“რუსთავმა” “დილას” სძლია

დღეს, გორში რუსთავის “რუსთავი” ადგილობრივ “დილას” ესტუმრა და ამხანაგური შეხვედრა გამართა…

მატჩი სტუმრების უპირატესობით დაიწყო. ბურთს, ძირითადად, ისინი ფლობდნენ. ლოგიკურია, რომ ანგარიში “პირველ ლიგაში” მოასპარეზე გუნდმა გახსნა. თავის გამოჩენა ჩიკვაიძემ შეძლო. შესვენებამდე კიდევ ერთხელ გორელების კარი გიგაურმა აიღო.

მეორე ტაიმში “დილას” გააქტიურება იყო მოსალოდნელი. თუმცა, რუსთაველთა მხრიდან კილასონიამ ზუსტად შეასრულა საჯარიმო და საბოლოო ანგარიში 0:3 დააფიქსირა.

 

რატომ გაჩნდა “დილას” სტადიონის მინდორზე სოკო (ვიდეო)

როგორც გუშინ გამცნეთ, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის სტადიონის მინდორზე სოკოები ამოვიდა. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი “დილას” ადმინისტრაციას დაუკავშირდა და ფაქტზე კომენტარის გაკეთება სთხოვა. როგორც მოედნის მომვლელი გიორგი მაისურაძე ამბობს, საგანგაშო არაფერია, პირიქით, სოკოების გაჩენა იმის მანიშნებელია, რომ მინდორი ჯანსაღი და სასუქებითაა გაჯერებული.

“გარდა ამისა, სტადიონი გადაიტვირთული იყო და რამდენიმე დღე დავასვენეთ. ვრწყავთ დღეში ორჯერ. სოკო, საერთოდ, ნოყიერ ნიადაგზე ჩნდება. სინესტემ, მზემ და მინდვრის დასვენებამ ბაქტერიების მყისიერად გაცოცხლება გამოიწვია და სოკოების სახით გამოჩნდა. დღეს უკვე მოვლილია ბალახი და ვემზადებით სავარჯიშოდ”, – ციტირებს გიორგი მაისურაძის სიტყვებს qartli.ge.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

გორის “დილა” თერთმეტმეტრიანების სერიაში დამარცხდა და “ევროპის ლიგას” გამოეთიშა

დღეს გაიმართა “ევროპის ლიგის” საკვალიფიკაციო ეტაპის რამდენიმე შეხვედრა. თავისი თამაში ჩაატარა გორის “დილამ,” რომელიც სომხურ “შირაქს” დაუპირისპირდა გასვლაზე. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ზოგადად, შეხვედრა არ გამოირჩეოდა მომენტების სიმრავლით. გამომდინარე იქედან, რომ “შირაქს” პირველი მატჩი სტუმრად მინიმალური ანგარიშით ჰქონდა წაგებული, მას მინიმუმ ერთი გოლი მაინც სჭირდებოდა. მეორე ტაიმის მიწურულს სომხური გააქტიურდა და მთელი ძალებით შეუტია. ამან შედეგი გამოიღო. 83-ე წუთზე ბიჩახჩიანმა აიღო გორელთა კარი.

შეხვედრაში დამატებითი ტაიმები დააინიშნა. დამღლელი 90 წუთის შემდეგ, გუნდებს რამე განსაკუთრებულის შექმნა გაუჭურდათ დამატებით 30 წუთში. საბოლოოდ, გამარჯვებული თერთმეტმეტრიანების სერიაში გამოვლინდა. საბოლოოდ, გორელებმა 4-1 წააგეს პენალტების სერიაში.

“დილამ“ „დინამოს“ სეზონში მეორედ მოუგო

„დინამო არენაზე“ უმაღლესი ლიგის პირველ და მეორეადგილოსან „დინამოსა“ და „დილას“ შორის 21-ე ტურის ცენტრალური მატჩი, გორელთა გამარჯვებით , 1:0 დასრულდა. პირველ წრეში ამ გუნდების შეხვედრაში ასევე „დილამ“, ანგარიშით 2:0 გაიმარჯვა.

ამჯერად ერთადერთი გოლი 22-ე წუთზე თაიმურაზ ღონღაძემ გაიტანა.

ამ გამარჯვებით „დილამ“ 44 ქულა დააგროვა და ამჟამად „დინამოს“ 11 ქულით ჩამორჩება.

შემდეგ ტურში უჩა სოსიაშვილის გუნდი „სამტრედიას“ უმასპინძლებს, თბილისელები კი ბათუმის „დინამოელებთან“ ჩავლენ.

„დინამო“ – „დილა“ 0:1
გოლი: ღონღაძე 22′
გაფრთხილებები: რენე ფერეირა 53′ – ფალავანდიშვილი 37′

„ცხინვალი“ „დილასთან“ მოსამზადებელ მატჩში დამარცხდა

დღეს, სფფ-ს ტექნიკურ ცენტრ ბასაზე, „ცხინვალმა“ და გორის „დილამ“ საკონტროლო მატჩი ითამაშეს, რომელიც გორელთა გამარჯვებით 0:1 დასრულდა. ერთადერთი გოლი მეკარე ნადირაძის კარში შეხვედრის 26-ე წუთზე გიორგი ერისთავმა გამოიტანა, რომელმაც თავი ზუსტად შესრულებული პენალტით გამოიჩინა.

შეგახსენებთ, რომ უმაღლესი ლიგის მეორე წრეს, რომელიც სტარტს 19 თებერვალს აიღებს, გორის „დილა“ ფოთის „კოლხეთთან“ გასვლით მატჩით დაიწყებს, „ცხინვალი“ კი „საბურთალოს“ შეხვდება.

ამჟამად „დილა“ და „ცხინვალი“ სატურნირო ცხრილში ერთმანეთის მეზობლად იმყოფებიან – გორელები 35 ქულით მეორე ადგილზე იკავებენ და მესამე საფეხურზე მყოფ „ცხინვალს“ 3 ქულით უსწრებენ.

ათკაციანმა „დილამ“ „საბურთალოს“ მოუგო

საქართველოს უმაღლესი ლიგის მე-13 ტურის ბოლო მატჩში „საბურთალომ“ „ბენდელაზე“ გორის „დილას“ უმასპინძლა და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

ამ ტურამდე „დილა“ პირველ ადგილზე მყოფ „დინამოს“ სამი ქულით ჩამორჩებოდა, „საბურთალო“ კი 19 ქულით მე-9 იყო.

სათქმელია, რომ უკვე 34-ე წუთზე ალექსანდრე კვახაძემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და შეხვედრის დარჩენილი დროის განმავლობაში სტუმრები კაცნაკლულნი იყვნენ. ამის მიუხედავად, მოგება მათ მაინც არ გაიუჭირდათ.

ანგარიში მხოლოდ პირველი ტაიმის ბოლო წუთზე გაიხსნა – გოლი ისლამ მაშუკოვმა გაიტანა. 56-ე წუთზე „დილას“ უპირატესობა გოგიტა გოგუამ გაზარდა. 71-ე წუთზე „საბურთალოს“ კარი ნავალოვსკიმ დაამწუხრა, სამ წუთში კი სხვაობა ჯაბა დვალმა შეამცირა.

ამ გამარჯვებით „დილამ“ 31 ქულა დააგროვა და მე-2 ადგილზე დარჩა. შემდეგ ტურში სოსიაშვილის გუნდი „დილა“ მარტვილის „მერანს“ უმასპინძლებს, „საბურთალო“ კი ბათუმის „დინამოს“ ესტუმრება.

„საბურთალო“ – „დილა“ 1:3
გოლები: დვალი 75′ – მაშუკოვი 45+1′, გოგუა 56′, ნავალოვსკი 71′

„საბურთალო“: ქურდაძე, თოთაძე, მარგველაშვილი (ჩოგაძე 85′), ჩაბრაძე, ნადარაია, ხარაიშვილი, სოფრომაძე, ბიძინაშვილი (კოხრეიძე 64′), ალთუნაშვილი (დვალი 56′), საბანაძე, გოშთელიანი

„დილა“: მუჯრიშვილი, ნავალოვსკი, კვახაძე, ღონღაძე, ხურცილავა, კარკუზაშვილი, გოგუა, ფალავანდიშვილი, ერისთავი (თომაშვილი 46′), ნონიკაშვილი (მოდებაძე 84′), მაშუკოვი (გვალია 68′)

გაფრთხილებები: მარგველაშვილი 29′, ხარაიშვილი 66′, ჩაბრაძე 83′ – კვახაძე 30′, 34′, ხურცილავა 34′, გოგუა 73′

გაძევება: კვახაძე 34′

„დილა“ „ცხინვალთან“ ამხანაგურს ჩაატარებს

სანამ ეროვნული ჩემპიონატებში სანაკრებო პაუზის გამო შესვენებაა, საქართველოს უმაღლესი ლიგის კლუბები შემდეგი კვირის მატჩებისთვის ემზადებიან.

ხვალ, თენგის ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი გორის „დილა“ საკონტროლო შეხვედრას ჩაატარებს. უჩა სოსიაშვილის გუნდის მეტოქე „ცხინვალი“ იქნება. მატჩი 15:00 საათზე დაიწყება.

ცნობისთვის, უმაღლეს ლიგის 7 ტურის შემდეგ „დილა“ 16 ქულით მე-4 ადგილს იკავებს და მე-5 საფეხურზე მყოფ „ცხინვალს“ მხოლოდ ქულით სჯობნის. შემდეგ ტურში გორელები „გურიას“ უმასპინძლებენ, კახა კაჭარავას გუნდი კი „ჩიხურას“ მიიღებს.

“დილა” — “დინამო”: პოლიციის ჩარევა გახდა საჭირო

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის VI ტურში გორის “დილასა” და “დინამო თბილისს” შორის მიმდინარე მატჩში არასასიამოვნო ინციდენტი მოხდა.

შეხვედრის პირველ ნახევრში ირაკლი მოდებაძის საჯარიმო მოედანზე წაქცევისთვის თერთმეტმეტრიანი დარტყმა დაინიშნა. როგორც გორიდან ჩვენი კორესპონდენტი გადმოგვცემს, პენალტის შესრულებამდე მასპინძელი გუნდის გულშემატკივრების მხრიდან შეურაცხმყოფელი შეძახილები გაისმა, რასაც “დინამოს” ქომაგებთან შელაპარაკება მოჰყვა. სიტუაციის განსამუხტავად საქმეში სამართალდამცველები ჩაერთვნენ.

პენალტი მოდებაძემ ზუსტად შეასრულა. მეორე ნახევარში იმავე მოდებაძემ დუბლი გაიფორმა. “დილა” ანგარიშით 2:0 იგებს, მატჩის დასრულებამდე კი დაახლოებით 20 წუთი დარჩა.

 

“ზუგდიდის” ფეხბურთელმა გორის “დილას” შესანიშნავი გოლი გაუტანა (ვიდეო)

16 სექტემბერს, საქართველოს თასზე, გორის “დილამ” საკუთარ მოედანზე “ზუგდიდი” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

მატჩის 90-ე წუთზე, ზუგდიდელთა ფეხბურთელმა დიმიტრი თუთბერიძემ შესანიშნავი გოლი გაიტანა და საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუტანა.

ოთარ მარცვალაძე რენე ფერეირას წინააღმდეგ (ვიდეო)

25 აგვისტოს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, საქართველოს სუპერთასის მატჩში ერთმანეთს თბილისის “დინამო” და გორის “დილა” დაუპირისპირდნენ.

მატჩის მიმდინარეობისას, მოედანზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. ძირითადად კი, ერთმანეთთან ყველაზე ხშირად ოთარ მარცვალაძე და რენე ფერეირა კამათობდნენ.

გორის “დილამ” აჭარის ტელევიზიას 2000 ლარი მოსთხოვა

21 აგვისტოს, საქართველოს უმაღლესი ლიგის მეორე ტურში, გორის “დილა” საკუთარ მოედანზე ბათუმის “დინამოს” მიიღებს.

მატჩის ტრანსლირება აჭარის ტელევიზიას სურდა, თუმცა გუშინ ცნობილი გახდა, რომ გორის “დილამ” ამისათვის 2000 ლარი მოითხოვა, რის გადახდასაც ტელევიზია არ აპირებდა.

დღეს კი, სოციალურ ქსელ Facebook-ში, ბათუმის “დინამოს” გვერდზე დაიწერა, რომ გულშემატკივრები მატჩს პირდაპირ ეთერში მაინც იხილავენ.

cats

შეგახსენებთ, რომ მატჩი 17:00 საათზე დაიწყება.

ალექსი შევჩენკო: „მინდა, საქართველოს ჩემპიონი გავხდე“

გორის „დილამ“ ახალი სეზონისთვის ალექსი შევჩენკო კიევის „დინამოდან“ არენდით აიყვანა და არც შემცდარა, რადგან უკრაინელმა მეკარემ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

ახალგაზრდა მეკარე 1992 წლის 24 თებერვალს უკრაინის ქალაქ დნიპროპეტროვსკში დაიბადა. ის ჯერ მხოლოდ 23 წლისაა, თუმცა გორის „დილაში“ უკვე მოახერხა ორი სერიოზული თამაშის სრულფასოვნად ჩატარება.

გორის „დილას“ ოფიციალურმა ვებგვერდმა ალექსი შევჩენკოსთან ინტერვიუ ჩაწერა.

— გთხოვთ გვიამბეთ თქვენ შესახებ, სად და როგორ დაიწყეთ საფეხბურთო კარიერა?
— საფეხბურთო კარიერა ქალაქ დნიპროპეტროვსკში ს.კ. „ინტერში“ დავიწყე. 15 წლის ასაკში ზაპოროჟიას „მეტალურგთან“ გავაფორმე კონტრაქტი, ჯერ მეორე გუნდში გამოვდიოდი შემდეგ კი პირველ გუნდშიც დავიწყე თამაში.
ამის შემდეგ უკვე კიევის „დინამოში“ მოვხვდი, საიდანაც ქუთაისის „ტორპედოში“ გადავედი, ბოლოს კი თქვენთან გორის „დილაში“ წამოვედი სათამაშოდ.

— რატომ გადაწყვიტყეთ უკრაინის ჩემპიონატიდან საქართველოში გადმოსვლა?
— მე კვლავ კიევის „დინამოს“ ვეკუთვნი, მაგრამ იქ საკმაოდ მრავლად იყვნენ მეკარეები და სათამაშო პრაქტიკა ნაკლებად მქონდა. შემდეგ ქუთაისის „ტორპედომ“ შემომთავაზა კონტრაქტი და როგორც ამბობენ, იქ ცუდად არ მითამაშია. ალბათ, ამიტომაც გორის „დილა“ დაინტერესდა ჩემით და არენდით ამიყვანა.

— რას ფიქრობთ ქართველი ფეხბურთელების შესაძლებლობებსა და სათამაშო სტილზე?
— გახსნილ შემტევ ფეხბურთს თამაშობენ. თამაშს არ კეტავენ და ტექნიკური სტილის ფეხბურთელები თამაშობენ. პოტენციალი არის მოთამაშეებში და მთავარია, სწორად განვითარდნენ.

— გვერდს ვერ ავუვლით ბელგრადის „პარტიზანთან“ გამართულ ორრაუნდიან დაპირისპირებას. აქამდე თუ გქონიათ მსგავსი მასშტაბის მატჩში მონაწილეობის გამოცდილება?
— მე არ მქონია იმის შესაძლებლობა, რომ ჩემპიონთა ლიგის მატჩში მიმეღო მონაწილეობა. ეს ყველაზე პრესტიჟული ტურნირია. ძალიან დიდი ემოციები მივიღე და ძალიან მომეწონა ეს შეგრძნება. სწორედ ამიტომ ღირს ფეხბურთის თამაში.
სამწუხაროდ, გორში ძალიან ცხელოდა და ალბათ, ყველაზე მეტად სწორედ ამან შეგვიშალა ხელი თამაშის სწორად წარმართვაში.

— როგორი ატმოსფეროა გორის „დილაში“ და როგორ მიდის შენი გუნდთან ადაპტაციის პერიოდი?
— შეკრების პირველივე დღეებში ფეხბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა ადაპტაცია სწრაფად გამევლო. ირაკლი მოდებაძესთან და დათო კვირკველიასთან ერთად „ზაპოროჟიაშიც“ ვთამაშობდი და ისინიც ძალიან დამეხმარნენ. საერთო ენა სწრაფად გამოვნახე და ფეხბურთელებთან კარგი ურთიერთობა ჩამოვაყალიბე.

— გვიამბეთ „დილასთან“ მიმართებაში თქვენი გეგმების შესახებ.
— რა თქმა უნდა, მინდა, საქართველოს ჩემპიონი გავხდე და შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზეც წარმატებით ვიასპარეზო.

— რას ფიქრობთ ახალგაზრდა მწვრთნელის, უჩა სოსიაშვილის შესახებ?
— ძალიან კარგი მწვრთნელია, ფეხბურთელებიც ძალიან აფასებენ. ახალგაზრდა იმედისმომცემი ტრენერია და გარკვეული დროის შემდეგ შეიძლება, დიდ წარმატებებსაც მიაღწიოს. მე მას ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ.

— როგორ შეაფასებდით „დილა“-„პარტიზანს“ შორის გამართულ შეხვედრებს?
— პირველ რიგში, ასეთი დონის თამაშიდან ყველამ დიდი გამოცდილება მივიღეთ. ისეთი გუნდის წინააღმდეგ თამაში, როგორიც „პარტიზანია“, რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებაა. თუმცა, შედეგი რაც დაფიქსირდა, რა თქმა უნდა, მისაღები არ იყო. ვფიქრობ, საჭირო გამოცდილება მივიღეთ და მომავალში ყველაფერი სხვაგვარად იქნება.

— თქვენ უკვე იცნობთ საქართველოს ჩემპიონატს: რა პრობლემებს ხედავთ ჩემპიონატში და რის გამოსწორებას ისურვებდით?
— მე ამ თემასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, რადგან მეც ვუშვებ შეცდომებს და ეს პრობლემები ჩემი გამოსასწორებელია. მე ჩემ თავზე მაქვს სამუშაო და ამიტომ ყველამ ჩვენ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ.

— მომავალში გორის „დილასთან“ ერთად რას გეგმავთ?
— არ ვიცი, რა მოხდება, რადგან ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული. ჩემი კონტრაქტი კიევის „დინამოსთან“ არის დაკავშირებული და როგორც ისინი გადაწყვეტენ, ისე იქნება.

— და ბოლოს, საქართველოს შესახებ რას გვეტყვით. როგორ მოგწონთ ქვეყანა და რითი მოიხიბლეთ ყველაზე მეტად.
— რა პერიოდიც აქ ვიმყოფები, უკვე ძალიან ბევრი რამით მოვიხიბლე, ამიტომ მიჭირს რამის გამორჩევა. ძალიან თბილი და სტუმართმოყვარე ხალხია. საჭმელიც უბრალოდ ძალიან გემრიელია და როცა ქუთაისში ჩავედი, მაშინვე წონაში მოვიმატე, ისე მომეწონა თქვენი სამზარეულო. ალბათ, კიდევ ბევრ რამეს აღმოვაჩენ.

“დილას” პრესსამსახური