საფრანგეთის ნაკრები ევრობასკეტის ფინალში გავიდა

დასრულდა ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის პირველი 1/2 ფინალური შეხვედრა, რომელიც საფრანგეთის ნაკრების ოვერტაიმში მოპოვებული გამარჯვებით – 72:75 დასრულდა.

პირველი მეოთხედი ესპანელთა ოთხქულიანი გამარჯვებით დასრულდა. მეორე მეოთხედში თავისი უპირატესობა ესპანეთმა კიდევ უფრო გაზარდა და დიდი შესვენების წინ ტაბლოზე ანგარიში 34:20 დაფიქსირდა. ამის მიუხედავად, ფრანგებმა თამაშის სცენარის თავიდან ბოლომდე შეცვლა მოახერხეს. მესამე მეოთხედი მათ 15:23 მოიგეს, ხოლო ძირითადი დროის ბოლო ათ წუთში 16:22 იმარჯვეს. შედეგად, თამაშის ძირითადი დრო ანგარიშით 65:65 დასრულდა.

დამატებით დროში კი როგორც უკვე გითხარით უკეთესად საფრანგეთმა ითამაშა, რომელმაც მეტოქეს 3 ქულით აჯობა. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე საფრანგეთის ნაკრების ლიდერი ტონი პარკეტი გახდა, რომლის მონაგარმაც 32 ქულა და 5 მოხსნა შეადგინა.

ესპანეთი – საფრანგეთი 72:75 ოვერ ტაიმი (18:14, 16:6, 15:23, 16:22, 7:10)

ესპანეთი: რუბიო (2 ქ. 4 მ.), კალდერონი (4 ქ.), ფერნანდესი (17 ქ.), კლავერი (3 ქ.), გასოლი (19 ქ. 9 მ. 3 ბ. 6 დ.) – სტარტი; როდრიგესი (11 ქ. 6 მ. 9 გ.), ლიული (6 ქ.), სან ემეტერიო (5 ქ.), აგილარი (3 ქ.), რეი (2 ქ.), მუმბრუ (0)

საფრანგეთი: პარკერი (32 ქ. 5 მ. 5 დ.), ჟელაბალი (7 ქ. 5 მ.), ბატუმი (3 ქ.), დიაო (8 ქ. 8 მ.), აჟინკა (3 ქ. 6 მ.) – სტარტი; დიო (10 ქ.), პიეტრუსი (5 ქ. 8 მ.), დე კოლო (3 ქ.), პეტრო (2 ქ.), ლოვერნი (2 ქ.), კიუდი (0)

სროლები ახლო და საშუალო დისტანციიდან: 16/36 (44,4%) – 17/43 (39,5%)

სროლები შორი დისტანციიდან: 7/22 (31,8%) – 9/21 (42,9%)

მოხსნები: 36-40. გადაცემები: 16-11. დაკარგვები: 18-15

ალექსანდრე მატევოსოვი

უკრაინამ იტალია დაამარცხა

დასრულდა მატჩი იტალიის ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებსა და უკრაინას შორის. მოგეხსენებათ, აღნიშნული შეხვედრის გამარჯვებული მოიპოვებდა შემდეგი წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს.

იტალია – უკრაინა 58:66 (17:13, 17:22, 14:16, 10:15)

იტალია: ჩინჩიარინი (3 ქ. 4 მ.), ბელინელი (7 ქ. 6 მ.), არადორი (15 ქ. 9 მ.), დატომე (11 ქ.), კუზინი (0 ქ.) – სტარტი; ჯენტილე (10 ქ.), მელი (8 ქ.), დინერი (2 ქ.), მაგრო (2 ქ.)

