ლორისი: “რეალი” მხოლოდ რონალდუ არაა”

დღეს მადრიდის “რეალი” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში საკუთარ მოედანზე ლონდონის “ტოტენჰემს” დაუპირისპირდება.

შეხვედრის წინ “სპურსების” გოლკიპერმა, უგო ლორისმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც კრიშტიანუ რონალდუს შეეხო.

“ყველა კარგად ხვდება, საოცარია ის, რასაც რონალდუმ კარიერის მანძილზე მიაღწია. ზოგჯერ, ეს ყველაფერი დაუჯერებელია. თუმცა, “რეალი” მხოლოდ კრიშტიანუ არაა. ჩვენ მხოლოდ მის კი არა, მთელი გუნდის შეჩერებას ვაპირებთ. მათ მშვენიერი ფეხბურთელები ჰყავთ და აღნიშნული ამოცანის შესრულება რთული იქნება,” – აცხადებს ფრანგი.

დინი: “საფრანგეთს მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება შეუძლია”

საფრანგეთის ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” მარცხენა მცველი, ლიუკა დინი აცხადებს, რომ “დეზებს” თავისუფლად შეუძლიათ, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორები გახდნენ.

“ამ გუნდით მუნდიალის მოგება შეგვიძლია. ყველა მოთამაშე ამას ფიქრობს. თავდაჯერებულები და მონდომებულები ვართ. გაგვაჩნია დიდი ამბიცია და საკმაო პოტენციალი იმისთვის, რომ სასურელ მიზანს მივაღწიოთ. თუმცა, რა თქმა უნდა, არ გვავიწყდება კონკურენტები. ჩვენს ნაკრებს მთავარ ფავორიტად არ მივიჩნევ.”

“რა თქმა უდნა, შეგვიძლია განვითარება და რუსეთში თასის აღმართვა. სასიამოვნოა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით დავძლიეთ და პირდაპირ გავედით ამ ტურნირზე. ახლა შეგვიძლია, თავს ოცნების უფლება მივცეთ, თუმცა მთავარი მუდმივი მუშაობაა,” – ამბობს 24 წლის ფრანგი.

“ამიენსა” და “ლილს” შორის გამართული შეხვედრა უცნაური მიზეზის გამო ჩაიშალა

გუშინ, საფრანგეთის ლიგა 1-ში “ამიენი” “ლილს” მასპინძლობდა. შეხვედრის მეთხუთმეტე წუთზე სტუმრების გოლის შემდეგ, მატჩი შეჩერდა საბოლოოდ კი, დელეგატის გადაწყვეტილებით, აღარც გაგრძელებულა.

ამის მიზეზი “ლილის” გულშემატკივრების სერიოზული დაზიანება გახდა. როდესაც მათმა გუნდმა ანგარიში გახსნა, ულტრასებმა ძალიან ემოციურად აღნიშნეს, საბოლოოდ კი, მათ ქმედებას ბარიკადების გადმონგრევა მოჰყვა.

ამ ყოველივეს შემდეგ 29 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან ხუთი მძიმედ არის დაშავებული.

მატჩის დელეგატმა ნოელ მანინიომ განაცხადა:”მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ოცზე მეტი ადამიანია დაშავებულია და აქიდან 3 მძიმედ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეხვედრა შეწყდება.”

ამ მომენტში არ ვრცელდება არანაირი ინფორმაცია დაშავებულების შესახებ, არც ისაა ცნობილი თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია ამ მატჩის შესახებ.

ტიაგო სილვა: “პსჟ”-მ “ბარსელონასგან” დამცირება უკვე დაივიწყა”

დღეს ჩემპიონთა ლიგის ახალი, 2017-2018 წლების სეზონი იწყება სადაც ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი, ფრანგული “პსჟ” იქნება. პარიზელები წინა სეზონში კატალონიის “ბარსელონასთან” სენსაციურად დამარცხდნენ (1-6) და გათამაშებას მოულოდნელად გამოეთიშნენ.

“პსჟ”-ს კაპიტანმა, ტიაგო სილვამ გლაზგოში “სეტლიკთან გასამართი შეხვედრის წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მან განცხადა, რომ კლუბმა ძველი ჭრილობები დაივიწყა და ახლა ახალი ძალებით შეეცდება წარმატების მიღწევას.

“ჩვენ “ბარსელონასთან” დაკავშირებული მოგონებები დავივიწყეთ. ვიცით, რომ ეს ტურნირი განსაკუთრებულია. ახლა ძალიან მოტივირებულები ვართ. გვინდა, “სელტიკის” წინააღმდეგ ბოლომდე დავიხარჯოთ და დამაჯერებელ გამარჯვებას მივაღწიოთ. ამისთვის, მთელი თამაშის კონტროლს ვაპირებთ. დიახ, ჩვენ გვინდა სამი ქულა, თუმცა მეტოქეს დიდ პატივს ვცემთ. “სელტიკი” ჩემპიონთა ლიგაზე წარსულშიც გამოდიოდა.”

