ხუანდე რამოსი “დნიპროს” დაემშვიდობა

ესპანელი მწვრთნელი ხუანდე რამოსი მომავალი სეზონისდან “დნიპროს” აღარ გაწვრთნის. რამოსმა ახალი კონტრაქტის გაფორმება უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო აღარ ისურვა.

ესპანელი სპეციალისტი ჯაბა კანკავას გუნდს 4 სეზონი თავკაცობდა. უკრაინის ჩემპიონატის გასულ გათამაშებაში “დნიპრო” მეორე პოზიციაზე გავიდა და მომავალი სეზონიდან ჩემპიონთა ლიგაში იასპარეზებს.

ჯაბა კანკავას თანაგუნდელის შესანიშნავი გოლი

11 მაისს, უკრაინის ჩემპიონატში, “ვორსკლასა” და “დნიპროს” შორის გამართულ მატჩში, ევგენი კონოპლიანკამ მეტოქის კარში ლამაზი გოლი გაიტანა.

ოქრიაშვილმა “ჩერნომორეცს” “დნიპროსთან” მოაგებინა

20 აპრილს, უკრაინის პრემიერ ლიგაში თორნიკე ოქრიაშვილის “ჩერნომორეცმა” საკუთარ მოედანზე ჯაბა კანკავას “დნიპრო” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში ერთადერთი გოლი, 34-ე წუთზე, მასპინძელთა გუნდის ქართველმა თავდამსხმელმა თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა.

კანკავა და ოქრიაშვილი თავიანთი გუნდების ძირითად შემადგენლობებში იყვნენ. ოქრიაშვილი 78-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო კანკავა 34-ე წუთზე.

კანკავას ტაიმი და “დნიპროს” სამი ქულა

უკრაინული პრემიერლიგის მორიგ ტურში დნიპროპეტროვსკის “დნიპრომ” დღეს ლუცკის “ვოლინს” უმასპინძლა და დიდი ანგარიშით  – 5:1 დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში სტუმრებმა პირველი ტაიმის ბოლო წუთზე გახსნეს. თავი ალესანდრო სელინმა გამოიჩინა. მეორე ნახევარში კი “დნიპრომ” გაიღვიძა და მეტოქეს ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა. აღსანიშნავია, რომ 4 გოლი მათეუსის ანგარიშზეა.

“დნიპროს” ქართველი ფეხბურთელებიდან შეხვედრაში მონაწილეობა მხოლოდ ჯაბა კანკავამ მიიღო, მაგრამ ქართველი ნახევარმცველი პირველი ტაიმიშ შემდეგ შეცვალეს.

კობახიძე და ლობჟანიძე 18-კაციან განაცხადშიც არ ყოფილან.

ჯაბა კანკავას ოლეგ გუსევის სიცოცხლის გადარჩენისთვის სპეციალური ჯილდო გადაეცა

დნეპროპეტროვსკის „დნიპროსა“ და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ჯაბა კანკავა კიევის „დინამოსთან“ მატჩის შემდეგ, რომელშიც მან ოლეგ გუსევს დაეხმარა, კიდევ ერთხელ დააფასეს.

ზაპოროჟიეს „მეტალურგთან“ უკრაინის ჩემპიონატის მორიგი მატჩის წინ დნეპროპეტროვსკელთა ქართველ ლეგიონერს უკრაინის სახელმწიფო სამსახურისგან სპეციალური პრიზი გადაეცა. აღსანიშნავია, რომ ხსენებული ჯილდო კანკავას გენერალ-ლეიტენანტმა ვიქტორ ბუტკოვსკიმ გადასცა.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, „დნიპრომ“ მეტოქე მინიმალური სხვაობით – 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი მატჩის 75-ე წუთზე სელზნიოვმა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ჯაბა კანკავამ ამ შეხვედრაში 90 წუთის განმავლობაში ითამაშა, რასაც, სამწუხაროდ უჩა ლობჟანიძეზე და ალექსანდრე კობახიძეზე ვერ ვიტყვით, რომლებიც სათადარიგოთა სკამზე დარჩნენ.

ამ გამარჯვებით „დნიპრომ“ უკრაინის ჩემპიონატში პირველი ადგილი შეინარჩუნა.

დნეპროპეტროვსკელთა შემდეგი მეტოქე „ვოლინი“ იქნება, რომელთანაც გუნდი 15 აპრილს მე-19 ტურის გადატანილ მატჩს ითამაშებს.

Jaba Kankava1

ალექსანდრე მატევოსოვი

კიევის „დინამოს“ ფანებმა კანკავას ბანერი მიუძღვნეს

დღეს, კიევის „დინამოსა“ და ხარკოვის „მეტალისტს“ შორის უკრაინის ჩემპიონატის მატჩში, „დინამოელთა“ ფანებმა საქართველოს ნაკრებისა და დნეპროპეტროვსკის „დნიპროს“ ნახევარმცველს ჯაბა კანკავას ბანერი მიუძღვნეს.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, კიეველებთან მატჩში, კანკავა „დინამოს“ ნახევარმცველ ოლეგ გუსევს დაეხმარა, რომელმაც გონება დაკარგა.