უკრაინა: ჯეტერი (20 ქ. 4 გ. 3 მ.), გლადირი (5 ქ. 6 მ.), ლიპოვი (4), კორნიენკო(3 ქ. 6 მ.), ნატიაჟკო (6 ქ.) – სტარტი; მიშულა (8 ქ.), პუსტოზვონოვი (8 ქ.), კრავცოვი (6 ქ. 6 მ. 6 ბ.), ზაიცევი (3 ქ. 5 მ.), ზაბირჩენკო (3 ქ.)

სროლები ახლო და საშუალო დისტანციიდან: 11/34 (32,4%) – 19/41 (46,3%)

სროლები შორი დისტანციიდან: 10/32 (31,3%) – 5/20 (25%)

საჯარიმო სროლები: 6/10 (60%) – 13/19 (68,4%)

მოხსნები: 44-40; გადაცემები: 11-8; დაკარგვები: 13-12

ალექსანდრე მატევოსოვი

ხორვატიამ და ლიტვამ ნახევარფინალი შეავსეს

ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალი ხორვატიამ და ლიტვამ შეავსეს. ხორვატებთან ქართველებმა ევრობასკეტის პირველ ჯგუფურ ეტაპზე დრამატულ ბრძოლაში 76:77 წააგეს, ხოლო ლიტვასთან 1 სექტემბერს გამართულ ბოლო საკონტროლო მატჩში ძირითადი დრო 77:77 ითამაშეს და შეხვედრა ოვერტაიმში დათმეს.

ამით იმის ხაზგასმა გვინდა, თუ რა მციორე მანძილია ევრობასკეტის მონაწილეებს შორის. საქართველომ, რომელმაც ტოლ-სწორად ეთამაშა ხორვატიას და ლიტვას, ჯგუფში ჩარჩა, ხორვატია და ლიტვა კი კონტინენტის საუკეთსო 4 გუნდში მოხვდნენ და უფრო წინ წასვლის შანსიც აქვთ.

ხორვატებმა მეოთხედფინალში უკრაინა დაამარცხეს. თანაბარი მხოლოდ პირველი მეოთხედი გამოდგა, რომელიც 22:22 დასრულდა. მეორე მეოთხედიდან ხორვატებმა ინიციატივა მოიპოვეს და საბოლოოდ გამარჯვებამდეც იოლად მივიდნენ.

ბოლო მეოთხედფინალში ლიტველებმა იტალია დაამარცხეს. ბალტიისპირელები მატჩის უმეტესი დრო ლიდერობდნენ, თუმცა გადამწყვეტ მომენტში უპირატესობა სოლიდური გახადეს და იტალიელებმა ჩამორჩნის მხოლოდ 4 ქულამდე შემცირება მოახერხეს.

მეოთხედფინალი

19 სექტემბერი

ხორვატია – უკრაინა  84:72

ლიტვა – იტალია        81:77

ნახევარფინალი

20 სექტემბერი

ლიტვა – ხორვატია                19:45

ესპანეთი – საფრანგეთი         23:00

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტი

ბელგიამ ლატვია დაამარცხა

სლოვენიაში მიმდინარე ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის მეორე ეტაპის დღევანდელი დღის პირველ შეხვედრაში ბელგია ლატვიას დაუპირისპირდა და ოთხი ქულით დაამარცხა.

ლატვია – ბელგია – 56:60 (15:14, 17:18, 10:14, 14:14)

ლატვია: სტრელნიეკსი (7 ქ. 4 გ.), იანიჩენოკსი (4 ქ. 6 მ.), ბერტანიში (5 ქ.), ფრეიმანისი (10 ქ. 11 მ. 5 დ.), სალაკოვსი – სტარტი; კუკსიკსი (9 ქ.), მეიერისი (7 ქ.), მეიერსი ( 6 ქ. 5 ბ.), ბლუმსი (4 ქ.), სკელე (4 ქ.)

