სეზონის განმავლობაში სძინავს. თუ მის ამჟამნდელ გამოსვლას შარშანდელ სეზონს შევადარებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კოსტას საერთოდ არაფერი გაუკეთებია“, – განაცხადა კარაგერმა.

დიეგო კოსტა “ატლეტიკოში” დაბრუნებას არ გამორიცხავს

ლონდონის “ჩელსის” თავდამსხმელი დიეგო კოსტა მადრიდის “ატლეტიკოში” დაბრუნებას არ გამორიცხავს. შეგახსენებთ, რომ გაესპანელებულმა ფორვარდმა ლონდონს 2014 წელს მიაშურა და პირველივე სეზონში ჩატარებულ 27 მატჩში 20 გოლი მიითვალა, თუმცა წელს გამართულ 19 შეხვედრაში მხოლოდ ოთხი ბურთი აქვს გატანილი.

“დავბრუნდები თუ არა “ატლეტიკოში”? არასდროს არ იცი, რა მოხდება მომავალში. ნახეთ, რა წარმატებულად დაბრუნდა ფილიპე ლუისი. ცხოვრება სიურპრიზებს გვიმზადებს. “ატლეტიკოსთვის” ყოველთვის ყოველივე საუკეთესოს ვისურვებ. ამ გუნდს ნებისმიერ შემთხვევაში ვუქომაგებ”, – დიეგო კოსტას კომენტარი “სქაი სპორტსმა” გამოაქვეყნა.

 

“გალათასარაის” დიეგო კოსტას იჯარით აყვანა სურს

ლონდონის “ჩელსის” თავდამსხმელმა დიეგო კოსტამ კარიერა შესაძლოა, თურქეთში გააგრძელოს. კერძოდ, 27 წლის ფეხბურთელით “გალათასარაი” დაინტერესდა. სტამბულელებს დიეგო კოსტას სეზონის ბოლომდე იჯარის წესით აყვანა სურთ.

მიმდინარე სეზონში გაესპანელებულმა ფორვარდმა 17 მატჩში ოთხი გოლი გაიტანა. წელს დიეგო კოსტას უგოლო სერიამ 10 საათს გადააჭარბა, ფეხბურთელს ლორან კოსელნისთან კონფლიქტის გამო სამმატჩიანი დისკვალიფიკაციაც ჰქონდა.

 

დიეგო კოსტამ მოურინიოს სავარჯიშო მაისური ესროლა (ვიდეო)

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო კი ამტკიცებს, რომ გუნდში არანაირი კონფლიქტი არ არსებობს, მაგრამ ინგლისის პრემიერლიგის მე-14 ტურში “ტოტენჰემ ჰოთსპურის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში (0:0) მომხდარი ფაქტი საპირისპიროზე მეტყველებს.

დღევანდელ შეხვედრაში გუნდის თავდამსხმელი დიეგო კოსტა მოურინიოზე გაბრაზდა. გაესპანელებული ფეხბურთელი სათადარიგოთა შორის დარჩა, თუმცა გარკვეული ხნის შემდეგ გახურება დაიწყო და როგორც მაშინ ჩანდა, შეცვლაზე უნდა შესულიყო, მაგრამ მოთელვის შემდეგ მოურინიომ კოსტას სათადარიგოთა სკამზე დაბრუნება მოსთხოვა. ამ მოთხოვნამ “ჩელსის” თავდამსხმელი გააღიზიანა და მოურინიოს მიმართულებით სავარჯიშო მაისური ისროლა. სათადარიგოთა სკამზე დიეგო კოსტას გვერდით ჯონ ობი მიკელი იჯდა, რომელმაც მომხდარი შეამჩნია და ჩაიღიმა.

მოურინიო: “სურს ფალკაოს თამაში? აჯობოს დიეგო კოსტას”

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ კლუბში იჯარით მოთამაშე რადამელ ფალკაოს შესახებ ისაუბრა. პორტუგალიელი სპეციალისტი აღნიშნავს, რომ კოლუმბიელ ფეხბურთელს სათანადო სათამაშო დრო არ ეძლევა იმის გამო, რომ იგი დიეგო კოსტას კონკურენციას ვერ უწევს.

“ფალკაომ დიეგო კოსტას უნდა აჯობოს. ჩვენ ერთი თავდამსხმელით ვთამაშობთ და ვიყენებთ იმ ფორვარდს, რომელიც უკეთეს ფორმაშია. ეს პირდაპირი კონკურენციაა. ჩვენთან საუკეთესოები თამაშობენ. რაც შეეხება ჭორებს იმის შესახებ, რომ ფალკაოს კლუბიდან წასვლა სურს, მე მას ყოველდღე ვესუაბრები. უცნაურია, რომ პრესამ იცის ის, რაც მე არ ვიცი”, – მოურინიოს სიტყვებს A Bola აქვეყნებს.

 

დიეგო კოსტას ძმა: “დიეგო ბავშვობიდან ემოციური იყო, წაგებას ვერ იტანდა”

ლონდონის “ჩელსის” ფორვარდ დიეგო კოსტას ძმამ, ჯაირ კოსტამ განაცხადა, რომ ფეხბურთელის ემოციურობა არ აკვირვებს. შეგახსენებთ, რომ კოსტამ ინგლისის პრემიერლიგის VI ტურში ლონდონის “არსენალის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში (2:0) ჯერ ლორან კოსელნის უთავაზა სახის არეში, შემდეგ კი გაბრიელ პაულისტასთანაც იჩხუბა.

“დიეგო კოსტას ამბავი არ მაკვირვებს. ეს მისი ცხოვრების სტილია და ამის შეცვლა რთულია. იგი ადვილად გამოდის წყობილებიდან და ჩხუბს იწყებს.

ახლო ძმები ვიყავით, მაგრამ ფეხბურთთან დაკავშირებით ყოველთვის ვჩხუბობდით. ორივენი ემოციურები ვართ და ვცდილობდით, ერთმანეთზე უკეთესები ვყოფილიყავით. მას არასდროს არ უნდოდა წაგება. როდესაც მარცხდებოდა, ძალიან ბრაზობდა და მეტოქესთან ჩხუბს იწყებდა”, – ჯაირ კოსტას კომენტარი “სანმა” გამოაქვეყნა.

 

დიეგო კოსტა: „ჩელსიდან“ წასვლის მიზეზი არ მაქვს“

„ჩელსის“ თავდამსმხელმა დიეგო კსოტამ კლუბიდან შესაძლო წასვლაზე გავრცელებული ინფორმაცია უარყო.

„მსურს თუ ა ~რა „ჩელსიდან“ წასვლა? ამ კუთხვაზე პასუხი საკმაოდ მარტივია. პირველ სეზონში, ადაპტაციის მხვრივ, ადვილი არ იყო, მაგრამ წასვლის მიზეზი არ მაქვს.

აქ ყველაფერი მომწონს, გულშემატკივრებს ვუყვარხარ და დარჩენა მსურს“, – განაცხადა კოსტამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინწინ ესპანურმა გამოცემა „მარკამ“ კოსტას „ატლეტიკოში“ შესაძლო დაბრუნების შესახებ დაწერა.

დიეგო კოსტა „ატლეტიკოში“ დაბრუნების სანაცვლოდ ხელფასის შემცირებაზე თანახმაა

„ჩელსის“ თავდამსხმელს დიეგო კოსტას ლონდონური კლუბის დატოვება და „ატლეტიკოში“ დაბრუნება სურს, რის შესახებაც ესპანური გამოცემა „მარკა“ წერს.

გაზეთის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ ფორვარდი ამისთვის ხელფასის შემცირებაზეც კი თანახმაა, მაგრამ თავად ლონდონელები, სავარაუდოდ, მის გაშვებას არ ისურვებენ.

როგორც წყარო წერს, მოთამაშეს ჟოზე მოურინიოსთან კარგი ურთიერთბა აქვს, თუმცა მას მადრიდი მოენატრა.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს „ჩელსიდან“ „ატლეტიკოში“ დაბრუნება მცველ ფილიპე ლუისსაც შეუძლია.

მოურინიო: „იმედია, კოსტა ოთხ მატჩზე მეტს არ გამოტოვებს“

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ თავდამსხმელ დიეგო კოსტას ტრავმის შესახებ ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ კოსტამ ტრავმა „სტოკ სიტისთან“ პრემიერლიგის ბოლო ტურის შეხვედრაში მიიღო.

„წინ რვა მატჩი გველის., ნორმალური იქნება, თუ დიეგო მათ შორის მხოლოდ ოთხს გამოტოვებს. სამი შეხვედრის გამოტოვების შემთხვევაში, ჩემი პროგნოზი გამართლდება. ხუთ შეხვედრაში მის გარეშე თამაში კი ძალიან ცუდი იქნება“, – განაცხადა ფეხბურთის პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

მოურინიო: „დიეგო კოსტა რამდენიმე კვირას ნამდვილად გამოტოვებს“

„სტოკ სიტისთან“ მოგებული მატჩის შემდეგ ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურნიომ დიეგო კოსტას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა. ცნობისთვის, ფორვარდს ტრავმის გამო მოედნის დატოვება უკვე შეხვედრის მე-11 წუთზე მოუწია.

„ყველაზე გამოკვლევა და სამედიცინო შემოწმება ჩავატარეთ. კოსტა ორი დღე 100%-თ მუშაობდა.

სამედიცინო შტაბი და თავად ფეხბურთელი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ 90 წუთის განმავლობაში თამაშისთვის ის მზად არ იყო, თუმცა გუნდის დახმარება მაინც შეეძლო.

სამედიცინო შტაბი, რომელიც ამბობს, რომ 2-3-კვირიანი ტრავმისგან გამოჯანმრთელებას ერთი თვე დასჭირდება, ჩემთან არ იმუშავებს.

უცნობია, კოსტა რამდენი ხნის განმავლობაში ვერ ითამაშებს. ის სახლში უნდა დაბრუნდეს და 48 საათი მოიცადოს, შემდეგ დიეგო კიდევ ერთ სამედიცინო გამოკვლევას ჩაიტარებს. რამდენიმე კვირას ის ნამდვილად გამოტოვებს. სეზონის ბოლომდე კიდევ 7-8 კვირაა და ამ პერიოდის ნახევრისთვის კოსტა მზად უნდა იყოს“, – განაცხადა ფეხბურთის პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

კოსტა: „მოურინიომ სიმშვიდის შენარჩუნება გვირჩია“

„ჩელსის“ თავდამსხმელმა დიეგო კოსტამ განაცხადა, რომ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ფეხბურთელებს მშვიდად ყოფნისკენ მოუწოდა.

„ჩვენს მწვრთნელს არაერთი ჩემპიონატი აქვს მოგებული და მან იცის, თუ როგორ იმოქმედოს ასეთ სიტუაციებში. მან გვითხრა, რომ სიმშვიდის შესანარჩუნებლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ის მართალია, რადგან ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული.

ვიცით, რომ პრემიერლიგა რთულია. ამიტომაც, აუცილებლად უნდა მოვუმატოთ. ტიტული ჩვენს ხელშია და მისი მოგების შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლება“, – ციტირებს კოსკოსტა:ტას „დეილი მირორი“.

იხილეთ ინგლისის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილი