თბილისის „დინამოს“ ექს-თავკაცი მინსკის „დინამოში“ იმუშავებს

გუშინ მინსკის „დინამომ“ ახალი მთავარი მწვრთნელი წარადგინა.

ამიერიდან ბელორუსულ კლუბს თბილისის „დინამოს“ ყოფილი დამრიგებელი დუშან უჰრინ-უმცროსი უხელმძღვანელებს. ჩეხ სპეციალისტთან მინსკელებმა ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმეს.

შეგახსენებთ, რომ დუშან უჰრინ-უმცროსი თბილისის „დინამოს“ სათავეში 2012 წლის ზაფხულში ჩაუდგა. საქართველოში მუშაობის პერიოდში „მტკვრისპირელებთან“ ერთად მან საქართველოს ჩემპიონატი და საქართველოს თასი მოიგო. 2013 წლის მიწურულს უჰრინი სათავეში „ვიქტორია პლზენს“ ჩაუდგა, საიდანაც მიმდინარე წლის აგვისტოში გაუშვეს.

უჰრინის ბოლო მატჩი

ეროვნული ჩემპიონატის მეთხუთმეტე ტურის უკანასკნელი შეხვედრა “დინამო არენაზე” გაიმართა. თბილისის “დინამომ” ლანჩხუთის “გურიას” უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე კი, დინამოელთა დამრგიებელმა, დუსან უჰრინმა გუნდიდან წასვლაზე გააკეთა განცხადება. ჩეხი სპეციალისტი “ვიქტორია პლზენში” გააგრძელებს კარიერას.  მატჩის დასრულებისთანავე უჰრინი “გლადიატორების” ტრიბუნასთან მივიდა და ერთგულ გულშემატკივარსაც გამოემშვიდობა.

რაც შეეხება შეხვედრას. მატჩი თბილისელთა აქტიურობით დაიწყო, თუმცა ლანჩხუთელებმა შესძლეს თამაშის გათანაბრება, რამოდენიმე მომენტიც შექმნეს და ლოგიკური გოლიც გაიტანეს. 28-ე კოშკაძის ჩამოწოდებულ კუთხურს, ვილი ისიანი გამოეხმაურა და სტუმრებიც დაწინაურდნენ. ამის შემდეგ დინამოელები ცდილობდნენ გოლის გატანას. მომენტები მერებაშვილს, ვუოს და ჩისკოს ჰქონდათ, თუმცა შესვენებამდე ანგარიში არ შეცვლილა.

მეორე ნახევარში გურიამ ვეღარ გაუძლო დინამოელთა შეტევებს. 59′ წუთზე ჩისკომ ანგარიში გაათანაბრა. საგოლე გადაცემა პატრიკ ვუოს ანგარიშზეა, რომელსაცს გოლი არ გაუტანია, თუმცა საკმაოდ პროდუქტიული შეხვედრა ჩაატარა. მეორე გოლი “დინამომ” 80-ე წუთზე გაიტანა. მერებაშვილმა მცველების შეცდომით ისარგებლა და ბობღიაშვილს შორეულ კუთხეში გაუტანა.

შეხვედრაში წერტილი შეცვლაზე შემოსულმა ჯაბა დვალმა დასვა. 89-ე წუთზე შეტევაში წასულ ლანჩხუთელებს კონტრშეტევა გამოეპარათ. მეკარესთან პირისპირ გასულ პატრიკ ვუოს დარტმული ძელმა მოიგერია, გადმოვარდნილ ბურთზე ყველას მერებაშვილმა დაასწრო. გიორგიმ უკეთეს პოზიციაში მყოფ დვალს უპასა და ამ უკანასკნელსაც გოლის გატანა არ გასჭირვებია – 3:1.

დინამო 3:1 გურია

გოლები: 0:1 ისიანი 28’ ; 1:1 ჩისკო 59’ ; 2:1 მერებაშვილი 80’ ; 3:1 დვალი 90’

დინამო: ლორია, გველესიანი, ძარია (პაპუნაშვილი 64’), გლიშიჩი (მიქაბერიძე 58’), ხმალაძე, კვარაცხელია, სეთურიძე, მერებაშვილი, ჩისკო (დვალი 83’), კვირკველია, ვუო

 გურია: ბობღიაშვილი, შენგელია, ჩუენსუ, იობაშვილი, ჩიკვილაძე, ჯიშკარიანი, ჯოჯუა (გაჩეჩილაძე 46’), კილაძე, კოშკაძე, ისიანი, ჯოხაძე (ტორონჯაძე 69’)

