კიტეიშვილმა “დინამოსთან” გაახანგრძლივა

ეროვნული ლიგის ვიცე-ჩემპიონი თბილისის “დინამო” მომავალი სეზონისთვის განსაკუთრებულ სიახლეებს გვპირდება, გუნდს გეზი მაღალი მიზნებისკენ აქვს აღებული.

დღეს ცნობილი გახდა, რომ “დინამოსა” და ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანმა – ოთარ კიტეიშვილმა დინამოსთან კონტრაქტი წელიწადნახევრით გაახანგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისელთა პრესსამსახური ავრცელებს. დედაქალაქელთა რიგებში მომავალ სეზონი ისევ ითამაშებენ, აწ უკვე ეროვნული ლიგის საუკეთესო მცველად აღაირებული ლაშა თოთაძე და ახალგაზრდა გიორგი ზარია. “დინამო” უკვე დატოვა სამმა ლეგიონერმა: უკრაინელი გოლკიპერი – სერგეი ლიტოვჩენკო, უკრაინელი მცველი – ბოგდან მიშენკო და ნიგერიელი მცველი – მოჰამედ ალიუ.

21 წლის ნახევარმცველმა, რომელიც დედაქალაქურ გუნდში 2015 წლიდან ასპარეზობს, დასრულებულ სეზონში ლურჯ-თეთრი ფორმით 25 მატჩი ჩაატარა.

გიორგი ზარიამ “დინამოსთან” გაახანგრძლივა

ეროვნული ლიგა 1-ში 2017 წელი “დინამო” თბილისისთვის საკმაოდ უსიამოვნოდ დასრულდა, გუნდი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში პირველ ადგილს იკავებდა, ჩემპიონობა ბოლო ტურში დათმო. ამ ყოველივეს შემდეგ კი ყველა რეფორმებს ელოდა გუნდში, ფაქტია ბოლო პერიოდში “დინამო”, არც თუ ისე სტაბიული გუნდია.

დღეს ცნობილი გახდა, რომ გიორგი ზარიამ არსებული კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა და 2020 წლის ზაფხულამდე “დინამო” თბილისში იასპარეზებს. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქელთა პრესსამსახური ავრცელებს. გიორგი ზარია “დინამოს” აკადემიის აღზრდილია და უკვე მეორე სეზონია, რაც პირველ გუნდში გამოდის. შეგახსენებთ, რომ ზარიას გარდა გუნდში ასევე დარჩა ლაშა თოთაძე.

ჯერჯერობით უცნობია იმ ფეხბურთელთა ვინაობა, რომლებიც “დინამოს” დაემშვიდობებიან, მაგრამ გუნდმა უკვე დაითხოვა ლეგიონერები, ასევე დიდად სავარაუდოა, რომ გუნდს ნუკრი რევიშვილი, ლევან გეგეჭკორი და ბექა მიქელთაძეც დატოვებენ.

გიორგი თევზაძის ოპერაცია წარმატებით დასრულდა (ფოტო)

თბილისის “დინამოს” მარცხენა მცველ გიორგი თევზაძეს კოჭ-წვივზე ოპერაცია ჩაუტარდა, რომელიც კარგად დასრულდა და სულ მალე ახალგაზრდა ფეხბურთელი სარეაბილიტაციო პროცესის გავლას შეძლებს, 2-3 თვეში კი დიდი ალბათობით მინდორს დაუბრუნდება.

ოპერაცა MediClubGeorgia-ში ჩატარდა და მისი დასრულების შემდეგ თევზაძე ყოფილმა თანაგუნდელებმა, ლაზარე კუპატაძემ, ჯიმი ტაბიძემ და გურამ გოშთელიანმა მოინახულეს.

A post shared by Giorgi Tevzadze (@tevza16) on

თოთაძემ “დინამოსთან” გაახანგრძლივა

ეროვნული ლიგა 1-ის დასრულების შემდეგ ფეხბურთელთა უმეტესობას კლუბებთან ხელშეკრულების ვადა ამოეწურათ, ამიტომაც ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა საქართველოში საკმაოდ საინტერესო უნდა გამოდგეს.

დღეს ცნობილი გახდა, რომ თბილისის “დინამომ” ლაშა თოთაძესთან 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისელთა პრესსამსახური ავრცელებს და თან თოთაძის კომენტარსაც აქვეყნებს: “დინამო ჩემი მეორე სახლია. მე მოხარული ვარ, ჩვენი ურთიერთობა კვლავ გრძელდება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს ახალგაზრდა თანაგუნდელებთან ერთად წინ არაერთი გამარჯვება გველის. ჩემის მხრივ მათ ყველანაირად მხარში დავუდგები. ჩემი ოცნებაა კარიერის ბოლომდე დინამოს ვემსახურო”, – აცხადებს ლაშა თოთაძე.

ლაშა თოთაძემ მიმდინარე სეზონში “დინამოს” მაისურით 31 შეხვედრა ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. ამ მაჩვენებლით ის ეროვნულ ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო მცველია.

თბილისის “დინამომ” “დნიპრო” ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა (ვიდეო)

28 იანვარს თბილისის “დინამო” თურქულ შეკრებაზე ამხანაგურ შეხვერდაში დნიპროპეტროვსკის “დნიპროს” დაუპირისპირდა.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ანგარიში თბილისელთა შემტევმა, საბა ლობჟანიძემ მე-17 გახსნა. 25-ე წუთზე ლუნიოვმა გაათანაბრა. თუმცა, საბამ მეორე ტაიმში, 55-ე წუთზე კვლავ წინ გაიყვანა საკუთარი გუნდი. 6 წუთში კი არაბულმა ორამდე გაზრადა სხვაობა. 63-ე წუთზე ბაჩანამ საერთოდ დუბლი შეასრულა. 68-ე წუთზე ერთი გოლი დოვბიკმა გაქვითა. საბოლოოდ, ქართველებმა, ანგარიშით, 4-2 მოიგეს.

აქვე გეტყვით, რომ გროზნის შეგირდები მომდევნო მატჩს პირველ თებერვალს მაკედონიური “სილექსის” წინააღმდეგ ჩაატარებენ.

იხილეთ მატჩის ამსახველი ვიდეო

<iframe width=”600″ height=”360″ src=”https://www.youtube.com/embed/Tk1zH9tmoPo” frameborder=”0″ allowfullscreen></iframe>

გიორგი ბეგაშვილი თბილისის “დინამოში” დაბრუნდა

ცოტა ხნის წინ დადასტურდა, რომ გორის “დილას” უკვე ყოფილი მეკარე, გიორგი ბეგაშვილი თბილისის “დინამოში” გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაცია კლუბშიც დაგვიდასტურეს.

25 წლის საჩხერელი სპორტსმენი თავდაპირველად “ჩიხურაში” (2010-2011) გამოდიოდა. ამის შემდეგ იყო “გაგრა” (2011-2014), მარტვილის “მერანი” (2013-2014), “სამტრედია” (2014-2015). იმერული კლუბის შემდეგ ბეგაშვილი ერთი წლის მანძილზე თბილისის “დინამოშიც” იმყოფებოდა. ბოლოს კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, იგი “დილაში” ირიცხებოდა, სადაც არც ისე დიდი სათამაშო დრო ჰქონდა.

ივო შუშაკი: “მთავარია ორივე გუნდმა ლამაზი ფეხბურთი ითამაშოს”

“ზაგრების დინამოს” აკადემიის უფროსმა, ივო შუშაკმა, რომელიც 2002-2004 წლებში თბილისურ გრანდსაც წვრთნიდა, თბილისის “დინამოსა” და ზაგრების “დინამოს” შანსები შეაფასა, ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის წინ.

თბილისის “დინამოს” შესახებ

“საქართველოზე საუბრისას, ცრემლების შეკავებაც მიჭირს. იქ ორი ბრწყინვალე წელიწადი გავატარე, ჩვენ გავხდით ჩემპიონები, მოვიგეთ თასი, დსთ-ს თასი, ასევე დაუვიწყარია რუსეთთან გამარჯვება.

ქართველი ხალხი ძალიან თბილია, მსგავსად ხორვატებისა.

