კალინიჩი: “ჩინეთზე უარს ვამბობ, 50 მილიონის ღირსი არ ვარ”

იტალიური “ფიორენტინას” ხორვატმა ფეხბურთელმა, რომლის გადაბირებასაც ჩინური კლუბი ცდილობდა, პრესასთან მის მიერ მიღებულ საკმაოდ საინტერესო გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

“მე რომ თანხმობა განმეცხადებინა, ყველაფერი მოგვარებულად ჩაითვლებოდა, თუნდაც კლუბს ტრანსფერზე უარი ეთქვა,” – აცხადებს ხორვატი ფეხბურთელი იტალიურ პრესასთან საუბრისას.

“ფაბიო კანავარო თავად დამიკავშირდა და ყველაფერში გამარკვია.

ჩემთვის ეს საქმე უკვე დახურულია და არ ვაპირებ ამაზე კიდევ ვიფიქრო. 50 მილიონის ღირსი ნამდვილად არ ვარ. ჩემთვის ფული ყველაფერი არ არის.”

“იუვე” “ფიორენტინას” თავკაცთან აწარმოებს მოლაპარაკებებს

იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელები ზაფხულში გუნდში ახალი მთავარი მწვრთნელის მოყვანას აპირებენ.

როგორც ცნობილი ხდება, იტალიის ჩემპიონები “ფიორენტინას” თავკაცის, პაულო სოუზას გადაბირებას აპირებენ, რომელთანაც მოლაპარაკებები “ბებერმა ქალბატონმა” უკვე წამოიწყო.

Quotidiano Sportivo-ს ცნობით, ტურინელებმა ალეგრის გაშვების შესახებ გადაწყვეტილება იტალიის სუპერთასის ფინალში განცდილი მარცხის შემდეგ მიიღეს.

სოუზასთან ერთად, ბეპე მაროტა ლუჩიანო სპალეტის, დიეგო სიმეონესა და ეუსებიო დი ფრანჩესკოს კანდიდატურებსაც განიხილავს.

ლევან მჭედლიძის თანაგუნდელი, საპონარა “ფიორენტინაში” ითამაშებს

“ფიორენტინას” ხელმძღვანელებმა ლევან მჭედლიძის თანაგუნდელის, რიკარდო საპონარას ტრანსფერი ოფიციალურად განახორციელეს.

საპონარა, რომელმაც სერია ა-ს ბოლო სამ სეზონში “ემპოლის” მაისურით 14 გოლის გატანა შეძლო, “ფიორენტინას” რიგებშ არენდის წესით ითამაშებს.

26 წლის ნახევარმცელის ახალი გუნდი ამ დროისთვის მერვე პოზიციას იკავებს იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში და მომდევნო მატჩს კვირას, 29 იანვარს, “ჯენოას” წინააღმდეგ გამართავს.

“ფიორენტინამ” კალინიჩი 45 მილიონ ევროდ გაყიდა

იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ფიორენტინასა” და ჩინური “ტიანძინ ქუანძინის” ხელმძღვანელებმა ნიკოლა კალინიჩის ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს.

საკმაოდ ცნობილი იტალიური გამოცემა, Football Italia იუწყება, რომ აღნიშნული ტრანსფერი ჩინურ კლუბს 45 მილიონი ევრო დაუჯდა – 5 მილიონით ნაკლები იმ თანხაზე, რაც კალინიჩის კონტრაქტში მის გამოსასყიდ ფასად იყო მოხსენიებული.

როგორც იცით, “ტიანძინის” მთავარი მწვრთნელის, ფაბიო კანავაროს პირველი სამიზნე დიეგო კოშტას ტრანსფერი იყო, თუმცა ის ლონდონურმა კლუბმა დაბლოკა, რის სემდეგაც კანავარო იტალიურ მარკეტზე გადაერთო.

ტრანსფერის გასაოფიციალურებლად მხოლოდ ფეხბურთელის თანხმობაა საჭირო.

