ეკვადორი – საფრანგეთი 0:0

გატანილი გოლების გარეშე დასრულდა ეკვადორის და საფრენგეთის ნაკრებების მატჩი. აღნიშნული შედეგიდან გამომიდნარე საფრანგეთმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. ეკვადორელებმა კი შემდეგ ეტაპზე გასვლა ვერ მოახერხეს.

პრევიუ: ეკვადორი – საფრანგეთი

ეკვადორელები გადამწყვეტ მატჩს ჯგუფის ლიდერებთან გამართავენ. 

დიდი ანგარიშით მოპოვებული ორი გამარჯვების შემდეგაც კი ფრანგებს ჯგუფიდან გასვლა გარანტირებული არ აქვთ, თუმცა ფაქტობრივად წარმოუდგენელია, რომ ეკვადორელებმა საფრანგეთის განადგურება შესძლონ.

დიდი ალბათობით რეინალდო რუედა მცირე ცვლილებებს შეიტანს საკუთარი გუნდის თამაშში, თუმცა გამოცდილ 4-4-2-ს არ უღალატებს.

ფრანგების ჩატარებულ გასულ მატჩებში გამოჩნდა, რომ დეშამს როტაციის არ ეშინია და თამაშის საშუალებას ყველას აძლევს.

ცვლილებებს დღესაც უნდა ველოდოთ. გუნდის ლიდერებს ალბათ დასვენების საშუალება მიეცემათ. გამორიცხულია კაბაიეს თამაში, რომელიც დისკვალიფიცირბულია. კითხვის ნიშნის ქვეშ არის ტრავმირებული სახოს და ვარანის გამოსვლაც.

ეკვადორი – საფრანგეთი

სავარაუდო შემადგენლობები:

ეკვადორი: დომინგესი – პადერესი, ერასო, გუაგუა, აიოვი – ა.ვალენსია, მინდა, ნობოა, მონტერო – ე.ვალენსია, კაისედო.

საფრანგეთი: ლიორისი – სანია, კოსიელნი, მანგალა, ევრა – მ.სისოკო, მავუბა, პოგბა – ვალბუენა, რემი, გრიზმანი.

ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე:

Ecuador_France_GEO_2

შვეიცარია — საფრანგეთი (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე შვეიცარიისა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა დიდიე დეშამის გუნდის დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 5:2 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ფრანგთა თავდამსხმელი კარიმ ბენზემა დაასახელეს, რომელმაც აღნიშნულ შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა. აღსანიშნავია, რომ მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელს 32-ე წუთზე თერთმეტმერიანის გატანის შესაძლებლობა მიეცა, თუმცა მისი დარტყმული შვეიცარიელთა კიპერმა დიეგო ბენალიომ მოიგერია. სათქმელია ისიც, რომ ბენზემამ მეორე ბურთი მაინც შეაგდო, თუმცა მატჩის მთავარმა არბიტრმა ბიორნ კეიპერსმა ზუსტად იმ დროს დაასრულა შეხვედრა და გოლი არ ჩათვალა.

ბენზემამ მატჩი სრულად ჩაამთავრა, გააკეთა 26 გადაცემა და კარში 8-ჯერ დაარტყა. ფრანგ თავდამსხმელს ტურნირზე უკვე 3 გოლი აქვს გატანილი.

 

საფრანგეთმა შვეიცარიას მოუგო

უხვგოლიანი გამოდგა E ჯგუფის მატჩი საფრანგეთსა და შვეიცარიას შორის.

ანგარიში მე-17 წუთზე ჟირუმ გახსნა. ერთ წუთში ფრანგების უპირატესობა ორამდე მატუიდიმ გაზარდა. მალევე ფრანგებს მესამე გოლის გატანა შეეძოთ, თუმცა ბენზემამ პენალტი ვერ გაიტანა. სამბურთიანი უპირატესობის მოპოვება ფრანგებმა შესვენებამდე მაინც მოახერხეს. გოლის ავტორი ვალბუენა გახდა.