ამის შემდეგ, თბილისში კიდევ 10-ჯერ ჩავედი. ახლაც ვაპირებ ჩამოსვლას, მინდა საპასუხო შეხვედრას დავესწრო და სექტემბერშიც ჩამოვალ 19-წლამდელთა მატჩის საყურებლად.”

ემოციები წილისყრის შემდეგ

“ემოციები არც ისე სასიამოვნო იყო, რადგან ნათელი იყო ის ფაქტი, რომ გათამაშებიდან ერთ-ერთი გუნდი უნდა გამოვარდნილიყო. მე კი ორივე “დინამო” ძალიან მიყვარს.

ახლა, ზაგრებში, ჩემი კარიერის ბოლოს, როგორც აკადემიის დირექტორი, ისე ვმუშაობ.

მაინც ვფიქრობ, რომ მთავარია ორივე გუნდმა ლამაზი ფეხბურთი ითამაშოს.

ხორვატი ჟურნალისტები მეკითხებიან და ვპასუხობ, რომ ქართველები ძალიან, ძალიან ნიჭიერები არიან. ქართული ფეხბურთის ისტორია კი ძალიან მდიდარია. ქართველებს საბჭოთა ნაკრებში ყოველთვის ყავდათ არაერთი წარმომადგენელი.”

შანსები

“თამამად შემიძლია ვთქვა, რომ “დინამო ზაგრები” კარგი გუნდია, რომელიც კარგი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული.

თბილისელთა გუნდიდან ამისულაშვილს ვცნობ და ვიცი, რამდენად ტექნიკურები არიან ქართველი ფეხბურთელები.

მინდა ვთქვა, რომ ხვალ, აქ შეიძლება, მოიგოს მასპინძელმა, თუმცა, ალბათ მინიმალური ანგარიშით. მაგრამ ისიც ვიცი, რომ თბილისში სულ სხვა ატმოსფერო და თამაში იქნება გავსებული სტადიონის ფონზე. მოკლედ ასე ვიტყოდი, შანსები 55%-45%-ია ზაგრებელთა სასარგებლოდ.”

ორი “დინამოს” შეხვედრაზე არბიტრის ვინაობა გაირკვა!

შეხვედრას ზაგრებში – ბობი მადენი განსჯის

უეფას ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ შეხვედრას, რომელსაც დინამო თბილისი ზაგრებში მაქსიმირის სტადიონზე გამართავს და ადგილობრივ დინამოს დაუპირისპირდება, შოტლანდიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი მსაჯი 37 წლის- ბობი მადენი იქნება. მთავარ არბიტრს ასისტენტობას- დეივიდ მაქგიჩი და შონ კარი გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს- სტივენ მაქლინი შეასრულებს. უეფას დელეგატი, ბულგარელი ანდრეი მედინცევი იქნება, ხოლო მსაჯთა დამკვირვებელია- იოზეფ მარკოსლოვაკეთიდან.

უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც ბობი მადენმა იმსაჯა 14 მაისს, შოტლანდიის პრემიერშიფში გამართული კილმარნოკი 2:4 დანდი იუნათედია. აღნიშნულ მატჩში არბიტრმა ფეხბურთელები სამჯერ გააფრთხილა.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის ბობი მადენის მიერ განსჯილი ევრო შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

ბობი მადენი (37 წლის)

უეფა ევროპა ლიგა – 18 თამაში / 62 ყვითელი / 2 წითელი / 2 პენალტი

უეფა ჩემპიონთა ლიგა – 5 თამაში / 18 ყვითელი / 1 წითელი / 0 პენალტი

უეფა U-17 ჩემპიონატი – 2 თამაში / 4 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფა U-19 ჩემპიონატი – 2 თამაში / 8 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

უეფა U-21 ჩემპიონატი – 3 თამაში / 12 ყვითელი / 1 წითელი / 3 პენალტი

უეფა ევრო საკვალიფიკაციო – 2 თამაში / 9 ყვითელი / 2 წითელი / 2 პენალტი

ფიფა მს/ჩ საკვალიფიკაციო – 2 თამაში / 3 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

წყარო: Fcdinamo.Ge

“დინამო ზაგრებს” “დინამო თბილისთან” მატჩში სლოვენიელი ნახევარმცველი დააკლდება

ახლახან დასრულდა ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპის განმეორებითი მატჩი ზაგრებში, სადაც ერთმანეთს ხორვატული “დინამო” და მაკედონიური “ვარდარი” დაუპირისპირდნენ.

