ტანზანიელი გულშემატკივარი ფსონად საკუთარ მეუღლეს ჩამოვიდა და წააგო

BBC-ის რეპორტიორი, ოსასუ ობაიუვანა საკმაოდ საინტერესო და უცნაური ფსონის შესახებ მოგვითხრობს, რომლის წაგების შემდეგაც ტანზანიელი გულშემატკივარი, დარ ეს სალაამი უცოლოდ დარჩა.

სალაამმა ფსონი “იანგაზე” დადო, რასაც ადგილობრივები “სიმბასა” და “იანგ აფრიკანზის” დაპირისპირებას უწოდებენ. მატჩი “სიმბას” გამარჯვებით, ანგარიშით 2-1 დასრულდა.

ამ ორი კლუბის გულშემატკივრებს შორის დადებული ფსონის წესების თანახმად კი, დამარცხებულს თავისი ცოლი გამარჯვებულისთვის უნდა დაეთმო და ასეც მოხდა…

სოლომონ კვირკველია: “ყველაფერი 24 თებერვალს გადაწყდება”

რუსული “რუბინის” ქართველი მცველი, სოლომონ კვირკველია ადასტურებს ინფორმაციას მასსა და “ლოკომოტივის” ხელმძღვანელებს შორის მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ.

“ლოკომოტივთან” მოლაპარაკებებს ვაწარმოებ. ტრანსფერის წინააღმდეგი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ჯერ არ ვიცი, როგორ დასრულდება ყველაფერი.

ზუსტად ისიც არ ვიცი, არენდის წესით გადავალ “ლოკომოტივში”, თუ არა. ყველაფერი 24 თებერვალს გადაწყდება,” – აცხადებს 25 წლის ქართველი ფეხბურთელი.

შეგახსენებთ, რომ კვირკველია “რუბინს” 2011 წელს შეუერთდა და მას სემდეგ 87-ჯერ ითამაშა ამ კლუბის მაისურით. მასსა და “რუბინს” შორის არსებულ კონტრაქტს კი ვადა 2019 წლის ზაფხულში ეწურება.

მადრიდის “რეალმა” “გრანადას” გადაუარა (ვიდეო)

დღეს ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-17 ტურის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში მადრიდის “რეალმა” სანტიაგო ბერნაბეუზე “გრანადა” მიიღო. დაპირისპირება მასპინძელთა აბსოლუტური უპირატესობით წარიმართა. პირველი გოლი მე-12 წუთზე გავიდა: ბენზემას პასით ისკომ შეძლო ანგარიშის გახსნა. სულ რაღაც 8 წუთში ამჯერად უკვე ფრანგი ფორვარდი მოგვევლინა გოლის ავტორად – 2-0. 27-ე წუთზე მარსელოს მოწოდებული ბურთი კრიშტიანუ რონალდუმ გრანადელთა კარის ბადეში გადაგზავნა და სამამდე გაზარდა ანგარიში. უხვგოლიანი ტაიმი ისკომ 31-ე წუთზე გატანილი გოლით კიდევ უფრო გაალამაზა.

მეორე ნახევარში ხამეს როდირგესის სტანდარტიდან ჩაწოდებულ ბურთს მეკარისგან მარჯვენა კუთხეში ჩასაფრებული კაზემირო დაუხვდა და საბოლოო ანგარიში – 5:0 დააფიქსირა.

“თეთრებმა” ზედიზედ 39-ე შეხვედრა არ წააგეს. ზიდანის შეგირდებმა, რომლებსაც ერთი მატჩი თადარიგში აქვთ, 40 ქულა მოაგროვეს და ლა ლიგის ცხრილს დამაჯერებლად ლიდერობენ. რაც შეეხბეა “გრანადას”, ეს კლუბი 9 ქულით მე-19 პოზიციაზეა.

იხილეთ მატჩის მიმოხილვა

“ლოკომოტივმა” “ცხინვალი” ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა

დღეს უმაღლესი ლიგის მეთორმეტე ტურის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში “ლოკომოტივმა” საკუთარ მოედანზე “ცხინვალი” მიიღო. თამაში მასპინძლების უპირატესობით წარიმართა.

პირველი ტაიმის მე-10 და მე-13 წუთებზე დიასამიძემ და გეთიაშვილმა “ლოკომოტივის” სასარგებლოდ გაიტანეს.

მეორე ნახევარში გოლი აღარ გასულა.

საბოლოოდ, “ლოკომოტივმა”, ანგარშით, 2:0 მოიგო.

მიხეილ მესხის ბინადრებს 14 ქულა აქვთ და ცხრილის მესამე საფეხურზე არიან. “ცხინვალი” კი ბოლო – მეშვიდე ადგილზეა 9 ქულით.

“კრილიამ” და “ურალმა” ქულები გაიყვეს – ლორიამ შეუცვლელად, ჭანტურიამ კი 89 წუთი ითამაშა

დღეს რუსეთის პრემიერ ლიგის მე-13 ტურის მატჩები გაიმართა.

ერთ-ერთ შეხვედრაში “კრილია” საკუთარ მოედანზე “ურალს” დაუპირისპირდა. შეგახსენებთ, რომ პირველ მათგანში გიორგი ლორია, ხოლო სტუმარ გუნდში გიორგი ჭანტურია გამოდის. ქართველმა ლეგიონერებმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყეს დაპირისპირება.

მატჩში ანგარიში  “ურალის” ფეხბურთელმა, კორობოვმა 22-ე წუთზე გახსნა. “კრილიადან” დუბლი კორნილენკომ 45-ე და 65-ე წუთებზე შეასრულა.

ქართველებისთვის გამოსარჩევი მოვლენა 73-ე წუთზე მოხდა, როცა გიორგი ჭანტურიამ თანამემამულესა და სეხნიას – ლორიას გაუტანა და ანგარიში გაათანაბრა.

საბოლოოდ, მატჩი, ანგრიშით, 2:2 დასრულდა.

“კრილია” 8 ქულით ბოლო – მე-16 ადგილზეა. ხოლო, “ურალი”  10 ქულით მე-12 პოზიციას იკავებს.

შვედურმა კლუბმა გამრჯვება ერთადერთ გულშემატკივართან ერთად აღნიშნა (ვიდეო)

ზუსტი ინდიკატორი იმისა, თუ რამდენად უყვარს ფანს საკუთარი გუნდი არის ის, თუ რამდენად შორს შეუძლია მათთვის წასვლა (მიუხედავად იმისა, მარტოა თუ არა).

ამის ნათელი დადასტურება კი ოთხშაბათს გამართულ მატჩშიც ვიხილეთ, სადაც “ეფლეს” გულშემატკივარმა საკუთარი გუნდის თამაშის საყურებლად 700 მილი დაფარა.

ეს კი გუნდს შეუმჩნეველი არ დარჩენია, მინიმალური ანგარიშით მიღწეული გამარჯვება “ეფლმა” ამ გულშემატკივართან ერთად აღნიშნა:

BBC-ის გამოკითხვა: უგულშემატკივრებთ თუ არა კლუბს, რომელშიც გეი ფეხბურთელი თამაშობს?

ინგლისური ფეხბურთის ასოციაციის დირექტორმა, გრეგ კლარკმა გასულ კვირას განაცხადა, რომ კლუბებში გეი ფეხბურთელების დამატება საეჭვო ნაბიჯია, რამეთუ ამას შესაძლოა, ფანების მხრიდან ამბოხება მოჰყვეს.

კლარკის ამ განცხადებას ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გამოცემა, BBC გამოეხმაურა, რომელმაც ამასთან დაკავშირებით გამოკითხვა ჩაატარა.

შედეგები ასეთია – გულშემატკივართა მხოლოდ 8 პროცენტი მიატოვებს თავიანთი კლუბის თამაშების ყურებას, თუ მათ გუნდში ჰომოსექსუალი ფეხბურთელი ჩაირიცხება, 82 პროცენტი კი ამ ფაქტს შეეგუება.

სპორტის 11 სხვადასხვა სახეობის გულშემატკივართა გამოკითხვამ ასეთი შედეგები აჩვენა:


  • გულშემატკივართა უმეტესი ნაწილი (12%) მაშინ უფრო არაკომფორტულად იგრძნობს თავს, თუ მის კლუბს მოსისხლე მტრის ფეხბურთელი შეუერთდება, ვიდრე მაშინ, თუ მის კლუბში გეი ფეხბურთელი ითამაშებს (8%).

  • გულშემატკივართა 18 % თვლის, რომ გეი ფეხბურთელები “თავისთვის იქნებიან”.

  • გულშემატკივართა 15% თვლის, რომ გუნდში გეი ფეხბურთელის ყოლა მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებს არაკომფორტულ მდგომარეობაში ჩააგდებს.

  • გულშემატკივარტა 50%-ს ჰქონია საქმე ჰომოფობიურ საქციელთან, 51%-ს სექსისტურთან, 59%-ს რასისტულთან.

  • “ჩიხურა” “ტორპედოსთან” გასამართ საშინაო მატჩს გორში ჩაატარებს

    ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ საჩხერის “ჩიხურა” უმაღლესი ლიგის მეთერთმეტე ტურის შეხვედრას საკუთარი მოედნის ნაცვლად, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ჩაატარებს.

    Fanebi.Com-ი დაუკავშირდა საჩხერული კლუბის პრეს-სამსახურს, სადაც გვითხრეს, რომ “ივანწმინდა არენა” სფფ-ს წარმომადგენლებმა შეამოწმეს და მისი საფარი მეტად არასახარბიელო მდგომარეობაშია. სწორედ ამის შემდეგ გადაწყდა, რომ იმერული დერბი გორში გაიმართოს. ეს მატჩი 29 ოქტომბერს, ხუთ საათზე ჩატარდება.

    გეტყვით, რომ “ტორპედოსთან” დუელში გამარჯვება მეტად მნიშვნელოვანია საჩხერლებისთვის. ისინი პირველ ადგილზე არიან და მდევარ “დინამოს” მთელი 6 ქულით უსწრებენ. ჩემპიონატის დასრულებამდე ორივე კლუბს მხოლოდ 3 მატჩი დარჩათ. შესაბამისად, თუ “ჩიხურა” “ტორპედოს” დაამარცხებს, ის ძალიან დიდი ნაბიჯს გადადგამს ჯგუფში საბოლოო პირველი საფეხურის დაკავებისკენ.

    კიტეიშვილი: “მოხარული ვარ, რომ გუნდს ასე გამოვადექი”

    დღეს დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალური შეხვედრები გაიმართა. ერთ-ერთ მათგანში “დინამო არენაზე” ადგილობრივი “დინამო” თბილისის “ლოკომოტივს” დაუპირისპირდა და, ანგარიშით, 3-1 იმარჯვა. სამივე გოლი ოთარ კიტეიშვილმა გაიტანა.

    Fanebi.Com-ი ახალგაზრდა მოთამაშეს დაუკავშირდა და მისგან ინტერვიუ აიღო.

    “ჩემპიონატში ბოლო დროს სათანადოდ ვერ ვთამაშობთ. ამიტომ, ყიფიანის თასზე წარმატება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო. საბოლოოდ, მიზანს მივაღწიეთ და ეს ძალიან სასიხარულოა.”

    “სამივე გოლი მე გავიატანე და ძალიან მიხარია, ასე რომ გამოვადექი ჩემს გუნდს!” – განაცხადა კიტეიშვილმა.

    თბილისის “დინამო” კიტეიშვილის ჰეთრიკით ყიფიანის თასის ნახევარფინალში გავიდა!

    დღეს დავით ყიფიანის სახელობის თასის შეხვედრები გაიმართა.

    ერთ-ერთ მათგანში “დინამო არენაზე” ადგილობრივი “დინამო” თბილისის “ლოკომოტივს” დაუპირისპირდა. მატჩი მასპინძლების უპირატესობით წარიმართა.

    პირველ ტაიმში ოთარ კიტეიშვილმა დუბლი შეასრულა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა ჯერ 25-ე წუთზე გახსნა ანგარიში, შემდეგ კი 38-ეზე ორამდე გაზარდა მის და მოწინააღმდეგე გუნდებს შორის სხვაობა.

    მეორე ნახევარში “ლოკომოტივმა” მხოლოდ ერთი ბურთი გავქითა; სტუმრებმა სხვა ვეღარაფერი მოახერხეს. სამაგიეროდ, მასპინძელმა გუნდმა კიდევ ერთი გაიტანა – ისევ კიტეიშვილი! მან მესამე დამატებით წუთზე შეარხია მეტოქის კარის ბადე! საბოლოოდ, მატჩი “დინამოელთა” გამარჯვებით, ანგარიშით, 3-1 დასრულდა და სწორედ ეს გუნდი გავიდა ნახევარფინალში.

    გვარდიოლა: “სიტისთვის” ოთხეულში მოხვედრა ძალიან რთული იქნება”

    პეპ გვარდიოლა თვლის, რომ “მანჩესტერ სიტის” პრემიერ ლიგის ტოპ-4 გუნდში მოხვედრა გაუჭირდება, მიუხედავად იმისა, რომ 6 ტურის შემდეგ გუნდი უდანაკარგოდ თამაშობს და რომ ყველა ტურნირის მასშტაბით მისმა გაწვრთნილმა გუნდმა 10-დან 10 მატჩი მოიგო.

    “არ მიფიქრია იმაზე, თუ რა მოხდებოდა სეზონის დასაწყისში. ჩვენ მთლიანად პრე-სეზონზე ვიყავი კონცენტრირებულნი. ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებში კი თვითრწმენა ძალიან ავიმარლეთ.

    გულწრფელად გეუბნებით – ვთვლი, რომ ჩვენთვის ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება ძალიან რთული იქნება

    “ლესტერთან” “იუნაიტედმა” მართლაც რომ დიდებულად ითამაშა, “ლივერპული” კი განსაკუთრებულად კარგად თამაშობს, ისევე როგორც “ტოტენჰემი”, “ჩელსი” და “რსენალი”. შეიძლება, “ევერტონმა” წააგო, თუმცა მათ მაინც საკმაოდ კარგი გუნდი ჰყავთ.”

    ცისკარიძე: “ამისულაშვილი – ეს იყო ფეხბურთელი დიდი ინტელექტითა და იუმორის კარგი გრძნობით!”

    გუშინ ალექსანდრე ამისულაშვილმა საქართველოს ნაკრები დატოვა. ამ ფაქტს ეროვნული გუნდის წევრი, ზურაბ ცისკარიძე სოციალური ქსელი საშუალებით გამოეხმაურა.

    “სამწუხაროა, რომ ამ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ნაკრები დატოვა. როდესაც მე საქართველოში სათამაშოდ ჩამოვედი, ამისულაშვილი იყო ერთ-ერთი, რომელმაც დიდი სიყვარულით მიმიღო. სასიამოვნოა, რომ მქონდა ბედნიერება, მასთან ერთად რამდენიმე თამაში ჩამეტარებინა. ორი სანაკრებო შეკრების, რამდენიმე კვირა ერთად ჭამისა და ვარჯიშის შემდეგ, უფრო კარგად მივხვდი, თუ როგორი პროფესიონალი და ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო იგი. ამისულაშვილი მინდორზე გუნდის უშიშარი ლიდერი გახლდათ. ეს იყო ბიჭი დიდი ინტელექტითა და იუმორის კარგი გრძნობით. მომენატრები, მეგობარო. მადლობა, კაპიტანო. მადლობა, “ამის”.