საფრანგეთის ნაკრებმა პერუს ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა (ვიდეო)

მსოფლიოს 2018 წლის გათამაშებას ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი, საფრანგეთის ნაკრები, რუსეთში წარმატებულ, თუმცა არც ისე დამაჯერებელ ასპარეზობას აგრძელებს. ავსტრალიის ნაკრების შემდეგ (2-1), ფრანგებმა პერუელები დაამარცხეს.

ფრანგებმა თავიდანვე ხელთ იგდეს ინიციატივა და მეტოქის კართან არაერთი მომენტი შექმნეს. უნდა აღინიშნოს, რომ “მამლების” აქტიურობას უპასუხოდ არც სამხრეთ ამერიკელები ტოვებდნენ.

ანგარიში პირველი ნახევრის 34-ე წუთზე კილიან მბაპემ გახსნა. გატანილი გოლი შემდეგ პერუელები კიდევ უფრო გააქტიურდნენ და ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებელიც მათ სასარგებლოდ მეტყველებდა. თუმცაღა, დიდიე დეშამის მცველებმა გამოცდა წარმატებით ჩააბარეს – 1:0.

მსოფლიოს ჩემპიონატი
C ჯგუფი (2 ტური)
საფრანგეთი – პერუ 1:0 (1:0)
გოლები: კილიან მბაპე 34′

დიდიე დეშამი: “გრიზმანი ლიდერია, მისგან მეტს ველი”

მსოფლიო 2018 წლის ჩემპიონატის პირველ მატჩში საფრანგეთის ნაკრებმა ავსტრალია მინიმალური სხვაობით, 2-1 დაამარცხა. მატჩის შემდეგ დიდიე დეშამმა განმარტა, თუ რატომ შეცვალა გრიზმანი 70-ე წუთზე.

“ანტუანი ანტუანია – ის ჩვენი შეტევის ლიდერია და მომავალშიც ლიდერი იქნება. თუმცა, რა თქმა უნდა, საუკეთესო თამაში არ უჩვენებია,” – განაცხადა “მამლების” თავკაცმა.

კითხვას, დაიწყებს თუ არა გრიზმანი მომდევნო მატჩს სათადარიგოთა სკამიდან, დეშამმა ასე უპასუხა:”არა, არა. ის თამაშს სასტარტოდან დაიწყებს, მაგრამ მეტი უნდა გააკეთოს, მისგან მეტს ველი.

მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ითამაშებს და ვინ არა. მთავარია, როგორ გამოადგებიან გუნდს. ოლივიე ჟირუ შეცვლაზე შემოსულა და გამარჯვებაში დაგვეხმარა. იმედგაცრუება ნაკრებისთვის პოზიტიურ ძალად უნდა გარდაქმნან.”

საფრანგეთი საფეხბურთო ზეიმს შეუერთდა, თუმცა მძიმედ

მსოფლიოს 2018 წლის გათამაშებას ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი, საფრანგეთის ნაკები, შეუერთდა. C ჯგუფის გახსნითი მატჩი ყაზანში დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა და

ფრანგებმა თავიდანვე ხელთ იგდეს ინიციატივა და მეტოქის კართან “ფუსფუსებდნენ”. თუმცაღა “მამლებმა” პირველ წუთებში სასურველ შედეგს ვერ მიაღწიეს, კარგად იცავდნენ რა თავს ავსტრალიელები. პირველი ტაიმი ფრედ, 0-0 დასრულდა.

მეორე ტაიმში გუნდები უფრო მოტივირებულები ჩანდნენ. ანგარიშიც მალევე გაიხსნა – 58′-ე წუთზე ანტუან გრიზმანმა თერთმეტმეტრიანი გამოიყენა და თავისი პირველი გოლიც გაიტანა მსოფლიო ჩემპიონატზე.

მალევე პენალტი ავსტრალიელთა საასარგებლოდაც დაინიშნა, თვი იედინაკმა გამოიჩინ 62-ე წუთზე. გოლის გატანის შემდეგ “კენგურუები” კიდევ უფრო ჩაჯდნენ დაცვაში და მათ ეშელონებს ვერაფერი შველოდათ, რომ არა პოლ პოგბას იღბლიანი გოლი 81-ე წუთზე.

ასე რომ, ფრანგები მუნდიალში ჩაერთნენ, თუმცაღა ძალიან მძიმედ.

მსოფლიოს ჩემპიონატი
C ჯგუფი (I ტური)
საფრანგეთი – ავსტრალია 2:1 (0:0)
გოლები: გრიზმანი 58′ (პენ), პოგბა 81′ — იედინაკი 62′(პენ).

მბაპემ ვარჯიშზე მიღებული ტრავმის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა

საფრანგეთის ნაკრებისა და “პარი სენ-ჟერმენის” ახალგაზრდა ვარსკვლავმა, კილიან მბაპემ, ვარჯიშისას ტრავმა მიიღო. ეს უკანასკნელი ადილ რამისთან შეჯახებამ დააზიანა.

საბედნიეროდ, 19 წლის ფეხბურთელის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და ის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას შეძლებს:”ყველაფერი რიგზე მაქვს. მხოლოდ სილურჯეა, სერიოზული არაფერი. მადლობას გიხდით გამამხნევებელი წერილებისთვის.

და კიდევ, თავი დაანებეთ რამის, მას ეს განძრახ არ გაუკეთებია,” – ვკითხულობთ მბაპეს მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.

მანჩინი: “იმედია, რამდენიმე წელიწადში საფრანგეთის დონეს მივუახლოვდებით”

პირველ ივნისს საფრანგეთისა და იტალიის საფეხბურთო ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩი შედგა. შეხვედრა ფრანგების გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 3-1. მატჩი პრესასთან იტალიელთა თავკაცმა, რობერტო მანჩინიმ, შეაფასა.

” ამ მატჩისგან დიდ გამოცდილებას მივიღებთ. არავის უყვარს წაგება, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ 2-1-ზე ანგარიშის გათანაბრების შანსები გვქონდა. იტალიასა და საფრანგეთს შორის დიდი განსვავებაა ამ ეტაპისთვის.

ფეხბურთელებმა ძალიან კარგად ითამაშეს. რასაკვირველია, ყველაზე მნიშვნელოვანი დებიუტანტთა თამაში იყო, მათ დაკისრებულ მოვალეობას თავი კარგად გაართვეს.

დღესდღეობით საფრანგეთის ნაკრები ნამდვილად გვჯობნის. ბევრი უნდა ვიმუშავოთ და ვისწავლოთ, რომ მათ დავეწიოთ. იმედი მაქვს, რამდენიმე წელიწადში მათ დონეს მივუახლოვდებით, ან გავუსწრებთ,” – აცხადებს მანჩინი.

დიდიე დეშამი: “რაბიო ფიქრობს, რომ სხვებზე უკეთესია”

“პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველმა, ადრიენ რაბიომ, უარი განაცხადა საფრანგეთის ნაკრების რეზერვში ყოფნაზე. მის ამ ნაბიჯს დიდიე დეშამი საჯაროდ გამოეხმაურა.

“ფეხბურთელებს უფლება აქვთ, საკუთარი გადაწყვეტილებები თავად მიიღონ. მესმის, რომ თავს იმედგაცრუებულად გრძნობს. მე არჩევანს სპორტულ ასპექტებზე დაყრდნობით ვაკეთებ. რაბიომ შეცდომა დაუშვა, რამაც, შესაძლოა, მის მომავალზე უარყოფითი გავლენა იქონიოს.

ის უკმაყოფილოა, რადგანაც ფიქრობს, რომ სხვებზე უკეთესია, უკეთ თამაშობს. რატომაც არა? მას ყველანაირი უფლება აქვს, ასე იფიქროს. მაგრამ უმჯობესი იქნება, თუ მიმდინარე სეზონში ნაკრებში ჩატარებულ ბოლო სამ მატჩს გადახედავს.