“ნეიმარმა და დანიმ (ალვეში, ავტ.) დიდი პოზიტივი და გამოცდილება შემოიტანეს. მათ უკვე მოგებული აქვთ ჩემპიონთა ლიგა ისევე, როგორც დი მარიას. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს, თუნდაც იულიან დრაქსლერი და კევინ ტრაპი, რომლებმაც დიდი ტიტულები მოიპოვეს. ჩვენ ძალიან მოტივირებულები ვართ, შესანიშნავად მოვემზადეთ და აქ, რაც შესაძლებელი იქნება, ყველაფერს გავაკეთებთ,” – აცხადებს სილვა.

 

“პსჟ”-ს ბოსი: “სხვა კლუბები მბაპეში მეტს იხდიდნენ”

გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე “პსჟ”-მ “მონაკოდან” კილიან მბაპე 180 მილიონ ევროდ შეიძინა. ამით ფრანგი შემტევი გახდა ყველაზე ძვირადღირებული თინეიჯერი მოთამაშე და რიგით მეორე (ნეიმარის შემდეგ, 222 მილიონი ევრო) უძვირეს ფეხბურთელთა სიაში.

“პსჟ”-ს პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ განაცხადა, რომ მათ 18 წლის ფეხბურთელის ყიდვა ძალიან გაუჭირდათ, რადგან რამდენიმე კლუბი მასში მეტ თანხას იხდიდა, ვიდრეც – პარიზული გუნდი.

“მენდეთ, ჩვენ კილიანის შეძენაში რამდენიმე გრანდი გვეცილებოდა, რომელიც “მონაკოს” 180 მილიონზე მეტ თანხას ჰპირდებოდა. ყველა დიდ გუნდს ის სურდა. თუმცა, ჩვენ მას ავუხსენით, კონკრეტული გეგმა და ამბიციები. მბაპე მოიხიბლა და მიიღო სწორი გადაწყვეტილება. გარდა ამისა, ამ ტრანსფერში დიდი როლი ჰქონდა იმ ფაქტორსაც, რომ იგი ფრანგია, პარიზელია და ეს კლუბის მის გულშია.”

“დიახ, მას სურს დარჩეს საფრანგეთში და ჩემპიონთა ლიგაზე ფრანგული ფერები დაიცვას. მბაპე “პსჟ”-ს ახალ ისტორიას დაწერს. თუმცა, კილიანს მცირე ისტორია აქ უკვე აქვს. ნახეთ ფოტოები? ისინი არ იტყუებინა. 10 წლის მბაპესაც ძალიან უყვარდა ეს კლუბი და ოცნებობდა, რომ მისთვის ეთამაშა,” – აცხადებს ალ-ხელაიფი.

 

ზიდანი: “არ ვამაყობ იმით, რაც მატერაცის გავუკეთე”

ზინედინ ზიდანმა Telefoot-თან ინეტრვიუში 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მარკო მატერაცისთან მომხდარ ინციდენტზე ჰკითხეს. მოგეხსენებათ, მაშინ საფრანგეთის ნაკრების კაპიტანმა იტალიელს თავი გულ-მკერდის არეში ჩაარტყა, რის გამოც მოედნიდან გააძევეს.

“ნამდვილად არ ვამაყობ იმით, რაც იმ მომენტში გავაკეთე. თუმცა, ეს ჩემი კარიერის ნაწილია. მატერაცისთან მომხდარი ინციდენტი ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მომენტია, ეს არის ისეთი რამ, რასთან შეგუება მომიწევს,” – აცხადებს ზიდანი.

შეგახსენებთ, რომ ნახსენები მუნდიალის ფინალი ზინედინ ზიდანისთვის ბოლო შეხვედრა იყო. მან კარიერა წითელი ბარათით დაასრულა.

მაკელელე: “პოგბას შევხვდი და ვუთხარი…”

ლეგენდარულმა კლოდ მაკელელემ თავის თანამემამულეზე, პოლ პოგბაზე ისაუბრა.

“ვფიქრობ, პოგბა აცნობიერებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ეროვნულ ნაკრებში თამაშის დროს აქვს. როცა მას შევხვდი, ვუთხარი, რომ შეუძლია საკუთარ თავზე აიღოს ნაკრების დახმარების დიდი პასუხისმგებლობა. შეძლებს თუ არა პოლი ამას, პირველ რიგში, მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოჩნდება.”

“პოგბა მაღალია, აქვს კარგი ტექნიკა, იტანს გოლებს და აკეთებს საგოლე პასებს – ეს ფანტასტიკურია. პოლს არ უნდა შეეშინდეს ლიდერობის, რადგან მას ყველაფერი აქვს!” – აცხადებს მაკელელე.