მატჩი საკმაოდ უხვგოლიანი და დაძაბული გამოდგა. საბოლოო ჯამში, “მაქსიმირზე” გამარჯვების მოპოვება “დინამო ზაგრებმა” მოახერხა (3:2) და შემდეგი ეტაპის საგზურიც მოიპოვა, სადაც ზაგრებელები თბილისელებს დაუპირისპირდებიან.

“ვარდართან” გამართულ საშინაო მატჩში მეორე ყვითელი ბარათი მიიღო მათმა სლოვენიელმა ნახევარმცველმა, პეტარ სტოიანოვიჩმა, რომელიც თბილისელებთან გასამართ პირველ მატჩს გამოტოვებს.

დიდია იმის შანსიც, რომ “ზაგრებს” მათი ლიდერი, პიაცა გამოაკლდეს, რომელიც უახლოეს მომავალში “იუვენტუსში” უნდა გადაბარგდეს.

“დინამო ზაგრები” – “ვარდარი” (პირდაპირი ტრანსლაცია)

ამ წუთებში მიმდინარეობს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი ზაგრების “დინამოსა” და მაკედონიურ “ვარდარს” შორის. ამ გუნდებს შორის გამართული პირველი მატჩი ხორვატთა გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ ამ წყვილის გამარჯვებული მომდევნო ეტაპზე თბილისურ “დინამოს” დაუპირისპირდება.

“დინამო” — “ალაშკერტი”: (“დინამოს” სასტარტო შემადგენლობა)

ზუსტად ერთი საათი დარჩა უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე “დინამო თბილისსა” და ერევნის “ალაშკერტს” შორის გასამართი პირველი მატჩის დაწყებამდე. უკვე ცნობილია “დინამოს” სასტარტო განაცხადი, რომელიც ასე გამოიყურება:

სკრიბე, ლობჟანიძე, ამისულაშვილი (კაპ.), რენე სანტოსი, შპიჩიჩი; ჭანტურიშვილი, ველევი, პარუნაშვილი, ჯიღაური; დვალიშვილი, ქვილითაია.

სათადარიგოთა შორის არიან: ლომაია, ცინცაძე, პაპუნაშვილი, კიტეიშვილი, კურიე, მიკელ ალვარო, ჭელიძე.

შეხვედრა “დინამო არენაზე”, 21:00 საათზე დაიწყება და მას სებასტიან კოლცესკუს ხელმძღვანელობით რუმინელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მატჩს პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი შემოგთავაზებთ.

ბელგრადის “პარტიზანს” გიორგი ქვილითაიას შეძენა სურს

სერბეთის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს, ბელგრადის “პარტიზანს” თბილისის “დინამოს” თავდამსხმელის, გიორგი ქვილითაიას შეძენა სურს.

როგორც Fanebi.Com-ს სერბეთიდან შეატყობინეს, “პარტიზანი” 22 წლის ქართველ ფეხბურთელს სამი თვის განმავლობაში აკვირდებოდა. ასევე, გავიგეთ, რომ სერბული კლუბი ქვილითაიაში 400 000 ევროს გადახდას აპირებს. იმ შემთხვევაში, თუ გიორგი “პარტიზანში” გადავა და შემდეგ ის სხვა რომელიმე კლუბში გაიყიდება, “დინამო” ტრანსფერში გადახდილი თანხის 20 პროცენტს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ქვილითაიმ კარიერა თბილისის “სასკოში” დაიწყო, საიდანაც 2013 წელს უნგრულ “დიორში” გადაბარგდა. ამის შემდეგ, გიორგი საქართველოში დაბრუნდა და გორის “დილას” მაისური მოირგო, თბილისის “დინამოში” კი 2015 წელს ჩაირიცხა.

ქვილითაიამ, საქართველოს უმაღლესი ლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 26 მატჩში 20 გოლის გატანა შეძლო. რამდენიმე კვირის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისით თურქული “ტრაბზონსპორიცაა” დაინტერესებული.