ნზონზი ავირჩიე, რადგანაც ჩემს სისტემაში, შემიძლია, მას სხვა დავალებებიც მივცე. არამგონია, რაბიო დაბრუნებაზე ფიქრობდეს, უახლოეს მომავალში მაინც. ფეხბურთელებისთვის ნაკრები უპირველესი რამ უნდა იყოს. როგორც ჩანს, რაბიო ასე არ ფიქრობს,” – განაცხადა დეშამმა.

ჟირუ: “კოლუმბიასთან მატჩი სილის გაწნის ტოლფასი იყო”

საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრების შემტევმა, ოლივიე ჟირუმ, კოლუმბიასთან წაგებული მატჩის შემდეგ (2-3) პრესასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფრანგებმა კოლუმბიელების გაკვეთილი კარგად უნდა დაისწავლონ.

“თამაში ორი ტაიმისგან შედგება და ჩვენი მიდგომა ორივე მათგანში ერთნაირი უნდა იყოს. თუ პირველ ტაიმს მოვიგებთ, მეორე ტაიმში მოდუნებულები არ უნდა ვთამაშობდეთ, თანაც ასეთი მეტოქის წინააღმდეგ.

ეს თამაში სილის გაწნას უფრო ჰგავდა და იმედი მაქვს, რომ ამ გაკვეთილს კარგად დავისწავლით, ეს გაფრთხილება იყო,” – აღნიშნავს ჟირუ, რომლის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მოისაზრება.

კოლუმბიამ საფრანგეთს დიდებული თამაში შემოუტრიალა (ვიდეო)

ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოდგა ამხანაგური მატჩი საფრანგეთისა და კოლუმბიის საფეხბურთო ნაკრებებს შორის, რომელიც საბოლოო ჯამში სამხრეთ ამერიკელთა გამარჯვებით დასრულდა.

ანგარიში შეხვედრის მე-11 წუთზე ოლივიე ჟირუმ გახსნა, 26-ე წუთზე კი ტომას ლემარმა ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდა. თითქოს, ყველაფერი უკვე გადაწწყვეტილი იყო, მაგრამ შეხვედრის 28-ე წუთზე მურიელმა თამაშში ინტრიგა დააბრუნა.

ფრანგ გულშემატკივართა გასაოცრად, კოლუმბიის ნაკრებმა საკუთარ თავში ძალა იპოვა და მთელი მეორე ტაიმი მათი უპირატესობით მიმდინარეობდა. შედეგიც სახეზეა – ჯერ ფალკაომ გაიტანა 62-ე წუთზე, ხოლო შემდეგ კინტერომ 85-ე წუთზე – 2:3.


საფრანგეთი: ჰუგო ლორისი; დინიე (ჰერნანდესი 78′), უმტიტი, ვარანი, სიდიბე; მატუიდი (პოგბა 65′), გრიზმანი (ტაუვინი 83′), მბაპე (დემბელე 65′); ოლივიე ჟირუ (ბენ იედერი 73′)

მთავარი მწვრთნელი: დიდიე დეშამი

კოლუმბია: ოსპინა; არიასი, მინა, სანჩესი, ფაბრა; აგილარი (ლერმა 68′), სანჩესი; ურიბე (ბარიოსი 90′), როდრიგესი (ქინტერო 83′), მურიელი, რადამელ ფალკაო (საპატა 68′)

მთავარი მწვრთნელი: ჟოზე პეკერმანი


დეშამი: “პოგბას რთული პერიოდი უდგას, თუმცა მასზე იმავე აზრის ვარ”

“მანჩესტერ იუნაიტედისა” და საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველს, პოლ პოგბას არც ისე კარგი პერიოდი უდგას. იგი ტრავმებმა შეაწუხეს და ახლა, ჯერჯერობით, ფორმაში ვერაა. ამასთან დაკავშირებით ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა ისაუბრა.