მატჩის შემდეგ

რომან პოკორა – ლანჩხუთის გურია მატჩამდე რთულ სიტუაციაში იმყოფებოდა. ჩემს გუნდს თამაშამდე სრულფასოვანი ვარჯიშები არ ჩაუტარებია. როგორც მწვრთნელი დაფიქსირებული რეზულტატით კმაყოფილი ვერ ვიქნები. რაც შეეხება დღევანდელ დაპირისპირებას, მეტოქემ კლასისა და გამოცდილების ხარჯზე გვაჯობა, თანაც დინამოს გაცილებით უკეთესი სათადარიგოთა სკამი აქვს და ეს მათ ასპარეზობაზე აისახება კიდეც.

დუშან უჰრინი – პირველი ტაიმის შემდეგ ჩვენ ვმარცხდებოდით. ფეხბურთელები გრძელი გადაცემების შესრულებისას მრავლად უშვებდნენ შეცდომებს. დღევანდელი შეხვედრის მეორე ტაიმი კარგად დავიწყეთ და მატჩი სასურველი შედეგით დავასრულეთ. სასიამოვნოა, რომ უახლოეს მდევარს უკვე ექვსი ქულით გავუსწარით.

მწვრთნელებმა “მეტალურგი”–”დინამო” შეაფასეს

რუსთავში გამართული “მეტალურგი” 0:0 “დინამო თბილისის” დასრულების შემდეგ “ფოლადის” სტადიონის მედია დარბაზში ტრადიციული მატჩისშემდგომი პრეკონფერენცია გაიმართა.

გელა სანაია (“მეტალურგის” თავკაცი): “თამაშის მსვლელობიდან გამომდინარე, სამ ქულას ვიმსახურებდით, თუმცა შექმნილი მომენტების გოლად გარდაქმნა ვერ შევძელით. მთლიანობაში შემიძლია ვთქვა, რომ გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. ფეხბურთელები მოედანზე სწორად გადაადგილდებოდნენ და ზედმიწევნით ასრულებნდნე მატჩამდე მიღებულ დავალებას. ვფიქრობ, თუ კი ასეთივე მონდომებასა და თამაშის ხარისხს ვაჩვენებთ მომავალ შეხვედრებშიც, შედეგი აუცილებლად დადებითი იქნება”.

დუშან დუშანი (“დინამოს” თავკაცი): “რუსთავის “მეტალურგის” ბოლო შეხვედრები ნანახი გვქონდა და თავიდანვე ვიცოდით, რომ რთული თამაში გველოდებოდა, რისთვისაც მზად ვიყავით. შემიძლია ვთქვა, რომ ეს მოედანი ჩვენთვის ძალიან ცუდი არის. როდესაც უკანასკნელად ვეთამაშეთ რუსთავის “მეტალურგს” ამ სტადიონზე, ჩვენ 1:2 წავაგეთ. სიმართლე უნდა ითქვას, დღეს კარგად ვერ ვითამაშეთ. ეს ქულა, რომელიც დღევანდელ თამაშში მოვიპოვეთ, ჩვენთვის მისაღებია”.

“დინამოს” ოფიციალური ვებ-გვერდი

მწვრთნელებმა „დინამო“ – „ტორპედო“ შეაფასეს

საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეათე ტურის ცენტრალური მატჩი „დინამო არენაზე“ შედგა, სადაც გათამაშების ერთპიროვნულმა ლიდერმა „დინამო თბილისმა“ ცხრილის მეორეადგილოსან ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა. შეხვედრა დრამატულ ბრძოლაში წარიმართა და მასპინძელტა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. მატჩის შემდეგ, სტადიონის მედია დარბაზში ტრადიციული მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გაიმართა.

დუშან უჰრინი: „ჩვენთვის ძალიან რთული მატჩი გამოდგა. მსაჯმა დაპირისპირების დებიუტში კაცი გაგვიგდო და ათი კაცით გავაგრძელეთ თამაში. პირველივე წუთებიდან გუნდს ტაქტიკურად გადაწყობა სჭირდებოდა ისეთ სქემაზე, რომ გუნდს ნაყოფიერად შეეტია და დაცვაშიც რიგიანად ეთამაშა. მეორე ნახევარი არც თუ ისე ცუდად დავიწყეთ, თუმცა ბოლო ოცი წუთი ბევრად უკეთესი თამაში ვაჩვენეთ. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი თამაში ვაჩვენეთ და საჭირო შეხვედრა მოვიგეთ. შეხვედრის მიწურულს მოედანზე „დინამო“ ათი კაცით დომინირებდა, კმაყოფილი ვარ ამ მოგებით. დღევანდელი საღამო ჩვენთვის სასიამოვნო რეზულტატით დასრულდა“.