შეგახსენებთ, რომ “ფიორენტინამ” 29 წლის ფორვარდი 2015 წლის ზაფხულში, “დნიპროსგან” შეიძინა. მას შემდეგ, ხორვატმა ფეხბურთელმა 25 გოლისა და 10 საგოლე გადაცემის ჩაწერა მოახერხა აქტივში.

ფრანჩესკო ტოლდო — სათადარიგო ჩემპიონი

დღეს ლეგენდარულ იტალიელ კიპერ ფრანჩესკო ტოლდოს 45 წელი შეუსრულდა. Fanebi.Com-ი თქვენთან ერთად გაიხსენებს ტოლდოს კარიერის ყველაზე გამორჩეულ ეპიზოდებს.

ჰოლანდიის დამმარცხებელი
ნიჭიერ მეკარეს დიდი ხნის განმავლობაში არ უმართლებდა: ის უმეტესად უფრო სახელოვანი თანაგუნდელების ჩრდილში ექცეოდა. ასე იყო ნაკრებში და ასე იყო „ინტერშიც“. ტოლდომ ეროვნულ ნაკრებში 2000 წლის ევროპის ჩემპიონატზე გაიბრწყინა. ტურნირამდე გამართულ ამხანაგურ მატჩში ჯანლუიჯი ბუფონმა ხელი მოტეხა და ასე გაეხსნა გზა ფრანჩესკოს.

ტურნირის ნახევარფინალურ ეტაპზე, „ამსტერდამ არენაზე“, ჰოლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში ტოლდომ ექვსი პენალტიდან მხოლოდ ერთი გაუშვა. აქედან ორი თერთმეტმეტრიანი შეხვედრის ძირითად დროში დაინიშნა. თანაც, იტალიელები ჯანლუკა ძამბროტას გაძევების შემდეგ მოედანზე რიცხობრივ უმცირესობაში იყვნენ. ტოლდომ ჯერ ფრანკ დე ბურის დარტყმული მოიგერია, შემდეგ კი პატრიკ კლუივერტმა ბურთი ძელს გაარტყა. პენალტების სერიაში ჰოლანდიელები აშკარად ცუდად გამოიყურებოდნენ. ტოლდომ თითქოს მოაჯადოვა იმ საღამოს თავისი კარი.

 

მხსნელი გოლეადორი
ტოლდოს „ინტერი“ ბევრჯერ გადაურჩენია, თუმცა ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი არა საკუთარ, არამედ მეტოქე გუნდის კართან მოხდა. 2002 წელი, პრინციპული ბრძოლა ტურნირის „იუვენტუსთან“. ყველაზე დრამატული მატჩის ბოლო ნაწილი გამოდგა: 89-ე წუთზე პიერლუიჯი კოლინამ „ინტერის“ კარის მიმართულებით საეჭვო პენალტი დანიშნა, რომელიც ალესანდრო დელ პიერომ გოლად აქცია. 95-ე წუთზე კი ნამდვილი სასწაული მოხდა: „იუვენტუსის“ კართან კუთხური დაინიშნა, ტოლდო მეტოქის საჯარიმოსკენ გაეშურა, ბურთის მოწოდების შემდეგ არეულობა შეიქმნა, რითაც ფრანჩესკომ ისარგებლა და ბურთი ბუფონის კარში გადაგზავნა. ტურინელებს ისღა დარჩენოდათ, კოლინასთან დაეჩივლათ, ჩვენს მეკარეზე თავდასხმა მოხდაო, თუმცა გოლი გავიდა და ამას ვინღა გააუქმებდა?!

 

„იების“ საგუშაგოზე
90-იანი წლების ბოლოს „ფიორენტინა“ მრისხანე ძალა იყო. „იების“ რიგებში მანუელ რუი კოშტა და „მკვლელად“ წოდებული ფორვარდი გაბრიელ ომარ ბატისტუტა ბრწყინავდნენ, თუმცა ერთ დღეს, როდესაც კლუბის მთავარ მწვრთნელ ჯოვანი ტრაპატონის ჰკითხეს, თუ ვინ იყო მისი გუნდის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა, მან ასეთად ტოლდო დაასახელა. 1998/99 წლების სეზონში „ფიორენტინა“ დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა სერია A-ს, თუმცა ფინიშის ხაზთან მას „მილანმა“ და „ლაციომ“ გადაასწრეს. ამის მიუხედავად, ქომაგებს სიხარული არ განელებიათ, რადგან „ფიორენტინამ“ ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა და რაც ყველაზე მთავარია, ფლორენციელები იშვიათი სილამაზის ფეხბურთს თამაშობდნენ.

 

„ფიორენტინა“ ჩემპიონთა ლიგაზეც ღირსეულად გამოვიდა. ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტ მატჩად ლონდონის „არსენალთან“ სტუმრად გამართული მატჩი გამოდგა. იმ შეხვედრაში ფლორენციელები ბატისტუტას გოლით დაწინაურდნენ, რის შემდეგაც ლონდონელებმა შეტევები კიდევ უფრო გაამწვავეს და რომ არა ტოლდო, ინგლისელები, ალბათ, სასურველ შედეგსაც მიაღწევდნენ. იტალიელმა კიპერმა „ჰაიბერიზე“ ნამდვილი სასწაული ჩაიდინა, როდესაც ორი მეტრის მანძილიდან კანუს დარტყმულზე რეაგირება მოასწრო და ბურთი მოიგერია. ნიგერიელ თავდამსხმელს ასეთი გაოცებული სახე, ალბათ, არც მანამდე და არც მას შემდეგ არ ჰქონია.

 

ტოლდო იტალიის ხუთგზის ჩემპიონი და „ინტერის“ შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია, თუმცა მან ეს ტიტული მაშინ მოიგო, როდესაც მილანური გუნდის პირველ მეკარედ ჟულიო სეზარი ითვლებოდა. გარდა ამისა, ის შეყვანილი იყო 1998 და 2002 წლის მსოფლიოს და 2004 წლის ევროპის ჩემპიონატების სანაკრებო განაცხადებში, თუმცა არცერთი მატჩი არ ჩაუტარებია. იტალიის ნაკრებში ჩატარებულ 28 შეხვედრაში მხოლოდ 15 გოლი გაუშვა. გარდა ამისა, ტოლდო იტალიის რესპუბლიკისადმი გაწეული დამსახურებისთვის დაჯილდოებულია კავალერის ორდენით.

ყველაზე დიდი გამარჯვება
ფრანჩესკო ტოლდოს კარიერის მანძილზე 16 გუნდური ტიტული აქვს მოგებული, თუმცა იგი ყველაზე დიდ გამარჯვებად იმ სიყვარულს თვლის, რომელსაც ხალხისგან გრძნობს: „იცით, რა არის საუკეთესო? ხალხს 40 წლისა და უფრო დიდი ხნის ასაკშიც ვახსოვარ და ადამიანები ჩემზე დადებითად საუბრობენ. ჩემდამი ხალხის გულთბილი განწყობა ჩემთვის ყველაზე დიდი გამარჯვებაა“.

Toldo

კარიერის დასრულება
ფრანჩესკო ტოლდო თავმდაბალი და მოკრძალებული პიროვნებაა და კარიერაც მოკრძალებულად, გამოსათხოვარი მატჩის გარეშე დაასრულა. 2010 წლის 7 ივლისს ტოლდომ კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა: „კარიერის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება მივიღე. ამას ოფიციალურად პირველად ვამბობ, ამიტომ ძალიან მიჭირს, თუმცა კლუბიდან არ მივდივარ — ახალგაზრდებთან მუშაობას გავაგრძელებ. რაც შეეხება გამოსათხოვარ მატჩს, ის არ იქნება“.

პროფესიული კარიერის დასრულების შემდეგ ფრანჩესკო ტოლდო გარკვეული ხნით იტალიის 21-წლამდელთა ნაკრებში მეკარეების მწვრთნელად მუშაობდა, დღესდღეობით კი პროექტ “ინტერი” სამუდამოდ” ერთ-ერთი ხელმძღვანელია. პროექტი კლუბის გამორჩეულ ფეხბურთელებს აერთიანებს.

 

იტალიური პრესა: იოვეტიჩი “ვესტ ჰემისა” და “ფიორენტინას” ინტერესთა სფეროში მოექცა

Tutto Mercato Web-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, მილანური “ინტერის” თავდამსხმელის, სტეფან იოვეტიჩის მიმართ ინტერესი იტალიურმა “ფიორენტინამ” და ინგლისურმა “ვესტ ჰემმა” გამოთქვეს.

შეგახსენებთ, რომ 27 წლის ფორვარდს “ფიორენტინას” მაისურით 5 სეზონი აქვს ჩატარებული. ასე რომ, მის დაბრუნებას “სტადიო არტემიო ფარნკის” მკვიდრნი დიდი სიხარულით შეხვდებიან.

თუმცა, პაულო სოუზას მხარეს ამ ტრანსფერის განსახორციელებლად “ვესტ ჰემის” დამარცხება მოუწევს, რომელსაც ბოლო დროს საკმაოდ ძლიერად აკავშირებენ “სიტის” ყოფილ თავდამსხმელთან.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ 2015 წელს “ინტერში” გადასვლის შემდეგ, იოვეტიჩმა 26 მატჩში 6 გოლის გატანა მოახერხა და სათადარიგოთა სკამზეც მოასწრო ადგილის დაჯავშნა.

ანტონიო კონტეს მიერ დაწუნებული მომავალი თაობა

მართალია, რომ იტალიისათვის 2016 წლის ევროპის ჩემპიონატი მტკივნეულად, გერმანიასთან განცდილი დასანანი მარცხით დასრულდა, თუმცა, ამავდროულად გამოჩნდა ძალიან დიდი დადებითი მხარეებიც . მიუხედავად იმისა, რომ კონტეს ბიჭებმა საუკეთესო ოთხ ნაკრებს შორის ადგილის დამკვიდრება ვერ მოახერხეს, “სკუადრა აძურა” მაინც ერთ-ერთი საუკეთესო იყო ამ ტურნირზე.

მათ მიერ ბელგიისა და ესპანეთის ნაკრებთან ნათამაშები მატჩი მართლაც რომ სანიმუშო იყო თითოეული ფეხბურთელისათვის. იტალიელები გუნდურად მუშაობდნენ. მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ კონტეს სელექციას სამართლიანად აკრიტიკებდნენ. მან რამოდენიმე ისეთი ფეხბურთელი არ გამოიძახა, რომელიც გუნდს აუცილებლად გამოადგებოდა.

“ჩელსის” ახალი თავკაცი ყოველთვის ამბობდა, რომ ქვეყანას აკლდა ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელები.

თუმცა სიმართლე სხვაგვარია, იტალიას მართლა ჰყავს ნიჭიერი ფეხბურთელები, რომელთა უმეტესობა ადრე თუ გვიან მაინც გამოიჩენს თავს. გთავაზობთ იმ ფეხბურთელთა სიას, რომლებიც ჯამპიერო ვენტურას თანადგომას ნამდვილად იმსახურებენ.


ანდრეა ბელოტი (22 წლის ; “ტორინო”)

80

ამ დროისთვის იტალიელებს ყველაზე დიდი პრობლემა შეტევაში აქვთ. ევრო 2016-ზე მეტოქეთა კარის აღებაზე ედერი და გრაციანო პელე ზრუნავდნენ. პირველი მათგანი 29 წლის გახლავთ, ის მთელი სეზონის მანძილზე საშინელ ფორმაში იმყოფებოდა. მეორე კი 30 წლის არის და ვერც ის ახერხებდა რეგულარულად თამაშს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, კონტემ მათგან მაინც საუკეთესო მიიღო, მაგრამ უკვე დროა, რომ შანსი ანდრეა ბელოტისაც მიეცეს.