“სექტემბერსა და ოქტომბერში გრიზმანი ვერ იყო ფრომაში, შემდეგ მბაპეზე ამბობდნენ, რომ ის ჭაობშია. ახლა, იგივე პოგბაზე ხდება. პოლი პოლია. ის ახლა უფრო რთული სიტუაციაშია. ეს ხანგრძლივი აღმოჩნდა. თუმცა, ვიცი, მას რისი გაკეთება შეუძლია. შესაძლოა, მას რაღაც სირთულეები ჰქონდეს ხოლმე, მაგრამ ეს არ ცვლის იმას, რასაც მე პოგბაზე ვფიქრობ. ვერცერთ ვარსკვლავს შეუძლია, მუდამ უმაღლეს დონეზე თამაში,” – ამბობს დეშამი.

კურიოზი: რა გაუკეთა თანაგუნდელმა ვერატის? (ვიდეო)

მარკო ვერატი გუშინ, წინასამატჩო დღეს მასაჟს იკეთებდა. ამ დროს თავისმა თანაგუნდელმა, იური ბერჩიჩემ მასაჟორით მას ასეთი რამ გაუკეთა.

 

ნეიმარი: “ხალხი ფიქრობდა, რომ “რეალი” და “პსჟ” ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდებოდნენ”

მადრიდის “რეალი” და “პსჟ” ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში დაუპირისპირდებიან.

საშობაოდ ბრაზილიაში მყოფმა პარიზელთა ფეხბურთელმა, ნეიმარმა აღნიშნულ დაპირისპირებაზე კომენტარი გააკეთა.

“რა თქმა უნდა, “რეალი” ძლიერი მეტოქეა. შესაბამისად, მატჩისთვის დიდი შემართებით ვემზადებით. ვიცით, რომ “ბლანკოსი” ტიტულის დაცვას ბოლომდე შეეცდება. ამიტომ, დიდი ძალისხმევის გამოჩენა მოგვიწევს, რათა ორმატჩიან დუელში ისინი დავამარცხოთ.”

“ეს ის დაპირისპირებაა, რომელსაც ხალხი ფინალში ვარაუდობდა. თუმცა, ჩვენ ნაადრევად შევხვდით ერთმანეთს. ევცდებით, გულშემატკივარს სანახაობრივი და, თავისთავად, შედეგიანი შევხედრა შევთავაზოთ,” – აცხადებს ბრაზილიელი.

ემერი: “პაუზის შემდეგ, ნეიმარის ტრავმის დამატებითი რისკი არ არსებობს”

ნეიმარმა “პსჟ”-ს მიერ საფრანგეთის თასზე “სტრასბურგთან” გამართული დაპირისპირება (4-2 პარიზელთა სასარგებლოდ) პირადული მიზეზის გამო გამოტოვა: მან განთავისუფლება ითხოვა, რათა ბრაზილიაში გაფრენილიყო და ოჯახური პრობლემა მოეგვარებინა.

25 წლის შემტევი პარიზში ოთხშაბათს დაბრუნდა და გუშინ პირველად ივარჯიშა. მიუხედავად ამისა, “პსჟ”-ს მთავარი მწვრთნელი, უნაი ემერი ამბობს, რომ “ნეიმ” ფიზიკური ფორმა შეინარჩუნა და ის შაბათს, ჩემპიონატის შეხვედრაში, “რენთან” თამაშს შეძლებს.

“ის შორ მანძილზე და ხშირად დაფრინავს. მაგალითად, ეს ხდება, როცა ნეიმარს ბრაზილიის ნაკრებში იძახებენ. ხოლო, სანაკრებო პაუზის შემდეგ, ჩემი მოთამაშე ყოველთვის კარგ ფორმაშია. მას შეუძლია, შიენარჩუნოს ფიზიკური კონდიციები. შესაბამისად, ახლა არ არსებობს დამატებითი რისკი, რომ მან ტრავმა მიიღოს,” – აცხადებს ემერი.