10177441_679964485375885_7064379403167255121_n

ალექსანდრე მატევოსოვი

კანკავა თვის ფეხბურთელად აღიარეს

უკრაინულ პრემიერლიგაში მარტის საუკეთესო მოთამაშე საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა გახდა. www.ua-football.com-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში “დნიპროს” ქართველმა ნახევარმცველმა ყველაზე მეტი ხმა მოაგროვა. შეგახსენებთ, რომ კიევის “დინამოსთან” კანკავამ გმირობა ჩაიდინა, როდესაც ოლეგ გუსევი სიკვდილს გადაარჩინა. გარდა ამისა, საფეხბურთო თვალსაზრისითაც ჯაბას წლევანდელი სეზონი ნამდვილად გამორჩეულია.

 

აღსანიშნავია, რომ მეორე-მესამე პოზიციები კანკავას თანაგუნდელებმა ევგენი კონოპლიანკამ და მათეუსმა დაიკავეს.

 

კანკავასა და ლობჟანიძის „დნიპრომ“ „ტავრია“ უპრობლემოდ დაამარცხა

უკრაინის ჩემპიონატის 21-ე ტურის მატჩში დნეპროპეტროვსკის „დნიპრო“, რომლის შემადგენლობაშც ორი ქართველი უჩა ლობჟანიძე და ჯაბა კანკავა გამოდიან, გასვლაზე სიმფეროპოლის „ტავრიას“ შეხვდა და ანგარიშით 0:2 დაამარცხა.

მე-9 წუთზე ანგარიში ჟულიანომ გახსნა. ორამდე სტუმართა უპირატესობა კალინიჩმა გაზარდა, რომელმაც 54-ე წუთზე დანიშნული პენალტი გამოიყენა.

რაც შეეხება ქართველ მოთამაშეებს, ჯაბა კანკავა მატჩში 32-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო უჩა ლობჟანიძეს დღეს სამწუხაროდ არ უთამაშია.

„ტევრია“ – „დნიპრო“ 0:2
გოლები: ჟულიანო 9′, კალინიჩი 54 (პენ)

„ტავრია“: პოგორელი, ნუნუ პინტუ, გრონჩაროვი, ლიუბიჩიჩი, გუმენიუკი (მატვიენკო 75′), კაიდუ, პრიჩინენკო (პრიხოდნოი 68′), პავლენკო, ნაზარენკო, კორობკა, სატრაპინსკიხ (კოშმანი 46′)

„დნიპრო“: ლაშტუვკა, მაზუხი, ფედეცკი, ჩებერიაჩკო (კანკავა 32′), როტანი, ჟულიანო, პოლიტილო, ბლიზნიჩენკო, სელეზნიოვი, მათეუსი, ზოზულია (ბრუნუ გამა 73′)

გაფრთხილებები: გუმენიუკი, ლიუბიჩიჩი, პრიხოდნოი – ჩებერიბიაჩკო

შემდეგ მატჩს დნეპროპეტროვსკელები შაბათს, 12 აპრილს, ზაპოროჟიეს „მეტალურგთან“ ჩაატარებენ.

ალექსანდრე მატევოსოვი

კიევის „დინამომ“ ჯაბა კანკავას მადლობა გადაუხადა

კიევის „დინამომ“ საქართველოს ნაკრების კაპიტნისა და „დნიპროს“ ნახევარმცველის, ჯაბა კანკავას მისამართით სამადლობელო ღია წერილი გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის ჩემპიონატის 23-ე ტურში „დნიპროსა“ და „დინამოს“ შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას  მასპინძელთა მეკარე დენის ბოიკო გამოსვლაზე მუხლით შეეჯახა კიეველთა ნახევარმცველ ოლეგ გუსევს, რომელიც უგონოდ დაეცა. უკრაინელ ფეხბურთელს კრიტიკულ სიტუაციაში პირველადი სამედიცინო დახმარება სწორედ კანკავამ აღმოუჩინა და სიკვდილსაც გადაარჩინა. (ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა)

„ძვირფასო ჯაბა! გულწრფელ მადლობას გიხდით ამ ქმედებისთვის!

ყველაზე საჭირო და საპასუხისმგებლო მომენტში თითოეული ადამიანი თავისუფალია საკუთარ მოქმედებაში.

შენ ჩვენს მეგობარს მშველელად იმ წამებში მოევლინე, როცა მას ეს სასიცოცხლოდ სჭირდებოდა! მადლობას გიხდით!

ვიცით, რომ კეთილი გული გაქვს და ჩვენი მადლიერება არ დაგამძიმებს. ჯანმრთელობასა და ბედნიერებას გისურვებთ, ჩვენო ძვირფასო „გენაცვალე!“, – ნათქვამია მიმართვაში.

