ვალანჩუნასი: „ლიტვა და ესპანეთი თანაბარი ზეწოლის ქვეს არიან“

ლიტვის ნაკრების ცენტრმა იონას ვალანჩუნასმა ესპანეთთან ევრობასკეტის მოახლოებული ფინალური მატჩის შესახებ ისაუბრა.

„პაუ გასოლი დიდებული მოთამაშეა, რომელსაც საოცარი მოძრაობები ახასიათებს. მან ჩინებულად იცის, როგორ გამოიყენოს თავისი შესაძლებლობები ამა თუ იმ სიტუაციაში.

დარწმუნებული ვარ, ორივე ფინალისტი თანაბარი ზეწოლის ქვეშაა. ორივეს მოგება სურს. ლიტვა ფინალში 2013 წელსაც გასულა, ამჯერად ჩვენი მიზნის მიღწევა გვსურს“, – ციტირებს ვალანჩუნასს „Eurohoops“-ი.

გასოლს ევრობასკეტზე თამაში სურს

„ჩიკაგო ბულზისა“ და ესპანეთის ნაკრების ფორვარდს პაუ გასოლ ევროპის 2015 წლის ჩემპიონატზე თამაში სურს, რის შესახებაც გამოცემა „მარკა“ წერს.

გასოლს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, მაგრამ მისი სერჯო სკარიოლოს გუნდში თამაშის ალბათობა საკმაოდ მაღალია.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება, სავარაუდოდ, შემდეგ კვირას გავრცელდება.

ევრობასკეტ 2015-ის მასპინძელი რვა სექტემბერს გაირკვევა

2015 წლის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის ჩატარების ადგილი რვა სექტემბერს, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაირკვევა, რის შესახებაც Sportando.com-ი წერს.

შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტ-2015-ს მასპინძელი უკრაინა უნდა ყოფილიყო, თუმცა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო ტურნირი სხვა ქვეყანაში გაიმართება.

ცნობისთვის, ევროპის პირველობის მასპინძლობის შანსი ხორვატიას, საფრანგეთს, ფინეთს, გერმანიას, ლატვიას, პოლონეთს, ისრაელსა და თურქეთს აქვთ.

2015 წლის ევრობასკეტის ფორმატი არ შეიცვლება

უკრაინულ სპორტულ ინტერნეტ-ჟურნალთან iSport.ua-სთან მიცემულ ინტერვიუში უკრაინის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ალექსანდ ვოლკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში ჩასატარებელი 2015 წლის ევრობასკეტის ფორმატი შეცვლილი არ იქნება.

”ევრობასკეტი უკრაინაში ჩვეული ფორმატით შედგება. შესაძლო ცვლილებები, რომლებზეც ხშირად არის საუბარი, დიდი ალბათობით, 2017 წელს განხორციელდება. შემდეგი ევროპის ჩემპიონატისთვის რეგლამენტი უკვე შედგენილია და იგი არ შეიცვლება. ამ ტურნირის ჩატარება ჩვეულ ფორმატში გვსურს. სჯობს, გუნდების რაოდენობა სხვა დროს შეცვალონ”, – განაცხადა ვოლკოვმა.

შეგახსენებთ, რომ რამოდენიმე დღის წინ, ბერძნულმა eurohoops.net-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, 2015 წლის ევროპის საკალთბურთო ჩემპიონატის ფორმატი შეცვლილი იქნება და გუნდები ჯგუფური ეტაპის შემდეგ პლეი-ოფს 1/8 ფინალიდან დაიწყენ, ხოლო მეორე ეტაპი გაუქმდება.

ალექსანდრე მატევოსოვი