22 წლის ფეხბურთელი “ტორინოს” ერთი წლის წინ შეუერთდა 7.5 მილიონ ევროდ. ბელოტიმ მალევე გაიარა ადაპტაცია იტალიურ გუნდში და სადებიუტო სეზონში შესანიშნავი შედეგი “დადო” – 12 გოლი სერია ა-ს 35 მატჩში. ბელოტი საკმაოდ ღონიერი, სწრაფი ფეხბურთელია, რომელსაც უძლიერესი დარტყმა აქვს. ამასთანავე კარგად ეხმარება მველებსაც.


მარკო ბენასი (21 წლის ; “ტორინო”)

1

კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც შესაძლოა ვენტურამ ნაკრებში გამოიძახოს “ტორინოს” ცენტრალური ნახევარმცველი, მარკო ბენასია, რომელთან ერთადაც მუშაობის გამოცდილება მას უკვე დაუგროვდა. ბენასი კონტემაც გამოიძახა, როდესაც “სკუადრა აძურა” ევროპის ჩემპიონატისათვის ემზადებოდა, თუმცა 21 წლის ფეხბურთელის სანაკრებო დებიუტი არ შემდგარა. რაც შესაძლოა სულ მალე შეიცვალოს.

გასული სეზონი ბენასისთვის საუკეთესო იყო. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური ნახევარმცველია იტალიაში. ის დიდად არ განსხვავდება “იუვენტუსის” 23 წლის ფეხბურთელისაგან (სტეფანო სტურარო), რომელმაც ევრო 2016-ში მიიღო მონაწილეობა.


დომენიკო ბერარდი (21 წლის ; “სასუოლო”)

1

ის მხოლოდ 21 წლის არის, მიუხედავად იმისა, რომ დომენიკო ბერარდის საფეხბურთო სამყარო კარგა ხანია რაც იცნობს. გასული სეზონი მისთვის მესამე იყო იტალიის საუკეთესო ჩემპიონატში. ყოველი მათგანი ბერარდიმ “სასუოლოს” მაისურით ჩაატარა. ამასთანავე, ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მის მიერ გატანილ გოლთა რიცხვი ერთ ციფრში გამოისახა.

მიუხედავად იმისა, რომ მესამე სეზონში ის იმდენად პროდიქტიული არ იყო, ბერარდი მაინც ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა ფორვარდია ევროპის მასშტაბით. პოზიციურად ის საკმაოდ სწორად მოქმედებს, არის სწრაფი და ძალიან ტექნიკური. ერთი-ერთზე მის წინააღმდეგ თამაში უზომოდ სახიფათო. მარცხენა ფეხით მას ნებისმიერ მომენტში შეუძლია მატჩის ბედის გადაწყვეტა.

იმ შემთხვევაში, თუ იტალიელთა ახალი თავკაცი 4-3-3 ტაქტიკით გადაწყვეტს თამაშს, ბერარდი საკმაოდ საჭირო ფეხბურთელი გახდება გუნდისათვის, რამეთუ მარჯვენა ფლანგზე ის ძალიან პროდიქტიულად თამაშობს.

თუმცა, ჯერ მან დისციპლინასთან უნდა მოაგვაროს საქმე.


ჯანლუიჯი დონარუმა (17 წლის ; “მილანი”)

1

სინიშა მიჰაილოვიჩმა “მილანის” მწვრთნელის ფუნქციები ერთ სეზონზე ნაკლები დროის მანძილზე შეასრულა. ის საშინელი შედეგებისა და არასახარბიელო სათამაშო სტილის გამო გაათავისუფლეს. თუმცა, ამ დროის მანძილზე მან ერთი ძალზედ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო – მან დიეგო ლოპესი სკამზე დასვა და შანსი მისცა ჯანლუიჯი დონარუმას, რომელიც მაშინ მხოლოდ 16 წლის იყო.

მაშინ მიჰაილოვიჩის ეს სვლა ცხელ გულზე გაკეთებულ საქმედ მიიჩნიეს, თუმცა, დროთა განმავლობაში ყველამ აღიარა, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო.

ლეგენდარული ჯანლუიჯი ბუფონი 38 წლის გახლავთ, მისი “აღსასრული” ახლოვდება. ბუფონის “სეხნიას” კი ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ “იუვენტუსის” ლეგენდარული მეკარე სათანადოდ ჩაანაცვლოს.


ადამ მასინა (22 წლის ; “ბოლონია”)

1

“ბოლონია” იტალიის უმაღლესი ჩემპიონატიდან გავარდნას გადარჩა, რაშიც დიდი წვლილი ისეთ ახალგაზრდა ფეხბურთელებს მიუძღვის, როგორიც ადამ მასინა არის. ძლიერი, პროგრესულად მოაზროვნე და დინამიკური – ასე შეიძლება დავახასიათოთ “ბოლონიელთა” მარცხენა მცველი.

რობერტო დონადონის თავკაცობით მას უმეტეს შემთხვევაში ცენტრალური მცველის პოზიციაზე უწევდა თამაში, თუმცა, დელიო როსი მასში ფლანგზე მოთამაშე მცველსაც ხედავდა. 3-5-2 ფორმაციაში მასინას ადგილი ნამდვილად უნდა მოიძებნოს.


ალესიო რომანოლი (21 წლის ; “მილანი”)

1

როგორც იცით, გასულ ზაფხულში “მილანი” ცენტრალური მცველის ძიებით იყო დაკავებული. საბოლოოდ “როსონერის” სკაუტებმა ალესიო რომანოლის მიაკვლიეს. “რომასთან” წარმოებული გაწელილი მოლაპარაკებების წყალობით 21 წლის მცველი მილანურ ბანაკში გადაბარგდა.

რომანოლი საკმაოდ მალე იქცა “როსონერის” დაცვის ლიდერად. სეზონის ბოლოსკენ ის არა მარტო დაცვის, არამდე გუნდის ერთ-ერთ ლიდერადაც ითვლებოდა. რომანოლი თავის მარცხენა ფეხს მაქსიმალურად იყენებს, მისი პასების უმეტესობა ზუსტია.

მისი ტექნიკური შესაძლებლობებისა და თამაშის კითხვის უნარის წყალობით, რომანოლის ღირსეულად შეუძლია ჯორჯო კიელინის ჩანაცვლება იტალიის ნაკრებში.


დანიელე რუგანი (21 წლის ; “იუვენტუსი”)

1

“ემპოლიში” არენდის წესით გატარებული მშვენიერი სეზონის შემდეგ (2014-15), დანიელე რუგანი “იუვენტუსში” დიდი იმედებით დაბრუნდა. მაგრამ, პირველი 6 თვის მანძილზე, ბრწყინვალე BBC-ის (ანდრეა ბარძალი, ლეონარდო ბონუჩი და ჯორჯო კიელინი) გადამკიდე, მან “ბებერი ქალბატონის” რიგებში თავის გამოჩენა ვერ მაოხერხა.

საბოლოოდ, 21 წლის ფეხბურთელმა გამოცდილი თანაგუნდელების ტრავმების წყალობით იხეირა და ყველას დაუმტკიცა, რომ მას ყველაფერი აქვს, რაც “იუვეს” ძირითადში უფრო ხშირად თამაშისთვის არის საჭირო. აღსანიშნავია ისიც, რომ BBC-ს წყალობით, რუგანი, ინტელიგენტი ცენტრალური მცველი დღითი-დღე პროგრესირებს. უახლოეს მომავალში, იტალიის ნაკრებს ისეთი ფეხბურთელი, როგორიც რუგანია, აუცილებლად დასჭირდება.

“ფიორენტინამ” “ტრენტინო” არასაფეხბურთო ანგარიშით დაამარცხა (ვიდეო)

ახლოვდება სეზონის სტარტი. გუნდები ამხანაგურ შეხვედრებს მართავენ ფორმაში შესასვლელად. ერთ-ერთი ასეთი მატჩი გაიმართა გუშინ “ფიორენტინასა” და “ტრენტინოს” შორის. ფლორენციელებმა მეტოქე არასაფეხბურთო ანგარიშით, 10:1 დაამარცხეს.

პოგბას ფინტი “ფიორენტინასთან” გამართულ შეხვედრაში (ვიდეო)

24 აპრილს, იტალიის სერია A-ში, “ფიორენტინასა” და “იუვენტუსს” შორის გამართულ მატჩში (1:2), პოლ პოგბამ მეტოქე გუნდის ფეხბურთელი ბრწყინვალედ ჩამოიშორა.

კეინი და დემბელე “ფიორენტინას” წინააღმდეგ თამაშს ვერ შეძლებენ

ლონდონის “ტოტენჰემს” იტალიურ “ფიორენტინასთან” გამკლავება მუსა დემბელესა და ჰარი კეინის გარეშე მოუწევთ. შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის განმეორებით მატჩზეა საუბარი.

ჰარი კეინმა “კრისტალ პალასთან” მატჩში ცხვირი გაიტეხა. მართალია, რომ “მამლების” სამედიცინო შტაბმა უკვე დაამზადა ნიღაბი, თუმცა პოჩეტინო გარისკვას არ აპირებს.

რაც შეეხება ინგლისელთა ნახევარმცველს, დემბელეს, ის იმავე მატჩში დაშავდა. ბელგიელ ნახევარმცველს საზარდული აწუხებს, რის გამოც აღნიშნულ მატჩში თამაშს ვერ შეძლებს.

სარატე: “სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია ამის გამო? სიტყვები არ მყოფნის” (ფოტო)

დღეს, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის მიერ შექმნილმა სპეციალურმა ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მაურო სარატე “ფიორენტინას” მომდევნო 3 მატჩში ვერ დაეხმარება.

დისკვალიფიკაციის მიზეზი “ინტერთან” გამართულ მატჩში არგენტინელსა და ჯეისონ მურილოს შორის (2:1) მომხდარი ინციდენტია.

“სიტყვები არ მყოფნის. მატჩს თავიდან ვუყურე, თუმცა ასეთი ვერაფერი ვნახე. სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია ამის გამო? არ მესმის.” – განაცხადა “იების” თავდამსხმელმა.

“ფიორენტინას” ხელმძღვანელობა უახლოეს მომავალში აპირებს ამ გადაწყვეტილების აპელირებას.

Claudio-Ranieri

ოფიციალურად: ტელიო „ფიორენტინაში“ ითამაშებს

„ბარსელონამ“ თავდამსხმელ კრისტიან ტელიოს „ფიორენტინაში“ ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. დარჩენილი სეზონის ნაწილს ფეხურთელი ფლორენციაში იჯარის წესით ჩაატარებს.

მთელი მიმდინარე სეზონი ფორვარდს „პორტუში“ უნდა ეთამაშა, მაგრამ კლუბების ხელმძღვანელებმა გარიგების გაწყვეტა გადაწყვიტეს, რადგან ტელიოს პორტუგალიაში ნაკლები სათამაშო პრაქტიკა ჰქონდა. ახლა კრისტიანი თავის ძალებს იტალიაში გამოსცდის.

პორტუგალიის ჩემპიოანტის მიმდინარე გათამაშებაში 24 წლის თავდამსხმელმა 11 მატჩი ჩაატარა, თუმცა ვერცერთი გოლის გატანა ვერ შეძლო. „ბარსელონასთან“ მოქმედი კოტნრაქტი მას 2018 წლამდე აკავშირებს.