პოლ პოგბა მუნტარისა და ესიენის წინააღმდეგ (ვიდეო)

7 თებერვალს, იტალიის სერია A-ში “იუვენტუსმა” საკუთარ მოედანზე “მილანი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

როგორც ყოველთვის, ტურინელთა რიგებში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო პოლ პოგბა.

TOP 20: მადრიდის “რეალის” ყველაზე ცუდი შენაძენები

ცნობილმა საფეხბურთო ვებ-გვერდმა Goal.Com-მა მადრიდის “რეალის” ისტორიაში ოცი ყვეალზე ცუდი შენაძენი დაასახელა.

ზე რობერტო

ze-roberto

რობერტ იარნი

jarni

ალვანო ბიზარი

CALCIO

ელვინ ბალიჩი

baljic

ფლავიო კონსეიაო

conceiao

პედრო მუნიტისი

munitis

ჯონათან ვუდგეიტი

Real Madrid v Athletic Bilbao

ვალტერ სამუელი

samuel

ტომას გრავესენი

gravesen

კარლოს დიოგო

diogo

ანტონიო კასანო

Real Madrid v Atletico Madrid

როისტონ დრენტე

drente

ხავიერ სავიოლა

saviola

ემერსონი

emerson

რობინიო

robinho

ჟიულენ ფობერი

faubert

კაკა

kaka

ჰამიტ ალტინტოპი

altintop

პედრო ლეონი

pedro leon

მაიკლ ესიენი

essien

ესიენი ათი დღით იუქმებს

იტალიური “მილანის” ნახევარმცველი მაიკლ ესიენი მარჯვენა ფეხზე მიღებული დაზიანების გამო ათი დღით იუქმებს.

განელმა ფეხბურთელი 29 მარტს, “კიევოს” წინააღმდეგ გამართულ მატჩში, მოედანზე მეორე ნახევარში გამოვიდა. როგორც გაირკვა, ესიენი “ჯენოასა” და “კატანიას” წინააღმდეგ თამაშს ვერ შეძლებს.

“მილანს” სურს გაცნობოთ, რომ ესიენმა მარჯვენა ფეხზე ტრავმა მიიღო. ფეხბურთელს ათი დღით უქმობა მოუწევს”, – ვკითხულობთ “მილანის” ოფიციალურ განცხადებაში.

მუნტარი: “ესიენი “მილანს” ძალიან დიდ დახმარებას გაუწევს”

იტალიური “მილანის” ნახევარმცველი, სალი მუნტარი აცხადებს, რომ მისი თანამემამულე მაიკლ ესიენი “როსონერის” ძალიან დიდ დახმარებას გაუწევს.

შეგახსენებთ, რომ “შავ-წითლებმა” 31 წლის ესიენი რამდენიმე დღის წინ, ლონდონის “ჩელსიდან” დაიმატეს.

“დარწმუნებული ვარ, მაიკლი “მილანს” ძალიან დიდ დახმარებას გაუწევს. ის უზომოდ გამოცდილი ფეხბურთელია, რაც რა თქმა უნდა, ბევრს ნიშნავს. ესიენს უკვე 12 წელია ვიცნობ – ის ნამდვილად კარგი პიროვნებაა”, – ამბობს მუნტარი.

ესიენი: “მილანი” ჩემი ერთ-ერთი საყვარელი გუნდია

განის ნაკრების ნახევარმცველი მაიკლ ესიენი, რომელიც “მილანში” ლონდონის “ჩელსიდან” გადავიდა, აცხადებს, რომ მზად არის ახალ გუნდს უახლოეს მატჩებში დაეხმაროს.

“ვგრძნობ, რომ  მოედანზე გასასვლელად მზად ვარ. რატომ “მილანი”? ეს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი გუნდია. კლარენს ზეედორფთან საუბრის შემდეგ, გადაწყვეტილება რამოდენიმე წუტში მივიღე. “მილანში” თამაში დიდი პატივია. მოუთმენლად ველი ჩემს დებიუტს” – განაცხადა ესიენმა.

ესიენი “მილანელია”

31 წლის ნახევარმცველი მაიკლ ესიენი “მილანის” ფეხბურთელი გახდა. განელ ფეხბურთელთან იტალიურმა კლუბმა კონტრაქტი 2015 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

“მილანში” ესიენი ლონდონის “ჩელსიდან” გადავიდა, სადაც ორჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგის მოგებაც მოახერხა.
საერთო ჯამში ესიენმა “ჩელსის” შემადგენლობაში 256 მატჩი ჩაატარა და 25 გოლის გატანა მოახერხა.

ესიენმა სამედიცინო შემოწმება ჩააგდო

ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველმა მაიკლ ესიენმა “მილანში” სამედიცინო შემოწმების პირველი ეტაპი ვერ გაიარა.

იტალიური პრესის ცნობით, 31 წლის განელს მუხლის ტრავმა აღმოაჩნდა, თუმცა ფეხბურთელი მილანში რჩება და დამატებით გამოკვლევებს ჩაიტარებს.

იმ შემთხვევაში, თუ ესიენს კვლავ აღმოაჩნდება პრობელმები ის “ჩელსის” დაუბრუნდება, რომელიც მზად არის განელი უფასოდ დათმოს.

შეგახსენებთ, რომ “მილანმა” ტრანსფერის ესიენის ტრანსფერი გამო ანტონიო ნოჩერინო “ვეს ჰემში” გაუშვა.

გალიანი: “ესიენი “მილანს” კარგად მოერგება”

იტალიური “მილანის” ვიცე-პრეზიდენტი, ადრიანო გალიანი აცხადებს, რომ კლუბის ახალი შენაძენი მაიკლ ესიენი გუნდს კარგად მოერგება.