67-ე წუთზე ბენზემამ მეოთხე გოლი გაიტანა. ზუსტად 6 წუთში კი სისოკომ ფრანგების უპირატესობა ხუთბურთიანი გახადა.

ბოლო ათი წუთი შვეიცარიის იყო. 81-ზე ჯემაილიმ, ხოლო 87-ე წუთზე ჯაკამ გაიტანეს და საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს – 2:5.

პრევიუ: შვეიცარია – საფრანგეთი

ჯგუფის ლიდერებს გამარჯვების შემთხვევაში პლეი-ოფის საგზურის მოპოვება შეუძლიათ. 

ტურნირის დაწყებამდე E ჯგუფის ფავორიტებად სწორედ შვეიცარიის და საფრანგეთის გუნდები მიიჩნეოდნენ. ორივე ნაკრებმა პირველ ტურში გამარჯვება მოიპოვა და 1/8-ფინალში გასასვლელად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.

შვეიცარიას გამარჯვება შეცვლაზე შემოსულმა მეჰმედიმ და სეფეროვიჩმა მოუტანეს. ამიტომ, ფრანგებთან მათ გამოცენას ძირითადში უნდა ველოდოთ. თუმცა, არც ის არის გამორიცხული, ჰიტცველდმა სეფეროვიჩი მეორე ტაიმისთვის შემოინახოს.

საფრანგეთის ნაკრებს საკმაოდ დიდი რეზერვი აქვს, თუმცა ჰონდურასთან იოლი მოგების შემდეგ ცვლილებების ალბათობა საკმაოდ მცირეა.

შვეიცარია – საფრანგეთი

სავარაუდო შემადგენლობები:

შვეიცარია: ბენალიო – ლიხტშტაინერი, ჯურუ, ვონ ბერგენი, როდრიგესი – ინლერი, ბერამი – შახირი, ჯაკა, მეჰმედი – დრმიჩი.

საფრანგეთი: ლიორისი – დებიუში, ვარანი, სახო, ევრა – მატუიდი, პოგბა, კაბაი – ვალბუენა, გრიზმანი – ბენზემა.

ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე:

Switzerland_France_GEO1

პოგბას და ვალბუენას ტექნიკის დემონსტრირება

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელის საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ვარჯიშზეა გადაღებული.



ფრანგების იოლი სტარტი

დიდიე დეშამის გუნდმა ჰონდურასელები განსაკუთრებული პრობლემების გარეშე დაამარცხეს.

ჰონდურასთან მატჩი ფრანგებისთვის იოლი გასეირნება არ უნდა ყოფილიყო. რა თქმა უდნა, ფეხბურთელების კლასში ლე ბლეს უპირატესობა თვალსაჩინოა. თმცა, ამავე დროს ლუის სუარესის გუნდის ინგლისთან ნათამაშები ფრე გარკვეული სიფრთხილისკენ მოუწოდებდა ფრანგებს.

ჰონდურასელებმა კარგად დაიწყეს. კარიბელები ყველა ბურთისთვის იბრძნოდნენ და რაც ყველაზე სასიამოვნოა, მათი ბრძოლა საზღვრებს არ სცილდებოდა და უხეშობაზე არ გადასულა.

თუმცა, უვკე მეათე წუთისთვის ფრანგებმა სრული უპირატესობა მოიპოვეს. თავიდან ვალიადარესის კართან სახიფათო მომენტები მხოლოდ სტანდარტულებიდან იქმნებოდა, რომლებსაც კარგად ვალბუენა ასრულებდა. ორჯერ ჰონდურასელები ძელმა იხსნა. დაძაბულობა პიკს, რაც პოგბას და პალასიოსის მცირე ინციდენტში გადაიზარდა. მსაჯმა ორივე ფეხბურთელი გააფრთხილა, თუმცა ამ ფეხბურთელების ურთიერთობა ამ შეხვედრაში ამით არ დასრულებულა. ტაიმის ბოლო წუთზე პოგბა საჯარიმოში იმავე პალასიომ წააქცია. არბიტრმა უყოყმანოდ დანიშნა 11-მეტრიანი, ჰონდურასელს კი მეორედ უჩევნა ყვითელი ბარათი, რაც ავტომატურად წითელში გადაიზარდა.

