საფრანგეთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ხორვატია ანგარიშით, 4-2 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა. “ლურჯების” წარმატებას ომარ მომანი ეხმაურება.
საფრანგეთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ხორვატია ანგარიშით, 4-2 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა. “ლურჯების” წარმატებას ომარ მომანი ეხმაურება.
პრემიერ ლიგაში მუშაობის გამოცდილების მქონე არბიტრი დერმოტ გალაგერი მიიჩნევს, რომ ხორვატიის კარში პენალტის დანიშვნით მუნდიალის ფინალური მატჩის მთავარმა მსაჯმა დიდი შეცდომა დაუშვა.
როგორც იცით, აღნიშნული პენალტი არგენტინელმა პიტანამ მაშინ დანიშნა, როდესაც ანგარიში ჯერ კიდევ 1-1 იყო. მიზეზი ხელით თამაში იყო, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საჯარიმოში მყოფი პერიშიჩს მხედველობის არეალს ბლაიზე მატუიდი უბლოკავდა.
“ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ პენალტი არ უნდა დანიშნულიყო. ბურთი ძალიან, ძალიან ახლოს იყო მასთან, თანაც თავდამსხმელის თავიდან მივიდა.
ბურთი უბრალოდ მოხვდა მას – პერიშიჩს განზრახ თამაში არ უნდოდა, ბურთისკენ არ გაუწევია ხელი. წესის თანახმად პენალტი არ უნდა დანიშნულიყო,” – აცხადებს დერმოტი.
მადრიდის “რეალის” ფრანგი თავდამსხმელი კარიმ ბენზემა საფრანგეთის ნაკრების წარმატებას გამოეხმაურა. ბენზემამ, რომელსაც 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლება არ მისცეს, ნაკრებს სოციალურ ქსელში მიულოცა.
შეგახსენებთ, რომ კარიმ ბენზემა ნაკრებში 2015 წელს მომხდარი სკანდალის შემდეგ არ თამაშობს. ამ უკანასკნელს ვალბუენას შანტაჟში ედება ბრალი.
“გილოცავთ, ბიჭებო! კარგი იყო! მსოფლიოს ჩემპიონები!” – ვკითხულობთ ბენზემას ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე.
“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი, რომელიც აქტიურად ადევნებს თვალს მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატს, ფინალში ფავორიტად საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრებს მიიჩნევს.
“ფავორიტი, რა თმა უნდა, საფრანგეთია. თუმცა, ყოველთვის ამბობენ, რომ ფინალს ფავორიტი არ ჰყავს. ასეთ მატჩში ორივე გუნდი აუცილებლად მოსაგებად უნდა გავიდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ხორვატებს ასეთი დამოკიდებულება ექნებათ.
დამატებითი ერთი დღე ფრანგების მარაგში, შესაძლოა, ძალზედ მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. მაგრამ ხორვატებს ბრწყინვალე გუნდი ჰყავთ – ლუკა მოდრიჩი, მარიო მანძუკიჩი, ივან პერიშიჩი. მათ მოგების ყველანაირი შანსი აქვთ.
ვფიქრობ, რომ თანაბარ თამაშს ვიხილავთ. თამაში თუ გაიხსნება, ხორვატიას ნაკლები შანსი ექნება. მაგრამ მჯერა, რომ ხორვატების მებრძოლი სული ყველაფერს გააკეთებს მოსაგებად,” – აცხადებს მოურინიო.
დღეს მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ერთმანეთს ბელგიისა და ინგლისის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდნენ. საბოლოოდ, მატჩი “წითელი ეშმაკების” გამარჯვებით, ანგარიშით, 2:0 დასრულდა.
საგულისხმოა, რომ თამაშის საუკეთესო ფეხბურთელად ბრინჯაოს მედლის მფლობელი, ედენ აზარი დასახელდა. მან 82-ე წუთზე კევინ დე ბრუინის გადაცემის შემდეგ, მეორე გოლის გატანა შეძლო. ზოგადად, “ჩელსის” შემტევი მთელი 90 წუთის მანძილზე ძალიან აქტიური იყო და რამდენიმე ლამაზი დრიბლინგიც შესთავაზა მაყურებელს.
