2 თებერვალს, თურქეთის ჩემპიონატში, “გალათასარაისა” და “ბურსასპორს” შორის გამართულ შეხვედრაში, უესლი სნეიდერმა მეტოქეს ულამაზესი გოლი გაუტანა.
ჭდე: გალათასარაი
სნეიდერის პასი უცნაური ხერხით
2 თებერვალს, თურქეთის ჩემპიონატში, “გალათასარაისა” და “ბურსასპორს” შორის გამართულ მატჩში (6:0), უესლი სნეიდერმა პასი უცნაური ხერხით გააკეთა.
დიდიე დროგბას ეფექტური გოლი “ბურსასპორის” კარში
2 თებერვალს, თურქეთის ჩემპიონატში, “გალათასარაისა” და “ბურსასპორს” შორის გამართულ მატჩში (6:0), დიდიე დროგბამ მეტოქის კარი ქუსლით აიღო.
ბეშიქთაშმა გალათასარაის ფეხბურთელი ინათხოვრა
გუშინ ,,გალათასარაის” 27 წლის კამერუნელმა ცენტრალურმა მცველმა დანი ნუნკემ სამედიცინო შემოწმება გაიარა ,,ბეშიქთაშის” ბაზაზე. ინფორმაციას კლუბის ოფიციალური საიტიც ადასტურებს.
ნუნკე იჯარით სეზონის ბოლომდე ითამაშებს ბეშიქთაშში, რის შემდეგ ბეშიქთაშს მისი გამოსყიდვის უპირატესობა ექნება.
ამ სეზონში კამერუნელმა “გალათასარაის” ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და მხოლოდ 6 მატჩი ჩაატარა.
გიუნტერი “გალათასარაიში” ითამაშებს
დორტმუნდის “ბორუსიას” ახალგაზრდა ცენტრალური მცველი, კორაი გიუნტერი ამიერიდან თურქული “გალათასარაის” ღირსებას დაიცავს.
თურქული კლუბის წარმომადგენლებმა გერმანელებს 2.5 მილიონი ევრო გადაუხადეს, ხოლო მოთამაშემ “გალათასარაისთან” 4.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
შეგახსენებთ, რომ გიუნტერი წარმოშობით თურქია, თუმცა ის გერმანიაში დაიბადა. ახალგაზრდა მცველს თურქეთის 16-წლამდელთა ნაკრებში უასპარეზია, რის შემდეგაც გერმანიის 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების ღირსება დაიცვა.
“გალათასარაის” რანოკია სურს
თურქული “გალათასარაის” პრეზიდენტი, უნალ აისალი ადასტურებს იმ ინფორმაციას, რომ კლუბი მილანის “ინტერთნ” ანდრე რანოკიას თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.
“დღეს, ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დაცვის ხაზის გასაძლიერებლად ერთი ახალი ფეხბურთელის ყიდვა შემოგვთავაზა. მილანის “ინტერთან” ანდრეა რანოკიას თაობაზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. შევეცდებით, მოლაპარაკებები ისე დასრულდეს, როგორც ჩვენ გვსურს და რანოკიამ “გალათასარაიში” ითამაშოს”, – ამბობს უნალ აისალი.
“გალათასარაის” ფეხბურთელის მოტეხილი ფეხი და ატირებული მოწინააღმდეგე
22 იანვარს, თურქეთის თასზე, “ელაზიგსპორმა” საკუთარ მოედანზე “გალათასარაი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
აღნიშნულ შეხვედრაში, “გალათასარაის” ფეხბურთელმა საშინელი ტრავმა მიიღო. აიდინ ილმაზმა ერთ-ერთ ორთაბრძოლაში ფეხი მოიტეხა, ხოლო მის მოწინააღმდეგეს ამის გამო, თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა.
რიერამ მეტოქეს ფეხი სასქესო ორგანოში ამოარტყა
19 იანვარს, თურქეთის ჩემპიონატში, “ანთალიასპორმა” საკუთარ მოედანზე “გალათასარაი” მიიღო და ფრედ, 1:1 ითამაშა.