სუარესი: “როგორც თანაგუნდელებმა, ნეიმარის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ”

კატალონიის “ბარსელონას” ურუგვაელმა თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა ჟურნალისტებთან ნეიმარის “პსჟ”-ში შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.

“ყველა ხვდება, რომ მალე ყველაფერს ნათელი მოეფინება და გავიგებთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ნეიმარი. ეს ნებისმიერისთვის სასარგებლო იქნება. საფეხბურთო სამყარო გაურკვევლობიდან გამოვა. “ნეი” აგვხსნის, თუ რა ნაბიჯის გადადგმა სურს. ჩვენ, როგორც მისმა თანაგუნდელებმა, ნებისმიერ გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ.”

“მის გვერდით თამაში დიდი სიამოვნებაა. საწყენი იქნება, თუ იგი ჩვენთან არ დარჩება,” – განაცხადა ურუგვაელმა.

მარკინიოსი: “პსჟ”-ში დარჩენა მსურს!”

“პსჟ”-ს ცენტრალურ მცველს, მარკინიოსს გუნდთან კონტრაქტი 2019 წელს ეწურება. ბრაზილიელმა ჟუნრალისტებთან ისაუბრა და აგანცხადა, რომ პარიზში დარჩენის დიდი სურვილი აქვს.

“კონტრაქტის ამოწურვამდე ორ წელზე ცოტა მეტია დარჩენილი. თუმცა, გეტყვით, რომ ახალ ხელშეკრულების თაობაზე უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები. ყველაფერი მალე დასრულდება.”

“ჩემთვის ყოველივე ნათელია: პარიზში თავს კარგად ვგრძნობ და ძალიან მინდა აქ დარჩენა.”

მარკინიოსის სახელს “ბარსელონას”, “ჩელსისა” და “მანჩესტერ უნაიტედს” უკავშირებდნენ.

საფრანგეთის ნაკრებში პოგბას ნაცვლად ბაკაიოკო გამოიძახეს

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა ნაკრებში თამაშის შანსი ფრანგული “მონაკოს” ჰავბეკს, ტიემუე ბაკაიოკოს მისცა.

ბაკაიოკო, რომლის გუნდიც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ სტადიაზე იმყოფება, ნაკრებში პოლ პოგბას ჩაანაცვლებს, რომელმაც საკმაოდ მძიმე ტრავმა მიიღო.

შეგახსენებთ, რომ დიდიე დეშამის ბიჭებს წინ ორი ტესტი ელით – ლუქსემბურგის წინააღმდეგ გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი და ესპანეთთან გასამართი ამხანაგური თამაში.

კარიმ ბენზემა საფრანგეთის ნაკრებში კვლავ არ გამოიძახეს

მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი, კარიმ ბენზემა უახლოეს მომავალში საკუთარი ნაკრების დახმარებას კვლავ ვერ შეძლებს.

შეგახსენებთ, რომ მატიე ვალბუენას საქმეზე ატეხილი სკანდალის გამო, ფრანგმა ფორვარდმა ევრო-2016-იც გამოტოვა და საკმაოდ დიდია იმის შანსიც, რომ მომავალი წლის მუნდიალზეც ვერ ითამაშოს.

Téléfoot-ის ცნობით, ფრანგთა ნაკრების თავკაცმა, დიდიე დეშამმა ბენზემა მარტის თვეში გასამართი მატჩებისთვის შედგენილი განაცხადის მიღმა დატოვა. მის ნაცვლად კი, ნაკრებში ახალგაზრდა მბაპე მოხვდა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ საფრანგეთი 25 მარტს ლუქსემბურგს დაუპირისპირდება, 28 მარტს – ესპანეთს.

რონალდინიო: “ვის ვუგულშემატკივრებ “პსჟ”-სა და “ბარსელონას” შორის გასამართ შეხვედრაში?”

14 თებერვალს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ შეხვედრაში “პსჟ” საკუთარ მოედანზე “ბარსელონას” მიიღებს. თავის დროზე ორივე გუნდში თამაშობდა ბრაზილიელი რონალდინიო. მას ჰკითხეს, თუ ვის უგულშემატკივრებს ნახსენებ დუელში.

“არასდროს გავაკეთებ არჩევანს ამ ორ გუნდს შორის. მათ ჩემს გულში დიდი ადგილი უჭირავთ. ორივე გრანდმა ჩემს განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს. მინდა, რომ როგორც “პსჟ”-მ, ასევე “ბარსელონამ” წარმატებას მიაღწიონ.”

“მატჩის დროს ყველაფერი შესაძლებელია, მოხდეს. ეს არის ორი დიდი გუნდი, რომელებსაც მსოფლიო კლასის ფეხბურთელები ჰყავთ.”

“ფეხბურთში არაფერია შეუძლებელი. ყოველთვის არიან პატარა გუნდები, რომლებიც უგებენ მათზე გაცილებით ძლიერებს,” – განაცხადა ბრაზილიელმა.