აქვე გეტყვით, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი 15 ივლისს, საღამოს შვიდ საათზე მოსკოვში, “ლუჟნიკი” არენაზე გაიმართება. ერთმანეთს საფრანგეთისა და ხორვატიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.
მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში ერთმანეთს საფრანგეთი და ბელგია დაუპირისპირდნენ. სანახაობრივი მატჩი მინიმალური ანგარიშით ფრანგებმა მოიგეს და მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ.
Fifa-მ დაასახელა დაპირისპირების საუკეთესო მოთამაშე. აღნიშნული ჯილდო სამუელ უმტიტიმ მოიგო. გამარჯვებული გუნდის მცველმა 51-ე წუთზე გოლის გატანა შეძლო და სწორედ ამის შედეგად გავიდა საფრანგეთი ფინალში.
შეგახსენებთ, რომ დღეს მეორე ნახევარფინალი გაიმართება: ხორვატია ინგლისის წინააღმდეგ. ეს მატჩი 22:00 საათზე დაიწყება.
მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალურ შეხვედრაში საფრანგეთი ბელგიას დაუპირისპირდა.
საკმაოდ დაძაბული შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ერთადერთი გატანილი გოლით დასრულდა. მისი ავტორი 51-ე წუთზე სამუელ უმტიტი გახდა. ფრანგმა მცველმა ანტუან გრიზმანის ჩაწოდების შემდეგ შეძლო თავური დარტყმით “წითელი ეშმაკების” კარის ბადის შერრხევა. საბოლოოდ, 1-0 და საფრანგეთი ფინალში გავიდა.
შეგახსენებთ, რომ მეორე ნახევარფინალური შეხვედრა 11 ივლისს, 22:00 საათზე ხორვატიასა და ინგლისს შორის შედგება.
მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში საფრანგეთმა ურუგვაი რაფაელ ვარანისა და ანტუან გრიზმანის გოლების წყალობით დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ბელგიას დაუპირისპირდება. საგულისხმოა, რომ მადრიდის “ატლეტიკოს” შემტევმა გოლი არ აღნიშნა. ამის მიზეზზე მან მატჩის შემდეგ ისაუბრა.
“ამ გუნდის მიმართ დიდი პატივისცემა გამაჩნია. იქ ჩემი მეგობრები და კოლეგები თამაშობენ, სწორედ ამიტომ, არ აღვნიშნე გატანილი გოლი. ურუგვაი ძლიერი ნაკრებია. როგორც “ატლეტიკოში” ხდება, იქაც ყველა თავს იცავს. სასიამოვნოა, როცა ასეთი ქვეყნის წარმომადგენლებს უპირისპირდები. მიყვარს ურუგვაული კულტურა და ურუგვაელები,” – ამბობს გრიზმანი.
2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალური ეტაპი ურუგვაისა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის ნიჟნი ნოვგოროდში გამართული მატჩით გაიხსნა, რომელიც ევროპელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.
შეხვედრას ორივე გუნდი დანაკლისით შეხვდა: სამხრეთამერიკელებს ტრავმის გამო ერთ-ერთი ლიდერი ედინსონ კავანი ვერ ეხმარებოდა, ევროპელებმა კი დისკვალიფიცირებული ბლეზ მატუიდი მოისაკლისეს. პირველი ტაიმის მიმდინარეობისას ორივე გუნდი სიფრთხილეს იჩენდა და გარისკვას ერიდებოდა. შესაბამისად, სახიფათო მომენტი არცთუ მრავლად შეიქმნა, თუმცა ანგარიში პირველივე ნახევარში გაიხსნა: მე-40 წუთზე ანტუან გრიზმანმა სტანდარტიდან ბურთი საჯარიმოში ჩააგდო, იქ კი თავით რაფაელ ვარანმა დაარტყა და გაიტანა – 1:0. გაშვებული გოლის შემდეგ ურუგვაელები გააქტიურდნენ და ტაიმის მიწურულს მარტინ კასერესს თავური დარტყმით წონასწორობის აღდგენის შესაძლებლობაც მიეცა, მაგრამ უგო ლორისმა შესანიშნავი სეივით საკუთარი გუნდი იხსნა და ტაიმი “მამლების” გამარჯვებით დასრულდა.