“სიმართლე გითხრათ, ესიენის თაობაზე მოლაპარაკებებს ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიურად ვმართავდით. ვფიქრობ, მაიკლი ზეედორფის ახალ ტაქტიკას კარგად მოერგება. ესიენს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში შეუძლია, რაც სასიხარულოა.

ფიზიკურადაც, ჩვენი ახალწვეული თავს მშვენივრად გრძნობს. იმედი მაქვს, ესიენი “როსონერიში” თამაშით გულშემატკივრებს გაახარებს”, – ამბობს გალიანი.

ესიენი: “მილანში” ზეედორფის გამო გადმოვედი”

იტალიური “მილანის” ახალწვეული, მაიკლ ესიენი აცხადებს, რომ ის “როსონერიში” კლარენს ზეედორფის გამო გადავიდა.

შეგახსენებთ, რომ განელმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში, “ჩელსის” შემადგენლობაში ძალიან ცოტა მატჩი ჩაატარა.

“მოუთმენლად ველი იმ დღეს, როდესაც “მილანის” შემადგენლობაში ვითამაშებ. კაკა და ბალოტელი დიდებული ფეხბურთელები არიან. “როსონერიში” კლარენს ზეედორფის გამო გადმოვედი. მასთან რამდენიმე დღის წინ ვისაუბრე. კლარენსი ძალიან კარგი პიროვნებაა და ვფიქრობ, დიდებული მწვრთნელი გახდება”, – ამბობს ესიენი.

ესიენი “მილანს” უახლოვდება

ლონდონის “ჩელსის” 31 წლის ნახევარმცველი მაიკლ ესიენი შესაძლოა “მილანში” გადავიდეს.

უცხოური პრესის ცნობით განის ნაკრების ფეხბურთელით სტამბოლის “გალათასარაიც” არის დაინტერესებული, თუმცა ფეხბურთელი მილანის ვარიანტს ანიჭებს უპირატესობას.
მიმდინარე სეზონში ესიენმა “ჩელსის” მასიურით 10 მატჩი ჩაატარა და ოთხი ყვითელი ბარათი მიიღო.

აგენტი: “შესაძლოა, იანვარში ესიენმა “ჩელსი” დატოვოს”

შესაძლოა, განელმა ფეხბურთელმა – მაიკლ ესიენმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ლონდონის “ჩელსი” დატოვოს, ამ ინფორმაციას მოთამაშის აგენტი ავრცელებს.

“შესაძლოა, მაიკლმა იანვარში “ჩელსი” დატოვოს. ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე რამდენიმე კლუბი არსებულ სიტუაციაში უკვე გარკვეულია და არ არის გამორიცხული, ყველაფერი მომდევნო 10 დღეში გადაწყდეს.

ესიენი “ჩელსის” ჩემპიონთა ლიგის განაცხადში არ ყოფილა, შესაბამისად, მას ამ ტურნირზე, სხვა კლუბის მაისურით თამაში შეუძლია”, – ამბობს ფაბიან პრივეტაუ.

სიცოცხლე „რეალის“ შემდეგ არსებობს

სიცოცხლე „რეალის“ შემდეგ არსებობს და ამას ფაქტები ადასტურებს, ამას ის ადამიანები ადასტურებენ, რომელბმაც გასულ ზაფხულს „სამეფო კლუბი“ დატოვეს: გონსალო იგუაინი, ხოსე კალეხონი და რაულ ალბიოლი – „ნაპოლიში“, მესუთ იოზილი – „არსენალში“, რიკარდო კარვალიუ – „მონაკოში“ და კაკა – „მილანში“.

იოზილი „არსენალს“ ძალიან კარგად მოერგო. ლონდონური კლუბი კარგ ფორმაშია და პრემიერლიგის სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს, რაშიც გერმანელი ფეხბურთელის წვლილი საკამოდ დიდია: 8 მატჩში 2 გოლი მიითვალა და 4 საგოლე პასი გააკეთა. გარდა ამისა, დიდ ბრიტანეთში ყველაზე კარგად სწორედ იოზილის მაისურები იყიდება.

კალეხონის, ალბიოლისა და იგუაინის „ნაპოლი“ სკუდეტოს მოპოვების ერთ-ერთ პრეტენდენტად ითვლება. არგენტინელ თავდამსხმელს „ნაპოლის“ რიგებში ჩატარებულ 14 მატჩში უკვე 8 გოლი აქვს მითვლილი. მას დიდად არც კალეხონი ჩამორჩება, რომელმაც 16 შეხვედრაში 7 გოლის გატანა შეძლო. ალბიოლი გუნდის ძირითადი შემადგენლობის წევრია. თუ ჯანმრთელადაა, ის აუცილებლად ხვდება სასტარტო განაცხადში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ესპანეთის ნაკრებში ადგილის შესანარჩუნებლად.

კაკას სახეზე ღიმილი დაუბრუნდა. ბრაზილიელი ფეხბურთელი საკმაოდ სარგებლიანად თამაშობს და ბრაზილიის მუნდიალზე მისი თამაშის შანსებიც გაიზარდა.

35 წლის რიკარდო კარვალიუს საფრანგეთის პირველი ლიგის ჯერ ერთი წუთიც არ გამოუტოვებია. ყველა მატჩში სასტარტო შემადგენლობაშია და ყველა მატჩს ბოლომდე ამთავრებს.

ერთადერთი გამონაკლისი შემთხვევა მაიკლ ესიენი გახლავთ, რომელმაც ინგლისის პრემიერლიგის არცერთ და ქვეყნის თასის მხოლოდ ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ბექა დოგრაშვილი