კანკავა: “მე გმირი არ ვარ”

30 მარტს, უკრაინის ჩემპიონატში, “დნიპროსა” და კიევის “დინამოს” შორის გამართულ შეხვედრაში უსიამოვნო რამ მოხდა. მეკარესთან შეჯახების შემდეგ, კიეველთა ფეხბურთელმა ოლეგ გუსევმა გონება დაკარგა და როგორც შემდეგ გაირკვა, მას სიცოცხლე ქართველმა ნახევარმცველმა ჯაბა კანკავამ შეუნარჩუნა.

მატჩის დასრულების შემდეგ ეს ამბავი მთელ მსოფლიოს მოედო და ჯაბა კანკავას ბევრმა “გმირიც” კი უწოდა, მაგრამ როგორც თავად მოთამაშე ამბობს, ის ისე მოიქცა, როგორც საჭირო იყო.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ინტერვიუ მისცა XSPORT-ს, რომელსაც ჩვენ აქვე გთავაზობთ.

– მინდა, იმით დავიწყო, რომ თავს გმირად სულაც არ მივიჩნევ. მე ის გავაკეთე, რაც იმ სიტუაციაში საჭირო იყო. ვფიქრობ, ჩემს ადგილას სხვა, ნებისმიერი ფეხბურთელი ასე მოიქცეოდა. უბრალოდ, გუსევთან ყველაზე ახლოს მე ვიყავი.

– დინამიური ეპიზოდი იყო. უცებ მიხვდით თუ არა, რომ გუსევის თავს რაღაც ცუდი ხდებოდა?
– ყველაფერი კარგად დავინახე, ოლეგმა თვალები დახუჭა. მე კი მასთან ძალიან სწრაფად მივედი.

– ეპიზოდის დასრულების შემდეგ, გამოჩნდა, რომ თქვენ ტკივილს გრძნობდით. როგორ მდგომარეობაშია თქვენი ხელი და თითები?
– ჩემი ხელი და თითები კარგად არიან. ოლეგმა ცოტათი მიკბინა… თუმცა, მთავარი ისაა, რომ გუსევიც და ჩვენც კარგად ვართ.

დიტო ჭიჭინაძე

ლივერპულის სკაუტები კონოპლიანკას აკვირდებოდნენ

“ლივერპულის” სამი სკაუტი ევროპის ლიგის 1/16 ფინალურ მატჩს დაესწრნენ “დნიპროსა” და “ტოტენჰემს” შორის. იოლი მისახვედრია, რომ მათი მიზანი ევგენი კონოპლიანკაზე დაკვირვება იყო. უკრაინის ნაკრების ნახევარმცველი ლივერპულელების მთავარი სამიზნე იყო ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს. აღსანიშანვია, რომ “დნიპრომ” “ტოტენჰემს” სწორედ კონოპლიანკას გოლით მოუგო.

“კონოპლიანკამ შესანიშნავად ითამაშა. მისი მაღალი სატრანსფერო ღირებულება სრულიად გასაგებია” – წერენ ბრიტანელი ჟურნალისტები. უკრაინული პრესის ცნობით კი, კონოპლიანკა 99 პროცენტიტ უკვე “ლივერპულელია”

 

როგორ ჩაუვარდა თითქმის შემდგარი ტრანსფერი „ლივერპულს“?

როგორც ცნობილია, სატრანსფერო პერიოდის ბოლო დღე ნამდვილ სიგიჟეს ემსგავსება ხოლმე. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 24 საათით ადრე სავაჭროდ გამოსული ყველა კლუბის წარმომადგენელი გადარბენაზეა, სასწრაფო წესით ადგენენ დოკუმენტაციას და ამავე რეჟიმში აწერინებენ ხოლმე კონტრაქტზე ხელს ფეხბურთელებს.

ინგლისელები, როგორც წესი, ტრანსფერებზე ფულის დახარჯვას არც ზაფხულში ერიდებიან და არც ზამთარში. სატრანსფერო პერიოდის უკანასკნელ დღეს „ლივერპულის“ ქომაგები დნეპროპეტროვსკის „დნიპროს“ ნახევარმცველ ევგენი კონოპლიანკას დამატებას ელოდნენ, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა. გავრცელებული ინფორმაციით, 24 წლის უკრაინელმა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმებაც გაიარა და პირადი კონტრაქტის დეტალებსაც დათანხმდა. სატრანსფერო ფანჯარა უკვე იხურებოდა, ამიტომ ყველანი ჩქარობდნენ. მერსისაიდული გუნდი კონოპლიანკას სანაცვლოდ 16 მილონი ფუნტ სტერლინგს იხდიდა, მაგრამ ბოლო მომენტში „დნიპროს“ ხელმძღვანელობამ გარიგება დაბლოკა. უკრაინული კლუბის გადაწყვეტილებამ ინგლისური მხარე შოკში ჩააგდო. ჩაშლილმა ტრანსფერმა კონოპლიანკასაც დაწყვიტა გული და ბუნებრივია, „ლივერპულის“ ქომაგებსაც.

ბექა დოგრაშვილი