ბელგია: ვან როსომი (4 ქ.), ტაბუ (8 ქ. 8 მ. 4 გ.), მუკუბუ (13 ქ.), ერველი (10 ქ. 7 მ. 5 დ.), მასო (14 ქ. 3 ბ.) – სტარტი; დე ზეეუვი (5 ქ.), მოორსი (4 ქ.), მუია (2 ქ.), ბეგინი (0), შვემა (0)

სროლები ახლო და საშუალო დისტანციიდან: 15/39 (38,5%) – 18/41 (43,9%)

სროლები შორეული დისტანციიდან: 5/29 (17,2%) – 5/13 (38,5%)

საჯარიმო სროლები: 11/17 (64,7%) – 9/15 (60,0%)

მოხსნები: 44-38. გადაცემები: 10-16. დაკარგვები: 15-18

ალექსანდრე მატევოსოვი

ევრობასკეტი 2013: სერბეთმა ბელგიას აჯობა

სლოვენიაში მიმდინარე ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის E ჯგუფის ბოლო ტურის ფარლგებში ერთმანეთს ბელგია და სერბეთი დაუპირისპირდნენ. მატჩი სერბი კალათბურთელების გამარჯვებით დასრულდა.

ბელგია – სერბეთი – 69:76 (18:19, 18:21, 15:14, 18:22)

ბელგია: ვან როსონი (12 ქ.), მუია (2 ქ.), მუკუბუ (16 ქ. 6 მ.), ერველი (8 ქ. 9 მ.), მასო (9 ქ.) – სტარტი; ბეგინი (12 ქ.), მოორსი (5 ქ.), დე ზეეუვი (4 ქ.), ტაბუ (3 ქ.), შვემა (0 ქ.)

სერბეთი: მარკოვიჩი (15 ქ.), ზოგდანოვიჩი (12 ქ. 5 მ.), კალინიჩი (9 ქ. 5 მ.), ბიელიცა (7 ქ. 9 მ.), ნენად კრსტიჩი (17 ქ. 5 მ.) – სტარტი; კატიჩი (7 ქ.), მჩიჩი (5 ქ.), გაგიჩი (2 ქ.), ნედოვიჩი (2 ქ.), ანჯუშიჩი (0 ქ.)

სროლები ახლო და საშუალო დისტანციიდან: 19/39 (48,7%) – 20/36 (55,6%)

სროლები შორეული დისტანციიდან: 7/22 (31,8%) – 7/18 (38,9%)

საჯარიმო სროლები: 10/16 (62,5%) – 15/22 (68,2%)

მოხსნები: 27-37; გადაცემები: 14-20; დაკარგვები: 9-16

ალექსანდრე მატევოსოვი

ევრობასკეტი: ლატვიამ უკრაინა გაანადგურა

სლოვენიაში მიმდინარე ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის E ჯგუფის შეხვედრის ფარგლებში ლატვია უკრაინის ნაკრებს შეხვდა და 34 ქულით გაიმარჯვა.

ლატვია – უკრაინა 85:51 (24:11, 18:11, 23:10, 20:19)

ლატვია: სტრელნიეკსი (8 ქ. 7 მ.), ბერტანიში (7 ქ. 7 მ.), იაჩეოკსი (14 ქ.), კ. ბერზინიში (6 ქ.), სელაკოვსი (4 ქ. 5 მ.) – სტარტი; კუკსიკსი (13 ქ.), მეიერსი (11 ქ. 10 მ.), მეიერისი (8 ქ.), ბლუმსი (6 ქ.), სკელე (6 ქ.), ა. ბერზინიში (2 ქ.), ფრეიმანისი (0 ქ.)