ამ ეპიზოდმა ჰონდურასელები გატეხა. ბენზემამ პენალტი ზუსტად შეასრულა და ინტრიგა ფაქტობრივად მინიმუმამდე დაიყვანა.

მეორე ნახევარში ფრანგების დომინირები აშკარა იყო, რაც კიდევ ორ გოლში გადაიზარდა – 3:0.

 

 

საფრანგეთი — ჰონდურასი (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საფრანგეთისა და ჰონდურასის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა „მამლების“ დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ფრანგთა თავდამსხმელი კარიმ ბენზემა დასახელდა, რომელმაც შეხვედრაში დუბლი შეასრულა.

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელმა მატჩი სრულად ჩაატარა, გააკეთა 37 გადაცემა და კარში დაარტყა 7-ჯერ.

 

ახალმა ვიდეოტექნოლოგიამ შედეგი გამოიღო (ვიდეო)

გოლის დაფიქსირების ახალი ვიდეოტექნოლოგია საფრანგეთისა და ჰონდურასის ნაკრებებს შორის მატჩში მსაჯს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარა.

ფრანგებმა ჰონდურასი დაამარცხეს

მუნდიალის პირველ შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა საფრანგეთის ნაკრებმა. დეშამის გუნდმა ჰონდურასის ნაკრებს სამი უპასუხო გოლი გაუტანა.

ანგარიში ბენზეამ პენალტით, 45-ე წუთზე გახსნა და საკუთარი გუნდი შესვენებაზე ლიდერის სტატუსში გაიყვანა.

მეორე ნახევარის მესამე წუთზე ვალადარესმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და ფრანგების უპირატესობა ორამდე გაზარდა. საბოლოო ანგარიში 72-ე წუთზე ბენზემამ დააფიქსირა – 3:0.

პრევიუ: საფრანგეთი – ჰონდურასი

ფრანგები მუნდიალს ჯგუფის პოტენციურ აუტსაიდერთან მატჩით იწყებენ.

ჩემპიონატზე საფრანგეთს შედარებით იოლი ჯგუფი შეხვდა. ჰონდურასთან გასამართი პირვლეი შეხვედრა დიდი ალბათობით წარმატებულ სტარტს ნიშნავს. უკანასკნელი შვიდი მატჩიდან ჰონდურასმა მხოლოდ ერთი მოიგო. თუმცა, არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ჰონდურასელებმა ინგლისელებთან ფრე ითამაშეს.

საფრანგეთის ნაკრების ამბიციებს მნიშვნელოვანი დარტყმა რიბერის ტრავმამ მიაყენა. ხარისხიანი შემტევები ფრანგებს მრავლად ყავთ, თუმცა რიბერის გამოკლების შემდეგ, დეშამმა ნასრის არგამოძახება ალბათ ძალიან ინანა.

ფრანგების ცენტრი სტაბილური და შეთამაშებულია. პოგბა-კაბაიე-მატუიდის ტრიო ნებისმიერი გუნდისთვის დიდი ძალა იქნებოდა. დაცვაში კი, დეშამს დიდი არჩევანი აქვს. ძირითადი გარანტირებული მხოლოდ პატრის ევრას ექნება.

ჰონდურასელები დიდი ალბათობით ინგლისელებთან ნათამაშებ შემადგენლობას არ შეცვლიან და კიდევ ერთი წარამტებისთვის იბრძოლებენ.

France_Honduras_GEO

 

რას აკეთებენ ფრანგი ფეხბურთელები ვარჯიშზე

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ერთობიან ფრანგი ფეხბურთელები ნაკრების ვარჯიშზე.