შეხვედრის მეორე ნახევარი 16 წუთის დაწყებული იყო, როცა სამხრეთამერიკელთა მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. გრიზმანის შორეული დარტყმის შემდეგ ურუგვაელთა მეკარე ფერნანდო მუსლერა უხეშად შეცდა, უხეიროდ მოიგერია და ბურთი კარში შევარდა – 0:2. დარჩენილ დროში სამხრეთამერიკელებმა სიტუაციის გამოსწორება ვერ მოახერხეს და ტურნირს გამოეთიშნენ, ფრანგები კი ნახევარფინალში ითამაშებენ, სადაც მათი მეტოქე ბრაზილიასა და ბელგიას შორის გამარჯვებული იქნება.
მსოფლიოს ჩემპიონატი
მეოთხედფინალი
ურუგვაი — საფრანგეთი 0:2 (0:1)
გოლები: ვარანი 40′, გრიზმანი 61′.
საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელმა, ანტუან გრიზმანმა, არგენტინის ნაკრების დამარცხების შემდეგ (4-3) პრესასთან ისაუბრა.
“ბრწყინვალე მატჩი იყო მოედანზე მყოფი თითოეული ფეხბურთის ფანისათვის და მათთვის, ვინც შეხვედრას ტელევიზორებიდან ადევნებდა თვალს. კარგად ვითამაშეთ და გუნდის ხასიათიც ვაჩვენეთ, რაც მომდევნო ეტაპზე გასვლაში დაგვეხმარა.
მართალია, ჯგუფურ ეტაპზეც კარგად ვთამაშობდით, მაგრამ დღეს ყველაფერი უკეთ იყო. თუ მომდევნო მატჩებშიც ასე ვითამაშებთ, მაშინ მსოფლიო ჩემპიონატის მოგების დიდი შანსი გვექნება.
გუნდი თვითდაჯერებულია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ნებისმიერი ტაქტიკის დანგრევა შეგვიძლია,” – აცხადებს გრიზმანი.
ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩები გაიმართა “ცე” ჯგუფშიც, სადაც საფრანგეთის ნაკრები უდავო ფავორიტი გახლდათ. ორი მოგების შემდეგ საფრანგეთს განაღდებული ჰქონდა მომდევნო ეტაპზე ასპარეზობა, დანიას კი ფრე ან მოგება სჭირდებოდა.
როგორც მოსალოდნელი იყო, ორივე გუნდი ზოგავდა ძალებს. მატჩიც უღიმღამო გამოდგა და შედეგად გულშემაკტივარმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის პირველი უგოლო ფრე იხილა.
“ცე” ჯგუფში საფრანგეთი 7 ქულით პირველ ადგილზე გავიდა, დანიელებს კი 5 ქულა აქვთ და მეორეზე იმყოფებიან. მერვედფინალში მათი მეტოქეების ვინაობა დღეს გაირკვევა.
მსოფლიოს ჩემპიონატი
C ჯგუფი (3 ტური)
დანია- საფრანგეთი 0:0 (0:0)
საფრანგეთი ნაკრებისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველმა, პოლ ლაბილე პოგბამ მომავალში მისი მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში ეჭვის ქვეშ დააყენა.
“შესაძლოა, ეს ჩემი ბოლო მსოფლიოს ჩეპიონატი იყოს. რატომ? ეს სრულიად რეალურია. არ ვიცით, რა მოხდება ხვალ. არის იმის ალბათობა, რომ ტრავმა მივიღო ან სხვა ფეხბურთელმა ჩამანაცვლოს. თუმცა, ვიმედოვნებ, რომ უფრო მეტ ტურნირზე ვითამაშებ. ზოგ ფეხბურთელს ერთ ასეთ ჩემპიონატზეც კი არ აქვს მიღებული მონაწილეობა.
ვამხნევებ ჩემს თავს და ვცდილობ, კრიტიკა დავივიწყო – ამ ყველაფერს მოედანზე გავცე პასუხი. საუკეთესოს ვაკეთებ იმ მაისურისთვის, რომელიც მაცვია. მსურს, ეს ტურნირი მოვიგო,” – ამბობს პოგბა.