უკრაინა: ჯეტერი (7 ქ.), გლადირი (12 ქ.), ლიპოვი (0 ქ.), კორნიენკო (3 ქ.), ნატიაჟკო (1 ქ.) – სტარტი; კრავცოვი (7 ქ. 6 მ.), პუსტოვოი (6 ქ.), პუსტოზვონოვი (6 ქ.), მიშულა (5 ქ. 4 გ.), ზაიცევი (4 ქ. 5 მ.), გლებოვი (0), ზაბირჩენკო (0)

სროლები ახლო და საშუალო დისტანციიდან: 19/29 (65,5%) – 15/45 (33,3%)

სროლები შორეული დისტანციიდან: 15/29 (51,7%) – 3/16 (18,8%)

საჯარიმო სროლები: 2/5 (40%) – 12/22 (54,5%)

მოხსნები: 40-34; გადაცემები: 18-7; დაკარგვები: 11-12

ალექსანდრე მატევოსოვი

ხორვატიამ ჩეხეთი მეორე ტაიმში გატეხა და ჯგუფში ჩატოვა

საქართველო, პოლონეთი და ჩეხეთი ჯგუფიდან ვერ გავიდნენ და ევრობასკეტს ემშვიდობებიან. ქალაქ ცელიეში ჩატარებული C ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი, მასპინძელი სლოვენია და ხორვატია გავიდნენ.

ბოლო ტურში ერთი რამ იყო გასარკვევი: ხორვატია გავიდოდა თუ ჩეხეთი. ეს გუნდები ერთმანეთს ხვდებოდნენ და პირად ორთაბრძოლაში უნდა გადაეწყვიტათ ლიუბლიანაში წამსვლელის ვინაობა.

ჩეხეთი პირველ ტაიმში ღირსეულად ებრძოლა ხორვატებს და დიდი შესვენებისთვის 1 ქულით იგებდა, თუმცა იასმინ რეპეშას გუნდმა უძლიერესი მეორე ნახევარი ჩაატარა და საბოლოოდ 17 ქულის სხვაობით – 70:53 იმარჯვა.

ჯგუფის ბოლო, არაფრისმომცემ მატჩში, პოლონეთმა მასპინძელი სლოვენია დაამარცხა, თუმც რამდენად საკმარისი იქნება ეს პოლონელთა შელახული რეპუტაციის აღსადგენად, ძნელი სათქმელია. მათ ხომ სამეულში მოხვედრის ამბიცია ჰქონდათ.

ეს მოგება არ ეყოთ პოლონელებს, ჯგუფში ბოლო ადგილისთვის თავი დაეღწიათ. პირადი მოგების ხარჯზე პოლონეთს საქართველომ აჯობა და მე-5 ადგილი დაიკავა.

C ჯგუფი

9 სექტემბერი

საქართველო – ესპანეთი 59:83, ხორვატია – ჩეხეთი 70:53, სლოვენია – პოლონეთი 61:71

1. ესპანეთი

5

4/1

369/269

9

2. ხორვატია

5

4/1

337/341

9

3. სლოვენია

5

3/2

347/344

8

4. ჩეხეთი

5

2/3

316/339

7

5. საქართველო

5

1/4

366/394

6

6. პოლონეთი

5

1/4

329/377

6


საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტი

საქართველო – ესპანეთი. მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

ევროპის 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის საქართველოსთვის ბოლო მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე მთავარ მწვრთნელ იგორ კოკოშკოვთან ერთად 19 წლის ბექა ბურჯანაძე მივიდა. ეპანელთა მხარე მთავარმა მწვრთნელმა ხუან ორენგამ და ხერმან გაბრიელმა წარმოადგინეს.

ბექა ბურჯანაძე:
„პირველ ნახევარში ესპანეთს თანაბარი ბრძოლა გავუმართეთ, თუმცა შემდეგ მეტოქემ გვაჯობა და ეს იმის ბრალია, რომ ჩვენ 2 წამყვანი მოთამაშე გვაკლდა. გადაღლილი იყო გუნდის ბირთვი და ასეთ სიტუაციაში ძნელია ძლიერ მეტოქესთან თამაში. მოხარული ვარ, რომ მწვრთნელმა ახალგაზრდებს და მათ შორის მეც თავის გამოჩენის საშუალება მოგვცა, რითაც დიდი გამოცდილება მივიღეთ. დარწმუნებული ვარ, მომავალში ჩვენი ნაკრები უკეთეს შედეგს აჩვენებს“.

ხერმან გაბრიელი:
„თამაში თავიდან არ წაგვივიდა, საქართველოს ნაკრებმა სოლიდური წინააღმდეგობა გაგვიწია. შემდეგ რაღაცეები შევცვალეთ და ინიციატივას დავეუფლეთ. საბოლოოდ ყველაფერი ლოგიკურად დასრულდა“.

იგორ კოკოშკოვი:
„ტურნირის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან ვითამაშეთ და მატჩის დაწყებიდან კარგა ხანს მეტოქეს არაფერი დავუთმეთ. მერე კი ესპანეთმა თავისი ძალა გამოაჩინა, რაც მოულოდნელი არ ყოფილა. ჩვენი გუნდის ლიდერები გადაღლილები იყვნენ, შანსი ახალგაზრდებს მივეცით და მათ ღირსეულად ითამაშეს“.

ხუან ორენგა:
„ქართველებმა მატჩი ზონური დაცვით დაიწყეს, რის გამოც პრობლემები შეგვექმნა. თავდაპირველად ვერ ვახერხებდით დაცვის გარღვევას, თუმცა შემდეგ სწრაფმა თამაშმა და სათადარიგო კალათბურთელების აქტიურობამ უპირატესობა მოგვიტანა. საბოლოოდ ლოგიკური გამარჯვება მოვიპოვეთ და მომდევნო ეტაპზე გავედით. ვეცდებით, ფავორიტის სტატუსი გავამართლოთ და ჩემპიონობა მოვიპოვოთ“.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტი

საქართველომ ევროპის ჩემპიონატი ევროპის ჩემპიონთან ღირსეული თამაშით დაასრულა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულა. იგორ კოკოშკოვის გაწვრთნილი ქართველები ევრობასკეტის დასკვნით მატჩში ევროპის მოქმედ ჩემპიონსა და მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებს შეხვდნენ. ქართველებმა ესპანეთთან შეხვედრა ერთ-ერთი ლიდერის – მანუჩარ მარკოიშვილის გარეშე ჩაატარეს. ამავდროულად, კოკოშკოვმა სლოვენიაში გამართული მატჩებიდან სწორედ ესპანეთთან მისცა ყველაზე მეტი დრო ახალგაზრდებს, რომლებმაც თავი კარგად წარმოაჩინეს.

საქართველომ მძლავრად ითამაშა მატჩის პირველი მეოთხედი, რომლის მოგებამდეც მცირედი დააკლდა, თუმც სერხიო როდრიგესის საჯარიმოების წყალობით ესპანელებმა ბოლო წამებზე გაათანაბრეს და პერიოდი 17:17 დასრულდა. ქართველები არც მეორე მეოთხედში გატყდნენ და პერიოდის უმეტესი დრო ლიდერობდნენ. ესპანელებმა გარდატეხა პირველი ტაიმის დასრულებამდე 3 წუთით ადრე შეიტანეს, როცა 27:28 ჩამორჩენილებმა 12:0 გაქცევა მოაწყვეს და საბოლოო დიდ შესვენებაზე 12-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ – 41:29.

მესამე პერიოდში ევროპის ჩემპიონებმა შორი სამიზნე გაისწორეს – სერხიო როდრიგესმა, რუდი ფერნანდესმა, სერხიო ლულმა არაერთი შორი სროლა ჩააგდეს და ესპანელთა ლიდერობამ 20 ქულას მიაღწია. სათადარიგოები მანამდეც გამოდიოდნენ ხოლმე მოედანზე პერიოდულად, თუმცა მესამე პერიოდის მიწურულიდან კოკოშკოვმა ახალგაზრდებს მეტი გაქანება მისცა, ხოლო ბოლო პერიოდის უმეტესი დრო მოედანზე სათადარიგოები იყვნენ.

შესანიშნავად წარმოაჩინეს თავი დუდა სანაძემ, ბესო ლეჟავამ, ნიკა მეტრეველმა, ოთო ფხაკაძემ, ბექა ბურჯანაძემ. ყველა მათგანმა იბრძოლა, მოედანზე ბოლომდე დაიხარჯა და პლანეტის რჩეული კალათბურთელების წინააღმდეგ თამაშით უდიდესი გამოცდილება მიიღო. სათადარიგოებით მოთამაშე ქართველებმა ბოლო პერიოდი 1 ქულით დათმეს და მატჩი მთლიანობაში 59:83 წააგეს.

საქართველო ღირსეულად ემშვიდობება ევროპის ჩემპიონატს, სადაც პოლონეთის განადგურებისა და ხორვატია-სლოვენიასთან დასანანი წაგებებით გადაღლილი ჩეხებთან დამარცხდა, ბოლოს კი ახალგაზრდა მოთამაშეების ხარჯზე ესპანეთთან იმედიმომცემი შეხვედრა ჩაატარა.

სლოვენია ქართველებისთვის დასრულდა, წინ კი უკრაინაა – 2015 წლის ევროპირველობა.

სრული სტატისტიკა: http://live.fibaeurope.com/www/Game.aspx?acc=1&gameID=23829&lng=en

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტი

ქართველების დასანანი მარცხი ხორვატიასთან – 76:77

საქართველო – ხორვატია 76:77. ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ექსსიუგოსლავიური საკალათბურთო სკოლის ერთ-ერთ ძლიერ წამომაგდენელთან 1 ქულით, მატჩის დასრულებამდე 9 წამით ადრე მიღებული ბურთით წააგო. ეს ის შემთხვევაა, როცა მატჩის ბედს ერთი ბურთი წყვეტს. სამწუხაროდ, ეს ბურთი ხორვატებმა – კონკრეტულად კი ანტე ტომიჩმა ჩააგდო.

ზუსტად აღნიშნა მატჩის შემდეგ ხორვატთა მთავარმა მწვრთნელმა: „ეს ისეთი თამაში იყო, მოგებას ორივე გუნდი იმსახურებდაო. საბედნიეროდ, ჩვენ გაგვიმართლა და მოვიგეთ“. სწორედაც რომ გაუმართლათ ხორვატებს. მათმა მოთამაშეებმა 22 ცდიდან 11 სამქულიანი ჩააგდეს, საიდანაც გარკვეული წილი ისეთი იყო, რომლისგანაც თავს ვერ დაიცავ. ბოლო 2 წუთში დანტეი დრეიპერმა და დამირ მარკოტამ სწორედ ასეთი სამქულიანები ჩააგდეს, თუმცა ქართველებს მაინც ჰქონდათ მატჩის მოგების რეალური შანსი. ვიქტორ სანიკიძემ მატჩის დასრულებამდე 21 წამით ადრე უმნიშვნელოვანესი სამქულიანი ჩააგდო და ქართველები 76:75 დააწინაურა. სწორედ ბოლო შეტევაში ჩააგდეს ხორვატებმა გამარჯვების ბურთი, რომლის შესახებაც თავში აღვნიშნეთ.

საქართველოს ნაკრები ისე საიმედოდ ვერ თამაშობდა დაცვაში, როგორც წინა მატჩში, პოლონეთთან. ქართველების პრობლემა ხორვატების შორის სროლები იყო, თუმცა ფარქვეშაც დამაჯერებლად თამაშობდნენ ხორვატები და თითქმის მთელი პირველი ტაიმი იგებდნენ – ხან 1-2, ხანაც 6-8 ქულით. ტაიმის მიწურულს ქართველებმა მოახერხეს ქულით დაწინაურება, რაც უმეტეს წილად რიკი ჰიკმანის 3 სამქულიანისა და რამდენიმე ზუსტი გარღვევის შედეგი იყო. აღსანიშნავია გიორგი შერმადინის დამაჯერებელი გარჯაც, რომელიც ანტე ტომიჩს გაქანების საშუალებას არ აძლევდა.

პირველი ტაიმი ხორვატებმა 1 ქულით მოუგეს, მესამე პერიოდიდან კი ამოქმედდა გიორგი ცინცაძე, რომელიც უმეტეს წილად საკუთარ თავზე იღებდა თამაშს და გარღვევებს თითქმის უშეცდომოდ აგვირგვინებდა. მესამე პერიოდი ქართველებმა 18:15 მოიგეს და ბოლო მეოთხედის წინ 2 ქულით – 52:50 დაწინაურდნენ.

ბოლო პერიოდი დრამატული გამოდგა. ქართველები ჰიკმანის 2-ქულიანის შემდეგ 54:50 დაწინაურდნენ, თუმცა შემდეგ ბოიან ბოგდანოვიჩის ჯერი დადგა, რომელმაც რამდენიმე ბურთი მიჯრით ჩააგდო, მას დრეიპერმაც აუბა მხარი და მატჩის დასრულებამდე 7,52 წუთით ადრე ხორვატები 57:56 დაწინაურდნენ. ბალკანელები მალე 5 ქულით გალიდერდნენ: დამირ მარკოტამ და დანტეი დრეიპერმა მნიშვნელოვანი ბურთები ჩააგდეს.

შემდეგ იყო გიორგი ცინცაძის საპასუხო გარღვევები, რომელიც არ აძლევდა ხორვატებს წინ გაჭრის საშუალებას. სწორედ ცინცაძის მიერ ჩაგდებული სამქულიანის შემდეგ საქართველო კვლავ დაწინაურდა – 68:67 დასრულებამდე 2,50 წუთით ადრე. ამის შემდეგ ჩააგდეს დრეიპერმა, შემდეგ კი მარკოტამ ზემოთნახსენები სამქულიანები და საფინალო სირენამდე 1:41 წუთით ადრე ხორვატები 73:70 გალიდერდნენ.

შემდეგ ქართველები კარგად თამაშობენ დაცვაში და ცინცაძე ჯერ საჯარიმოს, შემდეგ კი ორქულიანს ადგებს – 73:73 დასრულებამდე 57 წამით ადრე. მალევე მანუჩარ მარკოიშვილი ტომიჩზე ჯარიმდება, რომელიც ორივე სროლას აგდებს და 38 წამით ადრე ბალკანელები 2 ქულით გადიან წინ. მატჩში ქართველებისთვის ყველაზე დრამატული მომენტიც ამ დროს მოხდა, როცა ვიქტორ სანიკიძემ ოქროს 3-ქულიანი ჩააგდო და დასრულებამდე 21 წამით ადრე საქართველო 76:75 დააწინაურა.

ბოლო წამები ქართველებისთვის ძალიან გულდასაწყვეტი იყო, ანტე ტომიჩმა დრეიპერის პასი შეირგო და გარღვევა მარცხენა ხელით წარმატებით დააგვირგვინა.

GBF.GE-ს სურათი

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტი

ევრობასკეტი: პირველი დღის მატჩების შედეგები

წამოგიდგენთ ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის პირველ დღეს ჩატარებული მატჩების შედეგებს.

A ჯგუფი:

ისრაელი – დიდი ბრიტანეთი 71:75 (17:22, 12:12, 22:13, 14:19, 5:9)

ბელგია – უკრაინა 57:58 (12:11, 24:15, 12:13, 9:18)

საფრანგეთი – გერმანია 74:80 (14:27, 25:16, 17:14, 18:23)

B ჯგუფი:

ლატვია – ბოსნია 86:75 (20:20, 23:13, 19:24, 24:18)

მაკედონია – მონტენეგრო 80:81 (24:25, 22:20, 21:19, 13:17)

სერბეთი – ლიტვა 63:56 (20:10, 13:17, 18:14, 12:15)

C ჯგუფი:

საქართველო – პოლონეთი 84:67 (20:14, 19:8, 16:15, 29:30)

ესპანეთი – ხორვატია 68:40 (24:9, 9:11, 16:17, 19:3)

ჩეხეთი – სლოვენია 60:62 (19:21, 13:!5, 14:15, 14:11)

D ჯგუფი:

თურქეთი – ფინეთი 55:61 (8:10, 11:22, 19:17, 17:12)

შვედეთი – საბერძნეთი 51:79 (13:15, 8:24, 14:20, 16:20)

რუსეთი – იტალია 69:76 (18:25, 11:17, 13:14, 27:20)

ალექსანდრე მატევოსოვი

საქართველომ ევრობასკეტი ბრწყინვალე მოგებით

ევროპის 2013 წლის ჩემპიონატი საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა პოლონეთთან ბრწყინვალე გამარჯვებით დაიწყო. იგორ კოკოშკოვის მიერ მომზადებულმა კალათბურთელბმა მეტოქე 17 ქულით დაამარცხეს. პირველი მეოთხედი ქართელმა მოთამაშეებმა 6 ქულით მოიგეს, თავისი უპირატესობის გაზრდა კი მათ მეორე მეოთხედში მოახერხეს, როდესაც ტაბლოზე ანგარიში 39:22 დააფიქსირეს. მესამე მეოთხედის მოგება კოკოშკოვის შეგირდებმა მხოლოდ ერთი ქულით მოახერხეს, ხოლო ბოლო ათ წუთში პოლონელებმა 30 ქულა დააგროვეს, მაშინ, როდესაც ქართველთა მონაგარმა ჯამში 29 ქულა შეადგინა. ამის მიუხედავად, საქართველომ სოლიდური უპირატესობით ემარჯვა. საბოლოოდ – 84:67 – უკეთ სტარტს ვერც კი ვისურვებდით!

საქართველო – პოლონეთი 84:67 (20:14, 19:8, 16:15, 29:30)

საქართველო: ცინცაძე (11 ქ. +7 გ.), მარკოიშვილი (18 ქ. 3 მ.), ფაცაცია (0), სანიკიძე (23 ქ. 6 მ.), შერმანდინი 13 ქ. 9 მ.) – სასტარტო ხუთეული; ჰიკმენი (9 ქ. 4 მ.), ლეჟავა (3 ქ.), ცქიტიშვილი (3 ქ.), მეტრეველი (2 ქ.), ბურჯანაძე (2 ქ.), ფხაკაძე (0 ქ.), სანაძე (0 ქ.)

პოლონეთი: კოშარეკი (3 ქ. 7 გ.) კელატი (2 ქ.), იგნერსკლი (8 ქ. 5 მ.), ლამპე (10 ქ. 5 მ.), გორტატი (12 ქ. 8 მ. 4 გ.) – სასტარტო ხუთეული; ზამოისკი (10 ქ.), კარნოვსკი (9 ქ.), პონიტკა (7 ქ. 7 მ.), ვაშინსკი (3 ქ.), შუბარგა (2 ქ.), ცილინსკი (0 ქ.), ხრიცანიუკი (0 ქ.)

სროლები ახლო დისტანციიდან: 22/36 (61,1%) – 23/44 (52,3%)

სროლები შორი დისტანციიდან: 8/25 (32,0%) – 3/16 (18,8%)

საჯარიმო სროლები: 16/28 (57,1%) – 12/19 (63,2%)

მოხსნები: 35-39; გადაცემები: 16-18; დაკარგვები: 5-12

აქვე გეტყვით, რომ ევრობასკეტზე თავის შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები ხვალ, ხორვატიის წინაამღდეგ ჩაატარებს. აღნიშნული მატჩი თბილისის დროით 16 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

ალექსანდრე მატევოსოვი