აღნიშნულ შეხვედრაში კამერებმა საინტერესო კადრი დააფიქსირეს.
„გალათასარაი“ ტერის გადმობირებას ეცდება
ბრიტანული „მირორის“ ცნობით, „გალათასარაი“ თავისთან ჯონ ტერის მიწვევას აპირებს. როგორც მოგეხსენებათ, 33 წლის მცველს „პენსიონერებთან“ მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება. წყაროს თანახმად, თურქული კლუბის ხელმძღვანელობას სურს, რომ ტერი თავისუფალი აგენტის სტატუსით მიიღოს.
„გალათასარაი“ ინგლისელ ფეხბურთელს ორწლიან კონტრაქტს და სეზონში 5 მილიონ ფუნტს შესთავაზებს, რაც კვირაში 100 ათასი ფუნტის ტოლფასია. შექმნილ სიტუაციას პრემიერლიგის რამდენიმე კლუბი აკვირდება, თუმცა საეჭვოა, მათ ტერისთვის დასახელებულ თანხაზე მეტის გადახდა შეეძლოთ.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ჩელსი“ ტერისთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს, თუმცა „გალათასარაის“ გამოჩენამ შეიძლება, სიტუაცია შეცვალოს.
ბექა დოგრაშვილი
ბალოტელი „გალათასარაიში“?
„მედიასეტის“ ცნობით, „მილანის“ თავდამსხმელ მარიო ბალოტელის აგენტი მინო რაიოლა „გალათასარაის“ წარმომადგენლებს შეხვდა.
თურქული კლუბი იტალიელი ფეხბურთელის ტრანსფერის შესაძლებლობას განიხილავს. მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „მილანმა“ შესაძლოა, ბალოტელი 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ დათმოს. მოგვიანებით იტალიური კლუბის ხელმძღვანელობამ ეს ინფორმაცია უარყო, თუმცა 23 წლის ფორვარდის შესაძლო ტრანსფერის შესახებ სპეკულაციები არ წყდება.
შეგახსენებთ, რომ ბალოტელიმ იტალიის სერია A-ს მიმდინარე სეზონში 12 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა. 17 ტურის შემდეგ „მილანს“ სატურნირო ცხრილის მე-13 პოზიცია აქვს დაკავებული. რაც შეეხება „თურქ ლომებს“, „გალათასარაი“ თურქეთის ჩემპიონატში მეორე ადგილზეა.
ბექა დოგრაშვილი
მუსლერას გასაოცარი სეივი “ტრაბზონსპორთან” მატჩში
22 დეკემბერს, თურქეთის ჩემპიონატში, “გალათასარაიმ” საკუთარ მოედანზე “ტრაბზონსპორი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
აღნიშნულ შეხვედრაში, მასპინძელთა ურუგვაელმა მეკარემ, ფერნანდო მუსლერამ საკუთარი გუნდის კარი ბრწყინვალე სეივით გადაარჩინა.
სნეიდერი: “გალათასარაის” დატოვების მიზეზი არ გამაჩნია”
თურქული “გალათასარაის” ჰოლანდიელი ფეხბურთელი, უესლი სნეიდერი აცხადებს, რომ მას კლუბის დატოვების არანაირი მიზეზი არ გააჩნია.
შეგახსენებთ, რომ სნეიდერს თურქული სპორტული პრესა “მანჩესტერ იუნაიტედთან” აკავშირებს.
“თქვენ ჩემზე უკეთ იცით, რა წინადადებებიც მაქვს. ამ ეტაპზე, არაფერი არ ხდება. ჭორები ყოველთვის იყო და იქნება. ერთი რამ, რაც ნათელია ისაა, რომ მე “გალათასარაის” დატოვების არანაირი მიზეზი არ გამაჩნია”, – ამბობს სნეიდერი.