იტალიის ჩემპიონატის მე-14 ტურში “ემპოლი” ნეაპოლს ესტუმრა, სადაც ადგილობრივ “ნაპოლისთან” ქულა მოიპოვა. სტუმრები მეორე ტაიმის დებიუტში ორბრთიანი სხვოაბით დაწინაურდნენ და მოგებაც შეეძლოთ, თუმცა ბენიტესის შეგირდებმა გათანაბრება მოახერხეს.
საქართველოს ნაკრების ფორვარდი, ლევან მჭედლიძე, რომელმაც რამდენიმე დღით ადრე “ჯენოას” ბრწყინვალე გოლი გაუტანა, ჩემპიონატის თამაშზე მოედანზე არ გამოჩენილა და მთელი შეხვედრის განმავლობაში სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა.