დღეს, 7 ივლისს გაიმართა ევრო 2016-ის მეორე ნახევარფინალური მატჩი საფრანგეთისა და გერმანიის ეროვნულ ნაკრებებს შორის. ამ წყვილის გამარჯვებული ფინალში პორტუგალიის ნაკრებს უნდა დაპირისპირებოდა.
მატჩის პირველი ნახევარი გერმანელთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა ანგარიში მაინც ფრანგებმა გახსნეს – მატჩის ბოლო წუთებზე გერმანელთა ნახევარმცველს, შვაინშტაიგერს ხელზე მოხვდა ბურთი, რის გამოც თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც გოლად ანტუან გრიზმანმა აქცია.
მეორე ნახევარში გერმანელები გამარჯვებაზე დაგეშილები გამოვიდნენ, თუმცა მოვლენები სხვანაირად წარიმართა – საფრანგეთმა თავისი თამაში იპოვა და მეორე გოლიც გაიტანა – ამჯერად გრიზმანმა ბურთი თამაშიდან გაიტანა, ისარგებლა რა მანუელ ნოიერის შეცდომით.
გერმანია 0:2 საფრანგეთი
გერმანია: მანუელ ნოიერი; კიმიხი, ბოატენგი (მუსტაფი 61′), ჰიოვედესი, ჰექტორი; ემრე ჯანი (გიოტცე 67′), შვაინშტაიგერი (ლეროის სანე 79′); კროოსი, იოზილი, დრაქსლერი; ტომას მიულერი.
მთავარი მწვრთნელი: იოაჰიმ ლიოვი
საფრანგეთი: ჰუგო ლორისი; ბაქარი სანია, სამუელ უმტიტი, ლორან კოშელნი, პატრის ევრა; მატუიდი, პოლ პოგბა; მუსა სისოკო, დიმიტრი პაიეტი (კანტე 71′), ანტუან გრიზმანი; ოლივე ჟირუ.
მთავარი მწვრთნელი: დიდიე დეშამი
გოლები: გრიზმანი 45′ (პ), 72′
გაფრთხილებები: ჯანი 36′, შვაინშტაიგერი 45′, იოზილი 45′, დრაქსლერი 50′ – პატრის ევრა 43′, კანტე 75′