ჟერარდ სარაგოსა: „პირველ რიგში ტორპედოს გულშემატკივარს მინდა მოვუბოდიში, ვინაიდან ისეთი თამაში ვერ ვაჩვენეთ, როგორიც გვინდოდა. დღევნდელ დაპირისპირებაში არა თუ სამი ქულა, არამედ ქულის აღებაც ვერ მოვახერხეთ. სამი–ოთხი თვეა რაც ტორპედოს ვხელმძრვანელობ და მგონი, უკვე ჩამოყალიბდა ძირითადი ბირთვი. გუნდის საშუალო ასაკი 21 წელი არის და დინამოსთან ტოლ–სწორად თამაში იმის დასტურია, რომ ჩვენი დაწყებული საქმე ნაყოფიერია. პირველი სამოცი წუთი კარგად ვითამაშეთ, ბოლოს კი დინამომ გამოცდილების ხარჯზე წარმატებას მიაღწია. ახლა ყველანი სპარტაკთან შეხვედრისთვის ვიფიქრებთ“.

მატჩის რევიუსა და ვიდეომიმოხილვის სანახავად გადადით ბმულზე: ქართული „კლასიკო“ „დინამომ“ დრამატულ ბრძოლაში მოიგო

 

მწვრთნელებმა დინამო – ჩიხურა შეაფასეს

დინამო არენაზე გამართული დინამო 6:1 ჩიხურას დასრულების შემდეგ სტადიონის მედია დარბაზში ტრადიციული მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გაიმართა.

დუშან უჰრინი – პირველი გოლი ძალიან იოლად გავიტანეთ და ფეხბურთელებმა ყურადღება მოადუნეს, შედეგად ჩვენ კარში გოლი გავუშვით. მეორე ტაიმის დაწყებამდე ბიჭებს მეტი კონცენტრაციისკენ, შეტევისკენ და აქტიურობისკენ მოვუწოდე. გასახდელში მიღებული დარიგებები ფეხბურთელებმა მოედანზე თამაშში ასახეს და ანგარიშიც შესაბამისი მივიღეთ. კმაყოფილი ვარ დღევანდელი გამარჯვებით, საერთო ჯამში გუნდმა კარგად ითამაშა, ინდივიდუალურად კი გიორგი ლორიას და ირაკლი ძარიას გამოვარჩევდი. წინ მეორე ადგილზე მყოფ ქუთაისის ტორპედოსთან თამაში გველის და ამ შეხვედრისთვის ყველანი სათანადოდ მოვემზადებით.

სოსო ფრუიძე – პირველ რიგში კოლეგას მივულოცავ გამარჯვებას. დიდი ანგარიშით გვაქვს წაგებული და სალაპარაკო არც არაფერია. პირველი ნახევრის შემდეგ, ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ასეთი ანგარიში დაფიქსირდებოდა – მეორე ტაიმში მოედანზე მხოლოდ დინამო იყო. ფაქტია გუნდი გასაძლიერებელია. პირველ რიგში ჩვენი მიზანი ექვსეულში მოხვედრა არის. შემდეგ კი გაძლიერების შემთხვევაში მაღალი მიზნებზეც ვიფიქრებთ.

FCDinamo.GE

დუშან უჰრინის მატჩისშემდგომი კომენტარი

რუსთავში გამართული სიონი 1:4 დინამოს დასრულების შემდეგ, დინამო თბილისის მთავარმა მწვრთვნელმა დუშან უჰრინმა თბილისური კლუბის ოფიციალურ საიტს მცირე ინტერვიუ მისცა.

დუშან უჰრინი – შეხვედრის პირველი ტაიმი ჩვენთვის დაძაბული და რთული გამოდგა. მატჩის პირველ ნახევარში თერმთმეტმერიანი საჯარიმო გვეკუთვნოდა, თუმცა მსაჯებმა თამაშის წესების დარღვევა არ დააფიქსირეს. მეორე ტაიმში მოედანზე დინამო დიმინირებდა. ფეხბურთელები უფრო უკეთესად ათამაშდნენ, საბოლოოდ კმაყოფილი ვარ შეხვედრით. წინ სანაკრებო პაუზაა, რომელსაც შეიძლება ითქვას, რომ კარგ ხასიათზე ვხვდებით.