დიდიე დეშამის გუნდი ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა.
ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩში დიდიე დეშამმა შემადგენლობაში გარკვეულ ცვლილებებს მიმართა. სიახლე ფაქტობირვად ყველა სათამაშო რგოლს შეეხო. უცვლელი მხოლოდ მეკარის პოზიცია იყო. თავის გამოჩენის საშუალება ბაკარი სანიას, ლუკას დინ და მორგან შნეიდერლენს მიეცათ. შემადგენლობას დაუბრუნდა პოლ პოგბა. დეშამმა უახლოესი რეზერვის გამოცა სცადა.
ეკვადორელებს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად გამარჯვება სჭირდებოდათ. ფაქტობრივად გამორიცხული იყო, რომ ჰონდურასი შვეიცარიასთან ქულის აღებას მოახერხებდა. აქედან გამომდინარე, გასაკვირი იყო რუედას ფრთხილი ტაქტიკა. ეკვადორელთა დამრიგბელმა ტრადიციულ 4-4-2-ზე უარი თქვა და ფრანგებთან ერთი ფოვარდით გამოვიდა.
შეხვედრა საფრანგეთის ტერიტორიული უპირატესობით დაიწყო. აქტიური იყო ფრანგების მარცხენა ფლანგი. ეკვადორი კი კონტრშეტევაზე ცდილობდა მეტოქის დაჭერას.
ტემპი საკმაოდ მაღალი იყო, თუმცა სახიფათო მომენტებამდე საქმე იშვიათად მიდიოდა. თვალშისაცემი იყო მოედნის ცენტრში კაბაიეს არყოფნა. პირველ ტაიმში გუნდებს თითო საგოლე მომენტე ჰქონდათ. ფრანგებიდან პოგბას შეეძლო გატანა, ხოლო ეკვადორის მხირდან – ვალენსიას.
მეორე ტაიმი გაცილეფით დაძაბული უნდა ყოფილიყო. შეხვედრა გრიზმანის სახიფათო მომენტით განახლდა. მალევე ეკვადორელები ანტონიო ვალენსიას უხეში თამაშის გამო რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ და მათი მიზანიც საგრძნობლად გართულდა. ფრანგები გააქტიურდნენ, თუმცა დომინგესის კარის აღება მაინც ვერ შესძლეს და შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. საფრანგეთის ნაკრები 1/8-ფინალში ნიგერიას დაუპირისპირდება.
ეკვადორი 0-0 საფრანგეთი
გაძევება: ვალენსია 50′